საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურის თენგიზ თევზაძის არჩევის საკითხი.

წარდგინება მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.01.2022
ავტორი
საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი
#07-1/12/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-02-15

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-826/22 28-01-2022 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 27 იანვრის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − თენგიზ თევზაძესა და გიორგი კალანდარიშვილს და განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი (N07-1/12; 21.01.2022). გიგზავნით კომიტეტის დასკვნას ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დანართი: 3 გვერდი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-825/22 28-01-2022 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურების შესახებ (N07-1/12; 21.01.2022) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 27 იანვრის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − თენგიზ თევზაძესა და გიორგი კალანდარიშვილს და განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი (N07-1/12; 21.01.2022). I. ზოგადი მიმოხილვა 2022 წლის 21 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-10 და მე-12 მუხლების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგინა თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები. 2022 წლის 24 იანვარს საქართველოს პარლამენტის ბიურომ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხის განმხილველ კომიტეტად. 2022 წლის 27 იანვარს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის აღნიშნული კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი და მოუსმინა კანდიდატებს კომიტეტის სხდომაზე. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge II. კომიტეტის შეფასება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტების, ამ პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს1 და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება.“ საქართველოს საარჩევნო კოდექსის ზემოხსენებული მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ცესკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს: − პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; − პირი, რომელიც სასამართლომ საქართველოს ცნო საარჩევნო ადმინისტრაციულ კანონმდებლობის სამართალდამრღვევად, დარღვევის – გამო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში; − ნასამართლევი პირი; − საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, მისი წარმომადგენელი; − დამკვირვებელი. ზემოაღნიშნული კანონისმიერი მოთხოვნების დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტაცია თენგიზ თევზაძეს კენჭისყრამდე სრულად არ წარმოუდგენია. ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია კანონისმიერი კენჭისყრამდე მოთხოვნების გიორგი დამადასტურებელი კალანდარიშვილის მიერ ძირითადი სრულად იქნა წარმოდგენილი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის 1 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „პირი მოხელედ არ მიიღება, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის; ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული; გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“ დადგენისა და კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე მოსმენის შემდეგ კენჭი უყარა თითოეულ კანდიდატს. კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა მიიღეს შემდეგი რაოდენობის ხმები: ა) თენგიზ თევზაძე − 0 ხმა (კანდიდატმა ვერ მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა); ბ) გიორგი კალანდარიშვილი − 9 ხმა (კანდიდატმა მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა). III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − თენგიზ თევზაძესა და გიორგი კალანდარიშვილს, განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი (N07-1/12; 21.01.2022) და ჩატარებული კენჭისყრის შედეგად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად რეკომენდაცია გაუწია გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას. ამასთანავე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი კანდიდატებისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე კენჭისყრა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი