საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-07
ბიუროს ნომერი 118
📜 ტექსტი
წერილი
152-01-02-2-202202041017
N 01-02/152
04/02/2022
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
მიმდინარე წლის 01 თებერვალს ძალაში შევიდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2021 წლის 22 ივნისს განხორციელებული
ცვლილებები და ორგანული კანონის 30-ე მუხლს დაემატა მე-5 და მე-6 პუნქტები, რომელთა
თანახმად, პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების
უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან
ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია
მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ
აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის
მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ გარემოების
წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება
შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან. ამასთან, პარტია შესაბამისი
მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით
არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა
მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი
პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული
თვის პირველი დღიდან.
ასევე, ზემოაღნიშნული ორგანული კანონის 391 მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 პუნქტები,
რომელთა თანახმად, 2024 წლამდე ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში
მონაწილე,
საარჩევნო
ბლოკში
შემავალი
პარტია
კარგავს
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის
საარჩევნო სიაში შეყვანილ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან არჩეული
პარლამენტის წევრების ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის
უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში
შეყვანილ
პარლამენტის
წევრობის
კანდიდატთაგან
არჩეული
პარლამენტის
წევრების
რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი
იყოს.
ამ
გარემოების
წარმოშობის
შემთხვევაში
პარტიას
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.
ასევე, 2024 წლამდე ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, საარჩევნო
ბლოკში შემავალი პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო
დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ ამ პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში შეყვანილ
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან არჩეული პარლამენტის წევრების
ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო
მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ
გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მსგავსი ფაქტების
წარმოშობის
შემთხვევაში,
საქართველოს
ცენტრალურ
საარჩევნო
კომისიას
აცნობოთ
აღნიშნულის თაობაზე, რათა, ჩვენის მხრიდან, უზრუნველყოფილ იქნას კანონმდებლობით
განსაზღვრული
შესაბამისი
ღონისძიებების
განხორციელება.
აქვე
გაცნობებთ,
რომ
უფლებამოსილ პოლიტიკურ გაერთიანებებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები დაფინანსება
ერიცხებათ ყოველი თვის 15 რიცხვში.
პატივისცემით,
გიორგი კალანდარიშვილი
კომისიის თავმჯდომარე
.