საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 3 თებერვალს კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-1137/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-02-03
კომიტეტის სხდომის ნომერი 35

📜 ტექსტი

ოქმი
საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა ოქმი №35 2022 წლის 3 თებერვალი, 11:00 საათი საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) კომიტეტიდან სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკოლოზ სამხარაძე; სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ხელაშვილი, მარიამ ლაშხი, გივი მიქანაძე, დავით ზილფიმიანი, ირაკლი ქადაგიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, თამარ ტალიაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ლევან ქარუმიძე; სხდომას საპატიო მიზეზით ვერ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: თინათინ ბოკუჩავა, რამაზ ნიკოლაიშვილი, ნონა მამულაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, სალომე სამადაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი; სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, მასმედია. დღის წესრიგი 1. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედი გეგმა; 2. საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებლის, ევროპარლამენტარ სვენ მიკსერის მოსმენა; 3. სხვა საორგანიზაციო საკითხები. სხდომის მსვლელობა პირველი საკითხი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიმდინარე წლის 1 თებერვლის სხდომის დღის წესრიგს დაემატა შემდეგი საკითხი: „საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სამოქმედო გეგმა“; საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ წარმოადგინა. გეგმაში ასახულია ხუთი სტრატეგიული მიზანი, რომელიც შემდგომ ჩაშლილია ამოცანებში. პირველი სტრატეგიული მიზანია - საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრისა და მათი განხორციელების ხელშეწყობა, რაც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა, საქართველო-აშშის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ხელშეწყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა და ეკონომიკური დიპლომატია; მეორე სტრატეგიული მიზანია კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, რაც მოიცავს საპარლამენტო ზედამხედველობას საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების აღსრულებაზე. მესამე სტრატეგიული მიზანია კანონშემოქმედებითი გულისხმობს კანონშემოქმედებითი საქმიანობის დახვეწას. ფუნქციის გაძლიერება, რაც მეოთხე სტრატეგიული მიზანია კომიტეტის საქმიანობა ქვეყნის გარეთ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზების მიზნით და მისი საქმიანობის შესახებ კომუნიკაციის გაუმჯობესება ქვეყნის შიგნით, რაც მოიცავს საზოგადოებასთან ურთიერთობის გააქტიურებას, საპარლამენტო ღიაობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო სექტორსა თუ მედია საშუალებებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას საკანონმდებლო პროცესში და საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას. მეხუთე სტრატეგიული მიზანია კომიტეტის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება, რაც გულისხმობს კომიტეტის ეფექტიან მართვას, კომიტეტის თანამშრომელთა უნარების და საქმიანობის გაუმჯობესებას და გარე ექსპერტული და დონორი ორგანიზაციების დახმარების ეფექტიანი გამოყენებას. კომიტეტის წევრებმა სამოქმედო გეგმას მხარი დაუჭირეს. მეორე საკითხი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმარს და დამსწრე საზოგადოებას: - მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ საქართველოში თქვენი ვიზიტი ხორციელდება რეგიონში საკმაოდ დაძაბული ვითარების ფონზე. კრიტიკული დღეები დგას არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთლიანად, შავი ზღვის რეგიონისთვის და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. დიდი იმედის თვალით შევყურებთ დასავლეთს, რომ ის არ დაჰყვება რუსეთის ნებას, რათა მსოფლიო ისევ დანაწილებული იყოს გავლენის სფეროებად. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის მოლაპარაკებები, რომლებიც დაწყებულია როგორც ნატოსა და რუსეთს შორის, ასევე აშშ-სა და რუსეთს შორის, საბოლოო ჯამში, შედეგს გამოიღებს და ეს ვითარება მშვიდობიანად დასრულდება. ამავდროულად, საქართველოს ინტერესები, ისევე, როგორც უკრაინის ინტერესები, არ იქნება დათმობილი. ეს არის დღეს ყველაზე მთავარი და პრინციპული საკითხი. განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ერთადერთი, რაზეც ვთანხმდებით პოლიტიკური პარტიები საქართველოში არის ის, რომ ჩვენი ხსნა ამ შემთხვევაში, არის დასავლეთთან ინტეგრაციაში; საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიკსერმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ჩვენი ქვეყნის მისწრაფებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. - ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროპული ინსტიტუტები და ევროპის წევრი სხვა ქვეყნები საქართველოს გვერდით არიან, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს სუვერენულ უფლებას, აირჩიოს საკუთარი მისწრაფებები და მოკავშირეები. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი. ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, მაგრამ ასოცირების შეთანხმებას ავტომატურად არ მიჰყავს ქვეყანა კანდიდატობამდე. ამ პროცესის წარმატება დამოკიდებულია სხვადასხვა საკითხზე, თუმცა, კრიტიკული მნიშვნელობისაა ქვეყნის მზაობა. რეფორმების უმრავლესობა, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ნაწილია, სარგებლის მომტანია საქართველოს საზოგადოებისთვის, ბიზნეს კლიმატისთვის. ეს რეფორმები სარგებლიანია და ღირს მათი გატარება მაშინაც კი, თუ ამას შევხედავთ დამოუკიდებლად იმ ამბიციებისგან, რაც ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას; კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიკსერს მიმართა, „სამხრეთ ოსეთი“ - ასეთ წარმონაქმნს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს. როგორ შეიძლება, რომ ამოვიღოთ ეს ტერმინი საერთოდ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან. მითუმეტეს, ეს არის სტალინისტური ტერმინი და არ არის სასიამოვნო, როდესაც ევროკავშირი, ან თუნდაც ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, სწორედ, ამ სტალინის დროინდელ დასახელებას იყენებს. ზოგადად, დასავლეთი ებრძვის სტალინისტურ გამოვლინებებს და ამის საწინააღმდეგოდ, ყველა მის დოკუმენტში იყენებს ტერმინს „სამხრეთ ოსეთი“, ეს სტალინისტური ტერმინია და შეიქმნა 1922 წელს. ამიტომ, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება ვიფიქროთ ამ საკითხზე და თუ რაიმე ჩვენგან არის საჭირო, ოფიციალური მომართვა, ამას ჩვენ გავაკეთებთ“ კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა მომხსენებელს მიმართა, რომ „რუსეთის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებზე და მოთხოვნებზე ჩვენ ვნახეთ ერთი მხრივ ნატოს და მეორე მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მკაფიო პასუხი, რომელიც იმედისმომცემია, როგორც საერთოდ დასავლური სტრუქტურებისთვის, ასევე განსაკუთრებით საქართველოს თვალსაზრისით, ვინაიდან მასში ასახულია ჩვენი საერთო პოზიცია, რომ ქვეყნების მომავალი უნდა იყოს თავად ამ ქვეყნების ხელში, ალიანსების არჩევანი უნდა იყოს ქვეყნების სუვერენული უფლება, დაუშვებელია მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროატლანტიკური სივრცის გავლენის სფეროებად დაყოფა და რომ არსებული, შეთანხმებული პრინციპები, ცივი ომიდან მოყოლებული, უნდა იქნეს სრულად დაცული“. დასავლეთის და საქართველოს ყურადღება ფოკუსირებულია უკრაინაზე, იმ კრიზისზე და საფრთხეზე, რომელიც თანდათან მატულობს და შეიძლება უმნიშვნელოვანესი გავლენა ჰქონდეს არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი ევროატლანტიკური სივრცის მომავალზე. მისივე თქმით, საერთო ძალისხმევა მიმართულია, როგორც აგრესიის შეკავებაზე, ასევე უკრაინაში ომის არ დაშვებაზე, რისთვისაც გამოყენებულია დიპლომატია, სამხედრო დახმარება, სანქციების მუქარა. ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტის პოზიციას, რომელიც რეზოლუციის სახით გამოხატეთ უკრაინასთან დაკავშირებით. თუმცა, იმავდროულად რუსეთი პარალელურად ცდილობს არა მარტო უკრაინის მიმართულებით წნეხის მიტანას, ამ ქვეყანაზე და დასავლეთზე, არამედ, როგორც ჩანს, სერიოზულად მოითხოვს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლას. ევროპის პარლამენტი, გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას ფართო პოლიტიკურ საკითხებზე - ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხებში. კომიტეტების გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მადლიერება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის, ასევე, საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ ევროპარლამენტის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერისთვის. სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარს ჩამოსვლისათვის, იმ მუდმივი მხარდაჭერისათვის, რომელიც ევროპარლამენტის მხრიდან აქვს. სხდომის თავმჯდომარე კომიტეტიდან ნიკოლოზ სამხარაძე სხდომის მდივანი ნანა კვირცხალია საქართველოში საქართველოს