საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, 2022 წლის 28 იანვრის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.01.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-789/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-01-28
კომიტეტის სხდომის ნომერი 59

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა 2022 წლის 28 იანვარი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი 1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის 28 იანვარი, 12.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) 1. 2. სხდომის ოქმი N59 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქდაგაიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ლევან მგალობლიშვილი, ლევან ბეჟაშავილი,ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, დავით კაჭარავა, თამარ კორძაია, პაატა მანჯგალაძე, ბაჩუკი ქარდავა და სავალან მირზოევის უფლებამონაცვლე მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია. მოხსენებელმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც მოიცავს კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საკონტროლო საქმიანობის, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების განხორციელების მიზნით დაგეგმილ აქტივობებს, განხორცილების პერიოდისა და პასუხისმგებელი კომიტეტის წევრების მითითებით. ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ გეგმა ითვალისწინებს კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესაბამისად. გეგმის შემუშავების დროს, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა გაიმართა კონსულტაციები კომიტეტის უმრავლესობის წარმომადგენელ წევრებს შორის და გადანაწილდა სფეროები და მიმართულებები, რაც ბუნებრივია არ გამორიცხავს კომიტეტის ოპოზიციონერი წევრების უფრო კონკრეტულ და აქტიურ ჩართულობას კომიტეტის საქმიანობაში, რაც დაინტერესების შემთხვევაში, დაფიქსირდება საოქმო ჩანაწერში და აისახება წარმოდგენილ სამოქმედო გეგმაში. აზრი გამოთქვეს: თამარ კორძაიამ გამოთქვა სურვილი, რომ ჩაერთვება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის შემდეგ აქტივობაში: - - - - - - „პარლამენტის რეგლამენტში შესატანი აუცილებელი ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება“ პაატა მანჯგალაძემ გამოთქვა სურვილი, რომ ჩაერთვება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის შემდეგ აქტივობებში: პარლამენტის რეგლამენტში შესატანი აუცილებელი ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება; საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება. კომიტეტის დებულებაში ცვლილებების განხორციელება. საკონტროლო საქმიანობის შემდეგ აქტივობებში: პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი და შესაბამისი რეაგირება; პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლი; საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა. რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თანამდებობის პირების არჩევის, დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლი. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე მოწვევა; პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული თანამდებობის პირების მიერ პარლამენტის რეგლამენტის დარღვევის საკითხის განხილვა და სათანადო რეაგირება; პარლამენტის წევრის სტატუსთან პარლამენტის წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზი და აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება პარლამენტის რეგლამენტით განსაზრვრული სხვა საქმიანობის შემდეგ მიმართულებებში : - მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულების ან მასში ცვლილების შემუშავება და პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა - მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ 2020 წელს გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება ლევან ბეჟაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩაერთვება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებული საკონტროლო საქმიანობის შემდეგ აქტივობაში: პარლამენტის წევრის სტატუსთან პარლამენტის წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. ირაკლი ქადაგიშვილმა შეაჯამა გამოთქული მოსაზრები და აღნიშნა, რომ კომიტეტის ოპოზიციონერი წევრების მიერ დაფიქსირებული კონკრეტული ინტერესები ასახული იქნება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმაში. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხს. - 2 1. - 2. - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარმოდგენილი იქნა ერთი კანდიდატურა: პაატა მანჯგალაძე - საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ -კვოტით. სხვა კანდიდატურა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად კომიტეტი კენჭისყრაზე დააყენებს პაატა მანჯგალაძის კანდიდატურას. კომიტეტის წევრების მიერ მოსაზრებები არ გამოთქმულა. კენჭისყრები: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს და დაამტკიცოს კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა? კენჭისყრაში მონაწილეობდა 9 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): დამტკიცდეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად მხარი დაუჭიროს საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ პაატა მანჯგალაძის კანდიდატურას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 3