საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, ხათუნა სამნიძის, ანა ნაცვლიშვილის, პაატა მანჯგალაძის, გრიგოლ ვაშაძის, თეონა აქუბარდიას და ტარიელ ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“ (№07-3/89; 23.06.2021) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.01.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-897/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-01
ბიუროს ნომერი 117

📜 ტექსტი

წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-897/22 31-01-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილი N2-815/22; 28.01.2022), რომ უზრუნველვყოთ საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, ხათუნა სამნიძის, ანა ნაცვლიშვილის, პაატა მანჯგალაძის, გრიგოლ ვაშაძის, თეონა აქუბარდიასა და ტარიელ ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“ (№07-3/89; 23.06.2021) განხილვის ვადის გაგრძელება. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, დასახელებულ კანონის პროექტთან დაკავშირებით საკომიტეტო განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge