საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-07
ბიუროს ნომერი 118
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041220647834
06.02.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან საყოველთაოდ იგნორირებული ნორმის
ამოღება
შინაარსი: მოგახსენებთ, რომ "სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების
მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა" – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
59.3 მუხლის ეს მოთხოვნა ყოველდღე და ყოველთვის ირღვევა საერთო სასამართლოების
მიერ. მისი შესრულება ფიზიკურად შეუძლებელია სასამართლოების მიერ. აღნიშნული
ნორმა ყველა მოსამართლეს ამყოფებს ფაქტიურად კანონგარეშე რეჟიმში: აბსოლუტურად
ყველა მოსამართლე მას მუსმივად და ყველა საქმეზე არღვევს. ამგვარი ნორმის არსებობა
ხელს უწყობს საყოველთაო სამართლებრივი ნიჰილიზმის დამკვიდრებას. ფაქტიურად,
ყველა მოსამართლე, ანუ – სახელმწიფო, ყოველდღე არღვევს კანონის მოთხოვნას და ყველა
მიჩვეულია მის დარვევას. ამგვარი ფართომასშტაბიანი კანონდარღვევა უპრეცედენტოა
საქართველოს პოლიტიკურ სხეულში – არ არსებობს სხვა სამართლებრივი ნორმა, რომელიც
ყოვედღე ირღვევა ესოდენ დიდი და უპრეცედენტო მასშტაბებით. საჭიროა აღნიშნული
ნორმის შეცვლა – საქმის განხილვის 2–თვიანი ვადის გაზრდა გონივრულ ვადამდე,
მაგალითად, 5 თვემდე. გთხოვთ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
შეიტანოთ ცვლილება და სამოქალაქო საქმის განხილვის 2–თვიანი ვადა გაზარდოთ 5
თვემდე, ხოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში მოსამართლეებს დაუწესდეთ
დისციპლინური სანქცია, "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში
ცვლილებების შეტანის გზით.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: