საქართველოს პარლამენტის წევრის ვლადიმერ კახაძის მომართვა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/159; 26.01.2022) საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ კახაძე
ნომერი
#2-1272/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-07
ბიუროს ნომერი 118

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-1272/22 07-02-2022 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/159 26.01.22.) ვითხოვეთ დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება. წარმოგიდგენთ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზებსა და შესაბამის დასაბუთებას. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის №1190-VIIრს-Xმპ კანონი, რომელში ცვლილებასაც ითვალისწინებს კანონპროექტი, ძალაში შედის 2022 წლის 1 მარტიდან. ამიტომ წარმოდგენილი კანონპროექტი მიღებული უნდა იქნეს 2022 წლის 1 მარტამდე, რადგან ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე მოესწროს მასში სათანადო ცვლილებების ასახვა. ვინაიდან ზემოაღნიშნული კანონი მიღებულ იქნა 2021 წლის საშემოდგომო სესიის მიწურულს, 2022 წლის იანვარი არის სესიებს შორის პერიოდი, ხოლო 2022 წლის საგაზაფხულო სესია, რომელიც 1 თებერვალს გაიხსნა, მხოლოდ ორ სასესიო კვირას მოიცავს, 2022 წლის 1 მარტამდე კანონპროექტის სამი მოსმენით მიღება და გამოქვეყნება კანონპროექტის განხილვისა და მიღების რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით ვერ მოესწრება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ვლადიმერ კახაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge