„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.01.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მაია ბითაძე
ნომერი
#07-3/160/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-01-31
ბიუროს ნომერი 116

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 24-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მარტამდე მიიღოს დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე.“; მუხლი 2. 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონპროექტზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; 2021 წლის 15 დეკემბერს „საქართველოს ტყის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, თანმდევი კანონპროექტით ცვლილება შევიდა -,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონში, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონასა და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში, ტერიტორიის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემა. ზემოაღნიშნული ცვლილებით, საქართველოს მთავრობას წარმოეშვა „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილების 2022 წლის პირველ მარტამდე მიღების ვალდებულება, რომელიც აისახა ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტში. თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო, ზემოაღნიშნულ მუხლში არასწორად იქნა მითითებული დადგენილების სათაური - „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და ამ ქონებით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“. რამდენადაც, ტერიტორიით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა არ უკავშირდება უძრავ ქონებას, სათაურიდან ამოღებულ უნდა იქნას სიტყვები - „ამ ქონებით“ და დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით: „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობამ, 2022 ზემოაღნიშნული ხარვეზის გასწორებას, წლის მარტამდე, შეძლოს პირველ რათა კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობამ 2022 წლის პირველ მარტამდე უნდა მიიღოს დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“, აუცილებელია შესაბამისი ცვლილება შევიდეს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლებელი გახდება, საქართველოს მთავრობამ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებულ ვადაში - 2022 წლის პირველ მარტამდე, მიიღოს „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილებით, ზუსტდება ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტი და ახლებურად ყალიბდება დადგენილების სათაური, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წლის პირველ მარტამდე უნდა იქნას მიღებული. კერძოდ, დადგენილების სათაურად მიეთითება - „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): არ ვრცელდება წინამდებარე კანონპროექტზე, რადგან კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კანონი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილი ცვლილებით, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წლის პირველ მარტამდე მიღებული უნდა იქნას ახალი დადგენილება: „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“. წინამდებარე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გარეშე, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოქმედ რედაქციაში არსებული ხარვეზის გამო, საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს ზემოაღნიშნული დადგენილების მიღებას 2022 წლის პირველ მარტამდე. შესაბამისად, შეფერხებები შეიქმნება სპეციალური დანიშნულებით სარგებლობასთან დაკავშირებით (სასმელი წყლის შეყვანა, ელექტროენერგიით გაურკვეველი ვადით, უზრუნველყოფა გაჩერდება დაცული და სხვა). ასევე, ტერიტორიების ფაქტობრივად, სააგენტოში შესული მოქალაქეების განაცხადების განხილვა სასოფლო-სამეურნეო მიწის (სათიბი/საძოვარი) იჯარასთან და სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით. სააგენტოში შესული განაცხადების მნიშვნელოვანი ნაწილი, დაცული ტერიტორიების სპეციფიკიდან გამომდინარე, სეზონურობასთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, მათი განხილვის დაგვიანება მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის, როგორც განმცხადებლებს, ასევე სააგენტოს, ვინაიდან, სააგენტოს დაფინანსების ნაწილს იჯარით გაცემული საძოვრებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობიდან მიღებული თანხები წარმოადგენს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღებით არ არის საჭირო აუცილებელი ხარჯების გამოყოფა და შესაბამისად, არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება; კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. კანონპროექტის ხელშეკრულებას/შეთანხმებას. საქართველოს მიღება არ ორმხრივ და მრავალმხრივ უკავშირდება რომელიმე გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: მაია ბითაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: მაია ბითაძე.