საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-07
ბიუროს ნომერი 118
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041220567431
02.02.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: დაზუსტებული საკანონმდებლო წინადადება : გზავნილის "ღობეზე განთავსებით"
ჩაბარების წესის გაუქმება
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის
კომიტეტების ერთობლივი მონაწილეობით, გთხოვთ, განიხილოთ, რომ წინამდებარე
საკანონმდებლო წინადადება: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"–დან (სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.019104)
ამოღებული იქნას ის ნორმატიული ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს გზავნილის "ღობეზე
განთავსებით" ადრესატისთვის (მშენებლობის ნებართვის მფლობელისთვის) ჩაბარებას.
კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 128–ე მუხლი შეიცავს შემდეგ დრაკონულ წესს: ციტატა: "1.
სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან
უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო
სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი
აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის
თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის
სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ)
სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; გ) სამშენებლო ტერიტორიის
შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი; ე) მრავალბინიან
საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე
საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი." ციტატის დასასრული. ამრიგად აღნიშნული
საკანონმდებლო ნორმა ითვალისწინებს 10000 ლარის და მეტი ოდენობის თანხებით
დაკისრებისას ჯარიმის დაკისრების დადგენილების ჩაბარებას მისი ღობეზე გაკვრით, თუ
სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე. ანუ, არ არის
გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის მისი დაჯარიმების
წერილობითი ფორმით მისთვის თუნდაც ერთხელ გაგზავნა. ამგვარი რეგულირება
მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული კოდექსის
ჰარმონიზაცია ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან, რომლის 58.1 მუხლის თანახმად,
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის
მეშვეობით გაგზავნას. ფაქტიურად, სამშენებლო ურთიერთობების მონაწილეებს
ეზღუდებად საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება, ვინაიდან შეუძლებელია, რომ
სამშენებლო ობიექტზე იმყოფებოდეს სამშენებლო სამართალდამრღვევი პირი, ვინაიდან,
როგორც წესი, მშენებლობას ახორციელებენ არა სამშენებლო ობიექტების მესაკუთრეები,
არამედ – მშენებლები: მუშები, ინჟინრები, სამუშაოთა მწარმოებლები და სხვა. ამრიგად, 128–
ე მუხლი წარმოადგენს უზნეო საკანონმდებლო ხაფანგს. დაუშვებელია, რომ საკანონდებლო .
ნორმა არსებობდეს მხოლოდ იმისთვის, რომ მოახდინოს უკანონობის ტირაჟირება და
ადამიანის უფლებებების მასიური დარღვევა, მათთვის საკუთარი უფლებების დაცვის
შესაძლებობის წართმევა და გაუქმება. მსგავსი საკანონმდებლო ნორმა არ არსებობს
მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. ამ ნორმის არსებობა უდიდეს ზიანს აყენებს საჯარო
წესრიგსგთხოვთ, დამატებით გაითვალისწინოთ, რომ დაუშვებელია, რომ ერთი და იგივე
კანონი ითვალისწინებდეს გზავნილების ადრესატებისთვის ჩაბარების განსხვავებულ წესებს:
სადავო კოდექსის 111–ე მუხლი აწესებს მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
შეტყობინების დაზღვეული წერილით, ოფიციალური ვებგვერდით ან ტექნიკური
საშუალებით (ტელეფონი ან/და ელექტრონული ფოსტა) გაგზავნას. ხოლო მის მიერ
შემდგომში სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენაზე შედავების შემთხვევაში
მშენებლობის ნებართვის მფლობელს მისი დაჯარიმების შეტყობინება ეგზავნება უკვე სხვა
წესით: თუ მშენებარე ობიექტზე ვერ ნახეს (!), შეტყობინება განთავსდება სამშენებლო
ღობეზე. ამგვარი დისპორპორცია და ასიმეტრია აბსოლუტურად დაუშვებელია და
ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, წარმოადგენს ამორალურ საკანონმდებლო რეგულირების
ქრესტომატიულ მაგალითს. შეუძლებელია იმის დასაბუთება, რომ ერთი და იგივე პირს
მშენებლობის ნებართვა უნდა ჩაბარდეს ერთი წესით, ხოლო მისი, როგორც მშენებლობის
ნებართვის მფლობელის დაჯარიმების დადგენილება – სხვა წესით, დადგენილების ღობეზე
გაკვრით. სხვათა შორის, ღობეზე გზავნილის განთავსების წესიც არ არსებობს, რაც უფრო
ამძიმებს ისედაც გაუსაძლის პირობებს და ნათელჰყოფს, თუ რამდენად არაჰუმანურ მეთოდს
წარმოადგენს მოქალაქეებიდან 10000, 20000, 30000 ლარის და მეტი თანხების დაკისრება
"ღობეზე გაკვრის" მეთოდით. წარმოვიდგინოთ, რომ პარლამენტის რეგლამენტშიც შევიდეს
ანალოგიური "ხაფანგური" ნორმა და პასუხი საკანონმდებლო წინადადებაზე ინიციატორს
ეცნობებოდეს მის ღობეზე წერილის გაკვრით. ან, წარმოვიდგინოთ, რომ სასამართლოებიც
მსგავს რეჟიმში იქნან გადაყვანილი. აშკარაა, რომ ამგვარი რამის წარმოდგენაც კი
შეუძლებელია და სცდება გონივრულობის ფარგლებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ
"ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის გათვალისწინებულია
(მუხლი == მუხლი 26. 4 პრიმა მუხლი, ნაწილი 5) დაინტერესებული მხარისათვის
ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური
საშუალებით გაცნობას." ამრიგად, მშენებლობის ნებართვის გაცემისას მოქმედებს გზავნილის
ჩაბარების თანამდროვე საშუალებები, ხოლო ჯარიმის დაკისრებისას – ღობეზე გაკვრის წესი.
ვინაიდან საკითხი შეეხება მშენებლობის დარგს, გთხოვთ, საკითხი განსახილველად
გადაეცეს დამატებით დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს, ვინაიდან იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი მარტივად დაწერს უარყოფით დასკვნას, ხოლო დარგობრივი ეკონომიკის
კომიტეტის ჩართულობა განაპირობებს საკითხის რეალურად და სიღრმისეულად შესწავლას:
საკითხი ეხება არა ვიწრო სამართლებრივ საკითხს, არამედ – ქვეყნის იმიჯს, სამშენებლო
დარგის მონაწილე პირთა, დეველოპერთა, უძრავი ქონების მესაკუთრეთა და სამმშენებლო
ურთიერთობების მონაწილე პირთა (დაკვეთი, მენარდე და ა.შ.) უფლებების დაცვას. ამგავარი
დაუფიქრებელი და არადემოკრატიული ნორმების არსებობა საფრთხეს უქმნის სამეწარმეო
საქმიანობას, დიდ ქონებრივ და სამართლებრივ პრობლემებს უქმნის სამოქალაქო
ურთიერთობების მონაწილეებს, მკვეთრად ამცირებს საზოგადოების ნდობას საჯარო
ორგენოების მიმართ, ქმნის ნიჰილიზმის საფუძველს.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #
მობილური:
ელფოსტა: