საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის და ტარიელ ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/60; 25.05.2021) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-07
ბიუროს ნომერი 118
📜 ტექსტი
წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-1166/22
03-02-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 31 მაისის N60/3 გადაწყვეტილებით
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, როგორ წამყვან კომიტეტს
დაევალა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა
აქუბარდიას, ხათუნა სამნიძისა და ტარიელ ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/60; 25.05.2021) განხილვა.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 16 ნოემბრის
N93/2
გადაწყვეტილებით პროექტის განხილვის ვადად განისაზღვრა 2022 წლის 4 თებერვლამდე
პერიოდი. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 31 იანვრის
სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნა აღნიშნული საკითხი, თუმცა კანონპროექტზე
მომხსენებლად განსაზღვრულმა პირმა ვერ მოახერხა სხდომაზე მისი წარმოდგენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, დასახელებულ კანონპროექტზე 2 თვით
გაგვიგრძელოთ საკომიტეტო განხილვის ვადა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge