„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.01.2022
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/115/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-01-24
ბიუროს ნომერი 115

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 70 წელი.“. 2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განაპირობა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულმა დათქმამ ნოტარიუსის ზღვრული ასაკის განსაზღვრისა და მისი გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ. კანონის მოქმედი ვერსიის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. ამავე დროს, კანონით არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მინისტრი იღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ამასთან, პრატიკიდანაც არ ირკვევა, რომ ნოტარუსისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ იუსტიციის მინისტრის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება სანოტარო საქმიანობის ადმინისტრირების თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი სიკეთის დაცვის მიზანს ემსახურება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, დაწესდეს ერთიანი მიდგომა და კანონით განისაზღვროს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი, მისი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობის გარეშე. საკითხის სიღრმისეულად განხილვისათვის მნიშვნელოვანია მოქმედი კანონის საფუძველზე მიღებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზიც: 2017 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე უფლებამოსილება გაუგრძელდა 16 ნოტარიუსს (რამდენიმე მათგანს - ორჯერ). 2021 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით, ზემოაღნიშნული საფუძვლით უფლებამოსილების ვადა არ გაუგრძელდა 9 ნოტარიუსს. ამასთან, უკანასკნელ პერიოდში იუსტიციის მინისტრის ბრძანება ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებაზე უარის თაობაზე რამდენჯერმე გასაჩივრდა სასამართლოში, რის შედეგადაც ნოტარიუსთა ნაწილს გაუგრძელდა უფლებამოსილება ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადით (70 წელი). კერძოდ, მინისტრის ბრძანების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ოთხ ნოტარიუსს აღუდგა უფლებამოსილება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ამგვარი გადაწყვეტილების უფლებამოსილების ვადის მიზეზად სასამართლოს გასაგრძლებელად მიერ, კანონისმიერი ძირითადად, ნოტარიუსის კრიტერიუმების არარსებობა სახელდება. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სანოტარო უფლებამოსილების აღდგენა, თავის მხრივ, დამატებით ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს საჭიროებს როგორც იმ პირისთვის, რომელიც სასამართლოს მიმართავს აღდგენის მოთხონით, ისე სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და იუსტიციის სამინისტროსთვის. ნოტარიუსთა ზუსტი რაოდენობის დადგენა სანოტარო საქმის ადმინისტრირებისთვისაც მნიშვნელოვანია. ლათინური ნოტარიატისთვის დამახასიათებელი numerous clausus პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ წელიწადში ერთხელ განისაზღვრება ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა. ნოტარიუსთა რაოდენობრივი შეზღუდვა ემსახურება ნოტარიუსთა ხელმისაწვდომობასა და ნოტარიუსის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას, ხოლო „...გეოგრაფიული განთავსების წყალობით იქმნება საშუალება, ნოტარიუსს სამსახურისათვის მიმართონ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.1 საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება და ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის დადგენა, აგრეთვე, ხელს შეუწყობს ნოტარიუსთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრას. ამდენად, შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით სანოტარო საქმიანობისათვის ერთმნიშვნელოვანი ზღვრული ასაკის განსაზღვრას, რაც სიცხადეს შეიტანს როგორც ნოტარიუსთა, ასევე, ნოტარიუსთა პალატის საქმიანობაში და, ზოგადად, სანოტარო საქმის ადმინისტრირებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტზე მუშაობისას შესწავლილ იქნა ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობა და პრაქტიკა ნოტარიუსთა საქმიანობის ზღვრულ ასაკსა და ამ ასაკის მიღმა ნოტარიუსთა უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. განხილული სახელმწიფოების უმეტესობაში ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი დადგენილია კანონმდებლობით (ლიეტუვა, ჩრდილოეთ მაკედონია, ავსტრია, გერმანია, ლატვია, ჩეხეთი, ესტონეთი, სლოვაკეთი, საფრანგეთი, ბელგია) და, ძირითადად, 65-70 წელს შეადგენს. ქვეყნების ნაწილში ნოტარიუსად მუშაობის ზღვრული ასაკი კანონმდებლობით განსაზღვრულ საპენსიო ასაკს უკავშირდება (ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი). მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს იუსტიციის მინისტრის მიერ ზღვრული ასაკის მიღმა ნოტარიუსის უფლებამოსილების გახანგრძლივების შესაძლებლობას (ლიეტუვა, საფრანგეთი); ქვეყნების უმრავლესობაში უფლებამოსილების გახანგრძლივება არ არის გათვალისწინებული (ავსტრია, გერმანია, ლატვია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბელგია). ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის დადგენა უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, დღეისათვის კანონით არის განსაზღვრული იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილება, ნოტარიუსის განცხადებისა და 1 ნოტარიუსთა დეონტოლოგიის ევროპული კოდექსი, (მიღებულია ევროკავშირის ნოტარიატთა კონფერენციის მიერ 1995 წლის 4 თებერვალს, ქ. ნაპოლიში) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე ნოტარიუსს გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის დადგენა სიცხადეს შეიტანს როგორც ნოტარიუსთა, ასევე, ნოტარიუსთა პალატის საქმიანობაში და სანოტარო საქმის ადმინისტრირებაში. კანონის მიღება, აგრთვე, განტვირთავს საერთო სასამართლოებს ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებაზე უარის თაობაზე იუსტიციის მინისტრის ბრძანებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებული დავების განხილვისგან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის მოქმედი რედაქციის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. აღნიშნული პუნქტის ახალ რედაქციაში მიეთითება, რომ ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 70 წელი. პროექტის შინაარსის შესაბამისად, თანმდევი ცვლილება შედის მე-18 მუხლის მე2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტშიც. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედება დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას არ უკავშირდება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნოტარიუსი, როგორც გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი, ანგარიშვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე საშემოსავლო, ქონების, მიმდინარე საავანსო და დამატებული ღირებულების გადასახადის (იმ შემთხვევაში, თუ დღგ-ს გადამხდელია) ფარგლებში. ამდენად, პროფესიაში ყოფნის ზღვრული ასაკის ზრდა გამოიწვევს საბიუჯეტო ანგარიშსწორების გაგრძელებას და ამ მხრივ, კანონპროექტი შესაბამის გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომელთაც, ფაქტობრივად, 70 წლის ასაკამდე გაუხანგრძლივდებათ სანოტარო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, ვინაიდან ეს პირები კვლავაც შეძლებენ, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის (70 წელი) მიღწევამდე სანოტარო საქმიანობის შედეგად მიიღონ შემოსავალი შესაბამისი საზღაურის სახით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: გამოყენებული ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა, თუმცა, კანონპროექტზე მუშაობისას შესწავლილ იქნა ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობა და პრაქტიკა ნოტარიუსთა საქმიანობის ზღვრულ ასაკსა და ამ ასაკის მიღმა ნოტარიუსთა უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.