საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა ანგარიშების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიშები (№1-4029/21; 31.03.2021); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიში (№1-4030/21; 31.03.2021).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-1269/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-07
ბიუროს ნომერი 118

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-1269/22 07-02-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 01 აპრილის №№ 41/2 და 41/3 გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2020 წლის ანგარიშები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულები შესახებ (№1-4029/21; 31.03.2021) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ (№1-4030/21; 31.03.2021). აღნიშნული ანგარიშები სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. მითითებული ანგარიშების სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2022 წლის 07 თებერვლამდე. მიმდინარე წლის 07 თებერვალს მოგვმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ვადების დაცვისა და ამ საკითხების სრულყოფილად მომზადების მიზნით, ითხოვა დასახელებული საკითხების განხილვის ვადების გაგრძელება. ვითვალისწინებთ რა აღნიშნული კომიტეტის თხოვნას, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული ანგარიშების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge