საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის კახაბერ კუჭავასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის კახაბერ კუჭავასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის კახაბერ კუჭავასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ (ეს პროექტი) დასკვნა
- საქართველოს პარლამენტის წევრის კახაბერ კუჭავასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-02-07
კომიტეტის სხდომის ნომერი 60
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2022 წლის 7 თებერვალი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის წევრის კახაბერ კუჭავას საქართველოს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
3. საქართველოს პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიასათვის საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
4. საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძისათვის საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
1.
2.
3.
4.
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2022 წლის 7 თებერვალი, 13.00 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N60
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ლევან
ბეჟაშავილი, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, დავით კაჭარავა, თამარ კორძაია,
პაატა მანჯგალაძე, ბაჩუკი ქარდავა, სავალან მირზოევი.
სხდომაზე მოწვეულები: შალვა შავგულიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი, იაგო
ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკატერინე ციმაკურიძე - „დემოკრატიის
ინდექსი - საქართველო“ - თავმჯდომარე, გიორგი მელიქიძე - „დემოკრატიის
ინდექსი - საქართველო“ - ს წარმომადგენელი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: ქეთევან ფუტკარაძე - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საქართველოს პარლამენტის წევრის კახაბერ კუჭავას საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
საქართველოს პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიასათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის
პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის
წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის კახაბერ კუჭავას საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის
კახაბერ კუჭავასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხს, მის მიერ 2021 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე წარდგენილი წერილობითი
განცხადების საფუძველზე.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს
პარლამენტის წევრის კახაბერ კუჭავას მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე,
2021 წლის 27 დეკემბერს წარდგენილი წერილობითი განცხადების ნამდვილობა და
მოამზადა დასკვნა, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი,
რომლის თანახმადაც
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის
მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს კახაბერ
კუჭავას ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს
უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
კომიტეტის წევრების მიერ მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კენჭისყრა:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის კახაბერ კუჭავასათვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გაეგზავნოს პარლამენტის ბიუროს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაეგზავნოს საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის კახაბერ კუჭავასათვის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის
შალვა ნათელაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საკითხს, მორიგი სესიის განმავლობაში მორიგი სხდომების ნახევარზე
მეტზე არასაპატიო მიზეზით არ დასწრების გამო.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5
პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის
მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება
ვადამდე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ
დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. საქართველოს პარლამენტის 2021 წლის
მორიგი საშემოდგომო სესიის განმავლობაში სულ ჩატარდა 15 მორიგი სხდომა.
აქედან, საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა ნათელაშვილის მიერ, გაცდენილი
იქნა 15 მორიგი სხდომა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად,
თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი
სხდომების ნახევარზე მეტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში არკვევს გაცდენის
მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის
დასკვნას.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით განსაზღვრული ყველა ის შემთხვევა, როდესაც პარლამენტის წევრს
პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, აგრეთვე პლენარული სხდომის
გაცდენის საპატიო მიზეზები, კერძოდ: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დილის სხდომის გახსნის წინ, ასევე კენჭისყრის
წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის
შესაბამისად, პარლამენტის წევრი ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით
გაიაროს რეგისტრაცია. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად არ
ჩაეთვლება, თუ იგი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში გაივლის ერთ
2
რეგისტრაციას მაინც. საქართველოს პარლამენტის წევრმა შალვა ნათელაშვილმა
პლენარული სხდომის დღის განმავლობაში ჩატარებული არცერთი რეგისტრაცია არ
გაიარა 15 (07.09.2021; 05.10.2021; 19.10.2021; 02.11.2021; 16.11.2021; 18.11.2021;
19.11.2021; 30.11.2021; 01.12.2021; 02.12.2021; 03.12.2021; 14.12.2021; 15.12.2021;
16.12.2021; 17.12.2021) მორიგი პლენარული სხდომის დღეს. შესაბამისად, მას
აღნიშნული პლენარული სხდომები ეთვლება გაცდენილად.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად,
პარლამენტის წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად
ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით),
სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა
(დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ მიზეზის თაობაზე სხდომამდე
ინფორმირებული უნდა იქნეს ფრაქციის თავმჯდომარე. ამ პუნქტის მიზნებისათვის
„ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს
ნათესავი, გერი, და, ძმა. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, პარლამენტის წევრს
პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება ასევე
საქართველოს პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სხვა სახელმწიფოს
დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, პარლამენტის წევრის
წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის წინასწარი
წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. ხოლო ამავე მუხლის მე-6 და მე-7
პუნქტების შესაბამისად, ფრაქციათა თავმჯდომარეები დილის სხდომის გახსნისას
რეგისტრაციამდე მანდატურთუხუცესს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი
წევრების მიერ პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. უფრაქციო
პარლამენტის წევრი მის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე
რეგისტრაციამდე თვითონ წერილობით აცნობებს მანდატურთუხუცესს. თუ
აღნიშნული პირები განსაზღვრულ ვადაში არ მიაწვდიან მანდატურთუხუცესს
ინფორმაციას, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით
გაცდენილად ჩაეთვლება.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის 2021 წლის
საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა
ნათელაშვილის მიერ გაცდენილი მორიგი სხდომების არცერთ შემთხვევაში სხდომის
გაცდენის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია
წარდგენილი არ ყოფილა, ასევე აღნიშნულ პერიოდში არც ერთხელ არ ყოფილა
წარდგენილი წერილობითი ინფორმაცია მანდატურთუხუცესისათვის, დილის
სხდომის გახსნისას რეგისტრაციამდე, პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზების
თაობაზე. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9
პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო
მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის
წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე
საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). ამის თაობაზე
წერილობითი განცხადება წარედგინება პლენარული სხდომის თავმჯდომარეს ან
კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. აღნიშნული
მოქმედებები საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტის
წევრის შალვა ნათელაშვილის მხრიდან არ განხორციელებულა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკითხის შესწავლისას
დადასტურდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა ნათელაშვილის მიერ
საშემოდგომო სესიის 15 მორიგი სხდომა გაცდენილი იქნა არასაპატიო მიზეზით.
შესაბამისად, მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი იქნა საქართველოს
პარლამენტის 2021 წლის მორიგი საშემოდგომო სესიის 15 მორიგი სხდომიდან 15
მორიგი სხდომა, რაც აღემატება მორიგი სესიის განმავლობაში გამართული მორიგი
სხდომების ნახევარს.
3
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის წევრს
შალვა ნათელაშვილს ვადამდე შეუწყვიტოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს
უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
აზრი გამოთქვეს:
თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი დაინტერესდნენ კომიტეტის სხდომის თაობაზე,
სადაც უნდა გამართულიყო საკითხის განხილვა, გაფრთხილებული და მოწვეული
იყო თუ არა შალვა ნათელაშვილი, მითუმეტეს, რომ სხდომაზე საკითხის განხილვა
გადაიდო?
სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის სხდომის ანონსი რეგლამენტით განსაზღვრული წესების შესაბამისად
გამოქვეყნებული იყო საჯაროდ.
ლევან ბეჟაშვილი დაინტერესდა აგრეთვე, როგორი იქნება საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტის პოზიცია, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შალვა
ნათელაშვილმა საჯაროდ გამოთქვა მზაობა და განაცხადა, რომ ჩაერთვებოდა
საპარლამენტო
საქმიანობაში. გასათვალისწინებელი
ის გარემოებაც,
რომ
კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად 2022 წლის 1
თებერვლამდე უნდა გადაწყვეტილიყო პარტიების დაფინანსების საკითხი, კერძოდ
თუ პარტიებს არ ეყოლებოდათ წარმომადგენელი პარლამენტში, მათ შეუწყდებოდათ
დაფინანსება. ვინაიდან შალვა ნათელაშვილმა საჯარო განცხადება საპარლამენტო
საქმიანობაში ჩართვის თაობაზე, გააკეთა 2021 წლის 1 თებერვლამდე, ხომ არ
შეიძლებოდა რომ ეს თარიღი მიჩნეულიყო ერთგვარ წყალგამყოფად?
პაატა მანჯგალაძე დაინტერესდა საქართველოს პარლამენტის 39-ე მუხლით
განსაზრვრული ფორმალური, სამართლებრივი საფუძვლების მიღმა, იყო თუ არა
შესაძლებლობა, რომ პარლამენტის წევრებს მიეღოთ გადაწყვეტილება არშეწყვეტის
თაობაზე, მითუმეტეს, რომ ამგვარი პრეცედენტი უკვე არსებობდა საქართველოს
პარლამენტში. როგორი იქნებოდა ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის
პოლიტიკური პოზიცია შალვა ნათელაშვილთან დაკავშირებით?
გურამ მაჭარაშვილმა პირველ რიგში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შალვა
ნათელაშვილის ან მისი წარმომადგენლის არყოფნა კომიტეტის სხდომაზე საკითხის
განხილვის დროს, ყველაზე ზუსტად აღწერდა მის დამოკიდებულებას საპარლამენტო
საქმიანობის მიმართ. აღნიშნულ ნეგატიურ პოზიციას შალვა ნათელაშვილი
აფიქსირებდა აგრეთვე საპარლამენტო ოპოზიციის მიმართ.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტი სხდომაზე განიხილავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს, რომელიც შექმნა თვითონ შალვა
ნათელაშვილმა, ვინაიდან არ დასწრებია არცერთ სხდომას, ხოლო პოლიტიკური
თვალსაზრისით, შალვა ნათელაშვილი არაერთხელ აფიქსირებდა თავის მკვეთრად
ნეგატიურ პოზიციას საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით. შალვა
ნათელაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხი, როგორც სამართლებრივი ისე პოლიტიკური კუთხით, გამართულია, რაც
შეეხება უმრავლესობის პოზიციას, ეს პოზიცია დაფიქსირდება კენჭისყრის დროს.
შალვა შავგულიძემ აღნიშნა, რომ შალვა ნათელაშვილის დაუსწრებლობა
პარლამენტის პლენარულ სხდომებზე თავდაპირველად განპირობებული იყო
პოლიტიკური ბოიკოტით, ხოლო 2021 წლის აპრილში, შარლ მიშელის დოკუმენტზე
ხელისმოწერის შემდგომ, პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო
ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ეტაპობრივად შემოვიდა და ჩაერთო
4
საპარლამენტო საქმიანობაში. თუ გავითვალისწინებთ შალვა ნათელაშვილის მიერ
საჯაროდ, მედიით გაცხადებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ის მზადაა
ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან
ამგვარი განსხვავებული მიდგომა შალვა ნათელაშვილის მიმართ, არ იქნება, მისი
აზრით, გამართლებული. ოპოზიციის მოქმედება ევროკავშირის ჩართულობით
შემდგარ დოკუმენტშიც შეფასებული იქნა, როგორც პოლიტიკური ბოიკოტი,
რომელიც ოპოზიციის ნაწილმა დაასრულა ადრე, ხოლო შალვა ნათელაშვილმა,
როგორც მისი საჯაროდ გაცხადებული სურვილიც ადასტურებს, უფრო გვიან.
როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, სამართლიანი და მიზანშეწონილი იქნება თუ
საპარლამენტო უმრავლესობა შალვა ნათელაშვილს ჩააყენებს სხვა ოპოზიციის
ანალოგიურ მდგომარეობაში და გაცდენილი სხდომები არ ჩაითვლება არასაპატიოდ.
თამარ კორძაიმ აღნიშნა, რომ ფორმალური და სამართლებრივი თვალსაზრისით,
საკითხი არ იწვევს დავას, ვინაიდან არსებობს საკითხის დაკმაყოფილების
აბსოლუტური საფუძველი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ შალვა ნათელაშვილის
მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მზადაა ჩაერთოს
საპარლამენტო საქმიანობაში, მაშინ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა სხდომის
გადადება, თვითონ შალვა ნათელაშვილის მოწვევა კომიტეტის სხდომაზე და
მოსმენა.
იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ შალვა ნათელაშვილი აირჩია ხალხმა, რომელიც ღირსია
და იმსახურებს, რომ უსმენდეს შალვა ნათელაშვილს პარლამენტში სამი წლის
განმავლობაში. ამიტომ, მიუხედავად რეგლამენტში არსებული ჩანაწერისა,
პარლამენტს არ აქვს უფლება წაართვას ხალხს, რომელმაც აირჩია შალვა
ნათელაშვილი, ეს შესაძლებლობა.
გიორგი კახიანმა ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით
გააკეთა განმარტებები და აღნიშნა, რომ შალვა ნათელაშვილი არის საქართველოს
პარლამენტის მოქმედი წევრი და მას პარლამენტის პლენარულ და კომიტეტის
სხდომებზე სპეციალური მოწვევა არ სჭირდება, ამიტომ კომიტეტის სხდომის
გადადება იმ მიზეზით, რომ შალვა ნათელაშვილი არ იყო ინფორმირებული, რაც
საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ასევე გამორიცხულია, არ იქნება
მართებული.
როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
უპირველესი მოვალეობაა საპარლამენტო საქმიანობის წესების და პროცედურების
დაცვა. პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და ბუნებრივია, ნებისმიერ
გადაწყვეტილებას შესაძლოა ჰქონდეს პოლიტიკური კონტექსტი, მაგრამ ამ
პოლიტიკური კონტექსტისაგან მაქსიმალური გათავისუფლება ყველაზე მეტად
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მოეთხოვება, ვინაიდან კომიტეტის
მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს სამართლებრივად სწორი
და პროცედურულად გამართული. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პარლამენტის
წევრის პირადი პოზიცია შესაძლოა იყოს დამაბრკოლებელი პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის არის როდესაც პარლამენტის წევრი
განცხადებით მიმართავს პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
თაობაზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ადგენს განცხადების
ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და
არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას. პარლამენტის
წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს
პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს
თავისი უფლებამოსილების განხორციელება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც
გიორგი კახიანმა აღნიშნა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უნდა
დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ შალვა ნათელაშვილს არცერთ საპარლამენტო სხდომაში
მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო პოლიტიკური შეფასებები უნდა მოვიტოვოთ
5
საპარლამენტო სხდომისათვის. კომიტეტმა უნდა იხელმძღვანელოს პროცედურებით
და იმ ვალდებულებებით, რომელიც კომიტეტს აქვს.
გიორგი კახიანმა შალვა შავგულიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან
დაკავშირებით, განმარტა, რომ ანალოგიური მიდგომა განახორციელა საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტმა სხვა ოპოზიციური წევრების მიმართაც და
საქართველოს პარლამენტის 52 წევრთან დაკავშირებით მოამზადა და საქართველოს
პარლამენტის ბიუროს, პლენარულ სხდომაზე განხილვის მიზნით გაუგზავნა დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
მორიგი სესიის განმავლობაში მორიგი სხდომების ნახევარზე მეტზე არასაპატიო
მიზეზით არ დასწრების გამო. როგორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს
პარლამენტი საბოლოო ჯამში ეს ცხადი გახდება პარლამენტის სხდომაზე, მაგრამ
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამ შემთხვევაშიც უნდა იყოს
თანმიმდევრული და მიიღოს სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება, რასაც
ყოველთვის აკეთებს. რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, რომ პარლამენტი არცერთ
შემთხვევაში არ უნდა მსჯელობდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, ეს საკითხი განსაზღვრულია საქართველოს
კონსტიტუციით და ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტი ხელმძღვანელოს
საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებით,
რაც ასევე არ გამორიცხავს განსხვავებული აზრის ქონას.
პაატა მანჯგალაძემ დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ
მიღებული გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილთან დაკავშირებით იქნება
პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება.
შალვა შავგულიძემ დააფიქსირა პოზიცია, რომ პარლამენტმა არ გაიზიარა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება
საქართველოს პარლამენტის
52 წევრთან დაკავშირებით პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მორიგი სესიის განმავლობაში
მორიგი სხდომების ნახევარზე მეტზე არასაპატიო მიზეზით არ დასწრების გამო, რაც
პირიქით მიუთითებს იმაზე, რომ კომიტეტმა უნდა გაითვალისწინოს ეს პრეცედენტი
და არ იჩქაროს გადაწყვეტილების მიღება.
გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ
გადაწყვეტილებების პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მიღება, რაზედაც
საუბრობენ ოპოზიციონერი პარლამენტის წევრები, აბსოლუტურად მიუღებელი და
დაუშვებელია.
ირაკლი ქადაგიშვილმა შეაჯამა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები და კომიტეტის
წევრებს მიმართა თხოვნით, რომ მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური
შეხედულებებისა და გემოვნებისა მათ, როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის წევრებმა იხელმძღვანელონ საქართველოს კოსტიტუციითა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტი საქართველოს პარლამენტს ვერ/არ წარუდგენს დასკვნას, რომელიც
დაეყრდნობა პოლიტიკურ შეხედულებებსა და პოლიტიკურ კონტექსტს.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა ნათელაშვილისათვის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გაეგზავნოს პარლამენტის
ბიუროს?
კენჭისყრის დროს სხდომას ესწრებოდა კომიტეტის 10 წევრი.
მომხრე - 6 წევრი
წინააღმდეგი - 2 წევრი
გადაწყვიტეს:
6
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაეგაზავნოს საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დაგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა ნათელაშვილისათვის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიასათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის
ელენე ხოშტარიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საკითხს, მორიგი სესიის განმავლობაში მორიგი სხდომების ნახევარზე
მეტზე არასაპატიო მიზეზით არ დასწრების გამო.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5
პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის
მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება
ვადამდე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ
დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. საქართველოს პარლამენტის 2021 წლის
მორიგი საშემოდგომო სესიის განმავლობაში სულ ჩატარდა 15 მორიგი სხდომა.
აქედან, საქართველოს პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიას მიერ გაცდენილი იქნა
15 მორიგი სხდომა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკითხის შესწავლისას
დადასტურდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიას მიერ
საშემოდგომო სესიის 15 მორიგი სხდომა გაცდენილი იქნა არასაპატიო მიზეზით.
შესაბამისად, მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი იქნა საქართველოს
პარლამენტის 2021 წლის მორიგი საშემოდგომო სესიის 15 მორიგი სხდომიდან 15
მორიგი სხდომა, რაც აღემატება მორიგი სესიის განმავლობაში გამართული მორიგი
სხდომების ნახევარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის წევრს
ელენე ხოშტარიას ვადამდე შეუწყვიტოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
აზრი გამოთქვეს:
შალვა შავგულიძემ სხდომის თავმჯდომარეს შესთავაზა წინადადება, რომ საკითხის
განხილვა გადატანილიყო შემდგომი სხდომისათვის, ვინაიდან არ იყო ცნობილი
ელენე ხოშტარიას საჯარო განცხადება ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით,
ამასთანავე სხდომაზე მოწვეული ყოფილიყო ელენე ხოშტარია.
ირაკლი ქადაგიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტი არ ითვალისწინებს არანაირ პროცედურას საქართველოს პარლამენტის
წევრის პარლამენტისა და კომიტეტის სხდომაზე სპეციალური მოწვევის თაობაზე.
ირაკლი ქადაგიშვილი დაეთანხმა იმ სულისკვეთებას, რომ ყველა, ხალხის მიერ
არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი უნდა ასრულებდეს თავის მოვალეობებს
საქართველოს პარლამენტში.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიასათვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გაეგზავნოს საქართველოს
პარლამენტის ბიუროს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
7
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაეგაზავნოს საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დაგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიასათვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის
ბადრი ჯაფარიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საკითხს, მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით
დამნაშავედ ცნობის გამო.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6
მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
გამოითხოვა შესაბამისი განაჩენის ასლი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ
2022 წლის 28 იანვრის N1-946/22 წერილით საქართველოს პარლამენტში
წარმოდგენილი განაჩენით დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის
ბადრი ჯაფარიძის მიმართ (საქმე N1/4607-19) დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი
და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენისათვის. ამასთან, განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა
გამოცხადებისთანავე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტის წევრს ბადრი ჯაფარიძეს ვადამდე შეუწყდეს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
აზრი გამოთქვეს:
თამარ კორძაიმ პირველ რიგში დააფიქსირა პოზიცია, რომ ის არ ეთანხმება ბადრი
ჯაფარიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას
წარმოდგენილი საფუძვლით, კერძოდ, მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული
სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ ცნობის გამო.
თამარ კორძაიამ ჩამოაყალიბა ის მთავარი არგუმენტები, რომლის საფუძველზეც
არამართებულად მიიჩნევს ბადრი ჯაფარიძისათვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას:
პირველი - ცალსახად და არაორაზროვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანდაზმულობის
ვადის გასვლის შემდეგ ადამიანს ბრალი ვერ წარედგინება;
მეორე - საქართველოს კონსტიტუცია ყველა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, რომ
სასამართლოს წინაშე ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, ხოლო ბრალდების
მტკიცების ვალდებულება აქვს ბრალმდებელს, რაც ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში
არ განხორციელებულა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ 2 წლის განმავლობაში
სასამართლოს არცერთ ეტაპზე არ უმსჯელია თაღლითობის შესახებ.
გამომდინარე იქიდან, რომ ხანდაზმულობის ვადა აღნიშნულ დანაშაულთან
დაკავშირებით ხელიდან გაუშვა საქართველოს პროკურატურამ და შემდეგ ამით
ისარგებლა სასამართლომ, კერძოდ როდესაც ვერ დაუმტკიცა ფულის გათეთრების
ბრალი, გადააკვალიფიცირა თაღლითობად და აბსურდული მუხლით მაინც ჩათვალა
დამნაშავედ, ეს გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა გახდეს ბადრი ჯაფარიძისათვის
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი. ბადრი
ჯაფარიძე არ არის დამნაშავე თაღლითობაში, მითუმეტეს არც ფულის გათეთრებაში.
როგორც თამარ კორძაიმ აღნიშნა, ნორმალურ, ორდინარულ ვითარებაში მას
აბსოლუტურად არანაირი ბრალი არ აქვს და ის პარლამენტში იყრიდა კენჭს
8
თავისუფლად, საქართველოს პროკურატურას რომ დაეწყო გამოძიება თაღლითობის
მუხლით, არც ამ შემთხვევაში მის მიმართ არანაირი პრობლემა არ იარსებებდა.
რეპლიკა
იარაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის წევრებს მიმართა თხოვნით, რომ აზრის
გამოთქმის დროს ნაკლებად ემსჯელათ სასამართლოს, პროკურატურის მიერ
მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივ ნიუანსებზე, დეტალებზე და
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით
მთავარი აქცენტი გაკეთებულიყო საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებზე.
პაატა მანჯგალაძემ დააფიქსირა პოზიცია, რომ წინააღმდეგია ბადრი ჯაფარიძეს
პარლამენტის წვერის უფლებამოსილება შეუწყდეს წარმოდგენილი საფუძვლით,
კერძოდ, მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ
ცნობის გამო. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს
გადაწყვეტილებას შეწყვეტის თაობაზე, ცალსახად ჩათვლის, რომ ბადრი ჯაფარიძის
მიმართ განხორციელდა პოლიტიკური დევნა.
ლევან ბეჟაშვილმა პირველ რიგში დააფიქსირა თავისი მოსაზრება იმ ტენდენციასთან
დაკავშირებით, რომ კომიტეტმა
უნდა იმსჯელოს
და გაჰყვეს მხოლოდ
რეგლამენტით განსაზღვრულ პროცედურებს. ეს პროცედურები და რეგლამენტი არის
ცოცხალი დოკუმენტი, შესაბამისად ისინი უნდა განვმარტოთ კონკრეტულ
ფაქტებთან მიმართებაში, სხვაგვარად რა აზრი აქვს კომიტეტის სხდომებს და
განხილვებს? როდესაც დგება საკითხი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, კომიტეტმა უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს
რამდენად სამართლებრივია შეწყვეტის საფუძველი? ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში
თვითონ სასამართლომ თქვა, რომ საქმის ხანდაზმულობის ვადა გასულია,
დამნაშავედ
არ
სცნო
და
გაათავისუფლა
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან,
კომიტეტმა
რის
საფუძველზე
უნდა
მიიღოს
გადაწყვეტილება? თაღლითობასთან დაკავშირებით კი არც პროკურატურას არ
წარუდგენია კონკრეტული მტკიცებულებები, არც ადვოკატებს არ ჰქონიათ
შესაძლებლობა, რომ თავისი მტკიცებულებები წარედგინათ თაღლითობასთან
დაკავშირებით, საერთოდ თაღლითობის თემა განხილვის საგანი არ ყოფილა.
საბოლოო ჯამში სასამართლომ გადააკვალიფიცირა ფულის გათეთრების საქმე და
თქვა, რომ ეს თაღლითობა იყოვო, თუმცა დამნაშავედ არ სცნო ბადრი ჯაფარიძე
ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამ რეალიების გათვალისწინებით გამოდის,
რომ კომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და უფლებამოსილება შეუწყვიტოს
ბადრი ჯაფარიძეს თაღლითობის გამო, მაშინ როდესაც არც ფაქტობრივი და არც
სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ მართლაც
დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი მაშინ ბუნებრივია სადავო და საკამათო არ
იქნებოდა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, კომიტეტის მიერ მხოლოდ ფორმალისტურ
საფუძველზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება მოკლებული იქნება
სამართლებრივ შინაარს.
ეკატერინე ციმაკურიძემ („დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ - თავმჯდომარე)
აღნიშნა, რომ მათ საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძისათვის
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხთან
დაკავშირებული მოსაზრებები წარმოადგინეს წერილობითი ფორმით, კომიტეტის
წევრებისათვის გაცნობის მიზნით.
ეკატერინე ციმაკურიძემ მოკლედ ჩამოაყალიბა მოსაზრებები და პირველ რიგში ხაზი
გაუსვა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მნიშვნელოვანწილად მოიცავს
სამართლებრივ ასპექტებს.
ეკატერინე ციმაკურიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ ნიკანორ მელიას საქმესთან დაკავშირებით მიღებულ
9
გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ იმსჯელა უფლებამოსილების შეწყვეტის
საკითხზე და აღნიშნა, რომ პარლამენტი ფორმალურად არ უნდა მიუდგეს საკითხს,
უნდა შევიდეს გადაწყვეტილების მსჯელობაში. რაც არ გულისხმობს, რა თქმა უნდა
მსჯელობას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე,
სისწორეზე(ამას გააკეთებენ ზემდგომი ინსტანციები), არამედ მხედველობაში უნდა
იქნეს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსი, მაგალითისათვის, რა
კატეგორიის, რა ტიპის დანაშაულშია პირი მსჯავრდებული ანუ თავისთავად ის
ფაქტი, რომ პარლამენტის წევრი დამნაშავედ იქნა ცნობილი, საკმარისი საფუძველი
არაა იმისათვის, რომ მას ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
შემდეგი ასპექტი, როგორც ეკატერინე ციმაკურიძემ აღნიშნა, უკავშირდება
თანამდებობის დაკავების უფლებას, რომელიც ბუნებრივია იზღუდება. ამიტომ
ძალიან
მნიშვნელოვანია
არსებობდეს
სერიოზული
არგუმენტაცია
ამის
სასარგებლოდ. ფაქტია, რომ ის მუხლი, რომლის საფუძველზეც, სასამართლომ მიიღო
გადაწყვეტილება, ამბობს, რომ ადამიანი ნასამართლევად არ ითვლება და
პასუხისმგებლობის ის ზომები, რომელიც დანაშაულის ჩადენას მოჰყვება, არ უნდა
გადახდეს ადამიანს. პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმაა ისიც, რომ პარლამენტის
წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება. როგორც საკონსტიტუციო
სასამართლო ამბობს, პასუხისმგებლობა უნდა განიმარტოს ფართოდ და ის არ
გულისხმობს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
სანქციების დაწესებას, არამედ ნებისმიერი სხვა ტიპის პასუხისმგებლობას. ამიტომ
ცხადია, აქ თუ ვსაუბრობთ თანამდებობის დაკავების უფლებაზე, ის რომ თავად
სასამართლოს განაჩენით ადამიანი არ ითვლება ნასამართლევად და ამას არ უნდა
მოჰყვეს მის მიმართ არანაირი სანქცია, რა თქმა უნდა ეს არღვევს მის ამ უფლებას.
მესამე ასპექტი - არის ამომრჩევლის ინტერესი, რომელიც აქ აუცილებლად უნდა
იყოს გათვალისწინებული. რამდენად შედის ამომრჩევლის ინტერესში, ჰყავდეს
პარლამენტის წევრი, რომელიც არის ამა თუ იმ დანაშაულში დამნაშავე. პირველი
ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სისხლისსამართლებრივი მიზნებისათვის
მართალია შესულია ძალაში, მაგრამ ის ექვემდებარება გასაჩივრებს და შესაძლოა სხვა
რეალობა მივიღოთ. ამიტომ ამომრჩევლის ინტერესიდან გამომდინარე, ძალიან
მნიშვნელოვანია კომიტეტმა მხედველობაში მიიღოს ის ფაქტი,
რომ
ამომრჩევლებისათვის ცნობილი იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ფაქტი მაშინ,
როდესაც ბადრი ჯაფარიძეს ირჩევდნენ. სწორედ ამ მოცემულობაში, ამ რეალობის
გათვალისწინებით, როდესაც ამომრჩეველმა იცოდა, რომ ბადრი ჯაფარიძის მიმართ
დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი წარმოება, ფულის გათეთრების თუ
თაღლითობის ბრალდებით, აირჩია ის ამომრჩეველმა ანუ ამ არჩევანით
ამომრჩეველმა განაცხადა, რომ მიუხედავად ამ სისხლისამართლებრივი წარმოებისა,
ისინი ბადრი ჯაფარიძეს მხარს უჭერდნენ.
როგორც ეკატერინე ციმაკურიძემ აღნიშნა, ეს არის სამი ძალიან მნიშვნელოვანი,
ყურადსაღები ასპექტი და ფიქრობს, რომ კომიტეტის დასკვნაში ამ ასპექტებზე
მსჯელობა უნდა აისახოს, კერძოდ კომიტეტი უნდა შევიდეს სიღრმისეულ
მსჯელობაში და დასკვნაში თქვას, რომ მხოლოდ განაჩენის არსებობის ფაქტი არ არის
საკმარისი
იმისათვის,
რომ
პარალამენტის
წევრს
ვადამდე
შეუწყდეს
უფლებამოსილება.
შალვა შავგულიძემ საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებამდე აღნიშნა, რომ
საქართველოს პარლამენტი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი არ
არის ზემდგომი სასამართლო ინსტანცია, ამიტომ სამართლებრივად ვერ შეაფასებს
განაჩენს, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს ერთი სერიოზული „მაგრამ“ , რომელიც
უნდა გავითვალისწინოთ, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5
პუნქტი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები განსაზღვრავენ
იმ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს პარლამენტის წევრისათვის
10
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციისა
და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ეს დებულებები ითვალისწინებენ
აგრეთვე იმას, რომ საქართველოს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების
შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. თავისთავად ეს
დაშვება, რომ საქართველოს პარლამენტის დადგენილება შესაძლა გასაჩივრდეს
საკონსტიტუციო სასამართლოში, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს გარემოებები,
მათ შორის არის გამამტყუნებელი განაჩენი პარლამენტის წევრის მიმართ,
ავტომატურად კი არ უნდა იწვევდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტას (ავტომატურად რომ იწვევდეს, გასაჩივრების შესაძლებლობაც არ
იარსებებდა), არამედ უნდა მოხდეს მსჯელობა და შეფასება, მოცემულ შემთხვევაში
რამდენად სამართლიანია ეს გარემოება, კონკრეტულად - გამამტყუნებელი განაჩენის
არსებობა. რითი უნდა იხელმძღვანელოს პარლამენტმა ასეთი შეფასების დროს? რა
თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტი თვითონ არის საკანონმდებლო
ორგანო, თვითონ იღებს კანონებს, მათ შორის კონსტიტუციას, რეგლამენტს და
პარლამენტის წევრების მსჯელობის საგანი უნდა გახდეს რამდენად შეესაბამება
კონსტიტუციას და კანონებს უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძველი,
კონკრეტულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი?
როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, კონრეტული განაჩენი ეწინააღმდეგება
პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციას და საკომიტეტო განხილვის რეჟიმში ის
შეეცდება მოკლედ ჩამოაყალიბოს თავისი სათქმელი, კერძოდ რამდენად ცალსახაა ამ
განაჩენის წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მინიმუმ სამ მნიშვნელოვან
დებულებასთან. თუ კომიტეტი გაიზიარებს ამ მოსაზრებებს, მაშინ კომიტეტი აღარ
იქნება შებოჭილი გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის ფაქტით და შესძლებს
მიიღოს გადაწყვეტილება უფლებამოსილების ვადამდე შეყვეტის თაობაზე უარის
თქმის შესახებ ანუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის თაობაზე.
როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, სამი ძირითადი, კონსტიტუციური დებულება,
რომელსაც ეწინააღმდეგება განაჩენი არის, კანონიერების პრინციპი, განმეორებითი
მსჯავრის აკრძალვის პრინციპი და დაცვის უფლების პრინციპი, რომლებიც
გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის და ევროპული კონვენციის
შესაბამისი ნორმებით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო აქტებით.
პირველი - კანონიერების პრინციპი.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად - ,,9. არავინ აგებს
პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ
ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას,
უკუძალა არა აქვს.“ საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმის მსგავს
დებულებას შეიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის
პირველი პუნქტი, რომლის თანახმად - ,,1. არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს
მიჩნეული რაიმე დანაშაულში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც
არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით
იმ დროს, როდესაც იგი ჩაიდინეს. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება
შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა დანაშაულის ჩადენის
დროს.“
რატომ ეწინააღმდეგება გამამტყუნებელი განაჩენი ამ ნომებით განსაზღვრულ
კანონიერების პრინციპს?
საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული კონვენციის ზემოაღნიშნული ნორმები
„კანონიერების პრინციპს“ განამტკიცებს ანუ „არ არსებობს კანონი დანაშაულის
გარეშე“. სხვა გარემოებებთან ერთად, აღნიშნული ნორმები ვრცელდება იმ
შემთხვევებზეც, როდესაც პირს მსჯავრი დაედო იმ დანაშაულისათვის, რომლის
ხანდაზმულობის ვადაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გასული იყო. ასეთ
11
შემთხვევაში მიიჩნევა, რომ დანაშაული აღარ არსებობს და, აქედან გამომდინარე,
პირს არ შეიძლება დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამის
თაობაზე პირდაპირ მიუთითებენ ვენეციის კომისია, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ამ შემთხვევაში,
როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, ხდება არამარტო მისი დასჯადობის, არამედ
ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმებაც. და თუ აღარ არის დანაშაული (კანონით
დანაშაულად აღიარებული ქმედება) და კანონი აღარ აღიარებს მას დანაშაულებრივ
ქმედებად, შესაბამისად აღარ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. სწორედ ამაზე მიუთითებს
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ევროპული სასამართლოს
პრეცედენტული სამართალიც, რომელიც ამბობს, რომ ხანდაზმულობის ვადის
გასვლის შემთხვევაში უქმდება, ქარწყლდება ქმედების დანაშაულებრიობაც,
შესაბამისად ხანდაზმული დანაშაულის გამო პასუხისმგებლობის დაკისრება
ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, ვინაიდან არ არსებობს კანონი დანაშაულის
გარეშე. იგივე პოზიციას აფიქსირებს ვენეციის კომისია, რომელმაც თავისი
„სასამართლოს მეგობრის“ დასკვნა გამოუგზავნა საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს სწორედ ამ საკითხზე, კერძოდ როდესაც საკონსტიტუციო
სასამართლოში განიხილებოდა ხანდაზმულ დანაშაულზე გამოტანილი განაჩენის
კონსტიტუციურობის საკითხი. საქმეზე: „საქართველოს სახალხო დამცველი,
საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე
ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ვენეციის კომისია 2009 წელს
თავის
დასკვნაში
მიუთითებს,
რომ
როდესაც
ხანდაზმულობის
ვადის
განმსაზღვრელი ნორმები, თავისი არსით, მატერიალურ-სამართლებრივი ხასიათის
ნორმებს წარმოადგენს, ხანდაზმულობის ვადის გასვლა ნიშნავს არა მხოლოდ იმას,
რომ აღარ არსებობს სასჯელის დაკისრების უფლებამოსილება, არამედ იმასაც, რომ ამ
ვადის გასვლის შემდეგ ქმედების დანაშაულებრიობაც გაქარწყლებულია.
შალვა შავგულიძემ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის ეს მოსაზრება სრულად
გაიზიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც თავის 2009 წლის
13 მაისის გადაწყვეტილებაში აღნიშნა:
„ხანდაზმულობა სისხლის სამართლის
კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, იწვევს პირის პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლებას. ამ ინსტიტუტის არსებობა, ერთი მხრივ, იმის აღიარებაა, რომ
ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელება და სამართლიანი სასამართლოს
ჩატარება გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ არაპრაქტიკულია, ვინაიდან საამისოდ
აუცილებელ გარემოებებთან ერთად იკარგება მტკიცებულებები და მოწმეების
ჩვენებები აღარ არის მყარი. მისი მიზანია იმისი სამართლებრივი უზრუნველყოფა,
რომ სასამართლო არ იყოს ვალდებული გამოიტანოს გადაწყვეტილება იმ
მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ვადის გასვლის გამო ითვლებიან
არასრულყოფილად. ამით კანონმდებელი უარს ამბობს საეჭვო მართლმსაჯულებაზე,
პირის სასარგებლოდ წყვეტს საკითხს და ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან.
ამგვარია საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია, რომ ხანდაზმულობის
ინსტიტუტი პატივსაცემი ინსტიტუტია და ის გვათავისუფლებს საეჭვო
მართლმსაჯულებისაგან. იმავე გადაწყვეტილებაში წერია, რომ „ხანდაზმულობის
ვადის გასვლა არა მარტო აუქმებს დანაშაულის დასჯადობას და ქმედების სისხლის
სამართლებრივ დევნას, არამედ აუქმებს ასევე ქმედების დანაშაულებრიობას ex nunc
/იმთავითვე/. როდესაც გასულია ხანდაზმულობის ვადა დამნაშავის დასჯა აღარ არის
საჭირო, იგულისხმება, რომ დროის გასვლის შემდეგ ქმედების დანაშაულებრიობა
უქმდება. ამიტომაც მისი რეტროაქტიულად გამოყენება არღვევს კანონიერების
პრინციპს ანუ ვსჯით ქმედებისათვის, რომელიც კანონით აღარ არის გამოცხადებული
დანაშაულად.
ამ მსჯელობის შეფასება, შალვა შავგულიძის აზრით, საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტს შეუძლია.
12
შემდეგ შალვა შავგულიძემ ისაუბრა, თუ რას ამბობს ევროპული სასამართლო საქმეზე
„ანთია და ხუფენია საქართველოს წინააღმდეგ“, კერძოდ: „ხანდაზმულობის ვადა
შეიძლება განსაზღვრულ იქნეს, როგორც დამნაშავის უფლება, რომ დანაშაულის
ჩადენიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აღარ იყოს შესაძლებელი მისი დევნა
ან გასამართლება. ამ საქმეში ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-7
მუხლი დარღვეულად ცნო იმის გამო, რომ - „მომჩივნებს მსჯავრი დაედოთ იმ
ქმედებისთვის,
რომელიც
აღარ
იყო
დასჯადი
შესაბამისი
ეროვნული
კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო“.
როდესაც ასე ცალსახაა ევროპული სასამართლოს, ევროპული პრეცედენტული
სამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია, რომ
ხანდაზმულობა დანაშაულებრიობას აუქმებს და გამამტყუნებელი განაჩენის
გამოტანა იმაზე, რაც არაა დანაშაული, არღვევს და ეწინააღმდეგება კანონიერების
პრინციპს, ამის არ დანახვა არ შეიძლება. შესაბამისად, კომიტეტმა, საქართველოს
პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კონსტიტუციის და საკონსტიტუციო სასამართლოს
პრეცედენტული სამართლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ის საკითხი, თუ რამდენად სწორად იქნა
გამოყენებული ის ნორმა, რომელსაც დაეყრდნო გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად - პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან,
თუ გავიდა მოცემული დანაშაულისათვის ამავე მუხლით განსაზღვრული
ხანდაზმულობის
ვადა.
„სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლება“ განსხვავდება „სასჯელისგან გათავისუფლებისაგან“, რასაც
ითვალისწინებს არა ზემოაღნიშნული 71-ე მუხლი, არამედ იმავე კოდექსის 72-ე - 76-ე
მუხლები. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ხდება პირის მსჯავრდება - მის მიმართ
გამოიტანება გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა, გარკვეული გარემოებების გამო
ხდება სასჯელის მოხდისგან მისი სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება,
სასჯელის შემსუბუქება და სხვ. ამისგან განსხვავებით, როგორც საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლომაც
აღნიშნა,
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ნიშნავს, რომ პირის მიმართ არ შეიძლება
განხორციელდეს
სისხლის
სამართალწარმოება
მის
მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან დაწყებული დევნა უნდა
შეწყდეს. სისხლის მატერიალური სამართლის ეს პრინციპი ასახულია სისხლის
საპროცესო კანონმდებლობაშიც. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად - ,,1.
გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს
ან უნდა შეწყდეს: ე) თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;“. სისხლის
მატერიალური და საპროცესო სამართლის ეს ნორმები სრულ უნისონშია
ერთმანეთთან და, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის
31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან და ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის პირველ
პუნქტთან.
შალვა შავგულიძემ აღნიშნა, რომ ამ ფონზე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სრულიად
ამოვარდნილია ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობის სისტემიდან
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რადგან
გაუგებარია, როგორ უნდა იქნეს გამოტანილი პირის მიმართ გამამტყუნებელი
განაჩენი, საერთოდ განაჩენამდე როგორ უნდა მივიდეს საქმე, თუ საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის
იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, დანაშაულის ხანდაზმულობის შემთხვევაში
გამოძიება და დევნა საერთოდ არ უნდა დაიწყოს ან თუ დაწყებულია, უნდა შეწყდეს?
13
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელსაც კომიეტეტის
დასკვნა ეყრდნობა, ითვალისწინებს დანაშაულის ხანდაზმულობის შემთხვევაში
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
შალვა შავგულიძემ მცირე ისტორიული ექსკურსის საფუძველზე კომიტეტის წევრებს
გააცნო პოზიცია, თუ რამდენად კონსტიტუციურია საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. 1998 წლის
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“
ქვეპუნქტი, დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის
პირველი
ნაწილის
„ე“
ქვეპუნქტის
მსგავსად,
ასევე
ითვალისწინებდა
სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების და დაწყებული დევნისა და წინასწარი
გამოძიების
შეწყვეტის
სავალდებულოობას,
მოცემული
დანაშულისათვის
სისხლისსასმართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში.
ამასთანავე, იმავე 28-ე მუხლის მე-6 ნაწილი შეიცავდა დათქმას, რომ სხვა
საფუძვლებთან
ერთად,
ქმედების
ხანდაზმულობის
საფუძვლით
სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა დაუშვებელი
იყო, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგი იქნებოდა. აღნიშნული დათქმის თანახმად,
ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება
გრძელდებოდა ჩვეულებრივი წესით და მთავრდებოდა გამამართლებელი ან
გამამტყუნებელი
განაჩენით
და
განსასჯელის
სასჯელის
მოხდისაგან
განთავისუფლებით. 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე
მუხლის მე-6 ნაწილის დათქმის ამოქმედება ბრალდებულის ნებაზე იყო
დამოკიდებული, რაც მისი უფლებების შეუზღუდაობას და დაურღვევლობას
უზრუნველყოფდა. ამასთან, ეს დათქმა არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც
კანონიერების
პრინციპთან,
რადგან
ხანდაზმულობის
შემთხვევაში
სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელება, რაც შესაძლოა, სასჯელის მოხდისგან
გათავისუფლების პირობით, გამამტყუნებელი განაჩენით დასრულებულიყო,
ბრალდებულის არჩევანზე იყო დამოკიდებული. ჩატარებული გამოძიების
შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენიც რომ დამდგარიყო, მატერიალური
პრინციპის გათვალისწინებით, პირი მაინც უნდა ყოფილიყო სასჯელისაგან
გათავისუფლებული.
როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, ახალ საპროცესო კოდექსში დათქმა, რომელიც
ეხებოდა პირის მიერ ნების გამოხატვას, არ იქნა გაზიარებული და დარჩა მხოლოდ
პირველი ნაწილი, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში შესაძლებელი
გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა.
აშკარაა, რომ დღეს მოქმედი სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის
დებულება (რომელიც მისი აზრით ატავიზმია), რომ მოცემული დანაშულისათვის
სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად,
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა, თუნდაც სასჯელის
მოხდისგან გათავისუფლების პირობით, ბრალდებულის არჩევანზე აღარ არის
დამოკიდებული,
და
რომ
სასამართლოს,
ბრალდებულის
ნებისაგან
დამოუკიდებლად, შეუძლია ხანდაზმულ ქმედებაზე განაჩენის გამოტანა,
ფაქტიურად შინაარსს აცლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
ხანდაზმულობის ინსტიტუტს და მას ფიქციად აქცევს.
აღნიშნული ნორმის ამგვარი გამოყენებით შესაძლებელი ხდება, რომ დანაშულის
ხანდაზმულობის შემთხვევაში, პირის მიმართ სისხლის სამართალწარმოება,
გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩათვლით, განხორციელდეს სხვა, მსგავსი
შინაარსის არახანდაზმულ
დანაშაულში ბრალდებით,
ხოლო
განხილვის
დასრულების შემდეგ, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს
ხანდაზმულ დანაშაულში მსჯავრის დადებით. ასეთი შესაძლებლობის დაშვება
14
ფაქტიურად აუქმებს ხანდაზმულობის ინსტიტუტით გათვალისწინებვულ პირის
უფლებას, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აღარ დაექვემდებაროს
სისხლისსამართლებრივ დევნას და პასუხისმგებლობას.
შალვა შავგულიძემ აღნიშნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ბადრი ჯაფარიძის
შემთხვევაში დადგა კვალიფიკაციის შეცვლის შედეგად და ბუნებრივად ჩნდება
კითხვა, ჰქონდა თუ არა სასამართლოს კვალიფიკაციის შეცვლის უფლება? რა თქმა
უნდა არ ჰქონდა, აღნიშნა შალვა შავგულიძემ. არცერთ შემთხვევაში სასამართლოს არ
ჰქონდა უფლება გადაკვალიფიცირება მოეხდინა იმ დანაშაულზე, რომელთან
დაკავშირებითაც სისხლის სამართლის დევნის დაწყებაზე პროკურატურას
დადგენილებით უარი ჰქონდა ნათქვამი. ამით სასამართლომ დაარღვია
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 166-ე მუხლის
იმპერატიული მოთხოვნა, რომ ,,სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და
განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა.“
ასეთ ვითარებაში, სასამართლოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მისი აზრით,
წარდგენილ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებაში გამამართლებელი
განაჩენის გამოტანა იქნებოდა და არა დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა.
მეორე - განაჩენი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-8
პუნქტს, რომლის თანახმად ,,8. არავის დაედება განმეორებით მსჯავრი ერთი და
იმავე დანაშაულისათვის“
საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლი, განამტკიცებს განმეორებითი
მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპს (ne bis in idem). საკონსტიტუციო
სასამართლოს განმარტებით - „აღნიშნული პრინციპი ერთი მხრივ იცავს ინდივიდს
ერთი და იმავე ქმედების გამო განმეორებითი სისხლისსამართლებრივი დევნისა და
მსჯავრდებისგან, მეორე
მხრივ კი, ემსახურება სისხლისსამართლებრივი
მართლმსაჯულების პროცესში მიღებული
საბოლოო
გადაწყვეტილებებით
სახელმწიფო
ორგანოების
ბოჭვას“,
ანუ
საკონსტიტუციო სასამართლო გვეუბნება, რომ სახელმწიფო ორგანოები შებოჭილია
სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით. იყო თუ არა
და ჩაითვალოს უნდა თუ არა საქართველოს პროკურატურის დადგენილება სისხლის
სამართლის დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებად? უნდა
ჩაითვალოს, აღნიშნა შალვა შავგულიძემ, რადგან ამას გვეუბნება საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლო და ევროპული პრეცედენტული სამართალი.
მაგალითისათვის:
საკონსტიტუციო
სასამართლომ
საქმეზე:
„საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს უზენაესი
სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის
კონსტიტუციურობის თაობაზე”, 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაში
განმარტავს, რომ რომ კონსტიტუციის [31-ე მუხლის მე-8 პუნქტის] მიზნებისათვის
პირველადი მსჯავრდება დასრულებულად უნდა იქნეს მიჩნეული როგორც საქმის
არსებითი განხილვის შედეგად გადაწყვეტილების მიღებისას, რომელშიც ხდება
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასება, ასევე რიგი პროცედურული
საკითხების გადაწყვეტის მომენტიდან. ბუნებრივია, საქმის არსებითი გარემოებების
შეფასება ხდება სასამართლოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის
შესაბამისად, რომელიც განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციური
უფლების მიზნებისათვის მაშინ იქნება მიჩნეული დასრულებულად, როდესაც
სასამართლოს მიერ მოხდება საქმეში არსებული არსებითი ფაქტობრივი
გარემოებების ამომწურავი შეფასება. რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს,
სისხლისსამართლებრივი პროცედურა დასრულებულად მიიჩნევა, მაგალითად, თუ
ბრალდების მხარის მიერ მოხდება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის
15
შესახებ გადაწყვეტილების მიღება საქმეში არასაკმარის მტკიცებულებათა არსებობის
გამო; ასევე, დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის, შეწყალების ან ამნისტიის
გამო. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
აღიარებს აღნიშნულ მიდგომას და ითვალისწინებს გამოძიების შეწყვეტისა და
სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან მისი შეწყვეტის, როგორც
მატერიალურ, ისე პროცედურულ საფუძვლებს.
შალვა შავგულიძემ ხაზი გაუსვა, რომ ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო
პირდაპირ გვეუბნება, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის
დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, უნდა ჩაითვალოს იმ საბოლოო
გადაწყვეტილებად, რომლის არსებობის შემთხვევაში იგივე საქმეზე, იგივე
ბრალდებით მობრუნება, განხილვა და რაიმე გადაწყვეტილების მიღება აღარ
შეიძლება.
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
ზემოაღნიშნული
განმარტებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც ბადრი ჯაფარიძის თაღლითობის
ჩადენაში მსჯავრდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ უხეშად დაარღვია ერთი
და იმავე დანაშაულის გამო განმეორებითი სისხლისსამართლებრივი დევნისა და
მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციური პრინციპი.
მესამე - განჩენი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3
პუნქტს, რომლის თანახმად ,,3.დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს
უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის
მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის
მეშვეობით.“ იგივე უფლებას უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ბ“ ქვეპუნქტები.
როგორც შალვა შავგულიძემ განმარტა, ბრალად შერაცხული ქმედების
კვალიფიკაციის
შეცვლის
დროს
დაცვის
უფლების
განხორციელებასთან
დაკავშირებით, პრობლემა შესაძლებელია დაისვას რამდენიმე სხვადასხვა კუთხით:
რამდენად დასაბუთებული ან თვითნებური იყო კვალიფიკაციის შეცვლა; მიეცა თუ
არა ბრალდებულს შესაძლებლობა დაწვრილებით გაცნობოდა შეცვლილი
ბრალდების არსსა და საფუძველს;
ჰქონდა თუ არა მას საკმარისი დრო და
საშუალებანი ამ შეცვლილ ბრალდებაზე დაცვის მოსამზადებლად.
შალვა
შავგულიძემ მაგალითად დაასახელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „გელენიძე საქართველოს
წინააღმდეგ“, ევროპულმა სასამართლომ ცნო ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის
მე-3 პუნქტის „ა“ – „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევა საქართველოს სახელმწიფოს მიერ.
როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, გელენიძის საქმესთან შედარებით, გაცილებით
უფრო რთულად იყო საქმე ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში, ვინაიდან დანაშაულის
კვალიფიკაციის შეცვლა მოსამართლის მიერ სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ
მოხდა; შესაბამისად, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი არ წარედგინა დანაშაულის
შეცვლილი კვალიფიკაციით და არც დაცვის მომზადებისათვის საკმარისი დრო და
საშუალება მისცემია იმ ბრალდების წინააღმდეგ, რომლითაც გამამტყუნებელი
განაჩენი იქნა სასამართლოს მიერ გამოტანილი. აშკარაა, რომ სასამართლოს მიერ
გამოტანილი
გამამტყუნებელი
განაჩენი
ეწინააღმდეგება
საქართველოს
კონსტიტუციას, მინიმუმ სამ დებულებას და აგრეთვე იმ გარემოების
გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და
საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის
წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, მიზანშეწონილი იქნება კომიტეტის
სხდომაზევე შეფასდეს ეს მსჯელობა და დავადგინოთ ეწინააღმდეგება თუ არა
კონსტიტუციას?
როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, თუ ვერ მოისმენს დამაჯერებელ
საწინააღმდეგო არგუმენტებს, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეწინააღმდეგება
კონსტიტუციას და კომიტეტმა არ უნდა მიიღოს საქართველოს კონსტიტუციის
16
საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ გასაჩივრდეს
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში, რასაც თავის მხრივ საკმაოდ
დიდი დრო სჭირდება. აშკარად სახეზე გვაქვს ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში
არაკონსტიტუციური გამამტყუნებელი განაჩენი და ამ განაჩენს ნუ მივიჩნევთ
ფორმალურ საფუძვლად პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტისათვის, მითუმეტეს, რომ ამომრჩეველმა ბადრი ჯაფარიძეს ხმა მისცა უკვე
არსებული ბრალდებების ფონზე. ამომრჩევლის ამგვარი აქტიური ნების
უგულებელყოფა
და
უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტა,
მხოლოდ
ფორმალისტური საფუძვლის არსებობით, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება
კონსტიტუციას, არ იქნება მართებული პარლამენტის წევრების და მითუმეტეს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ.
გურამ მაჭარაშვილმა პირველ რიგში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სხდომაზე
გამოთქმული მოსაზრებების, არგუმენტებისა და დებულებების მნიშვნელოვანი
ნაწილი, 90% - ზე მეტი, არის სააპელაციო სასამართლოს კომპეტენცია და არა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საქმე.
ის არგუმენტი, მაგალითად, რომ ამომრჩეველმა იცოდა ბადრი ჯაფარიძის მიმართ
სისხლისამართლებრივი საქმის თაობაზე და გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის
შემთხვევაშიც პარლამენტმა არ უნდა გაითვალისწინოს ანუ ბადრი ჯაფარიძემ უნდა
გააგრძელოს პარლამენტის წევრის საქმიანობა, ნიშნავს იმას, რომ თქვენი მხრიდან
არის შემოთავაზება, დღეს თუ შესაძლებელია კანონმდებლობით სისხლის
სამართლის საქმის დაწყება არ უნდა იყოს საფუძველი, რომ ადამიანმა არ იყაროს
კენჭი პარლამენტის წევრობის კანდიდატად, თუ მას გარანტირებულად ეცოდინება,
რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს და
რა გამამტყუნებელი განაჩენიც არ უნდა დადგეს, მაინც გააგრძელებს პარლამენტის
წევრის საქმიანობას, ნიშნავს ერთგვარ ინდულგენციას. მისი აზრით, ეს არის
აბსურდი. შესაბამისად ის არგუმენტი, რომ ხალხმა იცოდა, არარელევანტურია.
ხალხმა იცოდა არჩევის დროს, რომ ბრალი ჰქონდა წაყენებული, მაგრამ ეს ბრალი
დამტკიცდებოდა თუ არ დამტკიცდებოდა ხალხმა არ იცოდა.
არგუმენტი იმის თაობაზე, რომ არსებობს საქართველოს პარლამენტის
დადგენილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, ვერ
გამოდგება მისი აზრით არგუმენტად, იმისათვის რომ კომიტეტმა არ განიხილოს
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, ვინაიდან საკონსტიტუციო
სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს პარლამენტის დადგენილება, მიღებული
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით და არა სასამართლოს
გამამტყუნებელი განაჩენი, კერძოდ, რამდენად სწორად იყო ის სასამართლოს მიერ
მიღებული.
საკონსტიტუციო
სასამართლოში
გასაჩივრების
შემთხვევაში,
სასამართლო იხილავს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ ორ
ნაწილს: არსებობდა თუ არა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც სახეზეა და ძალაში იყო
თუ არა ეს განაჩენი შესული, რაც ასევე სახეზეა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტი იმყოფება თავისი კომპეტენციის ჩარჩოში და როგორი მსჯელობაც არ
უნდა გაიმართოს სხდომაზე, კომიტეტი ვერ დაიწყებს გამამტყუნებელი განაჩენის
შინაარსის განხილვას, რომელსაც ასაჩივრებს ბადრი ჯაფარიძე და რომლის
განხილვაც, ბუნებრიავია, არის სააპელაციო სასამართლოს საქმე. ასევე საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი არაა უფლებამოსილი იმსჯელოს პროკურატურისა
და სასამართლოს ურთიერთდამოკიდებულებაზე.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა მიიღოს სამართლებრივად
სწორი დასკვნა და იმოქმედოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6
მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ თუ პარლამენტის წევრის მიმართ
კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, პარლამენტის
17
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კანონიერ ძალაში შესვლიდან 15
დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას.
გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა აგრეთვე პარლამენტის წევრის ზურაბ გირჩი
ჯაფარიძის მიერ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
გასაჩივრების თაობაზე, კონკრეტულად, როდესაც პარლამენტმა არ შეუწყვიტა
უფლებამოსილება. აგრეთვე გასაჩივრდა პარლამენტის მიერ ნიკანორ მელიასათვის
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება.
ნიკანორ მელია ასაჩივრდება არა იმას, გამამტყუნებელი განაჩენი იყო თუ არა სწორი,
არამედ დავობდა იმას, რომ აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენის შესაბამისი
სასჯელი იყო ჯარიმა, რაც მისი აზრით არ უნდა გამხდარიყო პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლომ
არ დააკმაყოფილა ნიკანორ მელიას სარჩელი და ძალაში დარჩა საქართველოს
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი სამართლებრივ ნაწილში ითვალისწინებს იმას, რა შეიძლება და
უნდა იყოს სამართლებრივი დასკვნის დაწერის საფუძველი. ამის იქით, როგორც
გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, კომიტეტს შეუძლია მსჯელობა, ვინაიდან პარლამენტი
არის პოლიტიკური ორგანო, მაგრამ დასკვნაში კომიტეტი უნდა დაეყრდნოს მხოლოდ
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საქართველოს
კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ სამართლებრივ
საფუძველს.
თამარ კორძაიამ პირველ რიგში აღნიშნა, რომ არავინ არ ითხოვს ინდულგენციებს და
გამამტყუნებელი განაჩენი, რომ დამდგარიყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით,
კი ჩათვლიდნენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, მაგრამ საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტზე მსჯელობა გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით არ
იქნებოდა. გასაგებია, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის
სამართლებრივი საფუძველი არის არსებული გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ
იბადება რიტორიკული შეკითხვა, სასამართლოს ბადრი ჯაფარიძისათვის
სიკვდილით დასჯის განაჩენი რომ გამოეტანა, საპროცედურო საკითხთა და
კომიტეტი არ იმსჯელებდა და გაუშვებდა პირდაპირ ბადრი ჯაფარიძეს
სასიკვდილოდ?
რეპლიკა
გურამ მაჭარაშვილი - ასევე რიტორიკული პასუხი იქნებოდა, რომ სიკვდილით
დასჯა არ არსებობს.
თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ აბსურდული შეკითხვა დასვა იმიტომ, რომ ასევე
აბსურდულად ეჩვენება მტკიცება იმისა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტი არ უნდა ისმენდეს არაფერს და იღებდეს მხოლოდ გამამტყუნებელ
განაჩენს, როგორც ფაქტს. საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა შავგულიძის
მსჯელობის მიზანი (რომელიც არის სისხლის სამართლის სპეციალისტი) იყო, რომ
ეჩვენებინა გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებული პრობლემა, რომელსაც,
მართალია საპროცედურო საკითხთთა და წესების კომიტეტი ვერ გადაწყვეტს და ვერ
გააუქმებს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ხომ
შესაძლებელია, რომ კომიტეტმა გადადოს საკითხის განხილვა და საქართველოს
პარლამენტის წევრებმა მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
269-ე
მუხლის
მე-5
ნაწილის
კონსტიტუციურობასთან მიმართებაში, იმიტომ, რომ მატერიალური ნორმები
პროცესუალურ ნორმებთან, როგორც შალვა შავგულიძემ ძალიან ცხადად ახსნა, არის
შეუთავსებელი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მარტივი,
ფორმალისტური გადაწყვეტილების მიღებით შესაძლოა დაუშვას შეცდომა.
თამარ კორძაიამ კომიტეტის წევრებს მიმართა თხოვნით, რომ ბადრი ჯაფარიძის
შემთხვევა, როგორც ძალიან საინტერესო, უცხო და აქამდე განუხილველი შემთხვევა
გადადებულიყო შემდგომი მსჯელობის მიზნით.
18
ირაკლი ქადაგიშვილმა შეაჯამა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები, საკითხთან
დაკავშირებით გამართული მსჯელობა და კიდევ ერთხელ განმარტა რომ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად:
პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ პარლამენტის წევრის
მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ამ
შემთხვევაში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და
დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული წინააღმდეგობები, რაზედაც
ვრცლად შალვა შავგულიძემ ისაუბრა, ვერ იქნება საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის განხილვის საგანი და დასკვნის სამართლებრივი საფუძველი.
დასკვნა ეყრდნობა კომიტეტის მიერ რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურის
შესაბამისად გამოთხოვილ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 28
იანვრის N1-946/22 წერილით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ განაჩენს,
რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი
ჯაფარიძის მიმართ (საქმე N1/4607-19) დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი
ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენისათვის. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს
თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით და სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ბადრი ჯაფარიძე
სისხლისსამართლებრივი
დევნის
ხანდაზმულობის
გამო
გათავისუფლდეს
დანიშნული სასჯელისაგან. ანუ ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ არის ცნობილი და
გათავისუფლებულია სასჯელისაგან. თუ სასამართლოს ეს განაჩენი არ არის
დამაკმაყოფილებელი, ამაზე იმსჯელებენ ზემდგომი სასამართლო ინსტანციები,
ხოლო თუ სასამართლოს და პროკურატურის მოქმედება შეუსაბამოა საქართველოს
კონსტიტუციასთან, ეს შეიძლება გახდეს საკონსტიტუციო დავის საგანი.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტი ეყრდნობა იმ მოცემულობას, რასაც საქართველოს კონსტიტუცია და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მკაფიოდ და მყარად გვიყალიბებს.
რაც შეეხება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ყველა სახის დანაშაული არ შეიძლება
გახდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი,
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაადგინა
დანაშაული, რომელიც ნამდვილად უნდა გახდეს უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის
საფუძველი
და
გამამტყუნებელი
განაჩენით
სასამართლომ
ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ბადრი ჯაფარიძე გაათავისუფლა
სასჯელისგან და არა მსჯავრისაგან.
ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტებები გააკეთა აგრეთვე იმ არგუმენტთან
დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ამომრჩევლის მიერ მკაფიოდ გამოხატულ ნებას,
ბადრი ჯაფარიძის არჩევასთან დაკავშირებით, კერძოდ ამომრჩეველმა თავისი ნება
გამოხატა, მაშინ როდესაც დაწყებული იყო გამოძიება და დანაშაული ეყრდნობოდა
პროკურატურის დადგენილებას „საფუძვლიანი ეჭვის“ თაობაზე. ამ შემთხვევაში კი
სასამართლომ უმაღლესი სტანდარტით დაადგინა, რომ ბადრი ჯაფარიძე არის
დამნაშავე. დღევანდელი მოცემულობით, ნასამართლეობა დგება, ვინაიდან
გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, ბადრი ჯაფარიძე თავისუფლდება
სასჯელისაგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, მაგრამ არ თავისუფლდება
მსჯავრისაგან.
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსში
არსებული
წინააღმდეგობები, რაზედაც შალვა შავგულიძემ ისაუბრა, შესაძლოა გახდეს
მსჯელობის საგანი, მაგრამ არა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
სხდომაზე, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ჩარჩოებში.
19
პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ არ ეთანხმება კომიტეტის პოზიციას იმასთან
დაკავშირებით, რომ კომიტეტი უნდა დარჩეს მხოლოდ ფორმალისტური მსჯელობის
ჩარჩოებში და არ იმსჯელოს შინაარსზე.
შალვა შავგულიძემ კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა თავისი არგუმენტები მოკლედ და
მიმართა კომიტეტს, რომ არ მიიღოს გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძისათვის
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
ირაკლი ქადაგიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი ამზადებს დასკვნას, რომელსაც წარუდგენს პარლამენტს,
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი და არა საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი. წინააღმდეგობებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
მსჯელობა შესაძლოა გაიმართოს პარლამენტის სხდომაზე.
ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა უნდა ასახავდეს იმ აშკარა წინააღმდეგობებს, რომლებიც არსებობს
კანონმდებლობაში, სასამართლო პროცესში.
გიორგი მელიქიძემ („დემოკრატიის ინდექსი-საქართველო“ წარმომადგენელი)
თავისი მოსაზრება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი ფორმალისტურად უნდა მიუდგეს საკითხს თუ იმსჯელოს
გადაწყვეტილების შინაარსზე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების
მიხედვით, ნიკანორ მელიას საქმეზე, ყოველი საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს
პასუხი
გაეცეს
კითხვაზე
მოსარჩელის
მიერ
ჩადენილი
სავარაუდო
სამართალდარღვევა რამდენად შეიძლება მოიაზრებოდეს კონსტიტუციის ხსენებული
დებულების ქვეშ? აქ არის სწორედ დისკრეცია პარლამენტის მხრიდან, რომ
იმსჯელოს კონკრეტული დანაშაული რამდენად შეიძლება შეფასდეს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლად. კომიტეტი იკრიბრბა
სწორედ იმიტომ რომ შეაფასოს და სამართლებრივად დაასაბუთოს საკითხი და
შემდგომ უკვე მომზადებული გავიდეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. თუ
კომიტეტი მხოლოდ ფორმალისტურად მიუდგება საკითხს, შესაბამისად კომიტეტის
როლი გამოირიცხება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების
ანულირებაც მოხდება ამ საკითხთან დაკავშირებით.
პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით, კომიტეტის სხდომაზე
ხდება
არასწორი პრაქტიკის დანერგვის მცდელობა, კერძოდ პარლამენტის წევრს თავისი
დისკრეციით გადაწყვეტილების მირება შეუძლია პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე, ხოლო კომიტეტის სხდომაზე - ავტომატურ რეჟიმში უნდა მიიღოს
გადაწყვეტილება. პარამენტის წევრის საქმიანობა გულისხმობს კომიტეტში
საქმიანობასაც და ამ სახით ორ ნაწილად გაყოფა, არასწორი პრაქტიკაა.
გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი კოლეგების მიერ წარმოდგენილი
მოსაზრებებში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ თვითონ სასამართლოს
გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური, მაგრამ საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი ვერ განახორციელებს სასამართლოს გადაწყვეტილების რეალურ
კონტროლს ანუ ვერ იმსჯელებს ამ გადაწყვეტილების კონსტიტუციურობაზე, ვერც
კონსტიტუციის 31-ე
მუხლთან შესაბამისობაზე, ეს ნორმა შესაძლებელია
გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, შესაძლოა არსებობდეს აგრეთვე
სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება და შეფასება
კონკრეტულ შემთხვევაში,
„თაღლითობასთან“, როგორც დანაშაულთან მიმართებაში.
საპროცედურო საკთხთა და წესების კომიტეტი ეყრდნობა კანონმდებლობით
ცალსახად განსაზღვრულ სხვა მოცემულობას - ძალაში შესულ გამამტყუნებელ
განაჩენს, რომელიც არის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საფუძველი, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა არსებობდეს სამი კრიტერიუმი:
გამამტყუნებელი განაჩენი; ეს განაჩენი ძალაში უნდა იყოს შესული და ამ განაჩენის
საფუძველზე პირი დამნაშავედ უნდა იყოს ცნობილი.
20
ირაკლი ქადაგიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი, თავისი უფლებამოსილებებისა და კომპეტენციის ფარგლებში,
გადაწყვეტილებებს იღებს კანონმდებლობიდან გამომდინარე და თავის დასკვნაში არ
აკეთებს ფართო პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძისათვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გაეგზავნოს საქართველოს
პარლამენტის ბიუროს?
მომხრე - 6 წევრი;
წინააღმდეგი - 3 წევრი
გადაწყვიტეს:
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაეგაზავნოს საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დაგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძისათვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და
კენჭისყრების დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა ლევან ბეჟაშვილმა.
როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, მას შეხვედრა ჰქონდა „დემოკრტიული ინდექსისაქართველოს“ წარმომადგენლებთან (ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს
პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგს) და მიიღო ინფორმაცია, რომ
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დასკვნა პარლამენტის წევრის
სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხზე გაუგზავნა
აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ეს დასკვნა და შესაბამისი საკითხი
კომიტეტის სხდომაზე განხილული არ ყოფილა.
ლევან ბეჟაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს შესთავაზა
საკომიტეტო საქმიანობის იმგვარი პრაქტიკის დამკვიდრება, რომ ამგვარი
მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც კომიტეტის კომპეტენციის სფეროს
წარმოადგენენ, განხილული იყოს კომიტეტის სხდომაზე, დაინიშნოს მომხსენებელთა
ჯგუფი, მითუმეტეს, რომ კომიტეტის წინა სხდომაზე კომიტეტის 2022 წლის
სამოქმედო
გეგმის
(მათ
შორის
საკონტროლო
საქმიანობის
ძირითადი
მიმართულებების) დამტკიცების დროს,
კომიტეტის ოპოზიციონერი წევრებიც
ჩავერთეთ სხვადასხვა, ინტერესის შესაბამის მიმართულებებში. ამიტომ, მისი აზრით,
მიზანშეწონილი იქნება, რომ კომიტეტის წევრებიც მონაწილეობდენ მნიშვნელოვანი
საკითხების შესწავლასა და დასკვნების მომზადებაში.
ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ როდესაც საქმე ეხება არასამთავრობო
ორგანიზაციის მიერ ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე საჯარო ინფორმაციის
მოთხოვნას და კომიტეტის მიერ ამ საჯარო ინფორმაციის მიწოდებას, მაშინ ეს
საჯარო ინფორმაცია კომიტეტის სხდომაზე არ განიხილება. ხოლო თუ იქნება,
იმგვარი საკითხი, რომელიც საჭიროებს შესწავლას, საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი თავისი კომპეტენციისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ამ
პროცესს განახორციელებს კომიტეტის ოპოზიციური წევრების ჩართულობით და
მონაწილეობით, რაც ასახულია აგრეთვე კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმაში
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
ქეთევან ფუტკარაძე
სხდომის მდივანი
21