საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემატურ მოკვლევაზე - „მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-30
ბიუროს ნომერი 114
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-17372/21
30-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
თემატური მოკვლევის - „მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და
ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში” დასკვნას.
დანართი: 59 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თემატური
მოკვლევის დასკვნა
მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი
გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები
კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში
2021
1
ანგარიში შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)
მხარდაჭერით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით. მის
შინაარსზე
სრულად
პასუხისმგებელია
საქართველოს
პარლამენტის
დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს
ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის
შეხედულებებს.
2
შინაარსი
წინასიტყვაობა ................................................................................................................................................... 5
1. თემატური მოკვლევის შესახებ................................................................................................................... 6
1.2 თემატური მოკვლევის მიზანი და ძირითადი კითხვები ................................................................ 7
1.2 თემატური მოკვლევის მეთოდოლოგია ............................................................................................. 8
2. არსებული მდგომარეობის მიმოხილვა................................................................................................... 11
1.2 მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში ................................................................................. 11
2.2. მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები და ინიციატივები
საქართველოში ............................................................................................................................................ 17
2.3. საერთაშირისო პრაქტიკის მიმოხილვა ............................................................................................ 24
3. მიღებული დასაბუთებული მოსაზრებებისა და ზეპირი მოსმენების შედეგები ............................ 31
4. მოკვლევის ძირითადი მიგნებები და დასკვნები ................................................................................. 37
5. რეკომენდაციები ......................................................................................................................................... 47
შეჯამება ............................................................................................................................................................ 51
გამოყენებული ლიტერატურა ...................................................................................................................... 52
დანართი ........................................................................................................................................................... 53
3
თემატური მოკვლევა: მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და
ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში
თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები:
•
•
•
•
•
•
•
•
დავით სონღულაშვილი - პარლამენტი წევრი, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი
მომხსენებელი;
ეკა სეფაშვილი - პარლამენტი წევრი;
გოჩა ენუქიძე - პარლამენტი წევრი;
მაკა ბოჭორიშვილი - პარლამენტი წევრი;
ხატია წილოსანი - პარლამენტი წევრი;
მარიამ ლაშხი - პარლამენტი წევრი;
მიხეილ დაუშვილი - პარლამენტი წევრი;
ბექა ლილუაშვილი - პარლამენტი წევრი.
სამუშაო ჯგუფს ექსპერტულ მხარდაჭერას უწევს:
•
ანა ქათამიძე - ექსპერტი.
4
წინასიტყვაობა
წინამდებარე
ანგარიში
შემუშავებულია
საქართველოს
პარლამენტის
დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის საფუძველზე.
მოკვლევის მიზანი იყო კრიზისული და პოსტ კრიზისული პერიოდის შედეგად მცირე და
საშუალო საწარმოების წინაშე დამდგარი/გამწვავებული პრობლემებისა და შესაძლებლობების
შესახებ დაინტერესებული მხარეების გამოკვლევა, მოსაზრებების შეკრება და გაანალიზება,
საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა.
მოკვლევის
ფარგლებში
მოსაზრებები
დაინტერესებულმა მხარემ,
და
წინადადებები
წარმოადგინა
22-მა
მათ შორის, სამთავრობო უწყებებმა და ადგილობრივმა
თვითმმართველობებმა, საერთაშორისო
და არასამთავრობო ორგანიზაციებმა,
კერძო
სექტორის წარმომადგენლებმა.
ანგარიში შედგება 5 თავისგან. პირველ თავში აღწერილია თემატური მოკვლევის
ინსტრუმენტი და მოკვლევის მეთოდოლოგია. მეორე თავში მიმოხილულია მცირე და
საშუალო საწარმოების სექტორი და არსებული მდგომარეობა. მესამე და მეოთხე თავებში
გაანალიზებულია მოკვლევის შედეგად მიღებული მოსაზრებები და ძირითადი მიგნებები.
ბოლო თავი კი ეხება რეკომენდაციებს, რომლებიც განკუთვნილია მცირე და საშუალო
ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი
უწყებებისა თუ ჩართული მხარეებისათვის.
თემატური მოკვლევა განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების
პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD)
თანამშრომლობით.
5
1. თემატური მოკვლევის შესახებ
თემატური მოკვლევა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული
ინსტრუმენტია,
რომელიც
აძლიერებს
საკანონმდებლო
ორგანოს
საზედამხედველო
ფუნქციებს და ხელს უწყობს ამ ფუნქციათა ქმედით შესრულებას. თემატურ მოკვლევას
კომიტეტი იყენებს აქტუალური საკითხის შესწავლისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული
დოკუმენტის შემუშავების მიზნით.
თემატური მოკვლევის პროცესში, კომიტეტის ფარგლებში შექმნილმა მოკვლევის ჯგუფმა
მიიღო დაინტერესებულ მხარეთა მიერ გამოგზავნილი დასაბუთებული მოსაზრებები, ხოლო
შემდგომ ეტაპზე აღნიშნულ პირებთან გამართა ზეპირი მოსმენები. მიღებული წერილობითი
მოსაზრებებისა და განხილვების საფუძველზე გამოვლინდა მცირე და საშუალო ბიზნეს
სექტორის ძირითადი გამოწვევები და საჭიროებები კრიზისულ და პოსტ -კრიზისულ
პერიოდში.
შესაბამისად, შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც ხელს
შეუწყობს ზოგადად ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას, შეარბილებს კრიზისის ნეგატიურ
ზეგავლენას მცირე და საშუალო საწარმოებზე, გაზრდის კოორდინირებისა და კომუნიკაციის
მასშტაბს.
გლობალური პანდემიის შედეგად თვისობრივად ახალი დღის წესრიგი შეიქმნა მსოფლიო
ეკონომიკაში და მათ შორის საქართველოშიც. მცირე და საშუალო ბიზნესი, როგორც ქვეყნის
ეკონომიკური განვითრების კატალიზატორი, ასევე თვისობრივად ახალი გამოწვევებისა და
სირთულეების წინაშე დადგა.
ამდენად მნიშვნელოვანია, რომ მიზანმიმართული და
საჭიროებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ერთის მხრივ მოხდეს
მცირე და საშუალო საწარმოების გამოწვევებზე სწრაფი ადაპტაციის ხელშეწყობა და მეორეს
მხრივ ახალი შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენების სტიმულირება.
ამდენად,
საქართველოს
პარლამენტის
დარგობრივი
ეკონომიკისა
და
ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტმა ჩაატარა თემატური მოკვლევა: მცირე და საშუალო ბიზნესის
ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები
პერიოდში.
6
კრიზისულ და პოსტ კრიზისულ
1.2 თემატური მოკვლევის მიზანი და ძირითადი კითხვები
თემატური მოკვლევისათვის განისაზღვრა შემდეგი მიზანი და ამოცანები:
მიზანი: კრიზისული და პოსტ კრიზისული პერიოდის შედეგად მცირე და საშუალო
საწარმოების წინაშე დამდგარი/გამწვავებული პრობლემების გამოვლენა და
შესაბამისი
რეკომენდაციების შემუშავება;
ამოცანები:
•
მცირე და საშუალო საწარმოების (მსს) განვითარების პანდემიით გამოწვეული ბარიერების
და პრობლემების შემსუბუქების (ან აღმოფხვრის) საპასუხო და მხარდამჭერი პოლიტიკის
ეფექტიანი განხორციელება;
•
კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდში მსს სექტორის მხარდაჭერის საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ინსტრუმენტების გამოყენების ხელშეწყობა;
•
მსს სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა კრიზისული და პოსტკრიზისული პერიოდის ნეგატიური ეფექტების დასაძლევად და ახალი შესაძლებლობების
სათანადოდ გამოყენებისათვის.
•
მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის ინტერნაციონალიზაციის დონის გაზრდა, მათ
შორის საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებით
(DCFTA, GSP, FTA, და ა.შ.)
გათვალისწინებული სარგებლის, შესაძლებლობებისა და უპირატესობების ეფექტიანი
გამოყენების ხელშეწყობის გზით.
მიზნების განსაზღვრის შემდგომ ჩამოყალიბდა ძირითადი შეკითხვები, რომელთა
მიხედვითაც
დაინტერესებულ
მხარეებს
უნდა
მოსაზრებები. შეკითხვები ჩამოყალიბდა შემდეგი
გამოეგზავნათ
დასაბუთებული
ძირითადი მიმართულებების
მიხედვით:
•
მხარდაჭერის პოლიტიკა კრიზისულ და პოსტ - კრიზისულ პერიოდში-კრიზისული
პერიოდის გამოწვევებზე რეაგირება, საპასუხო პოლიტიკა და ღონისძიებები. მცირე და
საშუალო ბიზნეს სექტორის საპროგნოზო გამოწვევები და საჭიროებები.
•
საერთაშორისო პრაქტიკა - პოსტ-კრიზისული მხარდაჭერის პოლიტიკის საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობები.
•
საერთაშორისო ვაჭრობა - საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა და
არსებული საჭიროებები.
•
მსს-ს მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში
7
1.2 თემატური მოკვლევის მეთოდოლოგია
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თემატური მოკვლევა- მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და
ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში - წარიმართა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მოკვლევის დაწყება
გადაწყვიტა 2021 წლის 24 მაისის სხდომაზე და დაამტკიცა მოკვლევის ჯგუფი, რომლის
შემადგენლობაშიც შევიდნენ: დავით სონღულაშვილი; ეკა სეფაშვილი; გოჩა ენუქიძე; მაკა
ბოჭორიშვილი; ხატია წილოსანი; მარიამ ლაშხი; მიხეილ დაუშვილი; ბექა ლილუაშვილი.
კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის ბიუროს შესაბამისი პროცედურის
დაცვით წარედგინა.
სამუშაო შეხვედრებზე იდენტიფიცირებულ გამოწვევათა შესაბამისად,
მოკვლევის თემა და შეიქმნა ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტი.
დაზუსტდა
ტექნიკური მოთხოვნის დოკუმენტი მოიცავდა კვლევის საკვანძო შეკითხვებს, რომლებზე
პასუხებიც დაინტერესებულ მხარეებს უნდა აესახათ წარმოდგენილ დასაბუთებულ
მოსაზრებებში.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში შექმნილი სამუშაო
ჯგუფის მიერ თემატური მოკვლევისათვის შემუშავდა შესაბამისი კითხვები:
1) მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პოლიტიკის ეფექტიანი
დაგეგმვა. ა) როგორ შეაფასებთ მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებული
საკითხების პოლიტიკის დაგეგმვას, რამდენადაა სათანადოდ ასახული აღნიშნული
საკითები შესაბამის ეროვნულ, მულტისექტორულ და სექტორულ სტრატეგიებში,
სამოქმედო გეგმებსა თუ პროგრამებში? გთხოვთ, დაასახელოთ კონკრეტული
სტრატეგიები და პროგრამები, როგორც კარგი მაგალითის ასევე გაუმჯობესების
საჭიროების თვალსაზრით; ბ) რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის
კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე; გ) რამდენად ეფექტიანია
კოორდინაცია სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, განსაკუთრებით
ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის? გ) დამატებით რა ღონისძიებების
გატარებას მიიჩნევთ საჭიროდ პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის
გაუმჯობესების მიზნით?
2) კრიზისული პერიოდის გამოწვევებზე რეაგირება, საპასუხო პოლიტიკა და
ღონისძიებები. ა) როგორ შეაფასებდით სახელმწიფოს მიერ გახორციელებულ
პროგრამებსა და ინიციატივებს, რომლებიც მიმართული იყო კრიზისულ პერიოდში
COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქებაზე? როგორ შეაფასებდით
გატარებული ინსტრუმენტების ეფექტიანობას ხანგრძლივობის, დაფარვის და
მიზნობრიობის თვალსაზრისით? ბ) თქვენი მოსაზრებით, რა დამატებითი
ინსტრუმენტების გახორციელება არის საჭირო კრიზისულ პერიოდში მსს-ს
სექტორისათვის? მათ შორის რა დამატებით საჭიროებებს ხედავთ ციფრული
ტექნოლოგიების დანერგვის
და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობის
მიმართულებით?
თქვენი აზრით
რა შეიძლება იყოს შემოთავაზებული
8
ინსტრუმენტების გახორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მოცულობა.
გ) რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია ცენტრალურ და
ადგილობრივ დონეზე, ასევე სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს,
განსაკუთრებით ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის?
3) გლობალური პანდემიით გამოწვეული ცვლილებები ბაზრებისა და ბიზნეს სექტორის
დარგობრივ სტრუქტურაში ა) თქვენი მოსაზრებით, რომელი დარგები/ქვედარგები
დაზარალდნენ ყველაზე მეტად და შესაბამისად აქვთ დამოუკიდებლად
ფუნქციონირების ყველაზე დაბალი შესაძლებლობა? ბ) საქართველოში მსს-ისთვის
რა დამატებით ან ახალი ბიზნეს შესაძლებლობები გაჩნდა (ან გაჩნდება მოკლევადიან
პერიოდში), რომელი მიმართულებები მიგაჩნიათ განსაკუთრებით პერსპექტიულად
პოსტ-კრიზისულ პერიოდში? რომელ მომსახურებასა და პროდუქტებზე იზრდება
მოთხოვნა და რამდენად არის მზად მსს სექტორი შესაბამისი მიწოდებისათვის? გ)
პოლიტიკის რა ინსტრუმენტების გატარება მიგაჩნიათ საჭიროდ მსს-სექტორის მიერ
ახალი შესაძლებლობების გამოყენების ხელშეწყობისათვის?
4) მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის საპროგნოზო გამოწვევები და საჭიროებები,
რომლებიც დადგება პოსტ-კრიზისულ პერიოდში და მათი შერბილების, მოგვარების
სარეკომენდაციო ინსტრუმენტები. ა) რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დადგება
მცირე და საშუალო ბიზნესი პოსტ-კრიზისულ პერიოდში; რა დამახასიათებელი
პრობლემები შეიძლება გამოვლინეს სექტორის, ზომის, ტერიტორიული ან სხვა
ნიშნით? ბ) თქვენი მოსაზრებით, რა ტიპის პროგრამებისა და ინიციატივების გატარება
შეიძლება იყოს
შერბილების ანდა პრევენციის საუკეთესო ინსტრუმენტები, მათ
შორის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალიწინებით. გ) შეაფასეთ პოსტ-კრიზისულ
პერიოდში მხარდამჭერი ინსტრუმენტების მიზნობრიობის (სექტორის/ქვე-სექტორის,
საწარმოს ზომის, რეგიონის/ტერიტორიის და ა.შ ჭრილში) საჭიროება და
სარეკომენდაციო ხანგრძლივობა, ასევე მიუთითეთ ასეთი ინსტრუმენტების
გატარებისათვის საჭირო სავარუდო ფინანსური რესურსები.
5) პოსტ-კრიზისული მხარდაჭერის პოლიტიკის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის
დანერგვის შესაძლებლობები. ა) რომელი ქვეყნის/ქვეყნების მაგალითი მიგაჩნიათ
საუკეთესოდ კრიზისული და პოსტ-კრიზისული პერიოდში კერძო სექტორის
მხარდაჭერის პოლიტიკის თვალსაზრისით? ბ )რა ტიპის ინსტრუმენტები (ფინანსური
და არა ფინანსური) მიგაჩნიათ ყველაზე ეფექტიანად საქართველოში არსებული
მდგომარების და საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალიწინებით? გთხოვთ
მიუთითოთ კონკრეტული ღონისძიებები და პროგრამები, რომელთა ინტეგრირება
იქნება ეფექტიანი მსს სექტორის განვითარებისათვის.
6) საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა და ინტერნაციონალიზაცია: ა) თქვენი
მოსაზრებით რა არის მსს-ის ძირითადი გამოწვევები საერთაშორისო ბაზრებზე
წვდომის კუთხით? ეკონომიკის რომელ სექტორებში მოქმედ მცირე და საშუალო
საწარმოებს აქვთ ყველაზე მეტი პერსპექტივა? ბ) როგორ შეაფასებდით საერთაშორისო
სავაჭრო შეთანხმებებით გათვალიწინებული შესაძლებლობების გამოყენების დონეს
მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ? მხარდაჭერის რა ძირითად საჭიროებებს
ხედავთ ამ მიმართულებით? გ) რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის
კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე სახელმწიფოსა და სხვა
9
დაინტერესებულ მხარეებს, განსაკუთრებით ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს
შორის?
7) მსს-ს მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. ა) როგორ შეაფასებთ სახელმწიფო
შესყიდვების ბაზარზე მსს-ს წვდომის დონეს? რამდენად შესაბამისად და ეფექტიანად
ხორციელდება ხელშეწყობის ღონისძიებები, მაგალითად ლოტებად დაყოფა,
შერჩევისა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმების პროპორციულობა,
ანგარიშსწორების პირობები და ა.შ? ბ) თქვენი შეფასებით როგორია მსს სექტორის
ინფორმირებულობისა და ცოდნის დონე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშრებით? რა
დამატებითი ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი ამ მიმართულებით? გ)
რამდენად მოახდინა გავლენა პანდემიამ მცირე და საშუალო ბიზნესზე სახელმწიფო
შესყიდვებში მონაწილეობის მიმართულებით?
8) მოკვლევის თემატიკიდან გამომდინარე ნებისმიერი დამატებითი საკითხი, რომელსაც
არ მოიცავს ზემოთ მოცემული კითხვები და მიგაჩნიათ მსს სექტორის მნიშვნელოვან
გამოწვევად ანდა განვითარების ხელშეწყობის ინსტრუმენტად კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში.
კომიტეტმა განათავსა ინფორმაცია პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად დადგენილ ვადებში.
თემატური მოკვლევის პროცესში კომიტეტმა
სულ 22 სუბიექტისგან მიიღო ინფორმაცია,
მათ
შორის,
სამინისტროებისა
და
პროგრამების
განმახორციელებელი
ცენტრალური
სააგენტოებიდან,
ბიზნესასოციაციებიდან.
2
კერძო
6
საჯარო-ცენტრალური
7
საჯარო- ადგილობრივი
6
სამოქალაქო
1
საერთაშორისო
0
2
4
6
8
თემატური მოკვლევისას ჯგუფმა შეისწავლა და გააანალიზა ზემოხსენებული ინფორმაცია,
რის შემდეგაც ჩატარდა ზეპირი მოსმენა. ზეპირი მოსმენა გაიყო ორ ნაწილად. პირველი
ნაწილი დაეთმო კერძო და საერთაშორისო სექტორს, ხოლო მეორე ნაწილი კი - ცენტრალური
და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
საერთო ჯამში,
17-მა
დაინტერესებული პირმა წარმოადგინა საკუთარი მოსაზრება და უპასუხა დასმულ კითხვებს.
შედეგად, გამოიკვეთა მიგნებები და ჩამოყალიბდა შესაბამისი რეკომენდაციები.
10
2. არსებული მდგომარეობის მიმოხილვა
1.2 მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში
მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის
ხერხემალს წარმოადგენს, უზრუნველყოფს რა ეკონომიკის დივერსიფიკაციას, ქმნის სამუშაო
ადგილებისა თუ წარმოებული პროდუქციის დიდ ნაწილს. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ
მცირე და საშუალო საწარმოები მეტად მყიფე არიან კრიზისული პერიოდების მიმართ, მათ არ
გააჩნიათ სათანადო ფინანსური თუ სხვა სახის რესურსები გრძელვადიანი კრიზისებით
გამოწვეული ბარიერების დამოუკიდებლად გადალახვისათვის.
2017
წელს,
საქართველოს
რეკომენდაციების
სტატისტიკის
გათვალისწინებით
ეროვნულმა
განაახლა
სამსახურმა
საწარმოთა
ევრო
ზომის
სტატის
განსაზღვრის
მეთოდოლოგია. შესაბამისად, საქსტატის მონაცემებით საქართველოში არსებულ საწარმოთა
99,7% წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესს.
1
ცხრილი 1. მცირე და საშუალო ბიზნესის დეფინიცია საქართველოსა და ევროკავშირში
ზომა
საშუალო
მცირე
მიკრო
საქართველო
დასაქმებულთა
რაოდენობა
<250
<50
ევროკავშირი
ბრუნვა, ლარი
<60 მლნ
<12 მლნ 2
დასაქმებულთა
რაოდენობა
<250
<50
ბრუნვა,
ევრო
<50 მლნ
<10 მლნ
>30 000 3
<10
<2 მლნ
წყარო: ცხრილი შემუშავებულია საქსტატის, საქართველოს საგადასახო კოდექსისა და
ევროკომისიის მონაცემების საფუძველზე.
საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება სპეციალური დაბეგვრის
რეჟიმით სარგებლობისათვის ხდება განსხვავებული ინდიკატორებით (მცირე ბიზნესი:
ბრუნვა 500 000 ლარამდე, მიკრო ბიზნესი - ბრუნვა 30 000 ლარამდე) და განისაზღვრება
საქართველოს საგადასახადო კოდექსით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიკრო ბიზნესი არ
წარმოადგენს დამსაქმებელ სექტორს, თუმცა მნიშვნელოვანია თვითდასაქმებისა და
სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ერთ-ერთ ფორმის თვალსაზრისით. განსაკუთრებულად
საგულისხმოა, არაფორმალური სექტორის შემცირების მიმართულებითაც. ამასთან, რიგი
1
ბიზნეს სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგია, საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
2
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი მოქმედებს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტებისათვის,
რომელთა წლიური შემოსავლები 500 000 ლარამდეა.
3 საქართველო საგადასახადო კოდექსი, თავი XII
11
საგადასახადო საშეღავათო რეჟიმებია გათვალიწინებული მთის საწარმოს სტატუსის მქონე
სუბიექტისათვის, საშემოსავლო, ქონების და მოგების გადასახადების კუთხით.
რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტების მხოლოდ 23%-ია აქტიური
2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 836148 ბიზნეს
სუბიექტი, ხოლო აქტიურის სტატუსი აქვს მხოლოდ 23%-ს. აქტიური ბიზნეს სუბიექტებიდან (193 512) მხოლოდ 451 არის მსხვილი, 2071- საშუალო, დანარჩენი კი მიკრო და მცირე ბიზნესზე
მოდის.
გრაფიკი 1. რეგისტრირებული და აქტიური ბიზნეს სუბიექტები საწარმოთა ზომის მიხედვით
წყარო: მომზადებულია საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით
საგულისხმოა, რომ აქტიურ საწარმოთა 42% თბილისშია რეგისტრირებული, ყველაზე ნაკლები 1534 სუბიექტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის რეგიონში.
ცხრილი 2. აქტიურ საწარმოთა განაწილება რეგიონების მიხედვით
რეგიონები
სუბიექტთა
რაოდენობა
ქ. თბილისი
აჭარის ა.რ.
გურია
იმერეთი
კახეთი
მცხეთა-მთიანეთი
81,361
19,290
4,991
26,074
11,863
3,757
12
%
42.04
9.97
2.58
13.47
6.13
1.94
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
სამცხე-ჯავახეთი
ქვემო ქართლი
შიდა ქართლი
1,534
14,521
5,903
14,869
9,342
0.79
7.50
3.05
7.68
4.83
კრიზისის შედეგები მცირე და საშუალო ბიზნესზე ცალსახად ნეგატიურად აისახა
2020 წლის
მონაცემების თანახმად, მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტებზე მოდის
საწარმოთა ბრუნვის მთლიანი მაჩვენებლების 41%; კერძო სექტორში დასაქმებულთა - 59%,
ხოლო შრომითი დანახარჯების - 56%.
გრაფიკი 2. ძირითადი მაჩვენებლების ზომის მიხედვით, 2020 წ.
100%
90%
23%
80%
70%
34%
29%
23%
27%
43%
44%
17%
60%
50%
92.70%
40%
30%
59%
20%
10%
1.30%
0%
ბრუნვა
დასაქმებულთა
შრომითი
რაოდენობა
დანახარჯები
მსხვილი
საშუალო
მცირე
ამასთან, საგულისხმოა, რომ კრიზისი
ბ რ უ ნვ ა
60%
მსხვილი
საშუალო
0.30%
რაოდენობა
გაცილებით მძიმედ აისახა მცირე
ბიზნესზე დასაქმებულთა რაოდენობის
მცირე
40%
მაჩვენებლის
მიხედვით
20%
შემცირება
წინა
0%
-20%
2015
2016
2017
2018
2019
2020
2019
(28%-იანი
წელთან
შედარებთ),
ხოლო
ბრუნვის
შემცირების
ყველაზე
ნეგატიური
მონაცემი საშუალო ზომის ბიზნესზე
მოდის (10%-იანი კლება). მსხვილი
ბიზნესის შემთხვევაში კი მართალია ვერ შენარჩუნდა ზრდის ტემპი, მაგრამ აღნიშნული
პარამეტრებით არც კლებას ქონდა ადგილი. მონაცემები იძლევა მყარ მტკიცებულებას, რომ
მცირე და საშუალო ბიზნესი ბევრად მყიფეა კრიზისული პერიოდების მიმართ და არ გააჩნიათ
რეაგირების და გადარჩენის სათანადო ინსტრუმენტები.
13
გრაფიკები. ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა/კლება წინა წელთან
შედარებით საწარმოთა
ზომის მიხედვით
შ რ ო მითი დ ა ნ ა ხ ა რჯე ბი
მსხვილი
20%
დაქირავებულთა რაოდენობა
საშუალო
20%
მსხვილი
საშუალო
მცირე
10%
10%
0%
0%
-10%
-10%
-20%
-20%
2015
2016
2017
2018
2019
2020
-30%
2015
2016
2017
2018
2019
შედარებით განსხვავებულია სურათი ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიციის მიმართულებით.
მაჩვენებელმა კლება რეალურად 2018 წლიდან დაიწყო. ამასთან საწარმოთა ზომების
მიხედვით ტენდენცია არ იკვეთება. თუმცა რაც ნათლად ჩანს, არის მსხვილი ბიზნესის
სტაბილური მაღალი წონა. შესაბამისად, ფიქსირებულ აქტივებში გახორციელებული
ინვესტიციების თითქმის ნახევარი 450 საწარმოზე მოდის.
ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში,
ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით
100%
ინვესტიციები, მლნ, ლარი
მსხვილი…
საშუალო…
მცირე…
6,000.0
50%
4,000.0
0%
2,000.0
-50%
2015
2016
2017
2018
2019
2020
0.0
ცხრილი 3.
სულ, მლნ ₾
მსხვილი
საშუალო
მცირე
2015
4,334
59%
19%
22%
2016
4,665
53%
23%
24%
2017
5,586
61%
14%
25%
2018
4,968
48%
21%
31%
2019
4,877
48%
19%
33%
2020
4,350
49%
23%
28%
14
2020
ცალკე აღნიშვნის ღირსია ბიზნეს სექტორის დამატებითი ღირებულების მაჩვენებელი.
ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების
შესრულების ერთ-ერთ ეროვნულ ინდიკატორს. კერძოდ კი, მიზანი 9: მდგრადი
ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და
ინოვაციების ხელშეწყობა. 9.3 მცირე ზომის ინდუსტრიულ და სხვა მეწარმეობისათვის,
განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ფინანსურ მომსახურებებზე, მათ შორის
ხელმისაწვდომ კრედიტზე, წვდომის გაზრდა და მათი ინტეგრირება საწარმოო ჯაჭვებსა და
ბაზრებში. ეროვნული ინდიკატორი: 9.3.1: მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წილი
ინდუსტრიის მთლიან დამატებით ღირებულებაში ‐ 50%.
2020 წელს დამატებული ღირებულება წინა წელთან შედარებით ჯამში 1 მილიარდ ლარზე
მეტით შემცირდა წინა წელთან შედარებით. კლებამ 8% შეადგინა მსხვილი ბიზნესისთვის,
ხოლო მცირე და საშუალო საწარმოებისათვის 2%. თუმცა გაიზარდა საშუალო და მცირე
ბიზნესის წილი მთლიან დამატებულ ღირებულებაში და 61% შეადგინა.
მსხვილი
2015
საშუალო
მცირე
42%
42%
38%
40%
41%
39%
2016
2017
2018
2019
2020
25%
24%
26%
26%
25%
26%
სულ, მლნ ₾
33%
35%
36%
35%
34%
35%
14,761.0
16,772.4
19,036.3
20,726.9
23,296.0
22,263.0
დამატებული ღირებულება ზრდა/კლება წინა წელთან
შედარებით %
30%
20%
10%
0%
-10%
2015
2016
მსხვილი
2017
2018
საშუალო
2019
2020
მცირე
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რომ მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის განვითარებას
განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების სხვა მიზნების მიღწევაშიც. მათ
შორისაა, მიზანი 8: სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის
ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის.
ამოცანა 8.3: განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის წახალისება, რომელიც ხელს
შეუწყობს საწარმოო საქმიანობას, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას, მეწარმეობას,
კრეატიულობას და ინოვაციას, და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა
15
ჩამოყალიბებისა და ზრდის წახალისებას, მათ შორის ფინანსურ მომსახურებაზე მათი
წვდომის უზრუნველყოფის მეშვეობით.
მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები ხელს უწყობენ მშპ-ს და ეკონომიკურ ზრდას.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებს შორის
სწორედ ასეთი ზომის სუბიექტებს შეაქვთ უმსხვილესი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში და
ქმნიან დამატებული ღირებულების 60%-მდე. მთლიანი შიდა პროდუქტის 33 %0მდე. აქვე
გასათვალისწინებელია
არაფორმალური
სექტორის
წვლილი
ეკონომიკაში.
მნიშნელოვანია, სექტორის როლი დასაქმებაში - საქართველოში
ასევე
კერძო სექტორში
დასაქმებულთა 57 % სწორედ მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის. თუმცა აქვე უნდა
აღინიშნოს რომ
მსს სექტორში
არსებული სამუშაო ადგილები ხასიათდება დაბალი
ანაზღაურებითა და მაღალი რისკით, რაც კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიის პერიოდში.
ამდენად, აუცილებელია პოლიტიკის ისეთი ღონისძიებების გატარება., რაც ხელს შეუწყობს
სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და სექტორის შემოსავლიანობის ზრდას.
განვითარების
მე-8
მიზნის
მიღწევის
თვალსაზრისითაც
დიდი
მდგრადი
როლი
ენიჭება
არაფორმალური სექტორის ფორმალურში ტრანსფორმაციის პროცესს.
ამასთან, მსს სექტორს წვლილი შეაქვს მიზნების მიღწევაში ისეთი მიმართულებებით,
როგორებიცაა: სიღარიბის შემცირება, სასურსათო უსაფრთხოება
მდგრადი სოფლის
მეურნეობა, ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური განვითარება და ა.შ.
მცირე და საშუალო საწარმოების ეკონომიკური პოლიტიკის ინდექსი 2020 4 -ის თანახმად
საქართველოს კარგი შეფასება აქვს 8 ინდიკატორის მიხედვით, დანარჩენი 4 მიმართულებით
კი რჩება გამოწვევები.
ცხრილი 3. მსს პოლიტიკის ინდექსი - საქართველოს შეფასება
ინდიკატორი
2020
2016
საშუალო EaP
2020
ინსტიტუციური და საკანონმდებლო
ჩარჩო
4.20
3.48
3.74
სამეწარმეო პირობები
4.36
4.33
3.92
გაკოტრება და მეორე შანსი
3.03
2.94
2.85
სამეწარმეო სწავლება, ქალთა
მეწარმეობა
4.24
2.70
3.58
Bსამე
წარმ
ეო
ადამ
იანუ
რი
Aსაჭიროებებზე
ორიენტირებუ
ლი მთვარობა
კატეგორია
OECD et al. (2020), SME Policy Index: Eastern Partner Countries 2020: Assessing the Implementation of the
Small Business Act for Europe, SME Policy Index, OECD Publishing, Paris/European Union,
4
Brussels, https://doi.org/10.1787/8b45614b-en.
16
4.14
3.00
3.36
ფინანსებზე ხელმისაწვდომობა
4.02
3.76
3.57
სახელმწიფო შესყიდვები
4.26
4.04
3.49
4.56
4.22
3.43
ინტერნაციონალიზაცია
3.76
3.60
2.96
ბიზნესის განვითარების სერვისები
4.39
3.69
3.53
ინოვაციების პოლიტიკა
3.27
2.70
2.92
მწვანე ეკონომიკა
3.05
2.48
2.77
SME უნარები
E- ინოვაციები
და ბიზნესის
მხარდაჭერა
D- ბაზრებზე
წვდომა
C
სტანდარტები და რეგულაციები
წყარო: OECD, SME policy index: Eastern Partner countries 2020
2.2. მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო
პროგრამები და ინიციატივები საქართველოში
წინამდებარე ნაწილი მომზადებულია სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებიდან გამომდინარე, ეკონომიკის წინაშე არსებული
ახალი გამოწვევების საპასუხოდ გაფართოვდა მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით
ბიზნესის მხარდაჭერის არსებული პროგრამები.
1) გაფართოვდა წარმოების და სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით არსებული
პროცენტის სუბსიდირების სქემა;
2020
წელს,
მსოფლიოში
გაუმჯობესებული
არსებული
პირობების
პანდემიის
მიწოდების
საპასუხოდ,
მიზნით,
მეწარმეებისთვის
პროგრამის
დიზაინში
განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, კომერციული ბანკის მიერ
დამტკიცებული სესხის ან სალიზინგო კომპანიის მიერ გაცემული ლიზინგის
საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა როგორც, ეროვნული ბანკის რეფინანსირების
საპროცენტო
განაკვეთს
დამატებული,
შესაბამისად,
3%
და
5%.
ასევე,
თანადაფინანსების პერიოდი გაიზარდა 24-დან 36 თვემდე. პროგრამის ფარგლებში
დასაშვები სესხის ოდენობა და ლიზინგის საგნის ღირებულება კი გაიზარდა 5-დან 10
მლნ ლარამდე. კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით პროგრამის ფარგლებში მოხდა
17
მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობების დამატება. ასევე, ამავე პერიოდში მოხდა
სესხის მიზნობრიობის პროცენტული გადანაწილების ცვლილება და დაშვებულ იქნა
სესხის
თანხის
არაუმეტეს
50%-ის
მიმართვა
საბრუნავი
საშუალებების
დასაფინანსებლად. ცვლილებამდე პერიოდში პროგრამის ფარგლებში სესხის 100-ვე
პროცენტი მიმართული უნდა ყოფილიყო მხოლოდ კაპიტალური დანახარჯების
გასაწევად.
დადგენილების განახლებული პირობებით, გაფორმდა 423 ხელშეკრულება. მათ შორის
2 ხელშეკრულება გაფორმდა ტურისტული სერვისების, 126 სასტუმრო, ხოლო 295
საწარმო პროექტებთან დაკავშირებით. საწარმო პროექტებიდან ახალი ხელშეკრულება
გაფორმდა 204 ბენეფიციართან, ხოლო 91 ბენეფიციართან მოხდა უკვე აღებული სესხის
რეფინანსირება/რესტრუქტურიზება. ახალ პროექტებზე ხელშეკრულების ფარგლებში
დამტკიცებული სესხის მოცულობა 266 მილიონი ლარია და ინვესტიცია 370 მილიონ
ლარს აჭარბებს. პროექტების ფარგლებში მოსალოდნელია 6500-ზე მეტი ახალი სამუშაო
ადგილის შექმნა.
ახალი პროექტების რაოდენობა
ჯამური ინვესტიციის მოცულობა (მლნ)
დამტკიცებული სესხის მოცულობა (მლნ)
ახალი სამუშაო ადგილები
რეფინანსირებული ძველი სესხების რაოდენობა
რეფინანსირებული ძველი სესხების
მოცულობა
ჯამი
სასტუმრო
ინდუსტრიის
ხელშეწყობის
2020
123
258,051,891
174,173,468
5380
67
95,789,974
2021
81
112,222,126
91,965,884
1,147
24
30,102,051
ჯამი
204
370,274,017
266,139,352
6,527
91
125,892,025
190
105
295
მიმართულებით
გაფორმდა
126
ხელშეკრულება. მათ შორის 45 ახალი სესხის ხელშეკრულებაა, 81 კი ძველი სესხის
რეფინანსირება/რესტრუქტურიზება. ახალ პროექტებზე ხელშეკრულების ფარგლებში
დამტკიცებული სესხის მოცულობა 53.2 მილიონი ლარია და ინვესტიცია 131 მილიონ
ლარს აჭარბებს. პროექტების ფარგლებში მოსალოდნელია 900-ზე მეტი ახალი სამუშაო
ადგილის შექმნა.
ახალი პროექტების რაოდენობა
ჯამური ინვესტიციის მოცულობა (მლნ)
დამტკიცებული სესხის მოცულობა (მლნ)
ახალი სამუშაო ადგილები
ოთახების რაოდენობა
რეფინანსირებული ძველი სესხების რაოდენობა
რეფინანსირებული ძველი სესხების მოცულობა
რეფინანსირებული სესხების ოთახების რაოდენობა
ჯამი
18
2020
32
99,452,555
39,914,575
679
766
69
74,485,105
972
101
2021
13
31,676,072
13,245,000
261
253
12
16,953,390
342
25
ჯამი
45
131,128,627
53,159,575
940
1,019
81
91,438,495
1,314
126
2) შეიცვალა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის დიზაინი;
კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით პროგრამის ფარგლებში მოხდა მიზნობრივი
ეკონომიკური საქმიანობების დამატება. ასევე, ამავე პერიოდში მოხდა სესხის
მიზნობრიობის პროცენტული გადანაწილების ცვლილება და დაშვებულ იქნა სესხის
სრული თანხის მიმართვა როგორც საბრუნავი საშუალებებისთვის ასევე კაპიტალური
ხარჯების დასაფინანსებლად. ცვლილებამდე პერიოდში პროგრამის ფარგლებში სესხის
არანაკლებ 80% მიმართული უნდა ყოფილიყო კაპიტალური დანახარჯების გასაწევად,
ხოლო არაუმეტეს 20% საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად. ამასთან, მოხდა
პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიის მოცულობის ცვლილება, კერძოდ,
სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის
ძირი თანხის არაუმეტეს 90%-ის გარანტირებას 70%-ის ნაცვლად.
საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში ხელი მოეწერა 240 ხელშეკრულებას.
აქედან 219 გაფორმდა ახალი, ხოლო 21 რესტრუქტურიზებული სესხის გარანტიისთვის.
ჯამური სესხის მოცულობა შეადგენს 208.9 მილიონ ლარს აქედან, სააგენტოს მიერ
გარანტირებულია 175.1 მილიონი ლარი, რაც მთლიანი სესხის მოცულობის 84%-ია.
2020 წელი
2021 წელი
ჯამი
151
68
219
დამტკიცებული სესხის მოცულობა (₾)
131,893,039
60,413,530
192,306,569
გარანტირებული სესხის მოცულობა (₾)
116,380,800
53,758,677
170,139,477
შექმნილი სამუშაო ადგილები
3149
996
4,145
რესტრუქტურიზებული პროექტების რაოდენობა
20
1
21
დამტკიცებული სესხის მოცულობა (₾)
15,705,394
930,402
16,635,796
გარანტირებული სესხის მოცულობა (₾)
4,708,608
279,121
4,987,728
147,598,433
61,343,932
208,942,365
ახალი პროექტების რაოდენობა
ჯამი (₾)
3) გამოცხადდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა;
იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის მიზანია დეველოპერულ სექტორში
ახალი
კორონავირუსის
(COVID
19)
პანდემიით
გამოწვეული
ეკონომიკური
სირთულეების დაძლევა, უძრავ ქონებაზე წვდომის გაუმჯობესება იმ ფიზიკური
პირებისათვის,
რომელთაც
არ
აქვთ
შესაძლებლობა
დააკმაყოფილონ
სესხის
უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები (სრულად ან ნაწილობრივ), ეკონომიკური
გაჯანსაღების ხელშეწყობა და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირება სხვადასხვა
კომპონენტის მეშვეობით.
2020 წელს პროგრამაში ჩაერთო 6774 ბენეფიციარი, საიდანაც 1806-მა ისარგებლა სესხის
გარანტიითაც. ჯამურმა სესხის მოცულობამ შეადგინა 641.7 მილიონი ლარი, რაც
საშუალოდ 95 ათასი ლარია ბენეფიციარზე.
19
სესხები თანადაფინანსება
2020 წელი
სესხების რაოდენობა
6,774
დამტკიცებული სესხის მოცულობა (₾)
641,691,646
სესხები გარანტია
სესხების რაოდენობა
1,806
დამტკიცებული სესხის მოცულობა (₾)
202,383,600
გარანტირებული სესხის მოცულობა (₾)
40,470,457
4) გამოცხადდა მიკრო და მცირე მეწარმეობის გრანტების კონკურსის ახალი ეტაპი გაზრდილი
დაფინანსებითა და დაფარვით;
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მიზანია მიკრო და მცირე
ბიზნესის განვითარება, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრება და ახალი
სამუშაო ადგილების შექმნა, ბიზნესის წამოწყებისთვის ან/და არსებულის
გადაიარაღებისთვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება.
ასევე ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული უარყოფითი
ეკონომიკური გავლენის შემცირება. მიმდინარე წელს, მიკრო და მცირე გრანტების
პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით
გაფართოვდა ბიზნესის ოპერირების ლოკაციები. გაიზარდა საგრანტო თანხების
მაქსიმალური მოცულობა 20,000 ლარიდან 30,000 ლარამდე. შემცირდა პროგრამის
ახალი ბენეფიციარებისთვის თანამონაწილეობის წილი 20%-დან 10%-მდე, ხოლო
არსებული ბენეფიციარებისთვის 50%-დან 25%-მდე. ასევე, განთავსების საშუალებებსა
და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებულ პროექტებს მიენიჭა პრიორიტეტი, და
პროგრამა ამ ეტაპისთვის 300-ზე მეტი საქმიანობის მიმართულების დაფინანსებას
მოიცავს.
მიკრო გრანტები
2021
პროექტების რაოდენობა
699
ქალი ბენეფიციარების რაოდენობა
341
გადასარიცხი თანხა
14,574,919
ჯამური ინვესტიცია
17,379,934
სამუშაო ადგილები
2,475
2020 წლის 5 ოქტომბერს გამოცხადებული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის
პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სულ შემოვიდა 26,299 განაცხადი. აღნიშნული
განაცხადებიდან 3789 ბენეფიციარმა გამოგზავნა ბიზნესგეგმა. ამ მდგომარეობით
ხელშეკრულება გაფორმებულია 699 გამარჯვებულ ბენეფიციართან. მათ შორის 341
20
(48.8%) არის ქალი ბენეფიციარი. აღნიშნულ პროექტებზე გასაცემი თანხა შეადგენს
14,574,919 მლნ ლარს.
5) განსაკუთრებულად დაზარალებული ბიზნეს სექტორების მხარდასაჭერად შემუშავდა
დამატებითი ეფექტური მექანიზმები. კერძოდ, ტურიზმის, სარესტორნო ინდუსტრიის,
ღონისძიების ორგანიზატორების მიმართულებებით.
პროგრამა „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის
ხელშეწყობისთვის“ ამოქმედდა პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული,
ტურიზმის სექტორის, მხარდაჭერის და გაჯანსაღების მიზნით. ის გულისხმობს
სასტუმროებისთვის
სესხის
პროცენტის
თანადაფინანსებას.
აღნიშნული
მიმართულებით თანადაფინანსება გაიცა 2,192 სესხზე, 45.7 მლნ. ლარის ოდენობით
შეიქმნა პროგრამა სახელწოდებით „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო
ინდუსტრიის
ხელშეწყობისთვის“.
საპროცენტო
განაკვეთის
ხდება
სესხისა
თანადაფინანსება.
და
სალიზინგო
აღნიშნულის
პროექტის
ფარგლებში,
633
ბენეფიციარის სესხებზე გადაირიცხა 9.2 მლნ ლარი.
ასევე შეიქმნა პროგრამა ტურისტული სექტორის დახმარების მიზნით, კერძოდ კი,
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის (IATA) აკრედიტაციის მქონე კომპანიებისა და
გენერალური გაყიდვების აგენტი კომპანიების მხარდასაჭერად. პროგრამა გულისხმობს
გარანტის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის საზღაურის სუბსიდირებას. დახმარება
გაეწია 33 კომპანიას 39 გარანტიაზე. ჯამში გადარიცხულია 243.6 ათასი ლარის
ექვივალენტი.
ასევე შემუშავდა პროგრამა „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული
ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემა", რომლის ფარგლებშიც 53
ბენეფიციარის 69 სესხზე გადაირიცხა 2.5 მლნ ლარი.
სპორტული
ობიექტებისა
და
საბავშვო
ბაღების
მხარდაჭერის
პროგრამის
განხორციელება დაიწყო 2021 წელს და 2021 წლის მაისის მდგომარეობით დაფინანსდა
61 ბენეფიციარის 72 სესხი 941 ათასი ლარით.
ბენეფიციარი
სესხი
გადარიცხული თანხა
IATA-ს და GSA
33
39
243,634.55
რესტორნები
633
841
9,223,952.90
ნაკადი I
462
622
6,630,184.81
ნაკადი II
171
219
2,593,768.09
ღონისძიების ორგანიზატორები
53
69
2,485,914.05
ბაღები/სპორტული ობიექტები
61
72
941,504.11
21
6) ექსპორტის წახალისება
მსოფლიოში
არსებული
პანდემიის
საპასუხოდ,
ექსპორტის
დეპარტამენტმა
ტრადიციული ფორმატის ღონისძიებებთან ერთად, მხარი დაუჭირა ქართული
კომპანიების ონლაინ ღონისძიებებში მონაწილეობას. 2020 წლის მარტიდან 2021 წლის
მაისის ჩათვლით ექსპორტის დეპარტამენტმა ხელი შეუწყო 43 ბენეფიციარის
მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებსა და ონლაინ შოურუმებში.
აღნიშნული აქტივობის ფარგლებში სააგენტომ საერთაშორისო მოდის კვირეულების
ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებებში (ე.წ. შოურუმში) მონაწილეობის მისაღებად
შეიმუშავა და დაამტკიცა კომპანიების შერჩევის კრიტერიუმები და თანადაფინანსების
მექანიზმი ონლაინ შოურუმებში მონაწილეობისათვის.
7) სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა
2020 წელს, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროგრამის
მიკრო და მცირე მეწარმეობის კომპონენტის ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდა 4124
ბენეფიციარს. აღნიშნული ტრენინგები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ბიზნეს გეგმის
შედგენა,
მეწარმეობის
საფუძვლები,
სპეციალური
დაბეგვრის
რეჟიმები
და
გადასახადის გადახდის წესი, ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“
ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ფერმერები და მეწარმეები
სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.
სასოფლო-სამეურნეო
მიწის
მესაკუთრეთა
სტიმულირების
სახელმწიფო
პროგრამის
ფარგლებში, 2021 წლის 30 აპრილის მდგომარეობით 259,529 ფერმერს დაერიცხა აგროქულები.
დარიცხული სუბსიდიის ოდენობა შეადგენს 33,328,558 ლარს, საიდანაც სპეციალიზირებულ
სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 30,709,968 ლარი.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 156,815
ბენეფიციარმა 30,499.60 ტონა მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო.
აქედან, ბენეფიციარებმა 12,253.99 ტონა საწვავი ჩაასხეს. აღნიშნული პროგრამა 2021 წელსაც
გრძელდება და 01 თებერვლიდან 2021 წლის 30 აპრილის მდგომარეობით პროგრამის
ფარგლებში 4,833 ბენეფიციარმა 2,782.32 ტონა მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების
ბარათები მიიღო. აქედან, ბენეფიციარებმა 305.78 ტონა საწვავი ჩაასხეს. ამასთან, პროცესი
კვლავ გრძელდება.
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 9,141
ბენეფიციარზე/დამზღვევზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 17,881 პოლისი,
დაზღვეულია 18,178 ჰა მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით 31%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულებამ შეადგინა 161,957,565
22
ლარი. სულ სადაზღვეო პრემიამ შეადგინა 13,432,374 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით
განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა (სააგენტოს პრემიის წილი) 8,421,407 ლარი.
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში, 2021 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო-ზემო
სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის
რეგიონებში
325
განსაზღვრულმა
ბენეფიციარს
სააგენტოს
გაუფორმდა
327
თანადაფინანსებამ
ხელშეკრულება.
შეადგინა
ხელშეკრულებით
21,109,766
ლარი,
ხოლო
ინვესტიციის ოდენობამ კი 29,521,959 ლარი.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე
ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო
განაკვეთს სრულად ფარავს. 2,794 ბენეფიციარზე გაცემულია 2,906 აგროსესხი, სესხის თანხა,
ჯამურად,
57,372,131
ლარს
შეადგენს,
მათ
შორის,
სააგენტოს
მიერ
პროცენტის
გასაცემი/გაცემული თანადაფინანსებაა 4,138,428 ლარი.
აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს 31.12.2020წ.-ის
მდგომარეობით, გაფორმებულია 384 ხელშეკრულება, ხელშეკრულებით განსაზღვრულმა
სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 9,651,127 ლარი, ხოლო ინვესტიციის ოდენობამ კი
20,171,540 ლარი. ჯამურად დაფინანსდა 376 ბენეფიციარი. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის
ღირებულების 50-% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს, ხოლო დანარჩენ ბენეფიციარებს კი
სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი
საშუალებების შეძენა და მათი სამონტაჟო სამუშაოები, ასევე, ერთწლოვანი სასოფლოსამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა და მონტაჟი.
სულ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ჭრილში, პროექტების/პროგრამების
განხორციელებით დადგა შემდეგი შედეგი:
სულ
იმ
ბენეფიციარების
რაოდენობების
ჯამმა,
ვინც
ანტიკრიზისული
პროექტებით/პროგრამებით ისარგებლა, შეადგინა 433 ათასზე მეტი ბენეფიციარი
(ფერმერმა/სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრე), რომლებმაც ჯამურად მიიღეს 76.6
მლნ ლარის მოცულობის სარგებელი;
სოფლის მეურნეობაში განხორციელდება 153.8 მლნ ლარის ინვესტიცია;
ფერმერებმა/სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეებმა, მიიღეს 33.2 ათას ტონაზე მეტი
მოცულობის აგროდიზელის შესაძენი ფასდაკლების ბარათები;
18,000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა 161 მლნ. ლარზე მეტი მოსავლის დაზღვევა.
23
2.3. საერთაშირისო პრაქტიკის მიმოხილვა
პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის თანახმად ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფ სამუშაო
ადგილებიდან „სამი რისკის ქვეშ მყოფი სამუშაოდან სულ მცირე ორი არის მცირე და საშუალო
ბიზნესში და რისკის ქვეშ მყოფი ყველა სამუშაოს 30 %0-ზე მეტი. გვხვდება მიკრო
საწარმოებში, სადაც ცხრა ან ნაკლები თანამშრომელია. ავსტრალიაში, მცირე და საშუალო
საწარმოები შეადგენენ რისკის ქვეშ მყოფი ყველა სამუშაო ადგილის 68%-ს (McKinsey, 2020)
საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) – ს მონაცემების თანახმად კოვიდ პანდემიის
გავლენით მსოფლიოში ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სამუშაო ადგილები
კონცენტრირებულია ფირმებში, სადაც 10-ზე ნაკლები თანამშრომელია, მაშინ როცა, პირიქით,
დაბალი რისკის სამუშაო ადგილები კი ძირითადად მსხვილ კომპანიებზე მოდის.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD-ის ანგარიშების
თანახმად, მოსალოდნელია, რომ გაკოტრება OECD-ის ქვეყნებში გაიზრდება პანდემიის
შედეგად. საკრედიტო მზღვეველისა და რისკის მართვის კომპანიის Coface-ის მეორე
კვარტალის
ბარომეტრი
ელოდება
გადახდისუუნარობის
ზრდას
მსოფლიოში
ერთი
მესამედით 2021 წლის ბოლომდე, 12% ით გერმანიაში, 21%-ით საფრანგეთში, 24% -ით
იაპონიაში, 37%-ით გაერთიანებულ სამეფოში 43% -მდე შეერთებულ შტატებში,
თურქეთში.
და 50%
პანდემიის საპასუხო ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყანაში
კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით ქვეყნებმა განახორციელეს ზომები კერძო
სექტორის
მხარდასაჭერად.
საზოგადოებრივი
მრავალფეროვანი
მიუხედავად
ჯანმრთელობა,
სპექტრი
გატარდა
ბიზნესზე
ზემოქმედების შესამცირებლად.
იმისა,
კორონა
რომ
პირველი
საზრუნავი
ფართომასშტაბიანი
ვირუსის
გავრცელების
არის
ღონისძიებების
ეკონომიკური
ბევრი ქვეყანა ახორციელებს ღონისძიებებს მცირე და
საშუალო ბიზნესის და თვითდასაქმებულთა მხარდასაჭერად. ხშირ შემთხვევაში დიდი
აქცენტი კეთდება ლიკვიდურობის შენარჩუნების ინიციატივებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ
ყურადღება გაამახვილა უფრო
ზოგად
პოლიტიკაზე,
რათა შეამსუბუქოს დარტყმა
ეკონომიკისთვის და ყველა ზომის ბიზნესისთვის. ბევრ ქვეყანაში ცენტრალურმა ბანკებმა
ხელი შეუწყეს დაკრედიტების მხარდაჭერას და კომერციულ ბანკებს საშუალება მისცეს მეტი
სესხი გასცენ უშუალოდ მცირე და საშუალო ბიზნესზე. ამის მაგალითებია აშშ-ს ფედერალური
სარეზერვო და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მიღებული უპრეცედენტო ზომები.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა განსაკუთრებით გააქტიურდა მიმდინარე
კრიზისის
დროს.
კრიზისამდე,
ხშირ
შემთხვევაში
მხარდაჭერა
შემოიფარგლებოდა
საკრედიტო გარანტიებით, შეზღუდული საგადასახადო შეღავათებით და გრანტებით.
მაგალითისთვის, ევროკავშირში 2014-2020 წლებში მოქმედებდა პროგრამა COSME, ჯამური
ბიუჯეტით 2.4 მილიარდი ევრო, რომელიც დახმარებას უწევდა მცირე ბიზნესებს კაპიტალის
24
ბაზრის წვდომაში. პანდემიის პერიოდში მსგავსი პროგრამები პირდაპირმა სუბსიდიამ და
ევროპის საინვესტიციო ფონდის მიერ (EIF) სააქციო შესყიდვებმა (direct equity contribution)
ჩაანაცვლა.
პოსტ-კრიზისულ
და
სტრესულ
სიტუაციებში
მხარდაჭერის
კუთხით,
აღსანიშნავია ისეთი სტრუქტურების როლი, როგორიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)
და ევროპის სტრატეგიული ინვესტიციების ფონდი (EFSI), რომლებიც სააქციო ინვესტიციებს
(direct equity investment) ახორციელებენ. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სააქციო ფონდების
უმეტესობა არ არის ორიენტირებული უშუალოდ მცირე საწარმოებზე, არამედ უფრო
საშუალო, მსხვილ და Start-up ბიზნესებზე 5 მიუხედავად ამ უკანასკნელის ზომისა.
მხარდაჭერის ღონისძიებები თვითდასაქმებულებისათვის
რამდენიმე ქვეყანამ განახორციელა კონკრეტული ინიციატივები თვითდასაქმებულთა
აღნიშნული ჯგუფი შემოსავლის შემცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდა.
ამასთან, ზომები მოიცავს შვებულების ანაზღაურებას, უმუშევრობის შეღავათებს,
ერთჯერადი სუბსიდიებსა და სხვა.
•
ბელგიამ დაავადა და შეამცირა სოციალური შენატანები თვითდასაქმებულთათვის, იმ
პირობით, რომ პირი დაადასტურებდა შემოსავლების შემცირებას (თვეში 1 300-დან 1
600 ევრომდე შემცირება ) ეპიდემიის გამო. ასევე, არსებობს დებულებები თვეში 1 300დან 1 600 ევრომდე შემოსავლის შეცვლის შესახებ.
5 *COVID-19 Government Financing Support Programmes for Businesses (oecd.org)
25
•
დანიაში, თვითდასაქმებულები და მცირე ბიზნესში დასაქმებულები, რომლებსაც
შემოსავლები მინიმუმ 30 %-ით შეუმცირდათ, იღებენ 75%-იან კომპენსაციას, მაქსიმუმ
23 000 DKK (3 000 ევრო). თუ თვითდასაქმებული ან მცირე ბიზნესის მფლობელის
პარტნიორი ასევე დასაქმებულია ბიზნესში, კომპენსაციის ზღვარი განისაზღვრა 46 000
DKK (6 000 ევრო).
•
საფრანგეთმა შექმნა სოლიდარობის ფონდი თვითდასაქმებულთათვის 2 მილიარდი
ევროს
ოდენობით
და
ყოველთვიურად
1500
ევროს
ანაზღაურებას
უხდის
თვითდასაქმებულებს (და მცირე კომპანიებს), იმ პირობით თუ მათი ბრუნვა 1 მილიონ
ევროზე ნაკლებია და ადგილი აქვს ბრუნვის შემცირებას.
•
გერმანია 10 მილიარდის პირდაპირ სუბსიდირებას ახდენთ თვითდასაქმებულებისა
და მიკროსაწარმოებისათვის.
•
ირლანდია სთავაზობს ავადმყოფობის გამო შვებულების ანაზღაურების გაზრდას
ვირუსით დაზარალებული პირებისათვის, მათ შორის თვითდასაქმებულებისთვის.
ამასთან, თვითდასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს ბიზნესი აიღეს 203 ევრო
კვირაში 6 კვირის განმავლობაში.
•
იტალიამ
დროებით
შეაჩერა
იპოთეკის
გადახდა
პირველად
სახლის
მყიდველებისთვის, მათ შორის თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც დაკარგეს
ბრუნვის მესამედზე მეტი ბოლო კვარტალში. შემოსავლის მხარდაჭერის ფონდი (2020
წლისთვის
300
მილიონი
ევრო)
მოქმედებს
დასაქმებულთა
და
თვითდასაქმებულთათვის, რომლებმაც შეწყვიტეს, შეამცირეს ან შეაჩერეს ბიზნეს
საქმიანობა პანდემიის გამო. თვითდასაქმებული პირებმა მიიღეს გადასახადისგან
თავისუფალი 600 ევრო (ერთჯერადად). გარდა ამისა, თვითდასაქმებულ პირებსა და
მცირე საწარმოებს, რომელთა შემოსავალი 2 მილიონ ევროზე ნაკლებია, მიეცათ რიგი
გადასახადების გადავადების უფლება: მათ შორის დღგ-ს, სოციალურ უზრუნველყოფა
და დაზღვევა.
•
კორეაში, სასწრაფო დახმარების ფონდი პირდაპირ ფინანსურ დახმარებას უწევს მცირე
და საშუალო ბიზნესს და თვითდასაქმებულებს, რაც მიზნად ისახავს ამ ფირმების
წახალისებას, შეინარჩუნონ თანამშრომლები.
•
ნიდერლანდებმა უზრუნველყო შემოსავლების მხარდაჭერა სამი თვის განმავლობაში 1
050-დან 1 500 ევრომდე და 10 517 ევროს დაბალი პროცენტის სესხი საბრუნავი
კაპიტალისთვის.
საგადასახადო შეღავათები
ზოგიერთ ქვეყანაში გადასახადების გადავადების გარდა დაწესდა დროებითი საგადასახადო
შეღავათები განაკვეთის შემცირებით. თუმცა ასეთი ღონისძიებები ხშირად მიმართულია
გარკვეულ სექტორებზე.
26
•
არგენტინამ გაათავისუფლა სოციალური დაცვის გადასახადებიდან ის სექტორები,
რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
ასევე,
კრიზისული პერიოდის
საჭიროებებისათვის დაქირავებულ მუშაკთა ხელფასს გადასახადის განაკვეთი 95%-ით
შემცირდა.
•
ბრაზილიამ გამოაცხადა სოციალური უზრუნველყოფის შენატანების 50%-იანი
შემცირება 3 თვით.
•
გადასახადის გადავადების გარდა, ესტონეთმა ასევე დააწესა სხვადასხვა საგადასახადო
შეღავათებს კომპანიებისთვის;
•
ნორვეგიამ დროებით შემცირა დღგ ქვეყნის მასშტაბით დღგ-ს 8%-მდე., არსებული 12
%-დან.
•
თურქეთში დორებით გაუქმდა უძრავი ქონების გადასახადი;
•
დიდ ბრიტანეთში, მცირე ბიზნესისთვის (2020 წლისთვის) მთლიანად გაუქმდება
მცირე ბიზნესის გადასახადი.
ვალის დაფარვის მორატორიუმი
ზოგიერთ ქვეყანაში დაწესდა მორატორიუმი ვალის დაფარვაზე, რომლის მიხედვითაც, მცირე
და საშუალო ბიზნესს შეუძლია გადადოს ვალის დაფარვა სხვადასხვა ვადით. ზოგიერთ
შემთხვევაში, ეს მოიცავს კერძო სექტორის ინიციატივებს. სხვა შემთხვევაში, ზომებს მხარს
უჭერს მთავრობა.
•
ავსტრალიურმა ბანკებმა გამოაცხადეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა
სესხის დაფარვის ექვსთვიანი გადავადებით.
•
ბელგიაში ფინანსური სექტორმა შეთავაზა 6 თვიანი გადავადებას. გარდა ამისა,
მთავრობამ
გახსნა 50 მილიარდი ევროს ახალი გარანტიას ყველა ახალი
კრედიტისთვის 12 თვემდე პერიოდით.
•
კანადის ექვსმა უმსხვილესმა ფინანსურმა ინსტიტუტმა აიღო ვალდებულება
ითანამშრომლოს თვითდასაქმებულ და მცირე ბიზნესის საბანკო მომხმარებლებთან
ინდივიდუალურად, რათა უზრუნველყოს მოქნილი გადაწყვეტილებები. მხარდაჭერა
მოიცავს იპოთეკის გადახდის ექვსთვიან გადადებას და სხვა საკრედიტო
პროდუქტებზე შეღავათის შესაძლებლობას.
•
სამთვიანი მორატორიუმი დაწესდა ხორვატიის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკის (HBOR) და კომერციული ბანკების წინაშე ვალდებულებებზე.
•
საფრანგეთი და გერმანია სთავაზობენ მედიაციას მცირე და საშუალო ბიზნესს და
კლიენტებს/მიმწოდებლებს შორის და საკრედიტო მედიაციას, რათა დაეხმაროს მცირე
და
საშუალო
ბიზნესს,
რომელთაც
სურთ
საკრედიტო
პირობების
განახლება/გადახედვა. საფრანგეთის საბანკო ასოციაციამ გამოაცხადა, რომ საკრედიტო
კრიზისის წინაშე მყოფი ფირმებს სთავაზობენ დაბალპროცენტიან სესხებს (0,25%) 3
თვის შემოსავლის ოდენობით, დაფარვა იწყება ერთი წლის შემდეგ.
27
•
უნგრეთში სესხის გადახდა შეჩერდა 2020 წლის ბოლომდე ყველა კერძო პირისა და
ბიზნესისთვის, მათთვის ვინც სესხი 2020 წლის 18 მარტამდე აიღო.
•
ირლანდიაში, ყველა ბანკმა გამოაცხადა, რომ ისინი შესთავაზებენ მოქნილ სქემებს
მომხმარებლებს და მათ შეეძლოთ გადახდის გადავადება ან შეღავათიანი კრედიტების
აღება საბრუნავი საშუალებებისათვის.
•
იტალიის საბანკო ასოციაციის მიერ ვალების მორატორიუმი გამოცხადდა, როსაც მხარი
დაუჭირა მთავრობამაც. მორატორიუმი შეეხო სესხების დაფარვას, მათ შორის
იპოთეკებს და მცირე სესხებს.
•
ისრაელის ხუთმა უმსხვილესმა ბანკმა, რომლებიც მთლიანი საბანკო სექტორის
თითქმის 99%-ს შეადგენს, გამოაცხადეს იპოთეკისა და სესხის გადახდების გადავადება
სამი თვის ვადით.
•
ნიდერლანდების საბანკო ასოციაციამ გამოაცხადა, რომ მცირე და საშუალო
საწარმოებს, რომლებსაც აქვთ 2,5 მილიონ ევროზე ნაკლები სესხი, მიენიჭებათ სესხის
ექვსთვიანი გადავადების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჰოლანდიურ მცირე ფირმებს
სთავაზობენ Qredits-ის მეშვეობით მიკროსესხების დაფარვას ექვსთვიანი
დაგვიანებით, 2%-მდე შემცირებული საპროცენტო განაკვეთით.
სახელმწიფო შესყიდვები და გადახდა
ზოგადად სახელმწიფო შესყიდვებში მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობის ხელშეწყობა
სექტორის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მოიაზრება. აღნიშნული
მიმართულების როლი განსაკუთრებით გაიზარდა კრიზისულ პერიოდში. ზოგი ქვეყანა
უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულების გადავადებას და თავაზობს შეღავათებს
სახელმწიფო შესყიდვების ღონისძიებების მეშვეობით.
•
•
•
•
დაწესდა დროებითი საშეღავათო პირობები
შესყიდვების სტანდარტული
პროცედურებისათვის, განსაკუთრებით საგანგებო საჭიროებების საპასუხოდ (მაგ.
შვედეთი, პორტუგალია, პოლონეთი, საბერძნეთი).
შეჩერდა ჯარიმები საჯარო კონტრაქტების დაგვიანებით შესრულებისათვის (ბელგია,
საფრანგეთი) და დაჩქარდა კონტრაქტის დამტკიცების პროცედურები ისეთ
სექტორებში, როგორიცაა სამშენებლო ან ფარმაცევტული წარმოება (საფრანგეთი).
დანიასა და ისრაელში გახორციელდა გარკვეული საქონელო ჯგუფების წინასწარი
შესყიდვები.
ასევე ისრაელში მთავრობა ხელს უწყობს ადგილობრივი მცირე და
საშუალო ბიზნესის საჯარო და კერძო შესყიდვებში ჩართულობას.
კორეაში შესყიდვების პროცესი გამარტივდა.
ახალ ზელანდიაში, ადმინისტრაციას დაევალა გახდების წარმოება ათი სამუშაო დღის
განმავლობაში მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად.
ისრაელში მთავრობა ხელს უწყობს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის
ყიდვას.
ირლანდიის გამოცდილება
კოვიდ 19 პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისის დაწყებიდან მოყოლებული,
ირლანდიის ეკონომიკური გავლენის მასშტაბი მერყეობდა დაინფიცირების დონისა და
შემთხვევების გავრცელების მკაცრი შეკავების ზომების შესაბამისად. პანდემიის გავლენა
28
ქვეყნის შიდა ეკონომიკაზე მკაცრი იყო, რაც გამოიხატა ქვეყნის ადგილობრივ ეკონომიკაზე
ორიენტირებული სექტორების 10%-იანი ვარდნით. 2020 წელს და უმუშევრობის დონის
გაზრდით, რომელმაც 25%-ს მიაღწია. მიუხედავად ამისა, კომპლექსური მხარდაჭერის
პოლიტიკის განხორციელებითა და განსაკუთრებით, ძლიერი მულტი ნაციონალური
კომპანიების წარმოდგენით (გაიზარდა 18%-ით) შესაძლებელი გახდა პანდემიით გამოწვეული
ეკონომიკური ზიანის შემცირება.
შედეგად, 2020 წელს დაფიქსირდა მშპ-ს 3.4%-იანი ზრდა. მკაცრი შეკავების ზომების
გატარებითა და მომსახურების დიდი წილით სამომხმარებლო კალათაში, კერძო მოხმარება
შემცირდა 9%-ით - ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით მცირედით
შემცირებული. 2021 წლის აპრილში, უმუშევრობის დონემ ირლანდიაში 22.4% შეადგინა.
ეკონომიკის გახსნა და შეკავების ზომები ირლანდიამ გლობალური პანდემიის პირველ ორ
ტალღას ქვეყანაში მკაცრი ლოქდაუნის გამოცხადებითა და შემდგომში ეკონომიკის
ეტაპობრივი გახსნით უპასუხა, თუმცა ეტაპობრივი გახსნა მხოლოდ 2021 წლის აპრილში
მოხერხდა - აპრილის ბოლოს, მთავრობამ გამოაცხადა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმა,
2021 წლის ივლისის ბოლომდე მთავრობა გეგმავს მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაციას.
ფისკალური პოლიტიკა: ირლანდიის მთავრობამ გამოაცხადა 24.5 მლრდ. ევროს
ყოვლისმომცველი ფისკალური პაკეტი (მთლიანი ეროვნული შემოსავლის 14%) 2020-2021
წლებისთვის, რომელიც მოიცავს 20.5 მლრდ. ევროს პირდაპირი დახმარებისთვის და 4 მლრ.
ევროს არაპირდაპირი მხარდაჭერისთვის. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმისა და პანდემიის
დასტაბილურებისა და გამოჯანსაღების ფონდის (ISIF) საშუალებით და თითოეული
მათგანისთვის გამოიყო 2 მლრდ. ევრო. პირდაპირი მხარდაჭერა მოიცავს: 17.6 მლრდ. ევროს
სოციალურ დანახარჯს, შრომის ბაზრის 11.4 მლრდ. ევროს დახმარებას, ჯანდაცვის სექტორის
შესაძლებლობების გაძლიერებას 2.მლრდ ევროს ოდენობით, ბიზნესის მხარდაჭერისთვის 1.5
მლრდ. ევროს, ინფრასტრუქტურის გაჯანსაღება 0.5 მლრდ. ევროს ოდენობით. 2021 წლის
ბიუჯეტის დრაფტი მოიცავს დამატებით სტიმულირებას მშპ-ში 1.7 პროცენტიანი წილის
სახით და ფოკუსირებულია შემოსავლის გაზრდის მხარდაჭერის ზომებით, რომელიც მოიცავს
ჰოსპიტალური სექტორის დახმარებას, ჯანდაცვისა და საცხოვრებლის საკითხზე
დანახარჯების გაზრდას, მწვანე ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხების გაძლიერებას.
გარდა ამისა, მთავრობამ გაზარდა უმუშევრობის და ხელფასების სუბსიდიები დაწესებული
შეზღუდვების შედეგად გამოწვეული უარყოფითი შოკის შემსუბუქების მიზნით.
ძირითადი მხარდაჭერის პოლიტიკის ზომებია:
1. დასაქმებულთა ხელფასების დახმარების სქემა - დამსაქმებლები, რომელთა სამუშაო ძალის
დენადობა შემცირდა 30%-ით, მიიღებენ ფიქსირებული განაკვეთის სუბსიდიას დასაქმებულზე კვირაში 203 ევროს ოდენობით;
2. პანდემიით გამოწვეული უმუშევრობის შემწეობა მათთვის, ვინც პანდემიის შედეგად
დაკარგა სამსახური - კვირაში ფიქსირებული განაკვეთის 350 ევროს ოდენობა;
3. კოვიდ შეზღუდვების მხარდამჭერი სქემა უზრუნველყოფს ბრუნვის 5 -10 პროცენტის
კომპენსაციას დაზარალებული ფირმებისთვის რამდენიმე სექტორში (განთავსება, საკვები,
ხელოვნება, რეკრეაცია და გართობა) - კვირაში 5 ათასი ევრო;
4. დამატებითი 200 მლნ. ევროს ინვესტიცია ტრეინინგებში, განათლებაში, უნარების
განვითარებაში, სამუშაოზე დაფუძნებულ ტრეინინგებსა და გადამზადებაში, სამსახურის
მაძიებელთათვის დახმარების აღმოჩენაში;
29
5. SME-თვის მხარდაჭერის აღმოჩენა: The Restart Grant for Enterprises (550 მლნ. ევრო); Waiver
of commercial rates; საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი: 80% სახელმწიფო გარანტია
საკრედიტო პროდუქტებისთვის 10 000 ევროდან 1 მლნ. ევრომდე 6 წლიანი ვადით;
MicroFinance Ireland and the Local Enterprise Measures: 55 მლნ. ევროს ღირებულების
ლიკვიდურობის პაკეტი და საწარმოთა საინვესტიციო ღონისძიებები მიკრო და მცირე
საწარმოებისთვის სესხის განაკვეთის შემცირების მიზნით; The Future Growth Loan Scheme
(€500 მლნ. ევრო) ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან - ამ სქემით ბიზნესებს, რომლებსაც
დასაქმებული ყავთ 499-მდე პირი, შეუძლიათ გრძელვადიანი ინვესტირება ხელსაყრელი
განაკვეთით;
6. ჰოსპიტალური და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის ზომები მოიცავს: CRSS – Covid
Restrictions support scheme; დღგ-ს განაკვეთის დროებით შემცირებას 13.5%-დან 9%-მდე 2021
წლის ბოლომდე; Stay and Spend Incentive through a tax credit; 10 მლნ. ევროს ღირებულების
Restart Fund ტურიზმის სექტორისთვის; 10 მლნ. ევროს ღირებულების Performance Support
Scheme კულტურის სექტორისთვის პანდემიის შედეგად შეჩერებული ღონისძიებების
განახლების მიზნით;
7. საგადასახადო ზომები მოიცავს: 2020 წლის აპრილიდან დღგ-ს სტანდარტული განაკვეთის
შემცირებას 23%-დან 21%-მდე 6 თვით; პანდემიის შედეგად დაზარალებული კომპანიების
ვადა გაცილებულ საგადასახადო დავალიანებაზე საურავისგან გათავისუფლებას;
საპროცენტო განაკვეთების შემცირებას 3%-მდე, აღნიშნული ეხება გადასახადების
დავალიანებებზე შეთანხმებულ გადახდებს (ეხება 2020 წლის 30 სექტემბრამდე დადებულ
ხელშეკრულებებს); მოგებაზე გასული კომპანიებისთვის ფულადი ნაკადების მხარდაჭერას;
2019 წელს მოგებაზე გასული თვითდასაქმებული პირების საშემოსავლო გადასახადისგან
გათავისუფლებას; კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფარმაცევტული პროდუქტებისა და
მედიკამენტის გავლას საბაჟოს „მწვანე დერეფანში“ მათი უწყვეტად მიწოდების მიზნით.
ირლანდიის მთავრობამ გააგრძელა ძირითადი ბიზნეს სექტორისა და შინამეურნეობების
მხარდაჭერა 2021 წლის ბოლომდე, რომლის ღირებულებაც შეადგენს 3.5 მლრდ. ევროს (მშპ-ს
1%). გეგმა მოიცავს მაქსიმუმ 30,000 ევროიანი გრანტს SME-ს ხელახლა განახლებისთვის.
მონეტარული და მაკრო-ფინანსური მხარდაჭერა ირლანდიის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის
ეკონომიკის, ბიზნესისა და შინამეურნეობების დახმარების მიზნით გამოაცხადა დამატებითი
ზომები: შინამეურნეობებისთვის კრედიტის გაცემის მიზნით ბუფერული კაპიტალის
შემსუბუქება, რომელიც შემცირდება 1%-დან 0%-მდე; გადახდების შეჩერება დაზარებული
კომპანიებისთვის იპოთეკისთვის, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებისთვის და გაგრძელდა
3-დან 6 თვემდე. გარდა ამისა, არსებობს მორატორიუმები გადმოსახლებასა და ქირის
გაზრდაზე კოვიდ პანდემიის განმავლობაში. გამოცხადდა მორატორიუმი გაზისა და
ელექტროენერგიის გადასახადის ვერ გადახდის შემთხვევაში მომხმარებლისთვის გაზის
შეწყვეტაზე.
30
3. მიღებული დასაბუთებული მოსაზრებებისა და
ზეპირი მოსმენების შედეგები
თემატური მოკვლევის ფარგლებში საკუთარი პოზიცია წერილობით დააფიქსირა და
მოსაზრებები გამოაგზავნა 22-მა დაინტერესებულმა პირმა, მათ შორის ერთმა ანონიმურად.
1. სსიპ აწარმოე საქართველოში
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
4. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
5. სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
6. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი
7. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
8. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია
9. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია
10. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
11. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია
12. ჩოხატაური მუნიციპალიტეტის მერია
13. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
14. გაეროს განვითარების პროგრამა
15. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
16. საქართველოს ტურიზმის ასოციაცია
17. საქართველოს საბანკო ასოციაცია
18. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
19. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
20. TBC Capital
21. თორნიკე თუშიშვილი
ქვემოთ წარმოდგენილია დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული წერილობითი
მოსაზრებებისა და ზეპირი მოსმენების დროს გამოთქმული მოსაზრებების, პოზიციებისა და
31
რეკომენდაციების მიმოხილვა. 6
ხოლო
მოკვლევის ჯგუფის მიერ შეჯერებული
რეკომენდაციები კი წარმოდგენილია მომდევნო თავში.
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პოლიტიკის დაგეგმვა და
გახორციელება კრიზისულ პერიოდში
•
პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა მცირე და საშუალო სექტორი,
მცირე და საშუალო ბიზნეს, განსაკუთრებით, რეგიონებში არ აქვთ პირდაპირი წვდომა
გადაწყვეტილების მიმღებს პირებთან, არ ჰყავთ საკონსულტაციო კომპანიები, არ
ჰყოფნით
რესურსები,
შესაბამისად
როდესაც
სახელმწიფოს
მხრიდან
ხდება
მასტიმულირებელი პროგრამებისა და პაკეტების შემუშავება და ხდება ამა თუ იმ
საკითხის გადაწყვეტა,
მცირე ბიზნესის ჩართვა პროცესებში ვერ ხერხდება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებიდან ისმოდეს მათი ხმა ობიექტურად.
•
პოლიტიკის
დაგეგმვაში
უმნიშვნელოვანესია
მცირე
და
საშუალო
ბიზნესის
წარმომადგენლების უშუალო ჩართულობა. სახელმწიფოსა და ბიზნეს წრეებს შორის
კომუნიკაცია (და არა კოორდინაცია) საკმაოდ აქტიურია; ბიზნეს ასოციაციების ნაწილი
ჩართულია ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს, სოფლის მეურნეობის და სხვა
კომიტეტების მუშაობაში. თუმცა, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის საჭიროებაა
სექტორულ
ჭრილში.
ამასთან, ბიზნესის საჭიროებები უნდა იკვეთებოდეს
გარკეეული
პერიოდულობით.
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
ბიზნესთან
პირდაპირი კომუნიკაციის არხების გაუმჯობესება, ასევე მიღებულ ინფორმაციაზე
•
ეფექტური რეაგირების მექანიზმების ამოქმედება.
ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს
კომუნიკაცია.
შესაბამისად
ადგილობრივი
შორის
შედარებით
სუსტია
თვითმმართველობების
ინფორმირებულობის დონე მიმდინარე პროგრამებსა თუ რეგულაციებზე არ არის
სათანადო.
•
არსებულ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით უმჯობესია
არსებობდეს ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება
როგორც ინფორმაციის მიღება მიმდინარე პროგრამების და მონაწილეობის პირობების
შესახებ, ასევე ახალი რეგულაციებისა თუ დროებითი შეღავათების შესახებ. ამასთან,
მნიშნელოვანია ხელმისაწვდომი იყოს შესაბამისი პროცედურული განმარტებები, რაც
გაუადვილებს მსს დროულად და წესების დაცვით დანერგოს მოთხოვნები და
•
გამოიყენოს შესაძლებლობები.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია ძალიან მარტივია,
ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მაინც საგადასახადო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა
რჩება. რამაც გაართულა პანდემიის შედეგად მიზნობრივი სოციალური კომპენსაციის
გაცემა ისეთ პირებზე, როგორებიც არიან: გიდები, ძიძები, ტაქსის მძღოლები და ა.შ.
მიზანშეწონილია
გატარდეს
რიგი
ღონისძიებები
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ შემოსული მოსაზრებები:
https://parliament.ge/supervision/thematic-inquiry
6
32
პოტენციური
გადასახადის
გადამხდელების
ცნობიერების
ასამაღლებლად,
როგორც
გადამხდელად
რეგისტრაციის, ასევე მოქმედი შეღავათიანი სტატუსებით სარგებლობის კუთხით.
•
პანდემიის ეფექტისა და შედეგების ხანგრძლივობის შესაბამისად, სასურველია
სხვადასხვა
შესაბამისი მიზნობრივი პროგრამისა და შეღავათის გახანგრძლივება,
განსაკუთრებით კი დაზარალებულ სექტორებისთვის მაგ. ტურიზმისა და HoReCa
სექტორები.
•
ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლაში დახმარება მნიშვნელოვნად წაადგება მცირე
და საშუალო ბიზნესს. ამ ჭრილში ასევე დიდ საჭიროებას წარმოადგენს კადრების
მომზადება-გადამზადების
მიმართულებით
დახმარებაც.
გაიზარდა რა მოთხოვნა ციფრულ ტექნოლოგიებზე,
პანდემიის
შედეგად
ადგილი აქვს შესაბამისი
კვალიფიკაციის კადრების დეფიციტს.
•
კრიზისულ პერიოდში დისტანციური-ონლაინ რეჟიმში სამუშაოდ გადასასვლელად
ბიზნესი საჭიროებს: ა) პროგრამული უზრუნველყოფა ბ) უნარების განვითარება ტრენინგები. აღნიშნული ზომების გატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
საქართველოს რეგიონებში. პრიორიტეტულია გაყიდვების სექტორში ციფრული
ტექნოლოგიების სრულყოფილად დანერგვის ხელშეწყობა.
•
დისტანციურ სერვისებთან დაკავშირებით საბანკო სექტორი მეტნაკლებად მზად
შეხვდა ამ პროცესს, რადგან ყველას ჰქონდა ინტერნეტ-ბანკი, ჰქონდათ ასევე,
დისტანციური სერვისი. თუმცა პრობლემა წარმოიშვა მცირე ბიზნესის ცნობადობის
და ცნობიერების ამაღლების ნაწილში, რადგან მომხმარებლების დიდი ნაწილი ვერ
სარგებლობდა ამ სერვისით ან არ იცოდა, ან პირიქით უფრო მეტი პრობლემა
უდგებოდა ამ სერვისის სარგებლობის დროს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კიბერუსაფრთხოების პრობლემები წარმოიშვა, რომელიც ყოველდღიურად იმატებს და
ძირითადად საფრთხე ექმნებათ მომხმარებელს და არა ბანკს, იქიდან გამომდინარე რომ
უშუალოდ მომხმარებელთან ხდება კომუნიკაცია და მათგან ამ ინფორმაციის
მოპოვება.
•
პოლიტიკის
გახორციელების
პროცესის
გაუმჯობესებისათვის
აუცილებელია
გამოქვეყნდეს შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგის
ანგარიშები. ასევე, კარგი იქნება თუ შეფასების პროცესში ჩართული იქნება
დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციებიც სტრატეგიის მიმართულების შესაბამისად.
კრიზისის შედეგად გამოწვეული ცვლილებები და პოსტ-კრიზისული პოლიტიკა
•
დაზარალებული დარგები: მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროები; სარესტორნო
ბიზნესი;
ტურისტული
სააგენტოები
და
დაკავშირებული
მომსახურების
პროვაიდერები (გიდები, ტრანსპორტირება და ა.შ.) გასართობი ღონისძიებების
სექტორი; სპორტული ობიექტები; საბავშვო ბაღები; მგზავრთა გადაყვანის სერვისები;
•
ახალი
შესაძლებლობები:
ფარმაცევტული
სამედიცინო
პროდუქციის
წარმოება;
33
აღჭურვილობის/მასალების
ქიმიური
წარმოება;
წარმოება;
პროგრამული
უზრუნველყოფის წარმოება; ბიზნეს სერვისების აუთსორსინგი; მიწოდების სერვისი
(როგორც დამოუკიდებელი ბიზნესი და როგორც დამატებითი მომსახურება); ონლაინ
ტრენინგები და სასწავლო კურსები.
•
პოსტ-კრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის ერთერთი ძირითადი
გამოწვევა იქნება შეღავათიანი დაფინანსების წყაროებზე წვდომა. მნიშვნელოვანი
იქნება იაფი კრედიტის გრძელვადიანი მიწოდების ინსტრუმენტის შემუშავება.
•
მიმდინარე პროგრამაში შესაძლებელია შევიდეს ისეთი პუნქტები, რომლებიც
დაეხმარებათ საქმიანობის ხელახლა დაწყებაში მათ ვინც კრახი განიცადეს პანდემიის
დროს (ე.წ. „მეორე შანსი“).
•
პოსტ-კრიზისულ პერიოდში პრობლემების დაძლევის მიზნით ეფექტიანი შეიძლება
იყოს
ელექტრონული კომერციის
დანერგვა.
ამ
მიმართულებით
არსებობს
პრობლემები, მათ შორის კომპანიების გაუმართავი ინფრასტრუქტურა, არა ცხადი
საკანონმდებლო რეგულაციები, მოსახლეობის ცნობიერების დონე და ინტერნეტის
დაბალი ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით რეგიონებში.
•
მნიშვნელოვანია გაძლიერდეს იმპორტის ჩანაცვლების ხელშეწყობის პოლიტიკა.
შესაბამისი სამინისტროების მიერ ქვეყანაში შემოტანილი ყველა პროდუქტული
ჯგუფის, შემდგომში თითოეული პროდუქტის ჭრილში მოამზადოს პრიორიტეტული
მიმართულებები, თუ რომელი პროდუქცია შეიძლება ჩანაცვლდეს, რა პერიოდში და
რა ზომით. ამისთვის კი სასურველია შემუშავდეს ცალკეული პროგრამები და
მიზნობრივი შეთავაზებები გაუკეთდეთ საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო
საწარმოებს.
•
„ფაქტორინგი“
და
„ქრაუდფანდინგის“
მიმართულებების
განვითარება
მნიშვნელოვნად დაეხმარება მსს სექტორს, როგორც პოსტ-კრიზისული მხარდაჭერის
და ფინანსებზე წვდომის გაზრდის შესაძლებლობის ინსტრუმენტები. განსაკუთრებით
კრიტიკულია ფაქტორინგი - არსებობს ძალიან დიდი ურთიერთ დავალიანებები მწარმოებელს,
მიმწოდებელს
და
გამყიდველს
შორის.
აუცილებელია
ამ
მიმართულებით მხარდაჭერა, რადგან თუნდაც ერთი ოპერატორის გასვლა ამ
ჯაჭვიდან იწვევს ყველა სხვა ოპერატორის ჩათრევას და საკმაოდ სავალალო შედეგი
შეიძლება დაუდგეს ქვეყანას რამდენიმე წელიწადში.
•
ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სხვა სექტორები ყველაზე მეტად დაზარალდა.
ძალიან მნიშვნელოვანია სწორება გაკეთდეს უშუალოდ ტურისტულ პროდუქტზე,
რომელიც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. იცვლება მარკეტინგის გზებიც.
ამასთან ტურიზმის სტრატეგია, რომელიც 2025 წლისთვის იყო გაწერილი - დადგა
მისი
გადახედვის
საჭიროება,
რაც
განსაკუთრებით
პანდემიამ
განაპირობა.
მსოფლიოს ტენდენცია შეიცვალა იმითაც, რომ თუ ადრე ტურისტები ევროპული
ქვეყნებიდან მოგზაურობას მინიმუმ 1 წლით ადრე გეგმავდნენ, ახლა უკვე ძალიან
დაჩქარებულია ეს პროცესი. კოვიდმა განაპირობა ისიც, რომ მომსახურების ხარისხზე
უფრო გაიზარდა მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე.
34
საერთაშირისო ვაჭრობა და ინტერნაციონალიზაცია
•
ძირითადი გამოწვევები: არასაკმარისი ცნობადობა; ხარისხის დამადასტურებელი
საერთაშორისო
სერტიფიკატები;
თანამედროვე
მანქანა-დანადგარები;
ლაბორატორიების არარსებობა (ზოგიერთ სექტორში); ლოგისტიკა; მარკეტინგი;
•
ამ თვალსაზრისით საჭიროა მცირე და საშუალო ბიზნესები მეტად ჩაერთონ
ვებინარებში,
გაეცნონ
შესაძლებლობებს.
თანამედროვე
ტექნოლოგიებს,
მოთხოვნებსა
და
ზოგადად, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაზრდისათვის
კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესის დიჯიტალიზაცია.
•
აშშ-სთან
თავისუფალი
ვაჭრობის
რეჟიმთან
დაკავშირებით
მოლაპარაკებების
გააქტიურება; ევროკავშირის ბაზარზე წვდომისთვის შესაბამისი ცოდნის, უნარებისა
და ტექნოლოგიების გადაცემის მიმართულებით პროგრამების გააქტიურება.
•
ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ალტერნატიული დაფინანსების წყაროების გაჩენა
მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მაგალითად, კაპიტალის ბაზრის განვითარების
მიმართულებით აქტიურობა, საინვესტიციო ფონდების განვითარების ხელშეწყობა,
კომპანიების მხარდაჭერა IPO-ზე გასასვლელად, და ა.შ.
•
მსს სექტორისათვის პრობლემურია მსოფლიო ბაზრებზე არსებული განსხვავებული
სტანდარტები, წარმოების სტაბილურობა და ზომა, ფინანსებზე წვდომა, სამეწარმეო
უნარები. დიდი გამოწვევაა ექსპორტის საერთო სტრატეგიის/მიდგომების და ზოგადი
პოლიტიკის არ არსებობა და შესაბამისად პროგნოზირების შესაძლებლობების
ნაკლებობა.
•
წარმოებული პროდუქციის ხარისხის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის
უზრუნველყოფა პრობლემურია საწარმოებისათვის. ამ მიმართულებით მხარდაჭერის
ძირითად
საჭიროებები
შეიძლება
იყოს
არსებული
სავაჭრო
შეთანხმებებით
გათვალიწინებული შესაძლებლობების ირგვლივ საინფორმაციო
წარმოება;
მიზნობრივი
ტრეინინგების
ჩატარება
შესაბამისი
სტანდარტების
პროდუქციის
წარმოებისათვის
საჭირო
კამპანიების
ევროპული
უნარ-ჩვევების
ჩამოსაყალიბებლად და შესაბამის საწარმოო აღჭურვილობაზე შეღავათიანი წვდომით.
•
საერთაშორისო ხელშეკრულებების, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების
ფარგლებში
საქართველოს
აქვს
საკმაოდ
კარგი
ბენეფიტები
საექსპორტო
პოტენციალის გაზრდისთვის, და ძირითადად ამ ბენეფიტებით სარგებლობენ
მსხვილი ბიზნესები, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეები. DCFTA ფარგლებში
ეკონომიკის სამინისტროს აქვს შესაბამისი ვებ-პორტალი სადაც არის ინფორმაცია
მოცემულია და პროცედურა აღწერილი.
თუმცა, კარგი იქნება თუ უფრო მეტად
მარტივი ფრომით იქნება ინფორმაცია ხელმისაწვდომი. პირობითად, როცა მეწარმეს
სურს ექსპორტზე გაიტანოს თავისი ნაწარმოები პროდუქტი ჩინეთის ბაზარზე,
მარტივი და გასაგები ფორმით უნდა შეძლოს მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის
მიღება.
35
სახელმწიფო შესყიდვები
•
2020 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების eProcurement სისტემაში
დარეგისტრირდა 2,652 ახალი მიმწოდებელი. ამრიგად წლის ბოლოს, სისტემაში
რეგისტრირებული მიმწოდებლების რაოდენობამ 44,173 შეადგინა, რაც მთლიანობაში,
ქვეყანაში რეგისტრირებული აქტიური ეკონომიკური სუბიექტების დაახლოებით
25%-ს შეადგენს.
•
საშუალოდ 3000-მდე ბიზნეს სუბიექტი ემატება ყოველ წელს საჯარო შესყიდვებს,
როგორც პოტენციური მომხმარებელი. ასევე, 2.05-დან 2.27მდე გაიზარდა მცირე და
საშუალო ბიზნესის საშუალო მონაწილეობა თითოეულ ტენდერში, თუმცა ეს ძალიან
ცოტაა. ყველაზე დიდი გამოწვევა არის დაბალი მონაწილეობა, დაბალი კომპეტენცია
და უარყოფითი შედეგით დასრულებული ღია ტენდერები, რაც გასულ წელს 26%
იყო.
•
DCFTA-ს მიერ მოტანილი სარგებლის სრულფასოვნად გამოყენებისათვის
აუცილებელია მათ შორის კარდინალურად ახალი „საჯარო შესყიდვების შესახებ“
კანონის პროექტის საქართველოს მთავრობის მიერ მოწონება და საქართველოს
პარლამენტის მიერ მიღება.
შედეგად, საქართველოს მეწარმეებებს გაუჩნდებათ
შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო საჯარო შესყიდვებში.
•
სპეციალიზებული
საგანმანათლებლო
კურსები
მსს
სექტორის
წარმომადგენლებისათვის, მათ შორის: გაცნობითი კურსი, სპეციალიზებული კურსი
EU წევრ სახელმწიფოებში გამოყენებული შესყიდვების პროცედურების შესახებ;
სპეციალიზებული კურსი ქალი მეწარმეებისათვის და ა.შ.
•
მსს-ების
მონაწილეობის და გამარჯვების დაბალი მაჩვენებელი სახელმწიფო
შესყიდვებში
უმეტესად
განპირობებულია
საბანკო
გარანტიის
მოპოვების
სირთულით. შესყიდვების სააგენტო მუშაობს საბანკო ასოციაციასთან ერთად რომ
გარანტიები გახდეს ელექტრონული, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს გაუადვილებს
წვდომას საბანკო რესურსებთან.
36
4. მოკვლევის ძირითადი მიგნებები და დასკვნები
მცირე და საშუალო საწარმოების (მსს) მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს დიდი
დარტყმა მიაყენა COVID-19-ის გლობალურმა კრიზისმა. მიუხედავად მრავალი ეკონომიკური
თუ სამედიცინო ხასიათის პროგნოზებისა, რთულია იმის განსაზღვრა, როდის მოხდება რიგი
ეკონომიკური მაჩვენებლების, ასევე
მომხმარებელთა მყიდველობითი ქცევის ძველ
ნიშნულზე დაბრუნდება და საბოლოო ჯამში რა ცვლილებების შეიტანს კრიზისი ეკონომიკის
სტრუქტურაში,
რა
გავლენას
მოახდენს
არსებულ
ბაზრებზე
და
როგორი
იქნება
ბიზნესსექტორის დემოგრაფიის ფაქტობრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით სექტორისა და
ზომის მიხედვით.
მიუხედავად
პოზიტიური
განვითარებისათვის
შესაძლებლობას
მოლოდინებისა,
მნიშვნელოვანია
მისცემს
ისეთი
წარმატებით
მსს
სექტორის
ღონისძიებების
გადალახონ
შეუფერხებელი
გატარება,
კრიზისული
რაც
მათ
პერიოდი
და
მომზადებულები შეხვდნენ ახალ შესაძლებლობებს, რომელსაც ქმნის პოსტ-კრიზისული
ცვლილებები.
მცირე და საშუალო საწარმოების როლი და მნიშვენლობა ცალსახაა. თუმცა, აუცილებელია იმ
ფაქტორების გამოყოფა, რაც განაპირობებს აღნიშნული სექტორის დაცვისა და მხარდაჭერის
პოლიტიკის გატარების განსაკუთრებულ საჭიროებას:
კრიზის
პერიოდში
მცირე
და
საშუალო
საწარმოები
განსაკუთრებულად
დაზარალდნენ და მათ არ გააჩნიათ სათანადო ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური
რესურსები ახალ გარემოში ადექვატურად ადაპტირებისათვის. მცირე და საშუალო
ბიზნესის არ აქვს სწრაფი ადაპტირების უნარი (მაგალითად, ონლაინ გაყიდვების
დანერგვა ლოქდაუნის დროს თუნდაც შუამავალი პლატფორმების მეშვეობით).
მსს სექტორი განსაკუთრებული ზეგავლენას ახდენს უმუშევრობისა და დასაქმების
მაჩვენებელზე;
პოსტ-კრიზისულ პერიოდში აუცილებელია ისეთი ღონისძიებების
გატარება, რაც ერთის მხრივ შეამცირებს სამუშაო ადგილების დაკარგვის რისკებს და
იმავდროულად შექმნის გაფართოების შესაძლებლობებს.
ინტეგრირებული მიდგომისა და კოორდინაციის დონე. ახლა, როგორც არასდროს,
მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება ყოვლისმომცველი მხარდაჭერა, რომელიც
დაფუძნებულია თანმიმდევრულ სტრატეგიაზე. თუმცა, მცირე და საშუალო ბიზნესის
მხარდაჭერის ეკოსისტემა რთულია: ის მოიცავს პოლიტიკის განმახორციელებელ
უწყებებს,
ბანკებს,
საჯარო
და
კერძო
სექტორის
ტექნიკური
დახმარების
მიმწოდებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო დონორებს.
ამჟამად,
ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეკოსისტემის მობილიზება, რადგან მათ
ერთობლივი
ძალისხმევით უზრუნველყონ მსს სექტორის მიზანმიმართული
მხარდაჭერა.
მრავალ ქვეყანაში მთავრობა ძირითადად ფოკუსირებულია საწარმოთა მოკლევადიან
გადარჩენაზე და ნაკლებად ზრდაზე. მთავრობების მიერ გატარებული თითქმის ყველა
37
ღონისძიება მიზნად ისახავს ლიკვიდურობის გაუმჯობესებას გადახდების გადადების,
სესხის საგარანტიო პროგრამებს და ა.შ. ნაკლები ინიციატივაა მიმართული
გრძელვადიან გა მოწვევებისაკენ, რომლებსაც მცირე და საშუალო ბიზნესი შეხვდებიან
პოსტ-პანდემიურ გარემოსთან ადაპტაციისას. ამრიგად, მცირე და საშუალო ბიზნესის
დახმარება პანდემიისგან თავის დაღწევაში კრიტიკულია,
კრიტიკულია გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამებიც.
მაგრამ
არანაკლებ
არსებული მდგომარებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მცირე და
საშუალო ბიზნესის პოსტ-კრიზისულ პერიოდში მხარდაჭერის ღონისძიებები უნდა
ემყარებოდეს 4 ძირითად ღერძს:
მცირე და საშუალო ბიზნესის გამარტივებული წვდომა მხარდაჭერის პროგრამებზე.
იმისათვის რომ საპასუხო პროგრამებში მონაწილეობის მაჩვენებელი იყოს მაღალი,
აუცილებელია (განსაკუთრებით მიკრო და მცირე ბიზნესის შემთხვევაში) აპლიკაციის
პროცესის, ნავიგაციის სისტემის იმგვარი ფორმირება რაც უზრუნველყოფს
სექტორისთვის მარტივ და გასაგებ ციკლს.
ამ
ქვეყნები, რომლებმაც წარმატებით
განხორციელებული ასეთი ინტერვენციები, მსს სექტორს თავაზობდნენ ე.წ. ერთი
ფანჯრის პრინციპს ერთიანი, ინტეგრირებული ერთი კონტაქტის წერტილით.
მაგალითად, ავსტრალიის მთავრობამ მათ ვებსაიტზე, შექმნა ცალკე მსს-სთვის
გამოყოფილი
სექცია
სადაც
განთავსებულია
ინფორმაცია
ბიზნესისთვის
ხელმისაწვდომი ყველა მხარდაჭერის ინიციატივების შესახებ და გაეშვა ცხელი ხაზი.
თუმცა, მხოლოდ ინფორმირება არსებული შესაძლებლობების შესახებ არაა საკმარისი.
განსაკუთრებით მირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება სწრაფი დ მარტივი წვდომა
სერვისებზე. საქართველოში გახორციელებული პროგრამები მეწარმეებს თავაზობენ ,
საკმაოდ
მარტივ და ადვილად ხელმისაწვდომი ფორმებს და პროცედურებს, მათ
შორის აპლიკაციების ონ-ლაინ წარდგენის შესაძლებლობით.
გასათვალისწინებელია
ისეთი
თუმცა, აქვე
ფაქტორები როგორებიცაა: ინტერნეტზე წვდომა
(განსაკუთრებით რეგიონებში), დაბალი ტექნიკური უნარები, ფინანსური ცოდნის
არასაკმარისი დონე, ზოგადად დოკუმენტაციასთან მუშაობის არასათანადო უნარები.
შედეგად, მცირე საწარმოებისათვის შესაძლოა მარტივი პროცედურებიც რთული
გადასალახი აღმოჩნდეს შესაბამისი დახმარებისა და კონსულტაციების გარეშე.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომი შესაძლებლობების
შესახებ განთავსებულია განმახორციელებელი სააგენტოებისა თუ ორგანიზაციების
შესაბამისად.
ეკოსისტემის კოორდინაცია და მიმართვა მსს საჭიროებებზე.
საპასუხო
ზომების
გავლენის
მაქსიმალური
მთავრობის კრიზისზე
ეფექტიანობისათვის,
საჭიროა
მაკოორდინირებელი ფუნქციის გახორციელება, რომელიც გაააქტიურებს სრულ
ეკოსისტემას და უზრუნველყოფს, რომ ყველა საჯარო, კერძო თუ საერთაშორისო
სექტორის ძალისხმევა შეესაბამება მთავარ მიზნებს. აუცილებელი პირველი ნაბიჯები
38
მოიცავს სხვადასხვა მხარის მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების, ინტერესებს,
ინფორმაციის, მოთხოვნის იდენტიფიკაციას. ასეთი კოორდინირებული მოქმედებით
და შესაბამისად საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდება პროგრამების გავლენის
სწორი და სწრაფი შეფასება და ძლიერი უკუკავშირი მსს სექტორთან.
ამჟამად,
ქვეყნების უმეტესობას არ შეუძლია თვალყური ადევნოს ერთიან პროგრესს (საჯარო
პროგრამების მიღმა), რაც ქმნის
შესაძლებლობას
განახორციელონ
ეფექტურობის
ე.წ. ბრმა წერტილებს და ზღუდავს მათ
მაკორექტირებელი
გასაზრდელად
ქმედებები
(მაგალითად
პროგრამების
დუბლირებული
პროგრამები/კომპონენტები/სექტორები, ან რამდენიმე საგრანტო პროგრამა ერთ
რეგიონში და არცერთი მეორეში). აღსანიშნავია, რომ აუცილებელია ეკოსისტემის
შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მობილიზება
და
ჩართულობის
უზრუნველყოფა.
მსს სექტორის მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა. ეკონომიკის
აღდგენის ტემპი დამოკიდებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის უნარზე,
დაუბრუნდნენ მდგრად ოპერირებას კრიზისის შემდგომ პერიოდში მიმდინარე
სტიმულირების ზომების დასრულების შემდეგ.
ამ თვალსაზრისით ყურადღებაა
გაამახვილებდი სამ ფუნდამენტურ ინტერვენციის განხორციელებაზე, რომლებიც
ყველებიც გამოირჩევიან მაღალი ზემოქმედებით და შესაბამისია მცირე და საშუალო
ბიზნესისთვის:
ადგილობრივ
მოთხოვნაზე/ბაზრებზე
წვდომა,
ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა და პროდუქტიულობის გაზრდა.
საჭიროა
მცირე და საშუალო ბიზნესის სახელმწიფო შესყიდვებში წილის გაზრდა. სახელმწიფო
შესყიდვები არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ინსტრუმენტი მცირე და საშუალო
ბიზნესის განვითარებისათვის, (როგორც ფინანსური, ასევე ბიზნეს უნარებისა და სხვა
შესაძლებლობების, მათ შორის ციფრული, განვითარების ერთგვარი კატალიზატორი)
მაგალითად, სამხრეთ კორეის მცირე და საშუალო ბიზნესისა და სტარტაპების
სამინისტრომ განახორციელა ღონისძიებები, რათა გაამარტივოს პროცესები და
ადმინისტრაციული ტვირთი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისათვის. ბევრ
ქვეყანაში მთავრობებმა შესთავაზეს წინასწარი გადახდა შეძენილი საქონლისა და
მომსახურებისთვის.
მცირე და საშუალო საწარმოები თავისთავად გაძლიერდებიან და გაიზრდებიან,
როდესაც ისინი ინტეგრირდებიან გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში. პანდემიამ
შეაფერხა მიწოდების ჯაჭვები და საერთაშორისო ვაჭრობა. მცირე და საშუალო
საწარმოებს არ აქვთ რესურსი, რომ დამოუკიდებლად აღადგინონ ძველი კავშირები ან
მითუმეტეს დაამყარონ ახალი.
ამასთან, კვლავ აქტუალურია ასეთი გამოწვევები
როგორებიცაა:
პროდუქციის
რაოდენობა/პროდუქტიულობა,
შესაბამისობა
მოთხოვნებთან,
პროდუქციის
მარტივად
გასაგები
ინფორმაცია
სავაჭრო
შეთანხმებების შესახებ და ა.შ. პროდუქტიულობის გაზრდის პროგრამები არსებითი
იქნება
მცირე
და
კონკურენტუნარიანობისათვის
საშუალო
როგორც
39
ბიზნესის
ადგილობრივ,
გადარჩენისთვის
ასევე
და
საერთაშორისო
ბაზრებზე. ამასთან აუცილებელია, რომ მსს სექტორმაც გაათვითცნობიეროს
ელექტრონული კომერციის და სწრაფი გადაწყვეტილებების დანერგვის საჭიროება.
მაგალითად, სინგაპურის სამთავრობო სააგენტო Workforce Singapore მხარს უჭერს
მცირე და საშუალო ბიზნესს და დამსაქმებლებს მრავალი პროგრამის საშუალებით,
რომლებიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ბიზნესს მენეჯმენტის გაუმჯობესებასა და
ტექნოლოგიების დანერგვაში. ამ პროგრამამ 40-დან 70 %-მდე გაზარდა მონაწილე
მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქტიულობა. ირლანდიაში, ადგილობრივი
საწარმოების
სთავაზობენ 2,500 ევროდან 10,000 ევრომდე ვაუჩერებს - (50% -იანი
თანადაფინანსების პირობით)
ინოვაციებისა და პროდუქტიულობის
ზრდის
მხარდასაჭერად.
„ახალი ნორმალურის“ სწორი დაგეგმვა. პოლიტიკის შემქმნელებმა და მცირე და
საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა შეიძლება განიხილონ არსებული
სტრატეგიების ხელახალი შეფასება და პრიორიტეტების მორგება არსებულ
გარემოსთან. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პოსტ-პანდემიურ პერიოდისათვის
შესაბამისი
დასკვნების გამოტანა.
მნიშვნელოვანია პრიორიტეტი მიენიჭოს იმ
სექტორებს, რომლებიც ძლიერ დაზარალდა, მაგრამ სწრაფად აღდგება (მაგალითად,
განათლება, გართობა, რეკრეაცია) მორგებული ინტერვენციებით, რამდენადაც
აღდგენა არ საჭიროებს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს. შესაძლებელია
დაჩქარდეს ძალისხმევა მაღალი პოტენციალის მქონე ინოვაციური
კომპანიების
მხარდასაჭერად. მიზნობრივი ტექნიკური დახმარების პროგრამები და ეროვნული
პლატფორმები, რომლებიც ხელს უწყობენ პროდუქტის ინოვაციას, ტექნოლოგიების
მიღებას, დიჯიტალიზაციას და ახალი ბიზნეს მოდელების შექმნას, საერთო ჯამში
მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ სხვა დარგებში მოქმედი მსს-ებისათვის. ამასთან,
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სტრატეგიების ნაწილში უკვე ასახულია არსებული
გარემო, ნაწილისათვის კი იგეგმება პრიორიტეტების განახლება.
მაგალითად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გეგმავს ტურიზმის არსებულ სტრატეგიის
თვისობრივ განახლებას, რამდენადაც სტრუქტურულად შეიცვალა ტურიზმის
ბაზარიც, მოთხოვნებიც და პრიორიტეტები.
ცხადია, მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება პოსტ-კრიზისული ეკონომიკის აღდგენის
მამოძრავებელი ძალა. შესაბამისად, აუცილებელია ყოვლისმომცველი ძალისხმევის გაწევა
რათა მხარდაჭერის ღონისძიებები და შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნას ათვისებული
მსს სექტორის მიერ, შედეგად კი დაჩქარდეს აღდგენა მდგრადი განვითარებისათვის.
40
პოლიტიკის დაგეგმვა
აუცილებელია აღინიშნოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია 2021-2025,
რომლის დამტკიცებაც მოხდა თემატური მოკვლევის პროცესის მსვლელობისას. დოკუმენტში
სათანადო ყურაღება ექცევა
გლობალური პანდემიის ზეგავლენას და პასუხობს იმ
ძირითადად გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას მცირე და საშუალო საწარმოთა სექტორი.
ამასთან,
მცირე და საშუალო მეწარმეობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა და
პანდემიამდე არსებული დადებითი ტენდენციების აღდგენა
სტრატეგიის მიზნად
განისაზღვრა. ასევე დამტკიცდა სტრატეგიის სამოქმედო გეგმა 2021-2022.
პოლიტიკის ეფექტიანი განხორცილებისათვის ასეთი მულტი-დარგობრივი სტრატეგიის
დამტკიცება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პოლიტიკის დაგეგმვა ასევე მოიცავს მიზნობრივი
მხარდამჭერი პროგრამების შემუშავების/დიზაინის და კრიზისულ პერიოდში
ღონისძიებებისა და რეგულაციების შემოღება - გაუქმების ეტაპებსაც.
გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა:
•
ინფორმირებულობა.
საპასუხო
ამ მიმართულებით
პოლიტიკის დაგეგმვის დროს აუცილებელია შესაბამისი
საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვაც, სადაც გათვალიწინებული იქნება ისეთი
ფაქტორები, როგორებიცაა მცირე და საშუალო მეწარმეების
ცოდნის დონე,
საინფორმაციო არხების გამოყენება და პრეფერენციები. ამასთან, განსაკუთრებული
•
ყურადღების გამახვილებაა
გავრცელებაზე.
საჭირო
კოორდინაცია.
პროცესში
მოკვლევის
მარტივად
აღსაქმელი
გამოვლინდა,
რომ
ინსტრუქციების
ადგილობრივი
თვითმმართველობებთან კოორდინაციის არსებული დონე არ არის საკმარისი.
განსაკუთრებით რეგიონებში, ადგილობრივი მეწარმეები დამატებითი ინფორმაციისა
და განმარტებებისათვის სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს
მიმართავენ.
შესაბამისი კოორდინაციის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება
ადგილობრივი თვითმმართველობების პროცესში ჩართვა, როგორც პროგრამების
შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის, ასევე ადგილობრივ დონეზე ბიზნეს
სექტორის საჭიროებების იდენტიფიკაციისათვის.
კოორდინაციის თვალსაზრისით საყურადღებოა საერთაშორისო ორგანიზაციები და
მათ
მიერ
გახორციელებული
მსს
სექტორის
მხარდამჭერი
ინიციატივები.
თანამშრომლობის
კარგი პრაქტიკა არსებობს უწყებების დონეზე - მრავალი
საერთაშორისო ინიციატივის გახორციელება ხდება უშუალოდ საჯარო სააგენტოების
საშუალებით.
თუმცა, აუცილებელია კოორდინაცია დაგეგმვის ეტაპზე ყველა
სააგენტოსთან ერთად, რათა შეიქმნას ერთიანი სურათი ეკოსისტემის ყველა
მონაწილის ხედვებისა და პრიორიტეტების გათვალიწინებით. ამასთან, აღნიშნული
გაზრდის შესაძლებლობას მთავრობამ შეაფასოს მცირე და საშუალო ბიზნესის
განვითარების ერთიანი პროგრესი ანდა ყველაზე მწვავე საჭიროებები.
•
„მეორე შანსი“-ის მხარდაჭერის პოლიტიკის გაძლიერება, შესაბამის პროგრამებში
კომპონენტების
ასახვა.
მსს
ახალი
41
სტრატეგიის
სამოქმედო
გეგმით
გათვალისწინებულია აღნიშნული საკითხის ოპტიმიზაცია (ამოცანა 1.7. გაკოტრების
და რეაბილიტაციის სისტემის განვითარება). თუმცა, სასურველია დაიგეგმოს
დამატებითი ზომების გატარება, თუნდაც მიმდინარე პროგრამებში ქვე-კომპომენტის
სახით. ამასთან, გახორციელდეს საკითხის სიღრმისეული შესწავლა საკანონმდებლო,
ადმინისტრაციული
და
ინსტიტუციური
ბარიერების,
ასევე
სექტორული
საჭიროებების გამოვლენის მიზნით. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ გაკოტრების
მიმართულებით
უკვე
გადადგმულია
მთელი
რიგი
ნაბიჯები
(მათ
შორის
საკანონმდელო კუთხით), და შედეგად გაუმჯობესდა საქართველოს რეიტინგი 2020
წლის ბიზნესის კეთების ანგარიშის გადახდისუუნარობის საკითხის გადაჭრის
ინდიკატორით (64-ე პოზიცია, ნაცვლად122-ე პოზიციისა 2015 წელს).
კრიზისული და პოსტ კრისი ზული პოლიტიკის გახორციელება
საქართველოში მეტწილად გახორციელდა ევროპის ქვეყენების ანალოგიური შინაარსის
მხარდაჭერისა და შემსუბუქების ღონისძიებები, მათ შორის საბანკო კრედიტების გადავადება,
მიზნობრივი
პროგრამები
გავრცელების
პირებისათვის
ტურიზმის
სექტორისათვის,
კომპენსაცია
კორონავირუსის
პერიოდში დაზარალებული დასაქმებული და თვითდასაქმებული
და ა.შ. აღნიშნულ პროცესმა კიდევ უფრო ნათლად გამოავლინა
არაფორმალური სექტორის წინაშე მდგარი სირთულეები. ამასთან, ბიზნეს-ასოციაციები
აღნიშნავენ, რომ რეგულაციების დანერგვა დაკავშირებული იყო რიგ გაუგებრობებთან და
გამოწვევებთან,
რამდენადაც
არ
იყო
ხელმისაწვდომი
ნათელი
ინსტრუქციები,
განსაკუთრებით კი მცირე ბიზნესისათვის. დისტანციური მუშაობა, ონლაინ გაყიდვები
ერთგვარი სიახლე იყო
და კვლავაც რჩება მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი
ნაწილისათვის, რაც დაკავშირებულია ცნობიერების, ცოდნის და ინფრასტრუქტურულ
შესაძლებლობებთან.
პოსტ-კრიზისული პერიოდი კი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ყველაზე დაზარალებულ
დარგებს, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორს, რამდენადაც შეიცვალა მოთხოვნის
სტრუქტურა და პირობები, ამასთან შეცვლილია მიწოდების სტანდარტები, მათ შორის
უსაფრთხოების
თვალსაზრისით.
შედეგად
საჭიროა
ახალი
ცოდნის,
დამატებითი
ინვესტიციებისა თუ მარკეტინგის ახალი მიდგომების გამოყენება. იმავდროულად მცირე და
საშუალო ბიზნესის წინაშე დგება ახალი დარგების
და არსებულის
ახლებურად
გადააზრების, განვითარების საჭიროება, განსაკუთრებით გაციფრულების მიმართულებით.
დღის წესრიგში დგას რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის მეტად
გააქტიურების, ჩართულობის და განვითარების ხელშეწყობა.
პოლიტიკის განხორცილების პროცესში მნიშვნელოვანია ყურაღება გამახვილდეს შემდეგ
საკითხებზე:
-
ინფორმაციის მიწოდების „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვა. მიმდინარე ეტაპზე
მსს სექტორი ინფორმაციას მიმდინარე პროგრამების შესახებ, ასევე შესაბამის
კონსულტაციებს
იღებს
უშუალოდ
განმახორციელებელი
სააგენტოების
42
საშუალოებით. პროგრამებში მცირე მეწარმეების ეფექტიანი ჩართულობის გაზრდის
მიზნით, ოპტიმალური იქნება ერთი საკონტაქტო წერტილის არსებობა, რომლიც
მიმართავს
პოტენციურ ბენეფიციარს ყველაზე შესაბამისი პროგრამისაკენ და
შეთავაზებს შესაბამის კონსულტაციებს/ინსტრუქტაჟს, მიაწვდის ინფორმაციას
მიმდინარე და დაგეგმილი ტრენინგების შესახებ და ა.შ. ამასთან, სასურველია იგივე
სივრცეში ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია საერთაშორისო თუ კერძო სექტორის სხვა
ინიციატივებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც ემსახურება მცირე და საშუალო
საწარმოების ხელშეწყობას. აღნიშნული ტიპის ინსტრუმენტი ასევე ხელს შეუწყობს
კოორდინაციის დონის ამაღლებას ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის.
-
საგადასახადო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა ერთ -ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
აღნიშნული განსაკუთრებით მწვავედ პანდემიის პერიოდში გამოიკვეთა, რამაც
გაართულა პანდემიის შედეგად მიზნობრივი კომპენსაციის გაცემა ისეთ პირებზე,
როგორებიც არიან: გიდები, ძიძები, ტაქსის მძღოლები, ე.წ რეპეტიტორები და სხვა.
ადამიანების ნაწილი, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილები, სადაც
ოფიციალურად არ იყვნენ რეგისტრირებულნი, სახელმწიფოს მხარდაჭერის და
კომპენსაციის გარეშე დარჩნენ. შესაბამისად, მიზანშეწონილია გატარდეს რიგი
ღონისძიებები
პოტენციური
გადასახადის
გადამხდელების
ცნობიერების
ასამაღლებლად, როგორც გადამხდელად რეგისტრაციის, ასევე საქართველოში
მოქმედი შეღავათიანი სტატუსებით სარგებლობის კუთხით, რათა მათთვის ნათელი
გახდეს იმ სარგებლის შესახებ, რასაც ისინი გადამხდელებად რეგისტრაციის
შემთხვევაში მიიღებენ. მათ შორის, ისარგებლონ შეღავათიანი დაბეგვის რეჟიმებით და
სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ქვეყანაში
აღურიცხავი ეკონომიკის წილის შემცირებასაც, რაც ქვეყნის ეკონომიკის სწორად
განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.
-
ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა მცირე და საშუალო საწარმოებში.
პოსტ-კრიზისულ პერიოდში პრობლემების დაძლევის და მდგრადი განვითარების
მიზნით,
მეწარმეებს
აქვთ
შესაძლებლობა
ისარგებლონ
ახალი
ბიზნეს
ინსტრუმენტებით. მათ შორის ყველაზე აქტუალური და ეფექტიანი შეიძლება იყოს
ელექტრონული კომერციის დანერგვა. 2020 წელს მსოფლიოში დაწყებული
გლობალური პანდემიის გამო ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში
საგრძნობლად გაიზარდა. მაშინ როდესაც დაწესებული რეგულაციების გამო სავაჭრო
და კვების ობიექტების მუშაობა შეიზღუდა, მოქალაქეებისთვის საქონლის და
მომსახურების მიღების მთავარი წყარო ელექტრონული კომერცია გახდა.
ანალიტიკური პორტალი statista.com ის მიხედვით მსოფლიოში ელექტრონული
კომერციით ვაჭრობის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება და მოსალოდნელია, რომ
2024 წელს 6,4 ტრილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს. ვაჭრობის მოცულობის ზრდის
პარალელურად არსებობს გარკვეული სახის პრობლემები, რაც ხელს უშლის დარგის
განვითარებას. მათ შორის კომპანიების გაუმართავი ინფრასტრუქტურა, არა ცხადი
საკანონმდებლო რეგულაციები, მოსახლეობის ცნობიერების დონე და ინტერნეტის
დაბალი ხელმისაწვდომობა. აღნიშნული პრობლემები განსაკუთრებით აქტუალურია
საქართველოში, სადაც პანდემიამდე ელექტრონული კომერცია სუსტად იყო
განვითარებული. 2020 წელს აუდიტორული კომპანია PWC ის ჩატარებული კვლევის
მიხედვით, საქართველოში კომპანიების მხოლოდ 13% მა შეძლო ელექტრონულ
ვაჭრობაზე გადასვლა. სიტუაცია კრიტიკულია მცირე და საშუალო ბიზნესში.
43
დაინტერესებული მხარები, მათ შორის საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი,
მიიჩნევენ, რომ ელექტრონულ კომერციის სექტორში არსებული პრობლემების
მოგვარების მიზნით საჭიროა კომპლექსური მიდგომა. მათ შორის: დარგის
მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების დახვეწა და სამართლიანი თამაშის
წესების დადგენა; კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის გზით მოსახლეობის
ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარება. მათ შორის წამახალისებელი
ღონისძიებების გამოყენებით. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკონსულტაციო
ხაზის შექმნა, რომელიც კომპანიებს მიაწოდებს ინფორმაციას და დაეხმარებათ
შესაბამისი ელექტრონული ინფრასტრუქტურის განვითარებაში; და ინტერნეტის
ხელმისაწვდომობის გაზრდა. განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, რაც თავის
მხრივ ხელს შეუწყობს როგორც ელექტრონული კომერციის, აგრეთვე რეგიონებში
ეკონომიკის სხვა დარგების ზრდას.
-
მონიტორინგი და შეფასება. ანგარიშვალდებულება მნიშვნელოვანია მაშინაც კი,
როდესაც პოლიტიკა უნდა განხორცილდეს მოკლე დროში და მარტივი წვდომა იყოს
უზრუნველყოფილი. აუცილებელია პანდემიის გავლენის და გახორციელებული
საპასუხო პოლიტიკის მცირე და საშუალო ბიზნესზე ზეგავლენის მონიტორინგი და
შეფასება. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში კურსის ან თუნდაც პრიორიტეტების
შეცვლა. ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა განმახორციელებელს
აძლევს ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია მომავალი და მოქნილი პოლიტიკის
ფორმირებისათვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ
ფართომასშტაბიანი ინიციატივების შემუშავებას მოხდა მჭიდრო ვადებში, რთულად
საპროგნოზო ეკონომიკური გარემოს პირობებში. ასეთ სიტუაციაში კი არსებობს
რისკები, რომ საჯარო მხარდაჭერა ვერ ფარავს ყველა მიზნობრივ ჯგუფს. გარდა ამისა,
ძალიან მცირე ან ახლადშექმნილი კომპანიები შეიძლება დარჩეს რიგი ინიციატივების
მიღმა.
პროგრამების განმახორციელებლით სააგენტოები ატარებენ შესაბამის
მონიტორინგსა და შეფასებას. თუმცა მიმდინარე ეტაპზე მიზანშეწონილია უფრო
ფართომასშტაბიანი მონიტორინგის განხორცილება, მათ შორის ბენეფიციარების,
აპლიკანტებს და პოტენციური აპლიკანტების ჩართულობით. შესაძლოა გადაიხედოს
მონიტორინგის ჩატარების პერიოდულობაც. შესაბამისად, ყველა ასეთი ტიპის რისკის
შემცირებისა და მოქნილი პოლიტიკის განხორცილებისათვის აუცილებელია
ზეგავლენის სისტემატური შეფასება არა მხოლოდ ერთი პროგრამის პერსპექტივიდან,
არამედ საერთო სურათის ჭრილში.
-
ინოვაციური საწარმოების მხარდაჭერა. მცირე და საშუალო საწარმოებს შორის
ინოვაციის ხელშეწყობა გადამწყვეტია მათი წარმატებისთვის. საუბარია არა მხოლოდ
ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, არამედ უფრო მეტად ზოგადი ფართო სპექტრის
ინოვაციებზე, რომლებიც შესაძლოა არ იყოს სიახლე გლობალურად, თუმცა ასეთია იგი
ქვეყნის, რეგიონის ან თუნდაც ტერიტორიის დონეზე. აღნიშნული აუცილებლია
როგორც დივერსიფიკაციის მაღალი დონის მიღწევისათვის და როგორც პოსტპანდემიური პერიოდის პოლიტიკის პრიორიტეტი. აღნიშნული მიმართულება ასევე
წარმოადგენს პრიორიტეტს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის
ინდექსში, ასევე საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიაში.
შესაბამისად საჭიროა ყურადღების გამახვილება ისეთი ინტერვენციების ეფექტიან
შესრულებაზე, როგორებიცაა: 1) ტრენინგის მხარდაჭერა ტექნოლოგიების შესახებ; 2)
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრების შექმნა რეგიონებში; 3) ბიზნეს
44
ინკუბატორები და შესაძლოა ბიზნეს იდეების მობილური ლაბორატორიები. ბიზნეს
ინკუბატორები უზრუნველყოფენ დამხმარე გარემოს ახლად შექმნილი ბიზნესისთვის.
ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყების მსურველები ხშირად ვერ ახერხებენ
ბიზნეს-იდეის სათანადო ფორმულირებას, მხარდამჭერი პროგრამები ხშირად იღებენ
იდენტურ ან თვისობრივად მსგავს, ტრადიციულ აპლიკაციებს.
-
მეწარმეობის
და დაკავშირებული ცოდნის დონის და პრაქტიკული უნარების
გაძლიერებისაკენ მიმართული მაღალ ეფექტიანი პროგრამების დანერგვა.
მიზანშეწონილია მეწარმეობის უნარების ზრდისკენ მიმართული გახორციელებული
ინიციატივების ზეგავლენის სიღრმისეული შესწავლა და შესაბამისი დასკვნების
გამოტანა. მაგალითად, 2020 წლის ოქტომბერში გამოცხადებული მიკრო და მცირე
მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შევიდა 26,299 განაცხადი, საიდანაც
3789 ბენეფიციარმა გააგზავნა ბიზნესგეგმა, რაც საერთო აპლიკანტების 14%-ია.
საჭიროა გადაიხედოს სასწავლო კურსების მიწოდების ფორმატი, უშუალოდ
სწავლების ფორმები და პროგრამების სტრუქტურა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს
მათი ინტეგრირება
მიმდინარე მხარდაჭერის პროგრამებში.
ასევე ძალიან
მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების გათვალისწინება: უნარების ზრდის
პროგრამების/ქვე-კომპონენტების თვისებრივი ინდიკატორები, მიწოდების პერიოდი
(პროგრამაში მონაწილეობამდე, პროცესში და გრანტის/დაფინანსების მიღების
შემდგომი); სექტორის სპეციფიკაზე მორგებული პროგრამები, რომელიც გათვლილი
იქნება პრაქტიკულ გახორციელებაზე (მაგალითად, ბიზნეს გეგმის მომზადების
ზოგადი ტრენინგი ხშირად ვერ იძლევა სასურველ შედეგს, და მეტად ეფექტიანი იქნება
კურსები დარგობრივი პროფილით, რაც უფრო გასაგები, ადვილად აღსაქმელი და
პრაქტიკული იქნება დარგში მოქმედი ან დამწყები მეწარმეებისათვის.
საერთაშორისო ვაჭრობა და ინტერნაციონალიზაცია
მცირე და საშუალო საწარმოთა ექსპორტის ზრდის, ბაზარზე წვდომის და
ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა მსს-ს ახალი სტრატეგიის მე-4 პრიორიტეტია.
2019 წლის მონაცემებით, მცირე და საშუალო საწარმოებს მთლიანი ექსპორტის 49%
უკავია, თუმცა, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა 2015 წლის თითქმის 60%დან. საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფართო ქსელი, მათ
შორის DCFTA, რაც საქართველოში მოქმედ ბიზნესებს აძლევს წვდომას მსოფლიო
ბაზრებზე. მიუხედავად ძალისხმევისა, ქართველ მეწარმეებს შორის ჯერ ისევ დაბალია
ცნობიერება DCFTA-ის შესაძლებლობებზე და პოტენციალზე. არსებული კომპანიები
მეტად არიან ორიენტირებულნი მეზობელ ქვეყნებზე, როგორც მათთვის უფრო ნაცნობ
და ხელმისაწვდომ ბაზრებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ DCFTA ფარგლებში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს შესაბამისი ვებ-პორტალი,
სადაც ინფორმაცია მოცემულია და პროცედურა აღწერილი. თუმცა, მიზანშეწონილია
თუ მონაცემები უფრო მეტად მარტივი და გასაგები ფორმით იქნება ხელმისაწვდომი,
რათა გაიზარდოს მცირე მეწარმეების ინტერესიც და შესაძლებლობაც. საერთაშორისო
ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ამაღლება განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანა
პოსტ-კრიზისულ პერიოდში. ამასთან, კვლავ აქტუალურია საერთაშორისო ბაზრებზე
წვდომის ძირითადი ისეთი გამოწვევები, როგორებიცაა: არასაკმარისი ცნობადობა;
ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატები; თანამედროვე მანქანა45
დანადგარები; ლაბორატორიების არარსებობა (ზოგიერთ სექტორში) და ა.შ.
სართაშორისო ბაზრებზე წვდომის ამაღლება
მოითხოვს გრძელვადიანი,
თანმიმდევრული და კომპლექსური პოლიტიკის
გატარებას.
აღნიშნულთან
დაკავშირებით შესაძლებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულების გამოყოფა
საშუალო-ვადიანი პერიოდისათვის:
-
ცნობიერების და ცოდნის დონის ამაღლება საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებით
გათვალიწინებული შეღავათების, პირობებისა და პროცედურების შესახებ. მიმდინარე
ეტაპზე ხორციელდება რიგი ძალისხმევა ამ მიმართულებით, თუმცა აუცილებელია
ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება როგორებიცაა: მცირე და საშუალო
მეწარმეებისათვის ადვილად გასაგებ ენაზე მიწოდებული ინფორმაცია, ასევე საჭიროა
სახელმძღვანელო დოკუმენტები და ინსტრუქციები, რაც გაუმარტივებს მეწარმეების
დოკუმენტებთან მუშაობას. გარდა ამისა, DCFTA-ის მნიშვნელობა უპირობოა, თუმცა
მიზანშეწონილია სხვა საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების შესახებ ცნობიერების
ამაღლებაც, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს მსს სექტორის წვდომა სხვდასხვა
ბაზარზე.
-
მცირე და საშუალო მეწარმეების საერთაშორისო კავშირების გაძლიერება. მსს ახალი
სტრატეგიით გათვალიწინებულია ინფორმაციის კონსოლიდირება მეწარმეების და
მათი პროდუქციის შესახებ და მცირე და საშუალო მეწარმეთა ბაზის შემუშავება.
თუმცა კავშირების დამყარებისა და შემდგომში განვითარებისათვის მნიშვნელოვანია
მეწარმეებს მიეწოდოთ კონსულტაციები და რჩევები თითოეული საერთაშორისო
შეთანხმების შესახებ, მათ შორის მხარდაჭერა სამიზნე ქვეყნები იდენტიფიცირების
მიმართულებით.
საერთაშორისი
კავშირების
დამყარების
მიმართულებით
მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ დარგობრივ ბიზნეს-ასოციაციებს.
ცხადია ცალკეულ მცირე მეწარმის შესაძლებლობები ვერ გაწვდება მრავალფეროვანი
საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას, ან თუნდაც ყველა ღონისძიებაში
მონაწილეობას. შესაბამისად, მიზანშეწონილია დაკავშირებულ
საქმიანობაში
აქტიურად ჩაერთონ დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციები.
სახელმწიფო შესყიდვები
სახელმწიფო შესყიდვები ეკონომიკის სტიმულირების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია რაც
ხელს უწყობს ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებას.
ზოგადად, კომპანიების დიდი ნაწილი საკმაოდ ინფორმირებული არიან სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ, რამდენადაც ელექტრონულად განთავსებულ ინფორმაცია სრულად
ხელმისაწვდომია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესყიდვების სააგენტოს“ მიერ შემუშავებული
კანონპროექტის დებულებებით კარდინალურ რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი
სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი ყველა საკითხი. კანონპროექტის
საბოლოო რედაქცია შეთანხმებულია ევროკომისიის შესაბამის დანაყოფთან. კანონპროექტის
მიღების შედეგად სრულყოფილად შესრულდება ასოცირების შეთანხმებითა და ნატოსაქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) ნაკისრი ვალდებულებები საჯარო შესყიდვების
სფეროში. აღნიშნული ასევე გახსნის ქართული ბიზნესისათვის ს საერთაშირისო სახელმწიფო
შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობებს. მიმდინარე ეტაპზე აქტიური ეკონომიკური
სუბიექტების დაახლოებით 25% რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების eProcurement
სისტემაში.
46
თუმცა მსს სექტორის სახელმწიფო შესყიდვებში ჩართულობის გაზრდისათვის საჭიროა
დამატებითი ძალისხმევის გაწევა, მათი ცნობიერების და შესაბამისი უნარების გაზრდის
მიზნით. გარდა ამისა, საყურადღებოა მსს- მონაწილეობის მაჩვენებელი, რომელიც მართალია
გაიზარდა 2.05-დან 2.27მდე, თუმცა მაინც დაბალია. შესაბამისად, ყველაზე დიდი გამოწვევა
არის დაბალი მონაწილეობა, დაბალი კომპეტენცია და უარყოფითი შედეგით დასრულებული
ღია ტენდერები, რაც გასულ წელს 26%-ს შეადგენდა. შესაბამისად, განსაკუთრებული
ყურაღება უნდ დაეთმოს მეწარმეთა ამაღლებას, მათ შორის რეგიონში.
გარდა ამისა,
შესყიდვების სააგენტოც გამოთქვამს მზადყოფნას შეიმუშავოს და მიაწოდოს სრულიად
ახალი სასწავლო კურსები და გადაამზადოს ტრენინგით დაინტერესებული მსს სექტორის
წარმომადგენლები, ასევე, ქალი და ახალგაზრდა მეწარმეები, რომლებიც სამომავლოდ
პრაქტიკულად გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას. სასწავლო კურსი იქნება მსს მიზნობრივ
ჯგუფებზე მორგებული. კურსები განკუთვნილი იქნება როგორც ონლაინ, ასევე
აუდიტორული სწავლებისთვის. მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი სასწავლო კურსები:
საჯარო შესყიდვების გაცნობითი კურსი მსს სექტორის წარმომადგენლებისთვის;
სპეციალიზებული კურსი მსს-ის სექტორის წარმომადგენლების ცოდნისა და უნარების
ასამაღლებლად დონორების სახსრებით დაფინანსებულ შესყიდვებში (e – Procurement
სისტემის DEP ტენდერები) მონაწილეობის მისაღებად; სპეციალიზებული კურსი EU წევრ
სახელმწიფოებში გამოყენებული შესყიდვების პროცედურების შესახებ და ა.შ.
5. რეკომენდაციები
თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც დაეყრდნო
დაინტერესებულ მხარეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებების ანალიზს,
ჩატარებულ ზეპირ მოსმენებზე წამოჭრილ მოსაზრებებს.
რეკომენდაციები განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნეს გარემოზე პასუხისმგებელი
სახელმწიფო უწყებებისთვის, რომელთაც წამყვანი როლი აკისრიათ გადაწყვეტილების
მიღების პროცესში.
რეკომენდაციების შემუშავებასთან
განკუთვნილი გონივრული ვადები.
ერთად,
განისაზღვრა
მათი
შესრულებისთვის
მოკვლევის პროცესში არ გამოკვეთილა ისეთი საკითხი, რომელიც ქვეყნის გაცხადებულ
სახელმწიფო პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
#
1)
რეკომენდაცია
ერთი ფანჯრის პრინციპი: ერთიანი
საინფორმაციო/საკონსულტაციო პორტალის
ამოქმედება, სადაც ხელმისაწვდომი იქნება
მონაცემები მიმდინარე შესაძლებლობების,
რეგულაციების და სახელმძღვანელო
47
პასუხისმგებელი უწყება
• საქართველოს
ეკონომიკისა და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
დოკუმენტების შესახებ, რომლებიც ეხება მსს
სექტორს
• საქართველოს
გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის
სამინისტრო
• საქართველოს
ეკონომიკისა და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
• საქართველოს
გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის
სამინისტრო
• საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო
• საქართველოს
ეკონომიკისა და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
• საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაცია
• საქართველოს
ბიზნესომბუდსმენი
• საქართველოს
ეკონომიკისა და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
• საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტუქტურის
სამინისტრო
2)
მიმდინარე რეგულაციების/წესების შესახებ
სახელმძღვანელო დეტალური ინსტრუქციების
(საილუსტრაციო მაგალითებით) მომზადება და
გამოქვეყნება
3)
მსს სექტორის ეკოსისტემის საკოორდინაციო
ინსტრუმენტის შექმნა, რომლის საშუალებითაც
მოხდება საჯარო, კერძო და საერთაშორისო
უწყებების მიერ გაწეული და დაგეგემილი
ღონისძიებების ინტენსიური კოორდინაცია
4)
ადგილობრივი თვითმმართველობების მსს
პოლიტიკის დაგეგმვისა დ განხორცილებაში
პროაქტიური ჩართულობის
ინსტრუმენტების/სისტემების შემუშავება
5)
საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების შესახებ
ინფორმაციის მსს სექტორისათვის გასაგები
ფორმით გავრცელება, ასვე კონკრეტული
მაგალითების და ნიმუშების, სახელმძღვანელო
დოკუმენტების მითითება
• საქართველოს
ეკონომიკისა და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
6)
ელექტრონული ვაჭრობის წამახალისებელი
ვებკომპონენტების გათვალიწინება მიმდინარე
პროგრამებში
• საქართველოს
ეკონომიკისა და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
48
7)
არაფორმალური სექტორის ცნობიერების
ამაღლების კამპანიის სტრატეგიის და საქმედო
გეგმის მომზადება
• საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო
• საქართველოს
ეკონომიკისა და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
8)
შეფასება და მონიტორინგი. –
1. კრიზისულ პერიოდში ბიზნესის მხარდამჭერი
საპასუხო პროგრამებისა და რეგულაციების
შედეგების კომპლექსური შეფასება ერთიანი
სურათის კონტექსტში, ასევე მიზნობრივი
ღონისძიების მიღმა დარჩენილი მეწარმეების
სიტუაციური ანალიზი ;
2 მიმდინარე პროგრამების მონიტორინგი და
ზეგავლენის საერთო შეფასება. შეფასება
რეკომენდებულია გახორციელდეს ყველა
პროგრამისათვის ერთობლიობაში, რათა
გამოვლინეს გადაფარვები, „ბრმა წერტილები“,
მხარდაჭერის მიღმა დარჩენილი პრიორიტეტული
სექტორები, რეგიონები, ბიზნეს-სუბიექტთა
ჯგუფები და ა.შ.
• საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაცია
• საქართველოს
ეკონომიკისა და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
• საქართველოს
გარემოსა დაცვისა და
სოფლის მეურნეობისა
სამინისტრო
• საქართველოს
ბიზნესომბუდსმენი
9)
ქვეყნის/რეგიონის/მუნიციპალიტეტებისთვის
ინოვაციური ბიზნეს იდეების ფორმირების
სტიმულირება, ბიზნეს ინკუბატორების, ან
შესაძლოა მობილური ბიზნეს იდეების
ლაბორატორიების განვითარების გზით, რაც
აპლიკაციის წარდგენის წინარე ეტაპზე დამწყებ
მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას განავითარონ
ადექვატური და მაღალი პოტენციალის მქონე
ბიზნეს იდეები. აღნიშნული გაზრდის
დასაფინანსებელი პროექტების
სიცოცხლისუნარიანობას და ხელს შეუწყობს
ეკონომიკის დივერსიფიკაციას.
მეწარმეობის შესახებ ცოდნისა და პრაქტიკული
უნარების ამაღლების მიმართულებით
გახორციელებული ღონისძიებების ზეგავლენის
შეფასება, პრიორიტეტების იდენტიფიკაცია, და
დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავება
• საქართველოს
ეკონომიკისა და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
10)
11)
ზოგადი განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში
“მეწარმეობის“ პროგრამის ინტეგრირების
შესაძლებლობის განსაზღვრა; განათლების
49
• საქართველოს
ეკონომიკისა და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
• საქართველოს
განათლებისა და
მეცნიერებისა
სამინისტრო
• საქართველოს
განათლებისა და
სისტემის ყველა დონეზე უწყვეტი სამეწარმეო
სწავლების (LLEL) დანერგვის ჭრილში გასატარებელ
ღონისძიებათა ინტენსიურობის გაძლიერების /
გადახედვა ახალი გამოწვევების კონტექსტში.
მეცნიერებისა
სამინისტრო
• საქართველოს
ეკონომიკისა და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
12)
საქართველოში მოქმედი მსს სექტორის
საერთაშორისო შესყიდვებში ეფექტიანი ჩართვის
საჭიროებებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმის
მომზადება, რათა შესაძლებელი გახდეს სექტორის
გააქტიურება კანონის მიღების პარალელურად.
13)
რეგისტრირებული მსს საწარმოების სახელმწიფო
შესყიდვებში მონაწილეობის მაჩვენებლის
შეფასება რეგიონულ/მუნიციპალურ ჭრილებში და
შესაბამისი საინფორმაციო/საგანანმანათლებლო
ღონისძიებების გატარება ადგილობრივი,
სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისად
მსს სექტორისათვის შესაბამისი სახელმწიფო
შესყიდვების იმ სექტორებისათვის/ქვესექტორებისათვის, სადაც ყველაზე დაბალია
მონაწილეობის მაჩვენებელი, ერთიან სისტემაში
არარეგისტრირებული საწარმოთა
დამიკიდებულებების, შესაძლებლობების, ცოდნის
დონის შეფასება და შესაბამისი საპასუხო
ღონისძიებების დაგეგმვა.
• სსიპ სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტო
• ეკონომიკისა და
საქართველოს
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
• სსიპ სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტო
• მუნიციპალიტეტები
14)
•
სსიპ სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტო
ამასთან, გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომლებიც საჭიროებენ დამატებით სიღრმისეულ
შესწავლას, კერძოდ კი:
-
მცირე
და
საშუალო
ბიზნესის
მონაწილეობა
სახელმწიფო
შესყიდვებში
და
საერთაშორისო სახელმწიფო შესყიდვებში ჩართულობის პერპსექტივები;
-
ბიზნეს-ასოციაციების გაძლიერების სახელმწიფო პოლიტიკის შესაძლებლობები;
-
არაფორმალური
-
მექანიზმები;
მცირე და საშუალო
სექტორი
საქართველოში
ბიზნესის
და
მხარდამჭერი
რეგისტრაციის
პოლიტიკის
ხელშეწყობის
დაგეგმვისა
და
განხორცილების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის და
ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმები.
50
შეჯამება
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თემატური მოკვლევა - მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და
ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში - წარიმართა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად.
მოკვლევის
ფარგლებში
დაინტერესებულმა მხარემ,
მოსაზრებები
და
წინადადებები
წარმოადგინა
22-მა
მათ შორის, სამთავრობო უწყებებმა და ადგილობრივმა
თვითმმართველობებმა, საერთაშორისო
და არასამთავრობო ორგანიზაციებმა,
კერძო
სექტორის წარმომადგენლებმა. მოკვლევის ფარგლებში გაიმართა ზეპირი მოსმენა, რომელშიც
მონაწილეობა მიიღო 17-მა მომხსენებელმა.
აღნიშნულის საფუძველზე, მოკვლევის ჯგუფმა გააანალიზა მცირე და საშუალო ბიზნესის
ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები
კრიზისულ და პოსტ კრიზისულ
პერიოდში. შესაბამისად, წარმოადგინა მოკვლევის მიგნებები და შეიმუშავა რეკომენდაციები,
პასუხისმგებელი უწყებებისთვის წარსადგენად.
51
გამოყენებული ლიტერატურა
1. Report on MSMEs and the Sustainable Development Goals, UNDESA, 2020
2. CORONAVIRUS (COVID-19): SME POLICY RESPONSES © OECD 2020
3. OECD et al. (2020), SME Policy Index: Eastern Partner Countries 2020: Assessing the
Implementation of the Small Business Act
4. EVOLUTION AND TRENDS IN SME FINANCE POLICIES SINCE THE GLOBAL
FINANCIAL CRISIS © OECD 2020;
5. United Nations, Economic and Social Commission for Asia and the Pacific (2021). Rethinking
MSME Finance in Asia and the Pacific: A Post-Crisis Policy Agenda.
6. McKincy, Public Sector Practice, Setting up small and medium-size enterprises for restart and
recovery, 2020
7. UNDP, PMCG, სოფლად დისტანციური მუშაობის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა,
2021
8. UNDP, THE IMPACT OF THE COVID-19 PANDEMIC ON RURAL BUSINESSES, 2021
9. Internalizations of SMEs, A Policy Brief from the Policy Learning Platform on SME
competitiveness, 2021, EU, European Regional development fund.
10. UNECE, The Impact of COVID-19 on trade and structural transformation in Georgia, 2020
11. OECD (2019), Monitoring Georgia’s SME Development Strategy 2016-2020
12. NCED (2017), Policies that Promote SME Participation in Public Procurement;
52
დანართი
საკომიტეტო თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები (TOR)
თემატური
მოკვლევის
თემა
მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და
ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ
პერიოდში
„გლობალური პანდემიის შედეგად თვისობრივად ახალი დღის წესრიგი
შეიქმნა მსოფლიო ეკონომიკაში და მათ შორის - საქართველოშიც. მცირე და
საშუალო ბიზნესი, როგორც ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის
მნიშვნელოვანი ფაქტორი და როგორც მთავარი დამსაქმებელი, ასევე
თვისობრივად ახალი გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე დადგა, რადგან
მცირე და საშუალო ზომის საწარმოები უფრო მეტად მოწყვლადები არიან
გრძელვადიანი კრიზისის მიმართ.
თემატური
მოკვლევის
მიზანი
თუმცა, ახალი გამოწვევები ასევე ქმნიან ახალ შესაძლებლობებსაც. ამდენად
მნიშვნელოვანია, რომ მიზანმიმართული და საჭიროებაზე ორიენტირებული
სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ერთის მხრივ, მოხდეს მცირე და საშუალო
საწარმოების გამოწვევებზე სწრაფი ადაპტაციის ხელშეწყობა და მეორეს მხრივ
- ადგილობრივ და მსოფლიო ბაზრებზე შექმნილი ახალი შესაძლებლობების
ეფექტიანი გამოყენების სტიმულირება.
აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა: მცირე
და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები
კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში.
საკომიტეტო მოკვლევის მექანიზმის გამოყენებით, საჭიროა შესწავლილ იქნას
კრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო საწარმოების ძირითადი
პრობლემები, სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
გატარებული მხარდაჭერის ინსტრუმენტების გავლენა და პოსტ კრიზისულ
პერიოდში დამატებითი ღონისძიებების გამოყენების მნიშვნელობა.“
დავით სონღულაშვილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
53
მიზანი: კრიზისული და პოსტ კრიზისული პერიოდის შედეგად მცირე და
საშუალო საწარმოების წინაშე დამდგარი/გამწვავებული პრობლემების
გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
ამოცანები:
•
•
•
•
საკითხის
შესახებ
მცირე და საშუალო საწარმოების (მსს) განვითარების პანდემიით
გამოწვეული ბარიერების და პრობლემების შემსუბუქების (ან აღმოფხვრის)
საპასუხო და მხარდამჭერი პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება;
კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდში მსს სექტორის მხარდაჭერის
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ინსტრუმენტების
გამოყენების ხელშეწყობა;
მსს
სექტორის
კონკურენტუნარიანობის
ამაღლების
ხელშეწყობა
კრიზისული და პოსტ-კრიზისული პერიოდის ნეგატიური ეფექტების
დასაძლევად და ახალი შესაძლებლობების სათანადოდ გამოყენებისათვის.
მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის ინტერნაციონალიზაციის დონის
გაზრდა, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებით (DCFTA, GSP,
FTA, და ა.შ.) გათვალისწინებული სარგებლის, შესაძლებლობებისა და
უპირატესობების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობის გზით.
მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების
ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს, უზრუნველყოფს რა ეკონომიკის
დივერსიფიკაციას, ქმნის სამუშაო ადგილებისა თუ წარმოებული პროდუქციის
დიდ ნაწილს. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მცირე და საშუალო
საწარმოები მეტად მყიფე არიან კრიზისული პერიოდების მიმართ, მათ არ
გააჩნიათ სათანადო ფინანსური თუ სხვა სახის რესურსები გრძელვადიანი
კრიზისებით გამოწვეული ბარიერების დამოუკიდებლად გადალახვისათვის.
საკომიტეტო
თემატური
მოკვლევა
წარმოადგენს
საპარლამენტო
ზედამხედველობის ახალ, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს,
ამიტომ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ ამ პროცესში
მონაწილეობისკენ.
თემატური
მოკვლევის
ჯგუფის
წევრები
1. დავით სონღულაშვილი - პარლამენტი წევრი, თემატური მოკვლევის
ჯგუფის მთავარი მომხსენებელი;
2. ეკა სეფაშვილი - პარლამენტის წევრი;
3. გოჩა ენუქიძე - პარლამენტის წევრი;
4. მაკა ბოჭორიშვილი - პარლამენტის წევრი;
5. ხატია წილოსანი - პარლამენტის წევრი;
6. მარიამ ლაშხი - პარლამენტის წევრი;
7. მიხეილ დაუშვილი - პარლამენტის წევრი;
8. ბექა ლილუაშვილი - პარლამენტის წევრი.
54
კითხვები
კომიტეტი იწვევს დაინტერესებულ მხარეებს (იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს), წერილობითი
ფორმით დასაბუთებული მოსაზრებების წარსადგენად თემაზე - საქართველოში კრიზისულ და
პოსტ-კრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.
დასაბუთებული მოსაზრება უნდა ესადაგებოდეს ტექნიკური დავალების მიზნებს და პასუხობდეს
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ კითხვას:
შენიშვნა: გთხოვთ დასაბუთებულ მოსაზრებაში ასახოთ ხედვები და რეკომენდაციები ქალთა და
ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერების მექანიზმების შესახებ, სადაც ეს შესაბამისია.
1) მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პოლიტიკის ეფექტიანი დაგეგმვა.
ა) როგორ შეაფასებთ მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების
პოლიტიკის დაგეგმვას, რამდენადაა სათანადოდ ასახული აღნიშნული საკითები შესაბამის
ეროვნულ, მულტისექტორულ და სექტორულ სტრატეგიებში, სამოქმედო გეგმებსა თუ
პროგრამებში? გთხოვთ, დაასახელოთ კონკრეტული სტრატეგიები და პროგრამები,
როგორც კარგი მაგალითის ასევე გაუმჯობესების საჭიროების თვალსაზრით; ბ) რამდენად
ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ
დონეზე; გ) რამდენად ეფექტიანია კოორდინაცია სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებულ
მხარეებს, განსაკუთრებით ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის? გ) დამატებით რა
ღონისძიებების გატარებას მიიჩნევთ საჭიროდ პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის
გაუმჯობესების მიზნით?
2) კრიზისული პერიოდის გამოწვევებზე რეაგირება, საპასუხო პოლიტიკა და ღონისძიებები. ა)
როგორ შეაფასებდით სახელმწიფოს მიერ გახორციელებულ პროგრამებსა და ინიციატივებს,
რომლებიც მიმართული იყო კრიზისულ პერიოდში COVID-19-ის შედეგად მიყენებული
ზიანის შემსუბუქებაზე? როგორ შეაფასებდით გატარებული ინსტრუმენტების
ეფექტიანობას ხანგრძლივობის, დაფარვის და მიზნობრიობის თვალსაზრისით? ბ) თქვენი
მოსაზრებით, რა დამატებითი ინსტრუმენტების გახორციელება არის საჭირო კრიზისულ
პერიოდში მსს-ს სექტორისათვის? მათ შორის, რა დამატებით საჭიროებების ხედავთ
ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობის
მიმართულებით? თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს შემოთავაზებული ინსტრუმენტების
განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მოცულობა. გ) რამდენად
ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ
დონეზე, ასევე სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, განსაკუთრებით ბიზნეს
წრეების წარმომადგენლებს შორის?
3) გლობალური პანდემიით გამოწვეული ცვლილებები ბაზრებისა და ბიზნეს სექტორის
დარგობრივ სტრუქტურაში. ა) თქვენი მოსაზრებით, რომელი დარგები/ქვედარგები
დაზარალდნენ ყველაზე მეტად და შესაბამისად აქვთ დამოუკიდებლად ფუნქციონირების
ყველაზე დაბალი შესაძლებლობა? ბ) საქართველოში მსს-ისთვის რა დამატებით ან ახალი
55
4)
5)
6)
7)
8)
ბიზნეს შესაძლებლობები გაჩნდა (ან გაჩნდება მოკლევადიან პერიოდში), რომელი
მიმართულებები მიგაჩნიათ განსაკუთრებით პერსპექტიულად პოსტ-კრიზისულ
პერიოდში? რომელ მომსახურებასა და პროდუქტებზე იზრდება მოთხოვნა და რამდენად
არის მზად მსს სექტორი შესაბამისი მიწოდებისათვის? გ) პოლიტიკის რა ინსტრუმენტების
გატარება მიგაჩნიათ საჭიროდ მსს-სექტორის მიერ ახალი შესაძლებლობების გამოყენების
ხელშეწყობისათვის?
მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის საპროგნოზო გამოწვევები და საჭიროებები, რომლებიც
დადგება პოსტ-კრიზისულ პერიოდში და მათი შერბილების, მოგვარების სარეკომენდაციო
ინსტრუმენტები. ა) რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დადგება მცირე და საშუალო
ბიზნესი პოსტ-კრიზისულ პერიოდში; რა დამახასიათებელი პრობლემები შეიძლება
გამოვლინეს სექტორის, ზომის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით? ბ) თქვენი მოსაზრებით,
რა ტიპის პროგრამებისა და ინიციატივების გატარება შეიძლება იყოს შერბილების ანდა
პრევენციის საუკეთესო ინსტრუმენტები, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკის
გათვალიწინებით.
გ)
შეაფასეთ
პოსტ-კრიზისულ
პერიოდში
მხარდამჭერი
ინსტრუმენტების
მიზნობრიობის
(სექტორის/ქვე-სექტორის,
საწარმოს
ზომის,
რეგიონის/ტერიტორიის და ა.შ ჭრილში) საჭიროება და სარეკომენდაციო ხანგრძლივობა,
ასევე მიუთითეთ ასეთი ინსტრუმენტების გატარებისათვის საჭირო სავარუდო ფინანსური
რესურსები.
პოსტ-კრიზისული მხარდაჭერის პოლიტიკის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის
დანერგვის შესაძლებლობები. ა) რომელი ქვეყნის/ქვეყნების მაგალითი მიგაჩნიათ
საუკეთესოდ კრიზისული და პოსტ-კრიზისული პერიოდში კერძო სექტორის მხარდაჭერის
პოლიტიკის თვალსაზრისით? ბ ) რა ტიპის ინსტრუმენტები (ფინანსური და არა ფინანსური)
მიგაჩნიათ ყველაზე ეფექტიანად საქართველოში არსებული მდგომარების და საპროგნოზო
მაჩვენებლების გათვალიწინებით? გთხოვთ, მიუთითოთ კონკრეტული ღონისძიებები და
პროგრამები, რომელთა ინტეგრირება იქნება ეფექტიანი მსს სექტორის განვითარებისათვის.
საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა და ინტერნაციონალიზაცია: ა) თქვენი
მოსაზრებით რა არის მსს-ის ძირითადი გამოწვევები საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის
კუთხით? ეკონომიკის რომელ სექტორებში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს აქვთ
ყველაზე მეტი პერსპექტივა? ბ) როგორ შეაფასებდით საერთაშორისო სავაჭრო
შეთანხმებებით გათვალიწინებული შესაძლებლობების გამოყენების დონეს მცირე და
საშუალო მეწარმეების მიერ? მხარდაჭერის რა ძირითად საჭიროებებს
ხედავთ ამ
მიმართულებით? გ) რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია
ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებულ
მხარეებს, განსაკუთრებით ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის?
მსს-ს მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. ა) როგორ შეაფასებთ სახელმწიფო
შესყიდვების ბაზარზე მსს-ს წვდომის დონეს? რამდენად შესაბამისად და ეფექტიანად
ხორციელდება ხელშეწყობის ღონისძიებები, მაგალითად ლოტებად დაყოფა, შერჩევისა და
გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმების პროპორციულობა,
ანგარიშსწორების
პირობები და ა.შ? ბ) თქვენი შეფასებით როგორია მსს სექტორის ინფორმირებულობისა და
ცოდნის დონე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშრებით? რა დამატებითი ღონისძიებების
გატარებაა შესაძლებელი ამ მიმართულებით? გ) რამდენად მოახდინა გავლენა პანდემიამ
მცირე და საშუალო ბიზნესზე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიმართულებით?
მოკვლევის თემატიკიდან გამომდინარე ნებისმიერი დამატებითი საკითხი, რომელსაც არ
მოიცავს ზემოთ მოცემული კითხვები და მიგაჩნიათ მსს სექტორის მნიშვნელოვან გამოწვევად
56
ანდა განვითარების ხელშეწყობის ინსტრუმენტად კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ
პერიოდში.
დოკუმენტური
მასალის
ჩაბარების
პირობები
ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 25MB-ს;
ფაილი შეგიძლიათ წარმოადგინოთ Word-ის ფორმატში ან შეავსოთ
კითხვარი შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1_xoKvzGqaMjqLnzAUaMCXXa8OGuDv0kDa5
WzxNgF9Ng/edit;
ტექსტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას;
ტექსტის შრიფტის სახე – Sylfaen, ზომა - 11, სტრიქონებს შორის დაშორების
მანძილი - 1,15 ინტერვალი;
ყველა ინფორმაცია უნდა იქნეს მოქცეული ერთ ფაილში, მათ შორის:
დანართები, დამატებითი ინფორმაცია, ფოტოები, და ა.შ.
აუცილებელია ტექსტის დასაწყისში მოკლედ იყოს წარმოდგენილი შემდეგი
ინფორმაცია:
o იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციული ფორმა,
ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი,
საქმიანობის სფერო, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტის
მისამართი, ასევე საკითხზე პოტენციური მომხსენებლის ვინაობა;
o ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, მისამართი,
საქმიანობის სფერო, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტის
მისამართი;
დასაბუთებული მოსაზრების დასაწყისში პუნქტებად უნდა იყოს
გადმოცემული მოკლე რეზიუმე შემდგომი ტექსტის შესახებ;
მიუთითეთ კითხვის ნომერი/ები და დასახელება/ები, რომლის თაობაზეც
ამზადებთ დასაბუთებულ მოსაზრებას.
აბზაცები დანომრილი უნდა იყოს ციფრებით, თანმიმდევრულად;
ტექსტში უნდა იყოს მოცემული დეტალური ფაქტობრივი მონაცემები,
რომელიც მოკვლევის ჯგუფს მისცემს შესაძლებლობას გააკეთოს სწორი
ანალიზი და დასკვნა;
ტექსტში, ასევე, შესაძლოა ასახული იყოს გამომგზავნის ცალკეული
რეკომენდაციები და შეხედულებები; ასევე ის სუბიექტები, რომლებიც მისი
აზრით, საკომიტეტო მოკვლევის პროცესში შეიძლება ჩაერთონ;
წერილობით წარმოდგენილი არგუმენტაცია საჯაროა, თუმცა, თუ
პოტენციურ აპლიკანტს სურს, რომ მისი არგუმენტაცია იყოს ანონიმური,
ამის შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფისთვის წარმოდგენილ
დოკუმენტში უნდა მიუთითოს.
დოკუმენტური მასალა უნდა გამოიგზავნოს
მისამართზე: econcom@parliament.ge
შემდეგ
ელექტრონულ
წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ: მოკვლევა: მცირე და საშუალო
ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და
პოსტ კრიზისულ პერიოდში, გამომგზავნის დასახელება.
57
მოსაზრებების
ჩაბარების
ბოლო ვადა
2021 წლის 11 ივნისი.
1. მოკვლევის ჯგუფის შექმნა - ჯგუფის ფარგლებში კომიტეტის წევრები
გაეცნობიან ყველა დაინტერესებული მხარის მიერ წერილობითი ფორმით
მოწოდებულ მოსაზრებას.
2. წერილობითი მოსაზრებების მიღება
2.1. წერილობითი მოსაზრებების მიღება დაიწყება 2021 წლის 31 მაისიდან;
2.2. წერილობითი მოსაზრებების მიღება დასრულდება 2021 წლის 11 ივნისს
18:00 საათზე.
3. წერილობითი მოსაზრებების საჯაროობა - მიღებული მოსაზრებები
გასაჯაროვდება პარლამენტის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა
პირისათვის.
WEB: http://www.parliament.ge
დამატებითი
კომენტარი
მოკვლევის
ეტაპების
შესახებ
4. მიღებული ინფორმაციის შესწავლა - მოსაზრებების მიღების შემდეგ
კომიტეტის მოკვლევის ჯგუფი შეისწავლის მიღებულ ინფორმაციებს,
გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც შემდგომში მოწვეულნი იქნებიან მოკვლევის
ჯგუფში,
ზეპირი
მოსმენის
ეტაპზე
და
წარმოადგენენ
თავიანთ
დადასტურებულ მოსაზრებებს მომხსენებლის სტატუსით;
5. მოკვლევის ჯგუფის სხდომა - წერილობითი და ზეპირი მოსაზრებების
გაცნობისა და მოკვლეული საკითხების შეჯამების შემდეგ, მოკვლევის ჯგუფის
წევრები
მოისმენენ
განმარტებებს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
წარმომადგენლებისგან, და იმსჯელებენ საკითხის მოგვარების გზებზე. ზეპირი
მოსმენა წარიმართება მოკვლევის ჯგუფის წევრებთან, კითხვა-პასუხის
რეჟიმში;
6. ანგარიშის მომზადება და წარდგენა
6.1. მოკვლევის ჯგუფი მოამზადებს შემაჯამებელ ანგარიშს.
6.2. მოკვლევის შემაჯამებელ ანგარიშში აისახება მოკვლევის ჯგუფის დასკვნები
და რეკომენდაციები.
6.3. ანგარიში წარედგინება საქართველოს პარლამენტს და ასევე გამოქვეყნდება
საჯაროდ;
7. კომიტეტის სხდომა - მოკვლევის ჯგუფის ანგარიში განიხილება, შეფასდება,
მომზადდება დასკვნა და წარედგინება პარლამენტის ბიუროს.
58
საკონტაქტო
ინფორმაცია
თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით
ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
კითხვების
ან
ტელ: 577 134 470
ელ.ფოსტა: econcom@parliament.ge
Facebook: https://www.facebook.com/EconomicPolicyCommittee/about
59
დამატებითი