საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე პერიოდში

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-1268/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-07
ბიუროს ნომერი 118

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-1268/22 07-02-2022 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, გიგზავნით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე პერიოდში. დანართი: 5 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
დანართი ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე (2021 წლის 1 ოქტომბრიდან - 2022 წლის 15 იანვრამდე პერიოდში) 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე პერიოდში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის ბიუროს 28 სხდომიდან, დავალებები (სულ 30), რომელთა შესახებაც წარმოდგენილია ინფორმაცია, განისაზღვრა ბიუროს 6 სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს ხაზინადართა საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე. საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: 23 დავალება შესრულებულია, 3 დავალების შესრულებაზე მიმდინარეობს მუშაობა, 4 დავალების შესრულება შეჩერებულია. საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 ოქტომბრის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N86/32  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 2100 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; დავალების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალება შესრულებულია საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ოქტომბრის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N87/15/16/18/20/22/23/24/26  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტისათვის საჭირო სხვადასხვა სახელმწიფო შესყიდვების შესაძენად: – საკანცელარიო ნივთების სახელმწიფო შესყიდვა; – კარტრიჯების სახელმწიფო შესყიდვა; – საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის 11 ერთეული კოსტუმის (10 ერთეული მანდატურის სამსახური და 1 ერთეული სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დამხმარე სპეციალისტი) შეძენა; – საქართველოს პარლამენტის აპარატის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის საგამომცემლო განყოფილების გამართული ფუნქციონირებისათვის მყარი ქაფის (ქლორვინის ქაფის) სახელმწიფო შესყიდვის შეძენა; Page |2 – კომპიუტერული აქსესუარების და მარაგ-ნაწილების სახელმწიფო შესყიდვის შეძენა; – საქართველოს პარლამენტის სასახლისათვის საჭირო პირადი ჰიგიენური საშუალებების შეძენა; – საქართველოს პარლამენტის სასახლის უსაფრთხოების სისტემისათვის, “C” კორპუსის პირველი სართულის ცენტრალური ფლიგელის მე-3 საგუშაგოსათვის ხელბარგის შესამოწმებელი რენდგენის აპარატის შეძენა; – საქართველოს პარლამენტის ემბლემის (ლოგოს) გრაფიკული დიზაინის შექმნის (მომსახურების) კონკურსის წესით შესყიდვის შეძენა; – საქართველოს პარლამენტის სასახლეში ვიზიტორტა დაშვების ტექნიკური სისტემის აწყობისა და გამართვისათვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობების შეძენა; – საქართველოს პარლამენტის სასახლის „B“ კორპუსის ცოკოლის სართულის ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს განთავსებული ოთახების თანამედროვე მოთხოვნების ფუნქციურ-მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად გადაკეთებარეკონსტრუქციის (მომსახურების) შესყიდვის შეძენა. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: ბიუროს გადაწყვეტილებით განსაზღვრული 10 დავალებიდან: შესრულებულია 4 დავალება შეჩერებულია 4 დავალების შესრულება: – საქართველოს პარლამენტის სასახლის უსაფრთხოების სისტემისათვის, “C” კორპუსის პირველი სართულის ცენტრალური ფლიგელის მე-3 საგუშაგოსათვის ხელბარგის შესამოწმებელი რენდგენის აპარატის შეძენა; – საქართველოს პარლამენტის ემბლემის (ლოგოს) გრაფიკული დიზაინის შექმნის (მომსახურების) კონკურსის წესით შესყიდვის შეძენა; – საქართველოს პარლამენტის სასახლეში ვიზიტორტა დაშვების ტექნიკური სისტემის აწყობისა და გამართვისათვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობების შეძენა; – საქართველოს პარლამენტის სასახლის „B“ კორპუსის ცოკოლის სართულის ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს განთავსებული ოთახების თანამედროვე მოთხოვნების ფუნქციურ-მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად გადაკეთებარეკონსტრუქციის (მომსახურების) შესყიდვის შეძენა. მიმდინარეობს მუშაობა 2 დავალების შესრულებაზე: - საკანცელარიო ნივთების სახელმწიფო შესყიდვა /ტენდერი გამოცხადებულია/; - კომპიუტერული აქსესუარების და მარაგ-ნაწილების სახელმწიფო შესყიდვის შეძენა /ტენდერის უარყოფითი შედეგით დასრულების გამო სახელმწიფო შესყიდვის შეძენის პროცესი დაიწყო თავიდან/; საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ოქტომბრის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N87/29/30  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  აგრარულ საკითხთა კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 2200 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; Page |3  კულტურის კომიტეტში 1 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად, 1300 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; დავალების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალება შესრულებულია საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 13 დეკემბრის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N103/24  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა: საქართველოს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/82/10, 21.10.2021) საქართველოს კანონის პროექტზე ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების (1-18075/21/10 13-12-2021) შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება დავალებების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკითხი განიხილა 2021 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე და მიზანშეწონილად მიიჩნია, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების შესწავლის თაობაზე და გადაწყვეტილების პროექტი გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავალება შესრულებულია საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 17 დეკემბრის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N107/3  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტისათვის საჭირო სხვადასხვა სახელმწიფო შესყიდვების შესაძენად: - საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ ფინანსური ანალიზისა და ბუღალტრული აღრიცხვის პაკეტების (ლიცენზიების) – „ინფო საწარმო“-ს პროგრამული უზრუნველყოფის (მხარდაჭერის) განახლების და საკონსულტაციო მომსახურების (cpv კოდი: 4844000) სახელმწიფო შესყიდვის შეძენა; - საფელდეგერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შეძენა დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია Page |4 საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N109/3  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტის სასახლის “A” და “B” კორპუსში განთავსებული “OTIS” - ის ლიფტების ავარიული ევაკუაციის მართვის დაფების (პლატა) SPBC (სერიული ნომრით GBA26800KB1, 2 ცალი) შესაძენად; დავალების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N109/14-26  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ყოველთვიურად, 2800 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 4 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ყოველთვიურად, 5500 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 2 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, თითოეულისათვის, ყოველთვიურად, 3100 ლარის ოდენობით და 3 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, თითოეულისათვის, ყოველთვიურად, 2400 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ყოველთვიურად, 4600 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  კულტურის კომიტეტში 1 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ყოველთვიურად, 2400 ლარის ოდენობით და 1 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ყოველთვიურად, 1400 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  აგრარულ საკითხთა კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ყოველთვიურად 2400 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; Page |5  რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში მოწვეული სპეციალისტების სახელფასო ფონდის, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ყოველთვიურად, 3300 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში 2 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, თითოეულისათვის, ყოველთვიურად 1700 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ყოველთვიურად, 3200 ლარის ოდენობით და ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ყოველთვიურად, 2300 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში 1 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ყოველთვიურად, 3100 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში 2 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, თითოეულისათვის, ყოველთვიურად, 2200 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში 2 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ყოველთვიურად, 3900 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N113/5  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტის სასახლეში საახალწლო ღონისძიებების, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებისა და საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღების ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით საჭირო შესყიდვების შეძენა დავალების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალება შესრულებულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიღებულ გადაწყვეტილებათა კონტროლის ჯგუფი