საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (ამხანაგური სასამართლოების საკითხი)
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-01-31
ბიუროს ნომერი 116
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041220397028
25.01.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: ამხანაგური სასამართლოები – საკანონმდებლო წინადადება
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150–ე მუხლის ტანახმად, გთავაზობთ,
რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამარტალდარღვევათა კოდექსიდან ამოღებული
იქნას ტერმინი 'ამხანაგური სასამართლო". აღნიშნული ნორმა კოდექსში "ჩარჩენილია" სსრკ–
ს არსებობის დროიდან, თუმცა მის ამოღებას კოდექსიდან ვერ მოხერხდა დღემდე.
ტრადიციულად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ყოველ წელს ახალს საბაბს პოულობს,
რომ არ ამოიღოს აღნიშნული ნორმა კოდექსიდან. იმედია, სსრკ–ს აღდგენას არ ელოდებიან.
ფაქტია, რომ ამხანაგური სასამართლოები არ არსებობს. შესაბამისად, გთხოვთ ერთხელ და
სამუდამოთ ამოღებული იქნას აღნიშნული ანაქტრონიზმი საქართველოს
კანონმდებლობიდან. გთხოვთ, არ მოიმიზეზოთ პარლამენტის 2022 წლის და შემდგომი
წლების სამოქმედო გეგმა/გეგმები. ფაქტია, რომ 1991 წლიდან დღემდე, სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში, დღემდე არსებობს აღნიშნული ტერმინი
და ვერც მისი კოდექსიდან ამოღება ვერ მოხერხდა დღემდე. გთხოვთ, ნუ აყენებთ აღნიშნულ
ანაქრონიზმს კანონის რანგში.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: