„საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.01.2022
ავტორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
ნომერი
#07-3/162/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-07
ბიუროს ნომერი 118

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს პარლამენტი ითვალისწინებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და საქართველოს სახალხო „საერთაშორისო შესაძლო დამამცირებელი მოპყრობის დამცველის, ამნისტია“ და ძალადობრივი, ფაქტთან საერთაშორისო ,,წამების შეურაცხმყოფელი, დაკავშირებით ორგანიზაციების მსხვერპლთა - სარეაბილიტაციო საერთაშორისო საბჭოს“, საქათველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებებს, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის 61-ე და 62-ე მუხლების შესაბამისად ადგენს: 1. შეიქმნას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის „საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს.” 2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული ქმედებების მიზნობრიობის, შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტების შესწავლა. აგრეთვე, მის მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, დროულობისა და შესაბამისობის შემოწმება. 3. დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხია: 3.1. მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში, აგრეთვე სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალიდან (გორი) სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში გადაყვანის მიზნობრიობა და კანონიერება. 3.2. სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების სამართლებრივი შეფასება. 3.3. მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობრივი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოკვლევა, დადგენა და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელება. 3.4. მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხი, დროულობა და შესაბამისობა. 4. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განსაზღვროს 3 თვე. 5. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 9 წევრით. 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი 2021 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს და გადაიყვანეს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც წარმოადგენს საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების განთავსების სპეციალურ დაწესებულებას. მიხეილ სააკაშვილმა, დაკავების დღიდან დაიწყო შიმშილობა მისი დაკავების პოლიტიკური მოტივირებულობის გამო. მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესებისა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის რისკების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოიწვია ექიმთა კონსილიუმი, რომლის დასკვნის მიხედვით "პაციენტი იმყოფება მულტი სისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტი პროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრი იული თერაპია".1 საქართველოს სახალხო დამცველმა ორჯერ - 2021 წლის 24 ოქტომბერს და 4 ნოემბერს შეამოწმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი და დაასკვნა, რომ “დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად კვლავ არ შეესაბამებოდა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა2 და რეკომენდაციებს.” 3 9 ნოემბერს აღნიშნული საჯაროდ დაადასტურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ “რა თქმა უნდა, [N18 სამკურნალო დაწესებულება] არ იყო მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი. მიუხედავად კომპეტენტური პირების შეფასებისა, 2021 წლის 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნა N18 დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანის მეორე დღესვე სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებდა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას ცალსახად არღვევდა. სახალხო დამცველი მოუწოდებდა იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, - რომ საქართველოს მესამე 1 https://www.radiotavisupleba.ge/a/31551550.html https://ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakartvelos-sakhalkho-damtsvelma-mikheil-saakashvilis-mighebistvisn18-samkurnalo-datsesebulebis-mzadqofnis-khariskhi-kidev-ertkhel-sheamotsma 3 https://ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakartvelos-sakhalkho-damtsvelma-mikheil-saakashvilis-mighebistvisn18-samkurnalo-datsesebulebis-mzadqofnis-khariskhi-kidev-ertkhel-sheamotsma 2 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ ყოფილიყო გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.”4 პრეზიდენტ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტს განცხადებით გამოეხმაურნენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები “საერთაშორისო ამნისტია” 5 და წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო საერთაშორისო საბჭო”.6 N18 დაწესებულებაში შესახლებისას მიხეილ სააკაშვილი გახდა სხვა პატიმრების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ობიექტი. პატიმრების მხრიდან სიტყვიერ აგრესიას განგრძობადი და პერმანენტული ხასიათი ჰქონდა და იგი მიმართული იყო არამხოლოდ პატიმარ სააკაშვილის, არამედ იმ პირთა მიმართ, რომლებიც მის მოსანახულებლად შედიოდნენ დაწესებულებაში. 2021 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში ძალმომრეობით შეყვანის კადრების ნაწილი, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა. გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურნენ საქართველოს სახალხო დამცველი7 და სახელმწიფო ინსპექტორი.8 საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესასწავლად ორჯერ ჩამოვიდა უკრაინის სახალხო დამცველი.9 მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არის სამედიცინო საზოგადოების შეშფოთების საგანს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა შეისწავლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მიერ განხორციელებული ქმედებების მიზნობრიობა და კანონიერება, შესაძლო ძალადობრივი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხი და შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს სამი სამედიცინო კონსილიუმი და ისინი განსხვავებულ პოზიციებს გამოხატავენ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების პროექტის მიღების აუცილებლობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის მიხედვით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებს. შესაბამისად, როდესაც პარლამენტარებს და საზოგადოებას აქვს ინფორმაცია სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, დროებითი საგამოძიებო კომისია წარმოადგენს დამატებით ბერკეტს 4 https://www.facebook.com/OmbudsmanofGeorgia/posts/438163977678181 https://twitter.com/amnesty/status/1458068111547117572?ref_src=twsrc%5Etfw&fbclid=IwAR27AEo25isj2DpD h4IF1mB4FiM33bMkNGRCGweCwjUTHg87JVqJD3CHS-I 6 https://www.irct.org/media-and-resources/latest-news/article/1111 7 https://www.facebook.com/OmbudsmanofGeorgia/posts/439519437542635 8 https://www.facebook.com/DPAGeorgiaOfficial/photos/a.299919413484244/2636550869821075/?fbclid=IwAR0 DoLnd3D7fyoBRcJf_tYYR4-gkba11I5zekYsOBWlDhULgMZR-am9VsBY 9 https://www.radiotavisupleba.ge/a/31531890.html 5 გამოაშკარავებული და სათანადოდ რეაგირებ ული იყოს სახელმწიფოს წარმომადგენლების სავარაუდოდ მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, უკანონო ქმედებები. ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 3 თვის განმავლობაში საქმის შესწავლის ფარგლებში საჯაროდ გამოკითხავს საქმესთან დაკავშირებულ პირებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას. ა. გ ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით იქმნება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია 3 თვე. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტის მიმართებაში. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღად შერჩეულ იქნა მისი მიღების თარიღი. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტის მიმართებაში. ბ ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) : ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობისთვის საჭირო ხარჯის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: დადგენილების პროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის წევრებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობისთვის საჭირო თანხის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ხაზინადართა საბჭო და შესაბამისი ხარჯების დაფინანსება მოხდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, დადგენილების პროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: დადგენილების პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს ბ.ვ) დადგენილების პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის შეფასება; დადგენილების პროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის შემუშავებაში. დადგენილების პროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ. ასეთი არ არის დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას. ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე ) დადგენილების პროექტის ავტორი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური ერთობაშია“ მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ვ ) დადგენილების პროექტის ინიციატორი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“