საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურის გია ცაცაშვილი არჩევის საკითხი
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები“
- „საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები“ წარდგინება
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურის ქრისტინე ქაჯაიას არჩევის საკითხი წარდგინება
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურის ლევან ისაკაძის არჩევის საკითხი წარდგინება
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურის მაია ზარიძის არჩევის საკითხი წარდგინება
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურის გია ცაცაშვილი არჩევის საკითხი (ეს პროექტი) წარდგინება
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურების (ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი) არჩევის საკითხი წარდგინება
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 77 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 78 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2022-02-15
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-823/22
28-01-2022
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 27 იანვრის
კომიტეტის
სხდომაზე
მოუსმინა
საქართველოს
პრეზიდენტის
მიერ
საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად
წარმოდგენილ კანდიდატებს − ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძეს, მაია ზარიძესა და გია
ცაცაშვილს და განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობის საკითხი (N07-1/11; 21.01.2022).
გიგზავნით კომიტეტის დასკვნას ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
დანართი: 3 გვერდი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-820/22
28-01-2022
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი
წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილი ქრისტინე ქაჯაიას, ლევან
ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურების შესახებ (N07-1/11; 21.01.2022)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 27 იანვრის
კომიტეტის
სხდომაზე
მოუსმინა
საქართველოს
პრეზიდენტის
მიერ
საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად
წარმოდგენილ კანდიდატებს − ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძეს, მაია ზარიძესა და გია
ცაცაშვილს და განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობის საკითხი (N07-1/11; 21.01.2022).
I. ზოგადი მიმოხილვა
2022 წლის 21 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე
მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში
საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ მე-12 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
წევრის ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარუდგინა ქრისტინე ქაჯაიას,
ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.
2022 წლის 24 იანვარს საქართველოს პარლამენტის ბიურომ, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
განსაზღვრა აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობებზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის წევრთა არჩევის საკითხის განმხილველ კომიტეტად.
2022 წლის 27 იანვარს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, განიხილა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის აღნიშნული კანდიდატების
საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი და მოუსმინა კანდიდატებს
კომიტეტის სხდომაზე.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-4
პუნქტის
თანახმად,
„ცესკოს
წევრობის
კანდიდატი
შეიძლება
იყოს
საქართველოს
ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის
განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო
სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს
საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს1 და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი
გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.“
საქართველოს საარჩევნო კოდექსის იმავე მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ცესკოს
წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:
−
პირი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
−
პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო
კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში
დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის
განმავლობაში;
−
პირი,
რომელიც
სასამართლომ
საქართველოს
ცნო
საარჩევნო
ადმინისტრაციულ
კანონმდებლობის
სამართალდამრღვევად,
დარღვევის
–
გამო
სასამართლოს
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;
−
ნასამართლევი პირი;
−
საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, მისი წარმომადგენელი;
−
დამკვირვებელი.
ზემოაღნიშნული
კანონისმიერი
მოთხოვნების
დამადასტურებელი
ძირითადი
დოკუმენტაცია კენჭისყრამდე ყველა კანდიდატის მიერ სრულად იქნა წარმოდგენილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ცესკოს
წევრობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენისა და
კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე მოსმენის შემდეგ კენჭი უყარა თითოეულ კანდიდატს.
კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა მიიღეს შემდეგი რაოდენობის ხმები:
1 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „პირი
მოხელედ არ მიიღება, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის; ბ) იგი საჯარო
სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური
გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული; გ) მან სამსახურში მიღებისას არ
წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების
ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული
საშუალების მოხმარების ფაქტს; დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში
შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო,
თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“
ა) ქრისტინე ქაჯაია − 0 ხმა (კანდიდატმა ვერ მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობის მხარდაჭერა);
ბ) ლევან ისაკაძე − 0 ხმა (კანდიდატმა ვერ მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობის მხარდაჭერა);
გ) მაია ზარიძე − 9 ხმა (კანდიდატმა მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობის მხარდაჭერა);
დ) გია ცაცაშვილი − 9 ხმა (კანდიდატმა მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობის მხარდაჭერა).
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად
კომიტეტის
სხდომაზე
მოუსმინა
საქართველოს
პრეზიდენტის
მიერ
საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად
წარმოდგენილ კანდიდატებს − ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძეს, მაია ზარიძესა და გია
ცაცაშვილს,
განიხილა
მათი
კანდიდატურების
საქართველოს
კანონმდებლობასთან
შესაბამისობის საკითხი (N07-1/11; 21.01.2022) და ჩატარებული კენჭისყრის შედეგად
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე
ასარჩევად რეკომენდაცია გაუწია მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურებს.
ამასთანავე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი კანდიდატებისთვის
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე კენჭისყრა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი