საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია 2022 წლის 7 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო იობაშვილის არჩევის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-1294/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-02-07
კომიტეტის სხდომის ნომერი 26

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა 2022 წლის 7 თებერვალი, 12:00 საათი საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება; მომხსენებელი: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი; 2. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო იობაშვილის არჩევა; 3. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N26 2022 წლის 7 თებერვალი თბილისი სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: მაკა ბოჭორიშვილი ლევან ქარუმიძე დავით ბაქრაძე თეონა აქუბარდია მაია მენაღარიშვილი ჰერმან საბო ნიკოლოზ სამხარაძე ნინო იობაშვილი ვიქტორ სანიკიძე ზაალ უდუმაშვილი აკაკი მინაშვილი დავით სონღულაშვილი დავით ხაჯიშვილი დღის წესრიგი: 1. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება. მომხსენებელი: ბოჭორიშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა 2. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო იობაშვილის არჩევა. 3. სხვა საორგანიზაციო საკითხები. სხდომის მსვლელობა: კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი გააცნო და განსახილველად პირველი საკითხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სამოქმედო გეგმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას, საქართველო - ევროკავშირის 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგსა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ყოველწლიურ ეროვნული სამოქმედო გეგმას ეფუძნება. ქალბატონი მაკას განმარტებით, საქართველო - ევროკავშირის 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის საბოლოო ტექსტის მიღების შემდეგ, შესაძლებელია რომ სამოქმედო გეგმაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. მისი თქმით, კომიტეტის სამოქმედო გეგმა, 5 ძირითადი სტრატეგიული ამოცანისგან შედგება, რომელიც კონკრეტულ აქტივობებს მოიცავს და ფარავს კომიტეტის საქმიანობის საკანონმდებლო, საზედამხედველო, საპარლამენტო დიპლომატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებებს. კომიტეტის წევრებმა კენჭისყრის შედეგად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. სხდომაზე მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ნინო იობაშვილის კანდიდატურა წარადგინა, რომელსაც მხარი სხდომაზე დამსწრეთა სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა. ქალბატონმა ნინომ მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს მისადმი გამოხატული ნდობისთვის და გამოთქვა მზაობა, შეიტანოს მისი წვლილი ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების პროცესში. სხდომის დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს 10 თებერვალს, ბრიუსელში დაგეგმილ ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ესაუბრა და დეპუტატებს დელეგაციის შემადგენლობა გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მაკა ბოჭორიშვილი სხდომის თავმჯდომარე