საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.02.2022
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-1279/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-07
ბიუროს ნომერი 118

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041220625022 04.02.2022 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება 5-დღიანი ვადის დანაწესის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გთხოვთ, განიხილოთ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონს "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" დაემატოს შემდეგი ნორმატიული შინაარსი: "საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის 5-დღიან ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები." ამგვარი საკანონმდებლო ინოვაცია არის საჭირო იმისთვის, რომ საერთო სასამართლოებმა პატივი სცენ მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტის - "საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი"-ს ანალოგიურ ნორმატიულ შინაარს. იმ საბაბით, რომ მთავრობის მიერ მიღებული წესების შემდეგი დანაწესი: === ციტატა: 5. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.=== ციტატის დასასრული - არ წარმოადგენს კანონის ნორმას, სასამართლოები თავს იკავებენ მთავრობის აქტით დადგენილი 5-დღიანი ვადის დარღვევაზე ნორმატიული შინაარსის რეაგირებაზე, ანუ, უარს აცხადებენ დაემორჩილონ ქცევის სავალდებულო წესს: "ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები". სამართლებრივი ნიჰილიზმის დაძლევის მიზნით, გთხოვთ, მთავრობის აქტით დადგენილი გარანტია განამტკიცოთ საკანონმდებლო აქტის დონეზეც. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: