საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემატურ მოკვლევაზე - „საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემები“ (№2-6316/21; 25.05.2021)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-14
ბიუროს ნომერი 119
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-1314/22
07-02-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
თემატური მოკვლევის - „საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემები“
დასკვნას.
დანართი: 37 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
თემატური მოკვლევის ანგარიში
საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების
პრობლემები
2021
ანგარიში მომზადებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)
მხარდაჭერით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით. მის
შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და იგი, შესაძლოა, არ ასახავდეს
ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის
ფონდის შეხედულებებს.
სარჩევი
აბრევიატურა ........................................................................................................................................................... 4
თემატური მოკვლევის შესახებ ........................................................................................................................... 5
ზოგადი მიგნებები ................................................................................................................................................. 9
მოკვლევის პროცესში მიღებული მოსაზრებები - მოკლე მიმოხილვა ..................................................... 10
კერძო სექტორიდან მიღებული მოსაზრებები ........................................................................................... 10
სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული მოსაზრებები .............................................................................. 18
ზეპირი მოსმენები ............................................................................................................................................ 23
რეკომენდაციები .................................................................................................................................................. 25
დანართები ............................................................................................................................................................. 26
დანართი 1 - ტექნიკური დავალება .............................................................................................................. 26
დანართი 2 - დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებების სია (კერძო სექტორი) ......................... 32
დანართი 3 - დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებების სია (სახელმწიფო უწყებები) ............ 34
დანართი 4 - ზეპირი მოსმენის დღის წესრიგი (კერძო სექტორი) ......................................................... 35
დანართი 5 - ზეპირი მოსმენის დღის წესრიგი (სახელმწიფო უწყებები) ............................................ 37
აბრევიატურა
WFD
ISET
LCOE
PPA
PPP
RGI
SDGs
WEG
პუი
ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი
International School of Economics at TSU
Levelized Cost of Energy
Power Purchase Agreement
საჯარო‐კერძო თანამშრომლობა
Renewable Grid Initiative
მდგრადი განვითარების მიზნები
World Experience for Georgia
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
თემატური მოკვლევის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე, პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში 2021 წლის 24 მაისს
დაიწყო თემატური მოკვლევა თემაზე - „საქართველოში განახლებადი ენერგიის
განვითარების პრობლემები”. მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში
განახლებადი ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებული ვითარებისა და არსებული
გამოწვევების (პრობლემების) შესწავლა, და მის საფუძველზე რეკომენდაციების
მომზადება და ანგარიშის წარდგენა.
თემატური მოკვლევის თემის აქტუალურობა
ენერგეტიკის სექტორი უმნიშვნელოვანესი დარგია ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან
მდგრადი ენერგომომარაგება არის ეკონომიკის სხვა დარგების განვითარების წინაპირობა.
საქართველოს სამიზნეს წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული მიქსის დეკარბონიზაცია,
რაც ასევე გათვალისწინებულია პარიზის ხელშეკრულებით და ენერგეტიკული
თანამეგობრობის ხელშეკრულებით. 2019 წლის მონაცემებით1, საქართველოს
ენერგომომარაგების 77%-ს შეადგენდა იმპორტი, რომელიც ძირითადში დამოკიდებული
იყო წიაღისეულ რესურსებზე.
რაც შეეხება ადგილობრივ ენერგორესურსის ათვისებას, ელექტროენერგიაზე შიდა
მოთხოვნის დაახლოებით 67%-ი (2019 წელი) მოდიოდა ჰიდროელექტროსადგურების
მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, ხოლო სხვა განახლებადი ენერგიის წილი
დაახლოებით 1%-ს შეადგენდა.
2006 წლის, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „საქართველოს
ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების
თაობაზე“ დადგენილებით, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება გამოცხადდა
ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ამის მიზანი იყო საქართველოში მზარდი
ენერგომოხმარების დაკმაყოფილება და რეგიონში ელექტროენერგიის ექსპორტიორად
ჩამოყალიბება.
2015 წელს დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკულ დარგში სახელმწიფო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის
დადგენილების თანახმად, ადგილობრივი განახლებადი ენერგორესურსის ათვისება
კვლავ რჩება პრიორიტეტად.
2008 წლიდან 2020 წლამდე საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა 200-ზე მეტ
ურთიერთგაგების მემორანდუმს (ხელშეკრულებას), რაც ითვალისწინებს ჯამში 6,500
მეგავატამდე განახლებადი ენერგიის პროექტების განხორცილებას საქართველოში.
2008 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, საქართველოში განახლებადი ენერგიის
განვითარების
მხარდაჭერის მთავარი ინსტრუმენტი იყო
ელექტროენერგიის
გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება.
2009-2020 წლებში, სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად,
ექსპლუატაციაში შევიდა სულ 50-მდე განახლებადი ელექტროსადგური, რომელთა
ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 700 მეგავატს შეადგენს.
1
კოვიდ-19 პანდემიის გამო, 2020 წლის მონაცემების განხილვა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად.
ამჟამად, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების უმეტესობა შეფერხებულია,
და მათი ექსპლუატაციაში შეყვანის თარიღი გადავადებულია (წყარო: საქართველოს
გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა).
2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას ერთის მხრივ, საქართველოსა
და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის (ასოცირების შეთანხმება). აღნიშნულის ფარგლებში მხარეები მათ
შორის შეთანხმდნენ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებაზე.
2017 წელს საქართველო გახდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი (Energy Community).
აღნიშნული შეთანხმებების საფუძველზე, საქართველომ აიღო ვალდებულება
ევროპულკანონმდებლობასთან რეგულაციების ეტაპობრივ დაახლოებაზე.
„განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ“
N2009/28/EC ევროდირექტივის შესაბამისად 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს
პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „განახლებადი წყაროებიდან
ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ (№5652-რს).
განახლებადი ენერგორესურსის გამომუშავება და ათვისება მდგრადი
განვითარების ხელშეყობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ
ამიტომ, გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული მსოფლიოს განვითარების
2030 წლის დღის წესრიგი (Agenda 2030) სხვა საკითხებთან ერთად
ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის მოპოვების ხელშეწყობას.
კერძოდ, მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან (SDGs) მე7 -
ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის
საყოველთაო ხელმისაწვდომობა, გულისხმობს 2030 წლისთვის მსოფლიოში არსებულ
სხვადასხვა ენერგიას შორის განახლებადი ენერგიის წილის მნიშვნელოვან ზრდას.
საქართველომ აღნიშნული ვალდებულება ასახა საქართველოს კანონში „განახლებადი
წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“, რომელიც
ითვალისწინებს 2030 წლისთვის ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი
წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის 35%-მდე ზრდას. 2019 წლის მდგომარეობით, ეს
მაჩვენებელი 29.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2015 წლისთვის (SDGs საბაზისო წელი) – 26.76%-ს
აღნიშნული კანონის თანახმად საქართველოს მთავრობამ ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს წარდგინებით, უნდა უზრუნველყოს განახლებადი
წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემების დამტკიცება.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 2 ივლისს დაამტკიცა N403 დადგენილება
"განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის
დამტკიცების შესახებ“.
საერთაშორისო აპრობირებული სტანდარტებით „მხარდაჭერის სქემა“ გულისხმობს
ნებისმიერ ინსტრუმენტს, სქემას ან მექანიზმს, რომელსაც შემდგომში თვითონ
გამოიყენებს საქართველო ან ენერგეტიკული გაერთიანების სხვა წევრ სახელმწიფოებთან
ერთად, რაც ხელს შეუწყობს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენებას
შემდეგი შესაძლო მხარდამჭერი მექანიზმების გამოყენებით:
ამ ენერგიის წარმოებისათვის საჭირო დანახარჯების შემცირება;
განახლებადი ენერგიის შესყიდვის ვალდებულება, სხვაგვარად, ასეთი ენერგიის
გარკვეული მოცულობით შეძენაზე;
საინვესტიციო წახალისება;
საგადასახადო შეღავათები ან გადასახადების შემცირება;
გადასახადის უკან დაბრუნება;
მწვანე სერტიფიკატების სისტემის შემოღება;
პირდაპირი ფასის მხარდამჭერი სქემები, რაც მოიცავს სპეციალურ (მწვანე)
ტარიფებს და პრემიალურ გადახდებს;
საქართველოში მხარდაჭერის სქემების ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლებელია არსებული
გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების იმ ნაწილის მხარდაჭერა იყოს, რომელიც
ეხება განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის შესყიდვას.
ამასთან, შესაძლოა, ყველაზე მისაღები მოდელი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ
განახლებადი
წყაროებიდან
გამომუშავებული
ელექტროენერგიის
სასისტემო
მომსახურების სახით შესყიდვა იყოს (მაგალითისთვის, აღნიშნული მოდელი გამოიყენება
ესტონეთში).
საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია
არსებული პრობლემატიკის იდენტიფიცირებისა (ტარიფები, ტექნოლოგიების დანერგვა,
შესყიდვები, დარგში განსახორციელებელი ინვესტიციები და სხვ.) და შესაბამისი
ქმედებების უზრუნველსაყოფად.
თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ ჩამოყალიბდა
თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით:
დავით სონღულაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი, მთავარი
მომხსენებელი;
მაია ბითაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი;
ხატია წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
მაკა ბოჭირიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
ლევან ქარუმიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი;
თამარ ტალიაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
მიხეილ დაუშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
ეკა სეფაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
ბექა ლილუაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი.
სამუშაო ჯგუფს ექსპერტულ მხარდაჭერას უწევდა:
ანა ჯეჯელავა - ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ექსპერტი.
თემატური მოკვლევის კითხვარი
სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა თემატური მოკვლევის კითხვარი, რომელიც
მიმართული იყო მოკვლევის თემის ფარგლებში, როგორც არსებული ვითარების შესახებ
ინფორმაციის მიღებაზე, ასევე დარგის ექსპერტებისა და სექტორით დაინტერესებული
პირების დახმარებით შესაძლო გამოწვევების იდენტიფიცირებაზე. კითხვარი შედგებოდა
ხუთი თემატური და ერთი ღია კითხვისგან, სადაც მონაწილე მხარეებს შეეძლოთ
ნებისმიერ მათთვის სასურველ, თემატურ საკითხზე გამოეხატათ აზრი. კითხვარში
შემდეგი საკითხები გაერთიანდა:
1. რა გამოწვევები/ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს განახლებადი ენერგიის
განვითარებისთვის?
2. როგორ შეაფასებდით საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან
ენერგიის წარმოების მხარდაჭერის არსებულ სქემებს?
3. რა გავლენა მოახდინა ან/და მოახდენს ევროპულ ენერგორეგულაციებთან
ჰარმონიზაციის პროცესი განახლებადი ენერგიის განვითარებაზე?
4. მოსაზრებები
განახლებადი
ენერგიის
პროექტების
განხორციელებასთან
დაკავშირებულ პროცედურებსა და მარეგულირებელ კანონმდებლობაზე.
5. მოსაზრებები საერთაშორისო გამოცდილების ან/და ინოვაციური მიდგომების
შესახებ, რაც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის განვითარებას.
6. დამატებითი მოსაზრებები, იმ საკითხებზე რაც არ არის წარმოდგენილი ზემოთ.
კითხვარზე წერილობითი მოსაზრებების მიღების პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 31
მაისი - 11 ივნისი.
თემატური მოკვლევის მონაწილეები
თემატური მოკვლევის ფარგლებში, მოსაზრებების წერილობით წარდგენა შეეძლო ყველა
დაინტერესებულ მხარეს. თემატური მოკვლევის ფარგლებში, ჯამურად, მიღებული იქნა
31 წერილობითი მოსაზრება, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის
ვებგვერდზე.2 მათ შორის იყვნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლები, კერძო სექტორი, დარგის ექსპერტები და სამეცნიერო სფეროს
წარმომადგენლები. სულ ექვსმა საჯარო უწყებამ წარადგინა საკუთარი წერილობითი
პოზიცია:
2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისია;
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;
სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო;
სს საქართველოს სახელმიწფო ელექტროსისტემა.
https://parliament.ge/supervision/thematic-inquiry
ზოგადი მიგნებები
წარმოდგენილი დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებების შესწავლის შედეგად,
გამოიკვეთა განახლებადი ენერგიის განვითარების ძირითადი გამოწვევები:
სრულყოფილი
ენერგეტიკული
პოლიტიკის
არარსებობა
არსებული
ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი არ არის სრულყოფილი. ის არ მოიცავს
სამოქმედო, სტრატეგიულ გეგმას და დოკუმენტი საჭიროებს განახლებას.
ექსპერტები ხაზს უსვამენ გრძელვადიანი პოლიტიკური ხედვის განსაზღვრის
აუცილებლობას.
მოსახლეობის მხრიდან ნდობის ნაკლებობა და ინფორმირებულობის დაბალი დონე.
დღესდღეობით, განახლებადი ენერგიის პროექტების ნაწილი შეჩერებულია
სოციალური პროტესტის საფუძველზე. მაგალითად, ადგილობრივი მოსახლეობა
არ არის მომხრე, რომ მათ სიახლოვეს განხორციელდეს ენერგეტიკული პროექტები,
მათ შორის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მშენებლობა. ეს დიდწილად
განპირობებულია სოციუმის ინფორმირებულობის დაბალი დონით.
ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე დაერთება. განახლებადი ენერგიის
პროექტების წინაშე არსებობს რიგი გამოწვევები ელექტროენერგიის ქსელში
მიწოდების მიმართულებით. კერძოდ, პროექტებს უწევთ დამატებითი
ინვესტიციები ქსელზე დაერთების გამო.
უბალანსობაზე პასუხისმგებლობის დაკისრება. ახალი კანონმდებლობის მიხედვით,
განიხილება უბალანსობაზე პასუხისმგებლობის ერთნაირად დაკისრება ყველა
ტიპის ელექტროსადგურისთვის. ახალი კანონმდებლობიდან გამომდინარე,
მოსალოდნელია დამატებითი ხარჯები, რაც თავის მხრივ შეამცირებს
ინვესტიციებზე უკუგებას.
მხარდაჭერის მექანიზმების არაეფექტურობა. არსებული მხარდაჭერა პრემიალური
დანამატის სახით, არ მიიჩნევა მიმზიდველად ინვესტორებისთვის. პრემიალური
მხარდაჭერის
მექანიზმი
მიიჩნევა
ამაჟამად
არაეფექტურად,
რადგან
ენერგეტიკული ბირჟა ჯერჯერობით არ ფუქნციონირებს, ხოლო პრემიალური
დანამატი გაიცემა მხოლოდ ბირჟაზე ნავაჭრ ელექტროენერგიაზე. დამატებითი
გამოწვევაა მხარდაჭერის მექანიზმების არარსებობა ყველა განახლებადი ენერგიის
პროექტებისთვის, კერძოდ არსებული მხარდაჭერის მოდელი არ ითვალისწინებს 1
მეგავატამდე პროექტებს.
გაზრდილი ბიუროკრატია. განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების
განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა,
მიიღება საქართველოს მთავრობის სხდომის ფორმატში. ეს კი აფერხებს
პროექტების დროულ და წარმატებულ განვითარებას.
სამშენებლო გარანტიების ამნისტიის საჭიროება. კანონმდებლობის ცვლილების
შედეგად, ახალი პროექტების მიმართ შეიცვალა მიდგომა, რომელიც თავისმხრივ
ითვალისწინებს მნიშვნელოვნად შემცირებულ საბანკო გარანტიებს. ეს მიდგომა არ
გავრცელდა უკვე მიმდინარე პროექტებზე, რის გამოც ისინი უფრო დიდი
ფინანსური წნეხის ქვეშ არიან, რაც აფერხებს მიმდინარე პროექტების წარმატებულ
განვითარებას.
მოკვლევის პროცესში მიღებული მოსაზრებები - მოკლე მიმოხილვა
კერძო სექტორიდან მიღებული მოსაზრებები
დასაბუთებული პოზიციების წარმომდგენი პირებისგან მიღებული ინფორმაცია, არ
წარმოადგენს თემატური მოკვლევის ჯგუფის ოფიციალურ პოზიციას. ამ თავში მოცემული
ინფორმაცია პოზიციის წარმომდგენი პირების მიერ შემუშავებული შეფასებაა.
წარმოდგენილ თავში ასახულია დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებებიდან
ამონარიდები. სრული ვერსიის სანახავად, ეწვიეთ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდს3.
1. რა გამოწვევები/ხელშემშლელი
განვითარებისთვის?
ფაქტორები
არსებობს
განახლებადი
ენერგიის
წარმოდგენილი მოსაზრებები:
მარიამ წულუკიძე (ISET-ს კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი განახლებადი ენერგიების
სფეროში)
გამოწვევაა
ფინანსებზე
ხელმისაწვდომობა
ადგილობრივი
პროექტების
განვითარებისათვის. სექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოურ
ინვესტიციებზე.
ასევე გამოწვევაა ენერგეტიკის პოლიტიკისა და პოლიტიკის განხორციელების
ვადების მუდმივი ცვალებადობა.
გამოწვევაა მოსახლეობის მხრიდან ნდობის ნაკლებობა იმ სარგებელთან
დაკავშირებით,
რომელიც
განახლებადი
ენერგიის
პროექტებს
მოაქვს
საზოგადოებისთვის.
და ასევე გამოწვევას წარმოადგენს განახლებადი რესურსების ქსელზე დაერთება.
მარიამ ჩახვაშვილი (ექსპერტი)
მიმდინარეობს ენერგეტიკული ბაზარის რეფორმა და საბოლოო სურათის
ჩამოყალიბებამდე არსებული კითხვის ნიშნები და გაურკვევლობა ამცირებს
მშენებლობის ტემპს; ინვესტორების უდიდესი ნაწილი ელოდება ბაზრის ახალი
მოდელით ჩამოყალიბებას, სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას სადგურის
მშენებლობაზე.
ინვესტორებს უჭირთ საბაზრო ფასის პროგნოზის გაკეთება, გამომდინარე იქიდან,
რომ არ არსებობს საბაზრო ფასის ისტორია. ამასთან, აღარ არსებობს სახელმწიფოს
მიერ შეთავაზებული ფასის გარანტია, რაც ართულებს ფინანსური პროგნოზის
გაკეთებას.
მურმან მარგველაშვილი (არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამოცდილება
საქართველოსთვის“ დირექტორი ენერგეტიკის მიმართულებით)
3
სირთულეს წარმოადგენს ერთიანი სტრატეგიული ხედვის არარსებობა და
განახლებადი ენერგიის როლის და შესაძლებლობების გაცნობიერება.
https://parliament.ge/supervision/thematic-inquiry
გამოწვევაა პროექტების მინიჭების გაუმჭვირვალე პროცედურები.
დაბალი სუბსიდირებული ტარიფები ვერ იძლევა ბაზრის განვითარების
შესაძლებლობას. მაგალითად, დაბალია მზის პანელების მომგებიანობა.
პერსპექტივაში, ენგურის საკითხის მოუგვარებლობა არ იძლევა მისი სიმძლავრის
სწორად გამოყენების შესაძლებლობას რითაც დიდი რაოდენობის მზის და ქარის
სადგურების დაბალანსება გახდებოდა შესაძლებელი.
მარიამ ჩაჩუა (ექსპერტი)
უმთავრეს გამოწვევად შეიძლება დასახელდეს ის რომ არ არსებობს ერთიანი ხედვა
თუ რა ტიპის, როგორი და რამდენი ენერგია ესაჭიროება ქვეყანას ენერგეტიკული
მდგრადობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. შესაბამისად უკვე ჩნდება ისეთი
დაბრკოლებები, როგორიცაა კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რაც თუ ადრე
მხოლოდ მსხვილი ენერგოპროექტების მშენებლობას აფერხებდა, დღეს უკვე
ყველანაირი პროექტი განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით
ფერხდება მოსახლეობის პროტესტის გამო. არსებული ვითარება არა მხოლოდ
ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უქმნის რისკებს, არამედ უკვე ეროვნული
უსაფრთხოების რისკებსაც ქმნის.
მაკა ფარცვანია (ენერგეტიკის სამართლის ცენტრი)
ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ინსტიტუციური და ადამიანური
რესურსების ნაკლებობა და მდგრადობა. შეუძლებელია მცირე კადრების
პირობებში, დადგენილ ვადებში განხორციელდეს ყველა ის ცვლილება, რაც
გათვალისწინებულია კანონით. სამინისტრო ფაქტია ვერ ახერხებს სხვადასხვა
საკითხებზე სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას. ასევე, დროში გაწელილია
კანონქვემდებარე აქტების მიღება, ინვესტორებთან კომუნიკაცია და ა.შ.
განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალის არსებობის და გამოყენების
შესახებ აუცილებელია კვლევების ჩატარება, უკვე არსებულის განახლება და
საჯარო ხელმისაწვდომობა.
2. როგორ შეაფასებდით საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის
წარმოების მხარდაჭერის არსებულ სქემებს?
წარმოდგენილი მოსაზრებები:
პაატა ცინცაძე (საქართველოს ენერგეტიკის აკადემია)
უნიფიცირებული მიდგომა არასწორია, რადგან ელექტოსადგურებს სჭირდებათ
მიწა, ის კი სხვადასხვა რეგიონში სხადასხვა ღირს, სხვადასხვა ღირებულება აქვთ
ქსელთან მიერთებას, გარემოზე ზემოქმედების მინიმიზებას და ა.შ.
არასწორია
უბალანსობაზე
პასუხისმგებლობის
ერთნაირად
დაკისრება
წყალსაცავიანი ჰესებისთვის და ენერგიის განახლებად წყაროებზე მომუშავე სხვა
ელექტროსადგურებისთვის,
რომლებისთვის
შეუძლებელია
წარმოებული
ელექტორენერგიის რაოდენობის დღით ადრე ზუსტად დაგემვა, რადგან ის
მთლიანად არის დამოკიდებული ამინდზე, ამიტომ უბალანსობა ყოველთვის
იქნება და ამ რისკების დაკისრება, ბუნებრივია დააფრთხობს ინვესტორს.
გაურკვეველია ვინ და როგორ აკონპენსირებს უბალანსობას, თუ იგი გამოწვეულია
დისპეტჩერიზაციის მოთხოვნით, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების ან
მომხმარებლის ელექტრომოწყობილობების ავარიით და სხვა ისეთი შემთხვევებით,
რაც არ არის დამოკიდებული ელექტროსადგურზე.
ლევან ვეფხვაძე (საქართველოს ბიზნეს ასოციაცია)
არსებული სქემა არ ითვალისწინებს მოცემული ტექნოლოგიების ელექტროენერიის
დაყვანილ ღირებულებას (LCOE, LEVELIZED COST OF ELECTRICITY), ეფუძნება
მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს საკუთარ მოსაზრებას ელექტროენერგიის
ღირებულების
შესახებ,
აქედან
გამომდინარე,
წარმოდგენილი
სქემა
უზრუნველყოფს მხოლოდ მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურების
პროექტების გარკვეული ნაწილის განხორციელების შესაძლებლობას, თუმცა არ
არის საკმარისი კაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურების, მზისა და ქარის
ელექტროსადგურების პროექტების განხორციელებისთვის.
მარიამ წულუკიძე (ISET-ს კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი განახლებადი ენერგიების
სფეროში)
ინფრასტრუქტურის
გაუმართაობის,
ადგილობრივი
მოსახლეობის
წინააღდეგობისა და არასტაბილური ენერგეტიკული პოლიტიკის პირობებში,
შესაძლოა ეს პრემიუმი არ იყოს საკმარისი ინვესტორთა ხარჯების დასაფარად და
მათ ადგილობრივ ბაზარზე მოსაზიდად. ამ შემთხვევაში ასევე უნდა
გავითვალისწინოთ დარჩენილი ოთხი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის
ადგილობრივ და საგარეო ბაზრებზე გაყიდვის შესაძლებლობებიც, რის
საშუალებასაც შესაძლოა არ იძლეოდეს დღევანდელი ტრანს-სასაზღვრო გადამცემი
ხაზების მდგომარეობა.
გიორგი მარგებაძე (მცირე და საშუალო ჰიდრო ენერგიის განვითარების ასოციაცია)
მაშინ როდესაც გაძვირდა ენერგოობიექტების მშენებლობა (ვგულისხმობ
გამკაცრებულ სტანდარტებს და რეგულაციებს), როგორც ეკოლოგიის ნაწილიში,
ასევე საპროექტო კუთხით; და მაშინ როდესაც ჰიდროსადგურის მშნებლობის
გარდა ინვესტორს მოსახლეობის გულის მოსაგებად უწევს გაუთვალისწინებელი
ხარჯების გაწევა სოციალური პროექტების კუთხით, 5.5 ცენტამდე ტარიფის
შემცირება ეკონომიკურად არამიმზიდველს ხდის პროექტებს.
