საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ დაუშვილის, ანა ბუჩუკურის, გიორგი ხოჯევანიშვილის, ბექა ლილუაშვილის, შალვა კერესელიძის და ალექსანდრე მოწერელიას მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“ (№07-3/146; 21.12.2021) საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტის გამოთხოვის თაობაზე

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური, გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, ალექსანდრე მოწერელია
ნომერი
#2-975/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-01
ბიუროს ნომერი 117

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-975/22 01-02-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თავმჯდომარეს 2021 წლის 21 დეკემბერს საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ „უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“ (№07-3/146) საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი. მოგეხსენებათ, 2022 წლის 26 იანვარს პარლამენტში ასევე წარდგენილი იქნა „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ (№07-3/161) საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი. მიგვაჩნია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა არის ზე-პარტიული, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მიზანშეწონილია სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის პოზიციების შეჯერება და ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ერთიანი დადგენილების მიღება. შესაბამისად, გთხოვთ, გამოთხოვილად ჩაითვალოს ჩვენ მიერ 2021 წლის 21 დეკემბერს წარდგენილი რეზოლუციის პროექტი „უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“ (№07-3/146) და არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი პარლამენტის წევრი შალვა კერესელიძე პარლამენტის წევრი მიხეილ დაუშვილი პარლამენტის წევრი ალექსანდრე მოწერელია პარლამენტის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი