„უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“

რეზოლუცია მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.01.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხელაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი
ნომერი
#07-3/161/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-01-31
ბიუროს ნომერი 116

📜 ტექსტი

განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის პროექტის შესახებ ა.ა) რეზოლუციის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუციის პროექტი: რეზოლუციის პროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის აუცილებლობა უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის განვითარების ფონზე. საქართველოს პარლამენტი, აღიარებს რა ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას გადაწყვიტოს საერთაშორისო ორგანიზაციაში, კონკრეტულად ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში წევრობის საკითხი, დაუშვებლად მიიჩნევს რაიმე სახის სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებას ამ არჩევანზე ზემოქმედების მიზნით. პარლამენტი მიიჩნევს რა, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების საზრუნავი, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და მიმართავს საქართველოს მთავრობას გადადგას ქმედითი ნაბიჯები უკრაინაში ომის არდაშვებაში წვლილის შესატანად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეზოლუციის პროექტის მიღების აუცილებლობა: რეზოლუციის პროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის საშიშროებით, აგრეთვე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის გამოხატვის აუცილებლობით. საქართველოს პარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო, გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც შეიძლება იყოს მიმართული სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, მიაჩნია რა, რომ აღნიშნული საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას. ა.ბ) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: რეზოლუციის პროექტის მიღების შედეგად, საქართველოს პარლამენტი დააფიქსირებს თავის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აცხადებს რომ სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას წარმოადგენს გადაწყვიტოს ჩრდილოატლანტიკური 1 ხელშეკრულების ორგანიზაციაში წევრობის საკითხი და მიმართავს საქართველოს მთავრობას მის ხელთ არსებული დიპლომატიური საშუალებებით, აგრეთვე პარტნიორებთან კომუნიკაციით შეიტანოს წვლილი უკრაინაში ომის არდაშვებაში. ა.გ) რეზოლუციის პროექტის ძირითადი არსი; რეზოლუციის თანახმად საქართველოს პარლამენტი აღიარებს საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპების უდიდეს მნიშვნელობას, ხაზს უსვამს ამ პრინციპების დაცვის აუცილებლობას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. რეზოლუციაში საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის საკითხი წარმოადგენს სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას და მიუღებლად აცხადებს მსგავსი არჩევანის გაკეთებას სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ზემოქმედებისთვის ყოველგვარ მცდელობას. რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოიყენოს მის ხელთ არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტები და აწარმოოს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია უკრაინაში ომის არდასაშვებად. ა.დ) რეზოლუციის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტთან მიმართებით; ა.ე) რეზოლუციის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეზოლუციისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; რეზოლუციის პროექტის შინაარსის აქტუალობიდან გამომდინარე იგი ძალაში შევა მიღებისთანავე. ამასთან, რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის ან მისი ნაწილისთვის უკუძალის მინიჭებას. 2 ა.ვ) რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი რეზოლუციის პროექტის ინიციატორების მიერ. ბ) რეზოლუციის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) რეზოლუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეზოლუციის მიღება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის ხარჯების დაფინანსებასთან. ბ.ბ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეზოლუციის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეზოლუციის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეზოლუციის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეზოლუციით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 3 რეზოლუციის პროექტი არ გამოიწვევეს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) რეზოლუციის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეზოლუციის პროექტის ზეგავლენის შეფასება: რეზოლუციის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) რეზოლუციის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეზოლუციის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეზოლუციის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, 4 ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეზოლუციის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეზოლუციის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეზოლუციის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეზოლუციის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეზოლუციის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეზოლუციის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) რეზოლუციის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - გიორგი ხელაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი ვ) რეზოლუციის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - გიორგი ხელაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი 5
რეზოლუციის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას; აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი; უნდა იყოს საერთაშორისო სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში.