საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ მოვალისთვის გადახდევინებული თანხის კრედიტორისათვის გადაცემის წესის დადგენის შესახებ (№1-6696/21; 24.05.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.01.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-350/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-01-24
ბიუროს ნომერი 115

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-350/22 17-01-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე მოვალისთვის გადახდევინებული თანხის კრედიტორისათვის გადაცემის წესის დადგენასთან დაკავშირებით (N1-6696/21; 24.05.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 13 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მოვალისთვის გადახდევინებული თანხის კრედიტორისათვის გადაცემის წესის დადგენასთან დაკავშირებით (N1-6696/21; 24.05.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 821 მუხლის („მოვალისაგან ამოღებული თანხის განაწილების წესი“) მე-2 პუნქტის თანახმად, „მოვალისათვის გადახდევინებული თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეიტანება თავის სადეპოზიტო ანგარიშზე და შემდეგ გაიცემა დადგენილი წესით.“ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ დადგინდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი, მოვალისათვის გადახდევინებული თანხის გაცემის წესი, რადგან, საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, ასეთი წესი დღესდღეობით არ არის დადგენილი არცერთი ნორმატიული აქტით. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის N221 ბრძანებით დამტკიცებული სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქცია კანონის შესაბამისად აწესრიგებს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის, ადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შესული თანხების აღრიცხვის, ანგარიშის, განკარგვისა და კონტროლის წესებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის აღნიშნული ბრძანება გამოცემულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამგვარად, საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღსრულების თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შესული თანხის გაცემის წესი დღესდღეობით არ არსებობს, უსაფუძვლოა. საკანონმდებლო წინადადების იმავე ავტორის მიერ წარმოდგენილი მსგავსი შინაარსის სხვა საკანონმდებლო წინადადებებით (N1-5848/21; 06.05.2021 და N1-5849/21; 06.05.2021) შემოთავაზებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი, მოვალისათვის გადახდევინებული თანხის გაცემის მაქსიმალური ვადის დადგენაც. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია შემდეგი: სააღსრულებო წარმოება ყოველ საქმეზე ინდივიდუალურია და სხვადასხვა საქმეზე განსხვავდება კრედიტორთა და მოვალეთა რაოდენობის, საქმის არსის, ამონაგები თანხის ოდენობისა და სხვა გარემოებების მიხედვით. შესაბამისად, მიზანშეწონილია, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოცემულ შემთხვევებში ინდივიდუალური მიდგომით იხელმძღვანელოს და იგი ყოველ საქმეზე იმპერატიულად ერთი კონკრეტული ვადით არ იქნეს შებოჭილი. მეტიც, ამგვარი ვადის დადგენამ, პირიქით, შესაძლოა უარყოფითი პრაქტიკაც კი განავითაროს, კერძოდ, აღმასრულებელმა ასეთი ვადის არსებობის პირობებში შესაძლოა მარტივ საქმეებზედაც ამ ვადის სრულად ამოწურვის უფლებით ისარგებლოს და თანხის გაცემა რეალურად უფრო გვიან განახორციელოს, ვიდრე აღნიშნული ვადის არარსებობის პირობებში განახორციელებდა. ინდივიდუალური მიდგომის უპირატესობის პრინციპი ვლინდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიდგომაშიც, როდესაც სასამართლომ 2017 წლის 5 ოქტომბერს N3ბ/1480-17 საქმეზე მიუთითა, რომ „ვადა, რომელიც გამოყენებულ იქნება სააღსრულებო ბიუროს მიერ, უნდა შეესაბამებოდეს გონივრულობის ფარგლებს.“ ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მოვალისთვის გადახდევინებული თანხის კრედიტორისათვის გადაცემის წესის დადგენასთან დაკავშირებით (N1-6696/21; 24.05.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი