საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა ანგარიშების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში (№1-2318/21; 26.02.2021); ბ) საქართველოს პროკურატურის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში (№1-6207/21; 17.05.2021).
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (286 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (283 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (195 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (188 KB)
📄 წერილი (67 KB)
📄 დანართი (92 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-01-31
ბიუროს ნომერი 116
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-830/22
31-01-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის 2020
წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში (N1-2318/21; 26.02.2021) და საქართველოს
პროკურატურის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში (N1-6207/21;
17.05.2021).
აღნიშნულ საკითხებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტი.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკითხების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30
დღით.
საქართველოს პროკურატურის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ
ანგარიშის (N1-6207/21; 17.05.2021) საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-814/22
28-01-2022
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N54/5; 17.05.2021 გადაწყვეტილებით, ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტს
სავალდებულოდ
განსახილველად გადმოეცა საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის
მიერ წარმოდგენილი საქართველოს პროკურატურის 2020 წელს გაწეული საქმიანობის
შესახებ ანგარიში (N1-6207; 17.05.2021), რომლის სავალდებულო წესით განხილვის ვადა
განსაზღვრულია 2022 წლის 03 თებერვლამდე.
ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ზემოთ მითითებულ ვადაში ვერ ახერხებს
მითითებული საკითხის განხილვას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული ანგარიშის
განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge