საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.01.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#2-800/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-01-31
ბიუროს ნომერი 116

📜 ტექსტი

წერილი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2-800/22 28-01-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად გიგზავნით პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 18 ფურცლად პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ანგარიში 2021 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ თბილისი 31 იანვარი 2022 წ. 1 სარჩევი I. რეზიუმე………………………………………………………………………………………………………………………………. Error! Bookmark not defined. II კანონშემოქმედებითი საქმიანობა…………………………………………………………………………………… Error! Bookmark not defined. III. საზედამხედველო უფლებამოსილება…………………………………………………………………………….Error! Bookmark not defined.9 ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა .................................................. Error! Bookmark not defined. ეფექტიანი საბიუჯეტო ზედამხედველობა ........................................... Error! Bookmark not defined. IV. კომიტეტში შემოსული კორესპონდენცია…………………………………………………………….…..……...Error! Bookmark not defined. V. კომიტეტის წევრის კითხვა…………………………………………………………………………………………………Error! Bookmark not defined. VI. საგარეო და საშინაო პოლიტიკა……………………………………………………………………………… ………..16 VII. ღია პარლამენტი………………………………………………………………………………………………………...........Error! Bookmark not defined. თანამშრომლობა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან/სამოქალაქო სექტორთან.. 16 VIII. კომიტეტის აპარატი……………………………………………………………………………………………………………….Error! Bookmark not defined. კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება ....... Error! Bookmark not defined. 2 I. რეზიუმე წინამდებარე ანგარიში მოიცავს ინფორმაციას 2021 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის შესახებ. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის საქმიანობა ეფუძნებოდა 2018 წელს დამტკიცებულ სტრატეგიას და 2021 წლის სამოქმედო გეგმას. სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, 2021 წლის განმავლობაში დარგობრივი პოლიტიკის სფეროში კომიტეტის თემატური პრიორიტეტები იყო: სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა:     საზოგადოების სოციალურ‐ეკონომიკურ განვითარების ხელშეწყობისთვის სპორტის როლის გაძლიერება; მოსახლეობის ფართო ჯგუფებისთვის, მათ შორის შშმ პირებისა და ქალებისთვის სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაზე მისაწვდომობის ხელშეწყობა; სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის გაუმჯობესება; ქვეყნის ეკონომიკაში სპორტის პოტენციალის გამოყენების ხელშეწყობა; სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა    სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკისადმი სტრატეგიული მიდგომის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ქვეყნის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა; ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა; 2021 წელს კომიტეტმა განახორციელა შემდეგი მნიშვნელოვანი ინიციატივები:  საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ხელშემწყობი პოლიტიკის ფორმირების მიზნით, საპარლამენტო კომიტეტი აქტიურადაა ჩართული საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივაში, რომლის მხარდამჭერია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო). ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომლის ამოცანა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის შესახებ ქვეყანაში არსებული მონაცემებისა და პოლიტიკის შეფასება, ასევე ანალიზზე დაყრდნობით აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა. გასული წლის განმავლობაში, კომიტეტის აპარატის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობის შედეგად, მომზადდა არსებული პოლიტიკის ანალიზის ანგარიში, ასევე დაიწყო მუშაობა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ხელშემწყობი ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებზე. პროექტების საბოლოო ვერსიების მომზადება დაგეგმილია 2022 წლის განმავლობაში. 3  ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სპორტთან დაკავშირებულ საქმიანობათა გავლენა ეროვნულ ეკონომიკაზე. საქართველოს ეკონომიკაში სპორტის როლისა და მისი წვლილის სრულყოფილად შესაფასებლად, საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივითა და თხოვნით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დაიწყო შესაბამისი საქმიანობის განხორციელება. კომიტეტის მიმართვის (2021 წელის) საფუძველზე, საქსტატმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ტვინინგის“ პროექტის ფარგლებში, შეისწავლა სპორტთან დაკავშირებული საქმიანობების სატელიტური ანგარიშების სისტემის ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობები და განსაზღვრა სისტემის შექმნისთვის განსახორციელებელი აქტივობები, რესურსი. საქსტატმა, საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობით, ჩამოაყალიბა სამუშაო გეგმის პროექტი, რომლის საფუძველზეც განხორციელება სპორტის სატელიტური ანგარიშების სისტემის შემუშავება. გეგმის მიხედვით სხვა შესაბამისი მონაცემების გამოქვეყნება მოხდება 2023 წლის ბოლომდე. სპორტის სატელიტური სისტემის ამოქმედებით შესაძლებელი გახდება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში სპორტის წილის გაანგარიშება და გამოქვეყნება.  2020 წელს საქართველოს პარლამენტმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ინიციატივით, დადგენილებით დაამტკიცა „2020‐2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“, რომელიც განსაზღვრავს 5 სტრატეგიულ პრიორიტეტს და 22 მოსალოდნელ შედეგს. კონცეფციის გათვალისწინებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას დაევალა დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების მიღწევისთვის შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. 2021 წლის განმავლობაში, საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები, პროცესის ხელშეწყობისა და მონიტორინგის მიზნით, აქტიურად იყვნენ ჩართულები შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების შემუშავების პროცესში, რომლის უზრუნველსაყოფად სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტომ“, გაეროს სააგენტოებისა და ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით, შექმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა, გასული წლის განმავლობაში, მომზადდა ახალგაზრდობის ეროვნული სტრატეგიის 2025‐ის პროექტი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ 100‐დან 96 ქულით შეფასდა. სტრატეგიის პროექტის 2‐წლიან სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლის განმავლობაში. ასევე, 2022 წლის განმავლობაში დაგემილია მთავრობის მიერ ახალგაზრდული ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155‐ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტმა ჩაატარა თემატური მოკვლევა „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა“. თემატური მოკვლევა ემსახურება ახალგაზრდების დასაქმების 4 ხელშეწყობის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი დარგობრივი უწყებების მიზნობრივი პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და რეკომენდაციების შემუშავებას, ასევე იმ სფეროების გამოკვეთას, რომლებიც დამატებითი პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვენ. მოკვლევის ფარგებში შემოსული მოსაზრებების ანალიზის და ზეპირი მოსმენების შედეგად, შემუშავდა რეკომენდაციები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული სუბიექტებისთვის.  საანგარიშო წლის 22 მარტს კომიტეტმა საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თემატური მოკვლევის „როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე?” რეკომედაციები გაუგზავნა (წერილი №2557/4‐15/21). II კანონშემოქმედებითი საქმიანობა კომიტეტის მიერ დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად, კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით, კომიტეტის ამოცანებია ა) კანონმდებლობის დასახვეწად საკითხების წინასწარი შესწავლა და ანალიზი, ასევე შესაბამისი რეაგირება; ბ) დაინტერესებულ სუბიექტებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა; გ) საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებებთან, ასევე ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან დაკავშირებული რეფორმების ინიცირება და განხორციელების ხელშეწყობა. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა ჩაატარა 21 სხდომა. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილული პროექტები (სულ 13 კანონის პროექტი) კანონპროექტები, რომლებიც კომიტეტმა განიხილა სავალდებულო წესით: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტის: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანდართულ კანონპროექტებთან ერთად (№07‐2/20; 01.02.2021) განხილვის თარიღი: 12.02.2021 კანონპროექტების არსი: განათლების სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად, კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის სფეროების უკეთესი ადმინისტრირებისათვის შეიქმნა ახალი სამინისტრო, რომელსაც კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო ეწოდა. 5 კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუწირა წარმოდგენილ ინიციატივას და ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, კანონპროეტების პაკეტი მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/4.pdf; 2. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (07‐2/67; 05.07.2021) განხილვის თარიღი: 13.07. 2021 კანონპროექტის არსი: 2020 წელს ახალი კორონავირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია გლობალურ ეკონომიკაში. საქართველოშიც მივიღეთ რეალური ეკონომიკური კლება 6,2%‐ის ოდენობით. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი დამტკიცდა გასული წლის დეკემბერში, რა დროსაც საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID‐19 გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო და შესაბამისად მნიშვნელოვანი შეზღუდვები მოქმედებდა, რაც დიდ გავლენას ახდენდა ეკონომიკის განვითარებაზე. 2021 წლის მეორე კვარტლიდან არსებული მდგომარეობა მეტნაკლებად გაუმჯობესდა და რეალური ზრდის პროგნოზმა 7,7 % შეადგინა. ეკონომიკური აღდგენის პარალელურად დღის წესრიგში დადგა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება. ბიუჯეტის წარმოდგენილი ცვლილებები ორიენტირებულია 3 ძირითადი მიზნის მიღწევაზე, კერძოდ: დეფიციტის შემცირება, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა, COVID‐19‐ის მართვა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, წარმოდგენილი ცვლილებებით გაუმჯობესებულია ძირითადი ფისკალური პარამეტრებიც. კერძოდ, საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი მცირდება მშპ‐ის 6,9 პროცენტამდე, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ‐ს 54,6 პროცენტამდე. კომიტეტის გადაწყვეტილება: ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულად მიიჩნიეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/16.pdf; 3. „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022‐ წლებისთვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება 2025 „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (07‐2/78; 01.10.2021) განხილვის თარიღი: 12.10.2021 6 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი პროექტის მიხედვით საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 750.9 მლნ ლარით და განისაზღვრება 18 683.9 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის: შემოსავლები ‐ 13 930.2 მლნ ლარი (2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 681.1 მლნ ლარით); არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა შეადგენს 200.0 მლნ ლარს; ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი განისაზღვრება 150.0 მლნ ლარის ოდენობით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები განისაზღვრება 4 403.8 მლნ ლარის ოდენობით. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საბიუჯეტო ასიგნებების მოცულობა შეადგენს 18 443.3 მლნ ლარს (2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით მცირდება 1 055.5 მლნ ლარით). აღნიშნული შემცირება გამოწვეულია 2 ძირითადი ფაქტორით, კერძოდ 2022 წელს მნიშვნელოვნად (850,0 მლნ ლარით) მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვასთან დაკავშირებული ასიგნებები (1 713,2 მლნ ლარი); 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ახალი კორონავირუსის (COVID‐19) პანდემიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ხარჯების დაფინანსებას 500.0 მლნ ლარის ოდენობით. მიღებული გადაწყვეტილება: კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულად მიიჩნია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/19.pdf 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07‐2/77; 29.09.2021) განხილვის თარიღი: 09.11.2021 კანონპროექტის არსი: ინიციატივის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე გახდებიან ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები, ასევე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში მოიპოვებენ პირველ ადგილს, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე შეძლებენ ჩაირიცხონ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულად მიიჩნია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად; 7 სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/20.pdf; 5. საქართველოს კანონის პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „უმაღლესი განთლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07‐3/118; 08.11.2021) განხილვის თარიღი: 06. 12. 2021 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების სწავლების უფლება უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგებთან ერთად, პროფესიული განათლების მქონე დარგის სპეციალისტებსაც ექნებათ. აღნიშნული ცვლილებები ბავშვებისათვის ხარისხიანი განათლების მიწოდებასა და ამავდროულად ამ მიმართულებით საკადრო რესურსის გაზრდას უზრუნველყოფს. რაც შეეხება ცვლილებებს, რომელი შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტით, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება სამხედრო და სასპორტო პროფესიული განათლების პირებთან ერთად სახელოვნებო პროფესიული განათლების პირებსაც მიეცემათ. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით კი, მასწავლებლის მაძიებლის პირთა ჩამონათვალს სახელოვნებო პროფესიული განათების მქონე პირები ემატება. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა წარმოდგენილი ცვლილება მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/22.pdf; 6. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ლევან მგალობლიშვილის, გელა სამხარაულის, გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, ელგუჯა გოცირიძის და ირაკლი (დაჩი) ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07‐3/137; 08.12.2021) (დაჩქარებული წესით); 8 განხილვის თარიღი: 14.12.2021 კანონპროექტის არსი: ინიციატივა ითვალისწინებს აზარტული და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას. კერძოდ, დღეს არსებული 18‐21 წლის ნაცვლად 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობის აკრძალვას; დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა ცნების შემოღებას, ასევე ამ პირთა რეესტრის (სიის) შექმნას, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური; განისაზღვრა დამოკიდებულ პირთა რეესტრის წარმოების წესი (მონაცემების შეტანა, ვადა). აღნიშნულთან დაკავშირებით, პირი თავისიდების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე მისი ოჯახის წევრი ხდება უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა; განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრე, კერძოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მარეგულირებელ ორგანოებში, ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს აეკრძალებათ აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება, ხოლო ამ რეესტრის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. აიკრძალა მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა, ხოლო წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. უზრუნველყოფილი იქნება მოთამაშეთა საკუთრების უფლების დაცვა იმ თანხებზე, რომლებიც განთავსებულია მათ სათამაშო ანგარიშებზე და კანონის ამოქმედების შედეგად ვეღარ შეძლებენ თამაშობაში მონაწილეობის მიღებას, შესაბამისად პროექტი ითვალისწინებს სამართლებრივ გარანტიებს, მოთამაშეების მიერ ამ თანხების დასაბრუნებლად. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი მომზადებულად მიიჩინა პლენარულ სხდომაზე განსახილველად. III. საზედამხედველო უფლებამოსილება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ამოცანები იყო: ა) ეროვნული კანონმდებლობის აღსრულების, სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროგრამების განხორციელების ზედამხედველობა, მათ შორის პრობლემური საკითხების გადაჭრის კოორდინაცია; ბ) საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა გ) საბიუჯეტო ზედამხედველობის ეფექტიანი განხორციელება; საზედამხედველო საქმიანობის ნაწილში, კომიტეტმა უზრუნველყო შემდეგი ძირითადი ღონისძიებების ჩატარება:  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155‐ე მუხლის შესაბამისად, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ საკითხის განხილვა; 9  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46‐ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ,,სპორტული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების“ სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხის განხილვა;  საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის 2021‐2024 ,,ევროპული საქართველოს მშენებლობისათვის“ განხილვა;  კომიტეტის პროფილური საზედამხედველო მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017‐2020 წლებში ჩატარებული აუდიტების და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოსმენა;  სპორტული და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის და პრობლემატურ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენა;  სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშების მოსმენა; ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155‐ე მუხლის შესაბამისად, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ საკითხის განხილვა სხდომის ჩატარების თარიღი: 12 .03. 2021 საკითხის არსი: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი თავისი საქმიანობის ფარგლებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას, შესაბამისად, კომიტეტის ინიციატივით განხორციელდა თემატური მოკვლევა საკითხზე ,,ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა“. კომიტეტის გადაწყვეტილება: დაინიშნა თემატური მოკვლევის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: 1. მიხეილ ყაველაშვილი; 2. თამარ ტალიაშვილი; 3. დავით კაჭარავა; 4. ირაკლი მეძმარიაშვილი; 5. ნინო წილოსანი; 6. ბექა ოდიშარია; 7. ბექა ლილუაშვილი; 8. გიორგი ამილახვარი; 9. გიორგი ხოჯევანიშვილი; 10. ნინო ლაცაბიძე; 11. რამინა ბერაძე. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი. სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/6‐1.pdf 2. საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო 10 პროგრამის განხილვა; 2021‐2024 ,,ევროპული საქართველოს მშენებლობისათვის“ მოსმენის თარიღი: 21.02.2021 საკითხის არსი: სხდომაზე პრემიერ‐მინისტრობის კანდიდატის მიერ პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილი იყო მთავრობის შემადგენლობა, ამასთანავე საკომიტეტო განხილვის ფორმატში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა წარმოადგინა 2021‐2024 წლების სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ნაწილი. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნული სფეროების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ფარული კენჭისყრის საფუძველზე, მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერ‐მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას 2021‐2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/5.pdf; 3. კომიტეტის პროფილური საზედამხედველო მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017‐2020 წლებში ჩატარებული აუდიტების და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოსმენა განხილვის თარიღი: 23.04.2021 საკითხის არსი: პარლამენტის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია სპორტულ ფედერაციებში 2014‐2019 წლებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი სისტემური ხასიათის მიგნებებისა და სამსახურის მიერ მომზადებული რეკომენდაციების თაობაზე. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ინფორმაცია. სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/8.pdf 4. საქართველოში ახალგაზრდული ორგანიზაციების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა გამოწვევებისა და განხილვის თარიღი: 26.04.2021 საკითხის არსი: სხდომაზე მოისმინეს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს წარმომადგენლის მოხსენება, რომელმაც ახალგაზრდული ორგანიზაციების 11 გამოწვევების და საჭიროებების თაობაზე მომზადებული კვლევის ანგარიში წარმოადგინა. წარმოდგენილი ინფორმაციით, საქართველოს ათივე რეგიონში ჩატარებული კვლევების შედეგად, სადაც 76 სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაცია გამოიკითხა, ის პრობლემები და გამოწვევები გამოვლინდა, რომლებიც ახალგაზრდული ორგანიზაციების წინაშე არსებობს. კერძოდ საუბარია: ფინანსურ და ადამიანურ რესურსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, კომპეტენციის ნაკლებობაზე, სამუშაო სივრცის პრობლემაზე, ახალგაზრდულ პოლიტიკასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის არარსებობასა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მდგრადობაზე. მომხსენებელმა თითოეულ გამოწვევასთან დაკავშირებით დეტალური ანალიზი და მიგნებები წარმოადგინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ინფორმაცია. სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/9.pdf 5. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა განხილვის თარიღი: 21.05.2021 ინფორმაციის არსი: ფედერაციის პრეზიდენტმა სხდომაზე კანონმდებლებს ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის, 2019‐2020 და 2020‐2021 წლების სპორტულ სეზონზე მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ისაუბრა პრობლემებზე, რომლებიც წლებია დგას ფედერაციის წინაშე. კერძოდ, ქართველ მოციგურავეებს საქართველოში ვარჯიშისათვის სათანადო პირობები არა აქვთ და იძულებული არიან ქვეყნის გარეთ, ძირითადად, რუსეთში ივარჯიშონ. შესაბამისად, ფინანსური რესურსი, რაც სპორტსმენთა ვარჯიშისათვის იხარჯება, ქვეყნის გარეთ გაედინება. მომხსენებლის ინფორმაციით, სავარჯიშოდ გამოუსადეგარია მოედანი ბათუმში, ქუთაისში, რაც შეეხება ზუგდიდს, აქ სტანდარტული საციგურაო მოედანი, რომლის მშენებლობაზეც რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა, თითქმის გახსნისთანავე დაშალეს იმ მიზეზით, რომ მიწა, რომელზეც ეს მოედანი იყო ‐ გასხვისდა. კომიტეტის გადაწყვეტილება: დაიგეგმა კომიტეტის წევრების სამუშაო შეხვედრა თბილისის მერიის შესაბამის სამსახურსა და თბილისის ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობასთან. სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/10.pdf 6. სამცხე‐ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდული და სპორტული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობა; ინფორმაცია სამცხე‐ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ; 12 სხდომის ჩატარების თარიღი: 16.06.2021 საკითხის არსი: კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ ახალციხის ცენტრალური სტადიონის, ძიუდოს დარბაზისა და სარაგბო კლუბ ,,ტაოს“ ინფრასტრუქტურის მდგომარეობით. ამ მიზნით, ადგილზე მოინახულეს ზემოაღნიშნული ობიექტები და გაესაუბრნენ, როგორც სასპორტო სკოლების ხელმძღვანელ პირებს ასევე სპორტსმენებს. შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა მრავალი პრობლემა, რომელიც ძირითადად უკავშირდება არასაკმარის და არასათანადო მდგომარეობაში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას. ასევე მოისმინეს სახელმწიფო რწმუნებული პირველი მოადგილის მოხსენება, რომელმაც კომიტეტის წევრებს სამცხე ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდული და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ინფორმაცია სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/13.pdf 7. ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულებით არსებული მდგომარეობის თაობაზე; ინფორმაცია ბორჯომის სასპოტო სკოლაში არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ; სხდომის ჩატარების თარიღი: 17.06.2021 საკითხის არსი: ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლმა კომიტეტის წევრებს ბორჯომის რეგიონში ახალგაზრდული და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე მოისმინეს ინფორმაცია რეგიონში სპორტისა და ახალგაზრდული საკითხების მიმართულებით არსებული მდგომარეობის თაობაზე. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ინფორმაცია სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/14.pdf 8. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46‐ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ,,სპორტული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების“ სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხის განხილვა სხდომის ჩატარების თარიღი: 21.09.2021 საკითხის არსი: კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის ერთ‐ერთი პრიორიტეტი ‐ ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სპორტული ობიექტების (საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის, მათ შორის შშმ პირები და ქალები) ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაა, ამიტომ თავმჯდომარის ინიციატივაა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46‐ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შეიქმნას სპორტული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფი. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ,,სპორტული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების“ სამუშაო ჯგუფის შექმნის 13 და მის ხელმძღვანელად კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნის საკითხს. სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/17.pdf სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები 9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (1‐ 5729/21;29.04.2021) სხდომის ჩატარების თარიღი: 24.05.2021 ანგარიშის არსი: გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო 2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შემოსავლები, არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდის მაჩვენებლები და ბიუჯეტის ვალდებულებების კლების მონაცემები. მომხსენებელმა კომიტეტების საზედამხედველო სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლებზე და შესაბამისი პროგრამების შესრულების მიმდინარეობაზეც ისაუბრა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ცნობად მიიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულება. სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/11.pdf 10. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ და „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების, „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ" განხილვა; სხდომის ჩატარების თარიღი: 15.06.2021 ანგარიშის არსი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტის წევრებს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გააცნო. მომხსენებელმა ისაუბრა საანგარიშო პერიოდის ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე, ინფლაციის მაჩვენებლებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებზე და მის ხარჯვით ნაწილზე. მანვე ყურადღება გაამახვილა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, 2021 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკური ზრდის მოლოდინებს აჩენს,რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას შეამციროს პანდემიის დროს გაზრდილი საგარეო ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ცნობად მიიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულება. 14 სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/12.pdf 11. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (1‐ 10820/21/10; 30.07.2021) სხდომის ჩატარების თარიღი: 12.10.2021 განხილული საკითხი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მაჩვენებლები გააცნო. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა. სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/19.pdf 12. ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (07‐14270/21; 29.10.2021). სხდომის ჩატარების თარიღი: 10.11.2021 განხილული საკითხი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მაჩვენებლები გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ეკონომიკურმა ზრდამ 11.3 % შეადგინა, ინფლაცია სექტემბრის მონაცემებით 12.3 % შეადგინეს, რაც შეეხება საგარეო ვაჭრობის ნაწილს 10 მილიარდ დოლარზე მეტია საქონელბრუნვითი ვაჭრობა და 2020 წელთან შედარებით 22.3%‐ით არის გაზრდილი. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით. წლევანდელ წელს ვიზიტორთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო გაზრდილია. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა. სხდომის ოქმი: https://web‐ api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/oqmebi/2021/21.pdf კომიტეტში შემოსული კორესპონდენცია საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 326 წერილობითი მომართვა. ყველა მათგანი იქნა შესწავლილი კომიტეტის მიერ და რეაგირების მიზნით, გადაეცა შესაბამის უწყებებს. განცხადებების ძირითადი თემატიკა უკავშირდებოდა სპორტის და 15 ახალგაზრდობის სფეროში არსებულ გამოწვევებს, სოციალურ საკითხებს და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა დახმარების თხოვნებს. კომიტეტის წევრის კითხვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148‐ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის წევრების მიერ გაგზავნილ იქნა 4 კითხვა. მათ შორის: მიხეილ ყაველაშვილის მიერ 4 კითხვა, ვრცლად: https://parliament.ge/supervision/deputy‐question IV. საგარეო და საშინაო პოლიტიკა კომიტეტმა, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკისა და სამართლებრივი ჩარჩოს ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ დებულებებთან შესაბამისობის, ასევე „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიკაციის პროცესის მიმდინარეობის დადგენის მიზნით, გამოითხოვა ინფორმაცია სამინისტროსგან. ორივე საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მონაცემების ანალიზი, შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით. VI. ღია პარლამენტი თანამშრომლობა საერთაშორისო/დონორ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორთან 12 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა ონლაინ ფორმატში სპორტულ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და მათი ინიციატივების სამოქმედო გეგმაში ასახვისთვის მზაობა გამოთქვა. 08 მარტს, საქართველოს პარლამენტში კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოწვეული იყვნენ ვეტერანი სპორტსმენი ქალები. 23 მარტს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა, სპორტში ეკონომიკური განზომილების და სტატისტიკური მონაცემების წარმოების თაობაზე წინა მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების მნიშვნელობა. ეკონომიკაში სპორტის წილის განზომილების შესწავლა კომიტეტის სტრატეგიული გეგმის ერთ‐ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მხარეები შეთანხმდნენ რომ, პირველ ეტაპზე აუცილებელია სტატისტიკის 16 წარმოება და სტატისტიკური მეთოდოლოგიების დანერგვა, რათა ეკონომიკის განვითარებაში სპორტის პოტენციალის მაქსიმალური წარმოჩენა და გამოყენება მოხდეს. შეხვედრაზე საქსტატის წარმომადგენელთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები მოინიშნა და შეთანხმდა რომ საქსტატი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და უცხოელი ექსპერტების დახმარებით, აქტიურად დაიწყებს სპორტში ეკონომიკური განზომილების და სტატისტიკური მონაცემების წარმოებისთვის კონსულტაციებს. 23 მარტს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ქართველ ნიჩბოსნებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ნიჩბოსნობის სპორტის სახეობის განვითარების და მისი პოპულარიზაციის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნიჩბოსნობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს და თბილისის ზღვაზე სპორტული კომპლექსის გამოყოფის საკითხს, სადაც ნიჩბოსნებთან ერთად პარასპორტსმენები ვარჯიშებს და სწავლებას შეძლებენ. სპორტსმენებმა, კომიტეტის თავმჯდომარეს, თბილისის ზღვაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამოყოფის მიზნით, სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს. კომიტეტის თავმჯდომარემ სპორტსმენებს დახმარება აღუთქვა. 30 მარტს, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა რაჭა‐ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ: ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) პრეზიდენტის მრჩეველი დავით გობეჯიშვილი. მსოფლიო ჩემპიონი, (სეოკ) რაჭა‐ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონული ხელმძღვანელი ავთანდილ მაისურაძე და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრაზე განიხილეს ქალაქ ონში მიმდინარე ბულვარის სარეკონსტრუქციო ‐ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ამ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ჭიდაობის დარბაზის დემონტაჟი, რომელიც ამორტიზებულია და სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან გაიმართება შეხვედრები, სადაც განხილული იქნება დარბაზის მშენებლობის დაფინანსების და მისი თანამედროვე ინვენტარით აღჭურვის საკითხი. 14 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის წევრები საკალათბურთო კლუბის „ბასკონიის“ და საფეხბურთო გუნდის „ალავესის“ გენერალურ მდივანს, ხესუს ვასკესს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და სპორტის სტრატეგიის დოკუმენტის მომზადების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროს დაკვეთით, საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე ესპანურმა კომპანიამ იმუშავა და დოკუმენტის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა ხესუს ვასკესმა მიიღო. ამ ეტაპზე კი, სამინისტრო სპორტის სტრატეგიის დოკუმენტზე იწყებს მუშაობას და კომიტეტის სურვილია აღნიშნულ სტრატეგიის მომზადებაში ასევე ჩაერთოს ესპანელი სპეციალისტი თავის გამოცდილ გუნდთან ერთად. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აქტიურ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ. 17 26 აპრილს, კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი 19 სპორტული ორგანიზაციისა და სპორტული სასწავლებლისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრის თემას ფიტნეს დარბაზებში შექმნილი ვითარება და მისი მოგვარების გზების ძიება წარმოადგენდა. 27 მაისს, კომიტეტის წევრი ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა სპორტი და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო. 18 ივნისს, კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნობრივ ექსპერტებს შეხვდა, სადაც პროექტი „ოლიმპიზმი სკოლაში“ შეაჯამეს. 16 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ონლაინ ფორუმი ‐ „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართა. ფორუმის მონაწილეებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა, რომელმაც პანდემიის დროს სპორტის როლზე, მის მნიშვნელობაზე და იმ ზიანზე ისაუბრა, რომელიც სპორტმა და სპორტსმენებმა პანდემიის პერიოდში განიცადეს. 13 ოქტომბერს, კომიტეტთან შექმნილი ,,სპორტული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფი“‐ს წევრები სპორტული ფედერაციების და ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა დისკუსიის ფორმატში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს და მოსაზრებები გამოთქვეს. 22 ოქტომბერს, კომიტეტის სამუშაო ჯგუფი ბიზნეს ასოციაციისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის სტანდარტებთან შესაბამისობისა და ახალი სპორტული ობიექტების მშენებლობაში კერძო ბიზნესის ჩართულობის შესახებ. VII. კომიტეტის აპარატი კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება დარგობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, აქტიურად მონაწილეობდნენ (ძირითადად ონლაინ ფორმატში) საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, კონფერენციებში, შეხვედრებში, საჯარო ლექციებში, სემინარებსა და თემატურ სამუშაო ჯგუფებში. 18