„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.01.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ კახაძე
ნომერი
#07-3/159/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-01-31
ბიუროს ნომერი 116

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 28.12.2021, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020465) პირველი მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721−78-ე, 791−81-ე, 821, 822, 825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533−1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155 6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე4 ნაწილებით, 159-ე, 1591, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 174 1 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793 და 180-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“.“. ბ) მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 1537, 1538 და 15310-15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი-მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებითა და 1764, 1765 და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 4210 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებითა და 1291, 157-ე, 17417, 17714, 17715, 1911 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“; ბ) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ კოდექსის 4210 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 155 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებითა და 17417, 1764, 1765, 17715 და 1793 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს.“;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, 2022 წლის ... სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი 2021 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელდა ცვლილება (№1350-VIIრს-Xმპ), რომელის თანახმად, კოდექსის 208-ე მუხლი (რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები), ასევე 219-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანოების განსახილველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები) ჩამოყალიბდნენ ახალი რედაქციით. კერძოდ, კოდექსის 208-ე მუხლში მოცემულ იმ მუხლების (ნაწილების) ჩამონათვალს, რომლებით გათვალისწინებულ საქმეებსაც განიხილავს სასამართლო, დაემატა 1715 მუხლის 101, 102, მე-17 და მე-18 ნაწილები, რომლებიც ადგენენ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაციისათვის მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით) და ბრენდის გაფართოებისთვის. ამავე დროს, კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ მუხლების (ნაწილების) ჩამონათვალს, რომლებით გათვალისწინებულ საქმეებსაც განიხილავენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანოები, დაემატა 1715 მუხლის 81 და 82 ნაწილები, რომლებიც ადგენენ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ამავე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის სათანადო ფართობის დათმობისთვის (გამოყოფისთვის). აღნიშნული ცვლილება ამოქმედდა 2022 წლის 1 იანვრიდან. ამავე დროს, 2021 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ იქნა კიდევ ერთი ცვლილება (№1190-VIIრს-Xმპ), რომლის თანახმად, კოდექსის 208-ე მუხლი, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ასევე ჩამოყალიბდნენ ახალი რედაქციით და აღნიშნული ცვლილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 1 მარტი. ვინაიდან 2021 წლის 22 დეკემბრის №1190-VIIრს-Xმპ კანონის მიღების მომენტისთვის თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული ცვლილება (2021 წლის 30 დეკემბრის №1350-VIIრს-Xმპ კანონი) ჯერ მიღებული არ იყო, ცხადია მასში არ მოხდა თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სათანადო მუხლების ასახვა. შესაბამისად, 2021 წლის 22 დეკემბერს მიღებული №1190-VIIრსXმპ კანონი, მისი ამოქმედების მომენტისთვის (2022 წლის 1 მარტი) გადაფარავს 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებულ №1350-VIIრს-Xმპ კანონით კოდექსში შეტანილ ცვლილებებს და 208-ე მუხლის, 209-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტების ჩამონათვალში აღარ იქნება კოდექსის 1715 მუხლის 81, 81, 101, 102, მე-17 და მე-18 ნაწილები, რაც შეუძლებელს გახდის ამ ნაწილებისა და პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბრის №1350-VIIრს-Xმპ კანონით განსაზღვრული ნების აღსრულებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა არსებული პრობლემიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა 2021 წლის 22 დეკემბრის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ №1190-VIIრს-Xმპ კანონში ცვლილების შეტანა და კოდექსის 208-ე მუხლში არსებულ ამავე კოდექსის მუხლების (ნაწილების) ჩამონათვლისთვის კოდექსის 1715 მუხლის 101, 102, მე17 და მე-18 ნაწილების, ხოლო კოდექსის 209-ე მუხლის პირველ ნაწილში და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში არსებულ ამავე კოდექსის მუხლების (ნაწილების) ჩამონათვლისთვის კოდექსის 1715 მუხლის 81, 81 ნაწილების ჩამატება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შემდგომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის, 209-ე მუხლის პირველ ნაწილისა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის 2022 წლის 1 მარტის შემდგომ რედაქციაში აისახება 2022 წლის 30 დეკემბრის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ №1350-VIIრს-Xმპ კანონით გათვალისწინებული ცვლილებები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის №1190-VIIრს-Xმპ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილი და მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, რომლებიც 2021 წლის 1 მარტიდან ახალი რედაქციით აყალიბებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლს და 209-ე მუხლის პირველ ნაწილსა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს. კერძოდ, 208-ე მუხლში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ემატება კოდექსის 1715 მუხლის 101, 102, მე-17 და მე-18 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეები, ხოლო 209-ე მუხლის პირველ ნაწილში და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსახილველ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ემატება კოდექსის 1715 მუხლის 81, 81 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან კანონში სათანადო ცვლილების განხორციელება მოხდეს 2022 წლის 1 მარტამდე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის №1190-VIIრს-Xმპ კანონი, რომელში ცვლილებასაც ითვალისწინებს კანონპროექტი, ძალაში შედის 2022 წლის 1 მარტიდან. ამიტომ წარმოდგენილი კანონპროექტი მიღებული უნდა იქნეს 2022 წლის 1 მარტამდე, რადგან ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე მოესწროს მასში სათანადო ცვლილებების ასახვა. ვინაიდან ზემოაღნიშნული კანონი მიღებულ იქნა 2021 წლის საშემოდგომო სესიის მიწურულს, 2022 წლის იანვარი არის სესიებს შორის პერიოდი, ხოლო 2022 წლის საგაზაფხულო სესია, რომელიც 1 თებერვალს გაიხსნება, მხოლოდ ორ სასესიო კვირას მოიცავს, 2022 წლის 1 მარტამდე კანონპროექტის სამი მოსმენით მიღება და გამოქვეყნება კანონპროექტის განხილვისა და მიღების რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით ვერ მოესწრება. ამიტომ აუცილებელია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი) და მისი ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტის მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისაკენ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება და მისი მომზადება არ უკავშირდება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას/დაწესებულებას, ექსპერტს ან სამუშაო ჯგუფს მონაწილეობა არ მიუღია. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში კანონპროექტის მომზადებისას სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში გამოყენებული არ ყოფილა. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორი - ვლადიმერ კახაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორი ვლადიმერ კახაძე.