ნინო მაღრაძე (საინვესტიციო ფონდ „სერბერუს ფრანტიარ“-ის უფროსი ანალიტიკოსი)
არსებული სქემა მოიცავს ბირჟის ამოქმედების პერიოდში საჯარო-კერძო
თანამშრომლობის (PPP) კანონით გასული პროექტების მხარდაჭერას. ამ ეტაპზე ეს
აბსოლუტურად უმოქმედო მხარდაჭერის მექანიზმია, მითუმეტეს რომ ბირჟა არც
ამოქმედებულა ჯერ და მეორე ის რომ PPP კანონით რამდენადაც ვიცით ჯერ
არცერთი პროექტი არ არის აშენებული.
ავთანდილ თოდუა (ექსპერტი)
ევროპული პრაქტიკა აჩვენებს, რომ განახლებადებში ინვესტიციის მოზიდვის
ყველაზე ეფექტური საშუალებაა ე.წ. ფიქსირებული ფასის მქონე წახალისების
მექანიზმები ((შეღავათიანი ტარიფი (Feed-in Tariff) ანუ გარანტირებული
შესყიდვის ხელშეკრულება (Power Purchase Agreement)).
PPA პრაქტიკის გაუქმების შემდეგ ინვესტიციები ელექტროენერგიის გენერაციის
სექტორში მნიშვნელოვნად შემცირდა. მართალია 2020 წელს პანდემია იყო და
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) ყველა დარგში შემცირდა, თუმცა
ენერგეტიკის წილი პუი-ში 1% არ აღემატება, მაშინ, როცა ენერგეტიკა მუდმივად
მოწინავე სექტორი იყო ამ მიმართულებით.
მურმან მარგველაშვილი (არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამოცდილება
საქართველოსთვის“ დირექტორი ენერგეტიკის მიმართულებით)
საჭიროა მეტი გამჭვირვალობა და არსებული სქემიდან ღია აუქციონებზე
გადასვლა.
მარიამ ჩაჩუა (ექსპერტი)
მხარდაჭერის სქემის შემუშავებისას გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ფასის
გადაზღვევის, ასევე ისეთი ტიპის მხარდაჭერა როგორიც არის ქსელთან წვდომის
შესაძლებლობები და ქსელთან დაშვება, რაც ზოგადად უნდა იყოს განახლებადი
ენერგიის მხარდაჭერის სქემის ნაწილი, განსაკუთრებით მზის და ქარის
სადგურებისთვის.
გიორგი აბულაშვილი (ენერგოეფექტურობის ცენტრი)
5 მეგავატს ზემოთ მხოლოდ ელ.გენერაციის ობიექტებისთვის არის ეს მხარდაჭერის
სქემა, მაშინ როდესაც თბური ენერგიის მისარებად საჭირო საწვავზე
იმპორტდამოკიდებულება აღემატება ელ.ენერგიის იმპორტდამოკიდებულებას.
მარიამ ჩახვაშვილი (ექსპერტი)
დადგენილებით, ეს სქემა არ ვრცელდება 2017-2020 წლებში წამოწყებულ
პროექტებზე. არადა ამ სადგურებსაც დაჭირდებათ მსგავსი წახალისება
ყველასთვის თანაბარი პირობების მიცემის მიზნით.
3. რა გავლენა მოახდინა ან/და მოახდენს ევროპულ ენერგორეგულაციებთან
ჰარმონიზაციის პროცესი განახლებადი ენერგიის განვითარებაზე?
წარმოდგენილი მოსაზრებები:
ნინო მაღრაძე (საინვესტიციო ფონდ „სერბერუს ფრანტიარ“-ის უფროსი ანალიტიკოსი)
მეტი რეგულაციები ამოქმედდება და ინვესტორები იძულებული იქნებიან
ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ აქტიურები კონკრეტულად ელექტროენერგიის
გაყიდვების თვალსაზრისით, გაიზრდება ხარჯებიც, მაგალითად დაგეგმვაზე და
საპროგნოზო მონცემების წარმოებაზე, უბალანსობის კომპენსირებაზე და ა.შ.
მარიამ ჩახვაშვილი (ექსპერტი)
მთავარი უარყოფითი ფაქტორი, რასაც ახალი ბაზარი აჩენს
განახლებადი ენერგიის წყაროებისთვის, განსაკუთრებით მცირე
ჰიდროს, ქარისა და მზის სადგურებისთვის არის უბალანსობაზე
პასუხისმგებლობის ცნება. ამ სადგურებისთვის რთულია ყოველ
საათური პროგნოზის გაკეთება დღით ადრე, მითუმეტეს, რომ
ისტორიული მონაცემების სიმწირე გვაქვს ქვეყანაში. შესაბამისად,
მათთვის რთული იქნება სწორი პროგნოზის გაკეთება და მოუწევთ
უბალანსობის პასუხისმგებლობაში დამატებითი ხარჯის გაწევა.
პაატა ცინცაძე (საქართველოს ენერგეტიკის აკადემია)
საჭიროა
შევიმუშაოთ
იმპორტ-ექსპორტის
რეგულირების
წესები;
იმპორტირებული და საქართველოში ახალ ელექტროსადგურებზე წარმოებული
ელექტროენრგიის კონკურენტულ პირობებში ჩაყენება საშიშია ჩვენი გენერაციის
განვითარებისთვის. რადგან იმპორტული ელექტროენეგიის ფასი, როგორც ზემოთ
ავღნიშნეთ შესაძლოა იყოს დემპინგურიც, რაც შეაფერხებს საკუთარი გენერაციის
განვითარებას და გაზრდის დამოკიდებულებას მეზობლებზე.
მარიამ ჩაჩუა (ექსპერტი)
ევროკავშირის დირექტივები ფორმალურად იქნა გადმოღებული და გვაქვს
სერიოზული აღსრულების პრობლემა.
მარიამ წულუკიძე (ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი განახლებადი ენერგიების
სფეროში)
თუ იგი მიღებული იქნება ადგილობრივი კონტექსტის გათვალიწინებით,
მორგებული იქნება ადგილობრივ ინტერესებს და დაეფუძნება სიღრმისეულ
კვლევას,
ევროპულ
ენერგორეგულაციებთან
შესაბამისობაში
მოსვლამ
პოტენციურად უნდა გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო და მოაგვაროს
გენერაციის დეფიციტთან და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული
პრობლემები.
4. მოსაზრებები განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ
პროცედურებსა და მარეგულირებელ კანონმდებლობაზე.
წარმოდგენილი მოსაზრებები:
ნინო მაღრაძე (საინვესტიციო ფონდ „სერბერუს ფრანტიარ“-ის უფროსი ანალიტიკოსი)
საჭიროა მეტი სიცხადე, თუნდაც საჯარო-კერძო თანამშრომლობის (PPP) კანონის
ფარგლებში.
შპს გროს ენერჯი ჯგუფი
საჭირო არის ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, სადაც უმნიშვნელოვანესია
სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული თანამშრომლობა,
ინფორმაციის გაზიარება და ურთიერთშეთანხმება.
მარიამ წულუკიძე (ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი განახლებადი ენერგიების
სფეროში)
გამოწვევებია:
- დაინტერესებულ მხარეთა ნაკლები ჩართულობა;
- მონაცემთა ხელმისაწვდომობისა და ნაკლებობის პრობლემა;
- ტექნიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვითი კვლევების შედეგების
არაგამჭვირვალობა;
- იმ პროცედურული სქემების არ არსებობა, რომლებშიც დეტალურად არის
გაწერილი
კონკრეტული
ტექნიკური,
ეკონომიკური,
გარემოსდაცვითი
პარამეტრები.
დავით მირცხულავა (ექსპერტი)
ძალიან დიდი ბიუროკრატია, ნებისმიერი გადაწყვეტილება ფაქტიურად მხოლოდ
საქართველოს მთვავრობის სხდომაზე განიხილება და მიიღება, რაც არასწორია
ზოგიერთი პროექტის მასშტაბის გათვალისწინებით.
გიორგი მარგებაძე (მცირე და საშულო ჰიდრო ენერგიის განვითარების ასოციაცია)
ყველა საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვა ძალიან დიდ ბიუროკრატიას
ქმნის სექტორში. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ მთავრობაზე გატანის პროცედურა 2
თვეს მოითხოვს, და თითქმის ნახევარ წელს აკარგინებს ინვესტორს.
უმჯობესია, მიწების გადმოცემის საკითხი გადაწყვიტოს ქონების მართვის
სააგენტომ;
უმჯობესია, წითელი ნუსხის ხეების მოჭრის ნებართვა გასცეს საქართველოს
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გზშ-ს დასკვნის გაცემის კანონით დადგენილი
ვადები დარღვეულია გაურკვეველი მიზეზის გამო.
მაკა ფარცვანია (ენერგეტიკის სამართლის ცენტრი)
საკანონმდებლო დონეზე უნდა იქნეს მოწესრიგებული ურთიერთობა პროექტის
განმახორციელებელ ინვესტორსა და პროექტის არეალში მყოფი სოფლების
მაცხოვრებლებს შორის. საუბარია ორივე მხრიდან სარგებლის გაზიარებაზე (Benefit
sharing).
ლევან ვეფხვაძე (საქართველოს ბიზნეს ასოციაცია)
2020 წელს მიდგომა ახალ პროექტებზე შეიცვალა და სამშენებლო გარანტიამ დაიწია
10 ათას დოლარამდე, თუმცა ძველ პროექტებზე მიდგომა არ გავრცელდა.
მიზანშეწონილია ამნისტიის გამოცხადება.
კერძო-საჯარო პარტნიორობის არსებული მოდელი არ ითვალისწინებს
ინვესტორისთვის ადგილობრივი მოსახლოებისგან მომდინარე რისკების
დაზღვევას, რამაც ბევრ პროექტში მოგვცა კატასტროფული შედეგი.
ადგილობრივი მოსახლეობა ვერ გრძნობს გრძელვადიან სიკეთეს პროექტების
განხორციელებიდან. სახელმწიფომ მოსალოდნელი შემოსულობიდან (ქონების
გადასახადი) ნაწილი, მაგ. 50% უნდა მიმართოს უშუალოდ იმ მოსახლეობის
სოციალური, განათლების, ინფრასტრუქტურული და ა.შ. პროექტების
განსახორციელებლად.
5. საერთაშორისო გამოცდილება ან/და ინოვაციური მიდგომები, რაც ხელს შეუწყოს
განახლებადი ენერგიის განვითარებას.
წარმოდგენილი მოსაზრებები:
ლუკა ლებანიძე (ენერგეტიკის სექტორში კერძო სექტორის წარმომადგენელი)
სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად, შეიძლება მოხდეს სადგურების
პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ არსებული სოფლებისთვის ფონდის შექმნა, სადაც
მოხდება კომპანიის მიერ ყოველწლიური ქონების გადასახადის მობილიზება,
ბიუჯეტის ნაცვლად და ამ თანხების მიზნობრიობა განისაზღვრება უშუალოდ
ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, რაც საგრძნობლად შეცვლის მოსახლეობის
არსებულ დამოკიდებულებას ენერგოპროექტებისადმი.
მარიამ ჩაჩუა (ექსპერტი)
სქემის შერჩევისას მნიშვნელოვანია ბაზრის საჭიროებების გათვალისწინება და
განახლებადი ენერგიის განვითარება არა მხოლოდ მსხვილი ჰესების დონეზე,
არამედ ყველა დონეზე, მათ შორის შინამეურნეობების დონეზე. ასევე ხელი უნდა
შეეწყოს ისეთ პროექტებსაც როგორიცაა ბიომასების ენერგიის გამოყენება, მცირე
ზომის მზის სადგურები შინამეურნეობებისთვის, რადგან საბოლოოდ მაინც
შინამეურნეობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მოთხოვნის ზრდაზე.
ზვიად გაჩეჩილაძე (საქართველოს ტექტნიკური უნივერსიტეტის ლექტორი ენერგეტიკის
დარგში)
აუზური პრინციპით მდინარეებზე ჰიდრორესურების ათვისება;
„ჭკვიანი“ მრციხცველების მონცემების ამგროვებლების განვითარება და მძლავრ
ჰიდროელექტროსადგურებზე სიხშირის რეგულატორების მოწესრიგება;
მზის და ქარის ენერგიის წყაროების უბალანსობაზე პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლება გარკვეულ სიმძლავრემდე;
განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის სააგენტოს შექმნა.
მარიამ ჩახვაშვილი (ექსპერტი)
საჭიროა აუქციონების ჩატარება.
6. დამატებითი მოსაზრებები, იმ საკითხებზე რაც არ არის წარმოდგენილი ზემოთ.
ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენა;
მზის ენერგიის გამოყენება ცხელწყალმომარაგებისთვის;
თხევადი საწვავის და განახლებადების გამოყენება თბოგენერაციისთვის,
იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად;
მეტი ყურადღება ქარის ენერგეტიკის განვითარებას, რომლის პიკური გამომუშავება
მოდის დეფიციტურ პერიოდზე;
ტენდერის გამოცდილების დანერგვა საქართველოში.
საინფორმაციო პლატფორმის შექმნა, სადაც თემატურად და ერთიანად იქნებოდა
თავმოყრილი დამტკიცებული კანონები, განსახილველი პროექტები და სამომავლო
გეგმები.
ყველა ზომის მომხმარებლის ჩართვა ნეტო აღრიცხვაში და დასაშვები დადგმული
სიმძლავრის გაზრდა 1 მეგავატამდე.
ელექტროენერგეტიკულ სექტორში სტრატეგიის დოკუმენტის მომზადება და
ტექნოლოგიების მიხედვით საერთო გენერაციის პორტფელში წილობრივი
მაჩვენებლების განსაზღვრა.
გადაწყვეტილებების მიღება
ტექნოლოგიის მიხედვით.
ჰიბრიდული სისტემების საპილოტე პროგრამების ამუშავება.
ქარის და მზის პროექტებისთვის გარკვეული კომპონენტების ადგილზე წარმოების
ვალდებულებასთან (Local Content Requirement) მიბმული წამახალისებელი
სქემების დანერგვა.
Waste to Energy ტექნოლოგიის წამახალისებელი მექანიზმი ადგილობრივი
მუნიციპალიტეტებისთვის.
ელექტროენერგიის
დაყვანილი
ღირებულების
სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული მოსაზრებები
დასაბუთებული პოზიციების წარმომდგენი პირებისგან მიღებული ინფორმაცია არ
წარმოადგენს თემატური მოკვლევის ჯგუფის ოფიციალურ პოზიციას. ამ თავში მოცემული
ინფორმაცია პოზიციის წარმომდგენი პირების მიერ შემუშავებული შეფასებაა და მათ მიერ
წარმოდგენილი დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებებიდან მოკლე ამონარიდებია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
1. რა გამოწვევები/ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს განახლებადი ენერგიის
განვითარებისთვის?
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანახმად
(შემდგომში
ეკონომიკის
სამინისტრო),
განახლებადი
ენერგიის
განვითარების
მიმართულებით ძირითადი გამოწვევებია:
დადგმული სიმძლავრის ქსელთან მიერთების შეზღუდვა;
შესაბამისი მაბალანსირებელი სიმძლავრის არ არსებობა;
გადამცემი ქსელი - პრობლემა სიმძლავრის გამოტანასთან დაკავშირებით;
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროექტების წინააღმდეგ განწყობილი
საზოგადოებრივი ჯგუფების პროტესტი;
მოსახლეობის არაინფორმირებულობა და საჭირო კომუნიკაციის ნაკლებობა;
ინვესტორის მხრიდან სოციალურ საკითხებზე ვალდებულებების აღება.
2. როგორ შეაფასებდით საქართველოში განახლებადი
ენერგიის წარმოების მხარდაჭერის არსებულ სქემებს?
ენერგიის
წყაროებიდან
რაც შეეხება განახლებადი ენერგიის განვითარების არსებულ მხარდაჭერის სქემებს,
ეკონომიკის სამინისტრო მათ მთლიანობაში დადებითად აფასებს. თუმცა, მიიჩნევს რომ
შესაძლებელია
აღნიშნული
სქემით
პროექტის
განხორციელების
შემთხვევაში
გასაფორმებელი ხელშეკრულების პროცედურების გამარტივება.
3. რა გავლენა მოახდინა ან/და მოახდენს ევროპულ ენერგორეგულაციებთან
ჰარმონიზაციის პროცესი განახლებადი ენერგიის განვითარებაზე?
დღესდღეობით უკვე მიმდინარეობს მეორადი კანონმდებლობის შემუშავება. ყოველივე
ზემოხსენებული აუცილებელია საქართველოს მიერ დასახული კლიმატური და
ენერგეტიკული
მიზნების
მისაღწევად
და
ენერგეტიკული
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად. საქართველომ აიღო 2030 წლამდე სათბური ემისიების 35%-ით
შემცირების უპირობო ვალდებულება.
საქართველოს
კანონმდებლობის
ჰარმონიზაცია
ენერგეტიკული
გაერთიანების
რეგულაციებთან და დირექტივებთან ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სექტორში თავისუფალი
ბაზრის ჩამოყალიბებას და სამართლიან ფასწარმოქმნას. რაც თავის მხრივ დამატებითი
სტიმულია - სახელმწიფოს მიერ ნაკლები ვალდებულებების აღებითა და გარანტიების
გაცემის სახით.
4.
მოსაზრებები განახლებადი ენერგიის
პროექტების განხორციელებასთან
დაკავშირებულ პროცედურებსა და მარეგულირებელ კანონმდებლობაზე.
პროცესების უკეთესად წარმართვის მიზნით, ეკონომიკის
შესაძლებელია რამდენიმე საკითხის დახვეწა, კერძოდ:
სამინისტროს
აზრით
ერთსა და იმავე მდინარეზე და განთავსების ადგილას გადაფარვაში მყოფი ორი ან მეტი
ალტერნატიული წინადადების არსებობისას, უმჯობესი იქნება პრიორიტეტი მიენიჭოს
მდინარის პოტენციალის ოპტიმალურ ათვისებას.
უმჯობესი იქნება ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემასა და პროექტის
ექსპლუატაციაში მიღებაზე პასუხისმგებელი იყოს სსიპ ,,ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტო“.
სასურველია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰქონდეს
პროექტის ობიექტურად შეწყვეტის უფლებამოსილება, რასაც შემდგომ წერილობით
აცნობებს საქართველოს მთავრობას.
5. მოსაზრებები საერთაშორისო გამოცდილების ან/და ინოვაციური მიდგომების შესახებ,
რაც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის განვითარებას.
საქართველოში ინოვაციური მიდგომების დანერგვამ მნიშვნელოვანი შედეგები
ნაწილობრივ უკვე გამოიღო, 2016 წლიდან საქართველოში ამოქმედდა ნეტო აღრიცხვის
მექანიზმი. 2020 წლის ბოლოსთვის ნეტო აღრიცხვით სარგებლობდა 262 მომხმარებელი,
ჯამური დადგმული სიმძლავრით 6 მეგავატი.
ჭკვიანი ქსელების დანერგვა საქართველოში - ავტომატური ქსელი, რაც განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია განახლებადი წყაროების ინტეგრაციის მხრივ. ჭკვიანი ქსელები უფრო
ეფექტურად უმკლავდებიან არსებულ ხარვეზებსა და საფრთხეებს და თანამედროვე
ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით უზრუნველყოფენ ქსელის ოპტიმალურ
ფუნქციონირებას.
6. დამატებითი მოსაზრებები, იმ საკითხებზე რაც არ არის წარმოდგენილი ზემოთ.
სასურველია დაინერგოს სტანდარტები და კანონმდებლობის დონეზე დარეგულირდეს
შემდეგი საკითხები:
-
ენერგეტიკული პროექტების განვითარების სტრატეგია;
ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ხარისხი;
პროექტის განხორციელების ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის
სოციალური პროექტების საკითხი;
სახელმწიფო სტრუქტურების აქტიური ჩართულობა მოსახლეობის ცნობიერების
ამაღლების მიზნით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
1. რა გამოწვევები/ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს განახლებადი ენერგიის
განვითარებისთვის?
განახლებადი ენერგეტიკის განვითარების კუთხით საქართველოს სერიოზული
პოტენციალი აქვს, რაც ასახულია კლიმატის ცვლილების პოლიტიკასთან დაკავშირებულ
ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში. კერძოდ:
-
ამოცანა 1.1. განახლებადი ენერგიის (ქარის, მზის, ჰიდრო, ბიომასის) წარმოების
ხელშეწყობა;
ამოცანა 1.3. საქართველოს გადამცემ ქსელში განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის
შესაძლებლობების გაძლიერება;
განახლებადი ენერგიის დამატებითი ხელშეწყობა.
კლიმატის სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იდენტიფიცირებულია ის
რისკები, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით
დაგეგმილი ღონისძიებების შესრულებას. კერძოდ ეს რისკებია:
-
მოსახლეობის პროტესტების გამო სამშენებლო კომპანიების/ინვესტორების მიერ
სამუშაოების შეფერხება/გაუქმება;
- პანდემიის გამო პროექტების ფარგლებში საჭირო კვლევების ჩატარების შეფერხება
(მათ შორის, უცხოელ ექსპერტთა ჯგუფის მობილიზაცია);
- პოსტ პანდემიური ფინანსური კრიზისი.
4.
მოსაზრებები განახლებადი ენერგიის
პროექტების განხორციელებასთან
დაკავშირებულ პროცედურებსა და მარეგულირებელ კანონმდებლობაზე.
მნიშვნელოვან
გამოწვევას
წარმოადგენს
გარემოზე
ზემოქმედების
შეფასების
პროცედურებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხარისხი, რაც იწვევს საქმიანობის
განმახორციელებლებისთვის შენიშვნების/ხარვეზების გაგზავნას და ადმინისტრაციული
წარმოებების შეჩერება/შეწყვეტას.
მეორე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქმიანობის განმახორციელებლების
არასათანადო კომუნიკაცია მოსახლეობასთან და შესაბამის მუნიციპალიტეტებთან, რაც
წარმოშობს საჯარო განხილვების ჩაშლის მცდელობას და კონფლიქტურ სიტუაციებს გზშ-ის
დოკუმენტაციის საჯარო განხილვისას, ასევე ფორმალურ ხასიათს ატარებს
მუნიციპალიტეტების ჩართულობა.
საჭიროა დამატებითი მექანიზმების შემუშავება, რაც დაკავშირებულია მხარეების, მათ
შორის საქმიანობის განმახორციელებლებისა და მუნიციპალიტეტების როლის გაზრდასთან.
უნდა აღინიშნოს, რომ ნებართვებთან/ლიცენზიებთან თუ სახელმწიფო უწყებების მიერ
კანონმდებლობით დადგენილი სხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ არის
დადგენილი მსგავსი ინფორმირების და მონაწილეობის მექანიზმები, რაც ზრდის
საზოგადოების ინტერესის დონეს და ჩართულობის ხარისხს გარემოსდაცვითი შეფასების
სფეროში. ამასთან, საზოგადოების ინტერესის სფეროს შესაძლოა წარმოადგენდეს რიგი
საკითხები, რაც არ არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესწავლის საგანი და
კანონმდებლობით დადგენილ სხვა გადაწყვეტილებებს უკავშირდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
1. რა გამოწვევები/ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს განახლებადი ენერგიის
განვითარებისთვის?
ერთ-ერთ პრობლემად შესაძლებელია განხილულ იქნას განსაკუთრებით დიდი ჰესების
მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის დამოკიდებულება, რაც ძირითადად
გამოწვეულია
მოსახლეობის
არასაკმარისი
ინფორმირებით
და
შესაბამისად
არაკომპეტენტური ადამიანების მხრიდან ახალი პროექტების საწინააღმდეგოდ
წამოწყებული პროპაგანდით.
გართულებულია განახლებადი ენერგიის წყაროების გამანაწილებელ ქსელთან მიერთება.
ტექნიკურ პირობაში ხშირად გამანაწილებელი კომპანიები დამატებით დებენ
სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები რიგ შემთხვევებში არ აქვთ
გათვალისწინებული განახლებადი ენერგიის წყაროების დეველოპერებს, რაც გულისხმობს,
იმას რომ მათთვის დამატებითი გაუთვალისწინებელი ფინანსური ტვირთია.
არასაკმარისად განვითარებული და რეგულირებული ელექტროენერგეტიკული ბაზარი,
რაც არასწორ საფასო სიგნალს აძლევს დეველოპერს და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი
პროექტების განხორციელება დიდწილად არის დამოკიდებული სახელმწიფოს მხრიდან
მძიმე ფინანსურ გარანტიებზე.
6. დამატებითი მოსაზრებები, იმ საკითხებზე რაც არ არის წარმოდგენილი ზემოთ.
საქართველოში 2016 წელს ამოქმედდა განაწილებული გენერაციის მხარდაჭერის ერთ-ერთი
ყველაზე გავრცელებული მექანიზმი ე.წ. „ნეტო აღრიცხვა“.
აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა/ინტერესი არის არა მხოლოდ 500 კილოვატამდე დადგმული
სიმძლავრის ელექტროსადგურებზე არამედ 500 კილოვატზე მეტი დადგმული სიმძლავრის
განახლებად წყაროზე მომუშავეზე. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ არსებული
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირ წახალისების მექანიზმს აღნიშნულ
ინტერვალში (500 კილოვატი - 5 მეგავატი). იმ პირობებში, როდესაც დიდი პროექტების
განხორციელება საქართველოში შეფერხებით ხორციელდება, ხოლო მოხმარების ზრდის
ტემპს ჩამორჩება გენერაციის განვითარების ტემპი, მიკრო და მცირე განახლებადი ენერგიის
წყაროების განვითარებას მეტი მხარდაჭერა ესაჭიროება.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
1. რა გამოწვევები/ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს განახლებადი ენერგიის
განვითარებისთვის?
ძირითადი პრობლემებია:
-
მოსახლეობის არასაკმარისი ცოდნა,
ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც
განახლებადი ენერგიის წყაროების მნიშვნელობის შესახებ როგორც ქვეყნის
ეკონომიკის განვითარებაში, ასევე მიწოდების უსაფრთხოების და ზოგადად ქვეყნის
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ;
- არასაკმარისი ინფორმაცია კონკრეტული პროექტების შესახებ;
- გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაგვიანება;
- სისტემაში უნდა არსებობდეს საკმარისი სარეზერვოს სიმძლავრეების წყაროები,
რომელთაგან უპირველეს ყოვლისა არიან მარეგულირებელი ჰესები;
- პრობლემები გადამცემი ხაზების/ქვესადგურების მშენებლობის განხორციელების
კუთხით:
- სოციალური საკითხები;
- დაცული ტერიტორიები / „ზურმუხტის ქსელის“ (Emerald Network) ზონები.
აღნიშნული იწვევს გადამცემი ხაზების მარშრუტის/ქვესადგურების ტერიტორიის
ცვლილებას, რაც ხშირად წარმოშობს ახალ სირთულეებს მშენებლობის წარმოების კუთხით.
განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების პრობლემის შესაძლო გადაწყვეტა:
PR ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც მოსახლეობას მაქსიმალურად, მათთვის
გასაგებ ენაზე მიაწვდის ინფორმაციას;
მზის და ქარის მხრივ, განახლებადი ენერგიის
გაზარდელად შეიძლება გამოყენებული იყოს:
მარეგულირებელი ჰესების მშენებლობა;
ენერგიის დამაგროვებლების ტექნოლოგიების განვითარება სისტემაში;
მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგეტუკული ბაზრების შესაძლო გაერთიანება.
წყაროების
ინტეგრაციის
გადამცემი ქსელის მშენებლობის პრობლემის შესაძლო გადაწყვეტა:
მიზანშეწონილია, შემუშავდეს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც
უზრუნველყოფს გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცედურების და
წარსადგენი დოკუმენტაციის გამარტივებას დაცულ ტერიტორიებსა და სხვადასხვა დაცულ
ზონებზე აგრეთვე სახელმწიფო ტყის მიწებზე, ასევე კერძო საკუთრებების გამოსყიდვის
გამარტივებასა და სასამართლო პროცედურების დროში შემჭიდროვებას.
2. როგორ შეაფასებდით საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის
წარმოების მხარდაჭერის არსებულ სქემებს?
სამართლიანად მიგვაჩნია ამ სქემის გავრცელება როგორც გამდინარე წყალზე მომუშავე
ჰესებზე, ისე ქარის და მზის სადგურებზეც. ამ ეტაპზე აქტუალურია მხარდაჭერის სქემის
პრაქტიკული მოქმედების მექანიზმის სრულფასოვნად რეალიზაცია და სათანადო
პროცედურების გაწერა, მათ შორის ფულადი ფონდების გამოკვეთა.
5. მოსაზრებები საერთაშორისო გამოცდილების ან/და ინოვაციური მიდგომების შესახებ,
რაც ხელს შეუწყოს განახლებადი ენერგიის განვითარებას.
2009 წელს დაფუძნდა გაერთიანება სახელად: „Renewable Grid Initiative” (RGI), რომლის
მიზანია გაზარდოს განახლებად ენერგორესურსზე მომუშავე სადგურების წილი ევროპის
მასშტაბით, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და მიაღწიოს დეკარბონიზაციის მინიმუმის
ზღვარს.
მასში გაერთიანებულია სხვადასხვა ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორი და სხვადასხვა
არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც საერთო, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი
და ორგანიზებული ინტერესები ამოძრავებთ.
ისინი ერთიანი ძალებით, ცოდნითა და გამოცდილებით ცდილობენ სრულად დაამსხვრიონ
მითები, რომლებიც განახლებადი ენერგიის განვითარებას ეწინააღმდეგება, მოიპოვონ
ხალხის დიდი მხარდაჭერა, გამართონ სხვადასხვა ტიპის შეხვედრები მოწინააღმდეგე
მხარეებთან და არგუმენტირებული მსჯელობით და შესაბამისი გარემოს ხელშეწყობით
დაამტკიცონ სიმართლე.
ზეპირი მოსმენები
დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებების შესწავლის შემდგომ, თემატური მოკვლევის
ჯგუფმა მოახდინა იმ მოსაზრებების ავტორების იდენტიფიცირება, ვისთანაც სურდა
შეხვედრა ზეპირი მოსმენების ფორმატში. აღნიშნული შეხვედრა ითვალისწინებდა
მოსაზრებების ავტორების მიერ მათი პოზიციის მოკლე პრეზენტაციას და შემდგომ, კითხვაპასუხის სესიას. ამ ფორმატში თემატურმა ჯგუფმა ჯერ მოუსმინა კერძო სექტორს,
არასამთავრობო ორგანიზაციებს, დარგის ექსპერტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
აღნიშნული შეხვედრა შედგა 2021 წლის 26 ნოემბერს და მის ფარგლებში 15 მოსაზრების
ავტორი წარსდგა თემატური მოკვლევის ჯგუფის წინაშე მოხსენებით (წარმდგენების სრული
სია იხილეთ დანათი N2).
დასაბუთებული წერილობითი
მოსაზრებების წარდგენისას, კერძო
სექტორის
წარმომადგენლების მხრიდან, გაიმართა დისკუსია, ორ ძირითად საკითხზე - განახლებადი
პროექტებისთვის მხარდაჭერის მექანიზმები და უბალანსობის გადასახადი.
კერძო სექტორის წარმომადგენლები, აღნიშნავდნენ, რომ არსებული მხარდაჭერის
მექანიზმი არის არაეფექტური. კერძოდ, მათი აზრით, პრემიალური დანამატის სისტემა არ
მოქმედებს და კიდევ დიდ ხანს არ იმოქმედებს. ასევე, ისინი აღნიშნავდნენ, რომ
პრემიალური დანამატის თანხა არასაკმარისია და დამატებით არ იძლევა სწორ სიგნალს
ინვესტირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საეჭვოა ამ სქემის ქვეშ პროექტების
დროული განხორციელება. საჭიროა, ბაზრის განვითარებამდე განახლებადი პროექტების
წახალისება ფიქსირებული ტარიფების სახით.
უბალანსობის გადასახადის საკითხზე, კერძო სექტორის წარმომადგენლება აღნიშნეს, რომ
განახლებადი სადგურები, განსაკუთრებით მცირე სადგურები, მოწყვლადები არიან - მათ არ
გააჩნიათ დაგეგმარების ინსტრუმენტები; ასევე, არსებობს მონაცემების დეფიციტი, რაც
აფერხებს პროგნოზირებას. ეს კი, თავის მხრივ წარმოადგენს ახალ, დამატებით ხარჯს. კერძო
სექტორის წარმომადგენლების აზრით, უბალანსობასთან დაკავშირებით, საჭიროა
გარკვეული შეღავათების დაწესება.
ზეპირი მოსმენების მეორე ეტაპი ითვალისწინებდა იმ სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრას,
ვის უშუალო კომპეტენციაშიც შედის აღნიშნული საკითხი და რომლებმაც წარმოადგინეს
დასაბუთებული წერილობითი მოსაზრება (სახელმწიფო უწყებების სია იხილეთ დანართი
N3). ზეპირი მოსმენები პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცა საქართველოს პარლამენტის
ვებგვერდის საშუალებით.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ზეპირი მოსმენების დროს აღნიშნა,
თუ რა სამოქმედო გეგმებზე და კანონმდებლობაზე მიმდინარეობს მუშაობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებულ
ეროვნულ გეგმის საკითხს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ისაუბრა მათ მიერ შემუშავებულ
კლიმატის ცვლილების სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე. რაც შეეხება, განახლებადი
ენერგიის პროექტების განვითარებას, მათი აზრით, საჭიროა მეტი თანამშრომლობა უწყებებს
შორის. ასევე, ხაზი გაესვა საზოგადოებასთან საკომუნიკაციო დამატებითი პლატფორმების
საჭიროებას.
ფინანსთა სამინისტრომ, თავის მხრივ, ისაუბრა გასული პერიოდის სექტორულ
პოლიტიკაზე და იმაზე, რომ ის მნიშვნელოვანი ფისკალური რისკების მატარებელი იყო. მათ
აღნიშნეს, რომ შეწყდა გარანტირებული შესყიდვის პრაქტიკა და გადავიდნენ პრემიალურ
მიდგომაზე. თუმცა მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეს არ არის სრულყოფილი მიდგომა და
მომავალში შეიძლება ის გადაიხედოს. მთავარია, რომ შერჩეული მხარდაჭერის მექანიზმი
იყოს ეფექტური და მან შეინარჩუნოს არსებული ფისკალური რისკების დონე, ან შეამციროს
ის.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ქსელზე მიერთების საფასურის
გაანგარიშების ახალ მიდგომაზე. ამ მიდგომის მთავარი პრინციპია, მოხდეს ხარჯების
გადანაწილება ხაზის ოპერატორსა და ინვესტორს შორის. მიერთების საფასუების
გაანგარიშების მეთოდოლოგია მზადდება და შედგება საჯარო განხილვები. მეორე საკითხი
ეხეობა უბალანსობის გადასახადს. მათი ინფორმაციით, არსებობს პრინციპულ დონეზე
პირველადი შეთანხმება მხარეებს შორის და მიმდინარეობს ამის საკანონმდებლო აქტის
სახით ჩამოყალიბება.
რეკომენდაციები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 6 თვეში
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს წარუდგინოს
ენერგეტიკული პოლიტიკის განახლებული დოკუმენტი, რომელიც ასევე მოიცავს
საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაწილს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 9 თვეში
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს წარუდგინოს
ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საკომუნიკაციო გზამკვლევი, სადაც
წარმოდგენილი იქნება სავალდებულო, საინფორმაციო კამპანიები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა
კომისიამ 6 თვეში წარუდგინოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტს ქსელზე მიერთების საფასურის გაანგარიშების განახლებული
მეთოდოლოგია.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა
კომისიამ 3 თვეში ერთობლივად წარმოუდგინონ დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს უბალანსობაზე პასუხისმგებლობის თაობაზე
კანონმდებლობაში ცვლილების ახალი პროექტი, სადაც გათალისწინებული იქნება
შეღავეთები
განახლებადი
ენერგიის
წყაროზე
მომუშავე
ელექტროსადგურებისთვის.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთობლივად 6 თვეში შეიმუშაონ
განახლებადი
ენერგიის
წყაროებზე
მომუშავე
ყველა
ტიპის
ელექტროსადგურებისთვის ახალი ეფექტური მხარდაჭერის მექანიზმები და
წარუდგინონ ის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტს.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 6 თვეში
წარუდგინოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს
განახლებადი
ენერგიის
პროექტების
განხორციელების
მიმართულებით
პროექტების განხორციელების პროცედურების გამარტივების გეგმა.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 3 თვეში
წარუდგინოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს
ინფორმაცია გასულ წლებში შეჩერებული განახლებადი ენერგიის პროექტების
განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 3 თვეში
წარუდგინოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს
მიმდინარე განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის სამშენებლო გარანტიების
გადახედვის გეგმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც SDGs-ის ეროვნულ დონეზე
მაკოორდინირებელმა უწყებამ, მოიყვანოს ეროვნული SDG 7.2.1.1 ინდიკატორი
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების
შესახებ“ საქართველოს კანონის სამიზნე მაჩვენებელთან (35%) თავსებადობაში.
დანართები
დანართი 1 - ტექნიკური დავალება
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
საკომიტეტო მოკვლევის ტექნიკური პირობები (TOR)
მოკვლევის თემა
მოკვლევის
მიზანი
საქართველოში
დაკავშირებით
განახლებადი
ენერგიის
განვითარების
პრობლემებთან
„ეკონომიკის განვითარებას მძლავრი ენერგეტიკული ბაზისი ჭირდება.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება ყოველწლიურად,
თუმცა განახლებადი ენერგიის განვითარების ტემპი არ მიყვება ამ ზრდას.
ენერგორესურსის იმპორტის ზრდა გამოწვევაა, როგორც ენერგეტიკული
უსაფრთხოების ჭრილში, ასევე ეროვნული ვალუტის მდგრადობის
ასპექტშიც.
ამან განაპირობა, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაიწყო თემატური
მოკვლევა „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან
დაკავშირებით“.
განახლებადი ენერგია როგორც ენერგეტიკული, ასევე გარემოსდაცვითი
თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი რესურსია ჩვენთვის. მისი განვითარება
ასევე ნიშნავს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას.
მნიშვნელოვანია საკომიტეტო მოკვლევის მექანიზმის გამოყენებით
შესწავლილ იქნას ამ მიმართულებით რა ტიპის ბიუროკრატიას აწყდებიან
ხოლმე ინვესტორები და შეიძლება თუ არა, წახალისების კუთხით
მოვხსნათ ბარიერები, თუ აქვთ.“
დავით სონღულაშვილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
მიზანი: თემატური მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფის მიერ
საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებული
ვითარების და არსებული გამოწვევების/პრობლემების შესწავლა.
განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისათვის
რეკომენაციების მომზადება და ანგარიშის წარდგენა.
მოკვლევის
საკითხის შესახებ
ენერგეტიკის სექტორი უმნიშვნელოვანესი დარგია ქვეყნის ეკონომიკისთვის,
რადგან მდგრადი ენერგომომარაგება არის ეკონომიკის სხვა დარგების
განვითარების წინაპირობა.
2006 წლის, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „საქართველოს
ენერგეტიკულ
სექტორში
სახელმწიფო
პოლიტიკის
ძირითადი
მიმართულებების თაობაზე“ დადგენილებით, განახლებადი ენერგიის
წყაროების ათვისება გამოცხადდა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
მიზანი იყო საქართველოში მზარდი ენერგომოხმარების დაკმაყოფილება და
რეგიონში ელექტროენერგიის ექსპორტიორად ჩამოყალიბება.
2015 წელს დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკულ დარგში სახელმწიფო
პოლიტიკის
ძირითადი
მიმართულებების
თაობაზე“
საქართველოს
პარლამენტის დადგენილების თანახმად, ადგილობრივი განახლებადი
ენერგორესურსის ათვისება კვლავ რჩება პრიორიტეტად.
2008 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, საქართველოში განახლებადი ენერგიის
განვითარების მხარდაჭერის მთავარი ინსტრუმენტი იყო ელექტროენერგიის
გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება.
2008 წლიდან 2020 წლამდე საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა 200-ზე მეტ
ურთიერთგაგების მემორანდუმს (ხელშეკრულებას), რაც ითვალისწინებს
ჯამში 6,500 მეგავატამდე განახლებადი ენერგიის პროექტების განხორცილებას
საქართველოში.
2009-2020 წლებში, სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად,
ექსპლუატაციაში შევიდა სულ 50-მდე განახლებადი ელექტროსადგური,
რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 700 მეგავატს
შეადგენს.
ამჟამად, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების უმეტესობა
შეფერხებულია, და მათი ექსპლუატაციაში შეყვანის თარიღი გადავადებულია
(წყარო: საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა).
„განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის
შესახებ“ N2009/28/EC ევროდირექტივის შესაბამისად 2019 წლის 20 დეკემბერს
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების
წახალისების შესახებ“ (№5652-რს).
აღნიშნული კანონის თანახმად საქართველოს მთავრობამ ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, უნდა უზრუნველყოს
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების
მხარდაჭერის სქემების დამტკიცება.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 2 ივლისს დაამტკიცა N403 დადგენილება
"განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების
მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“.
საერთაშორისო აპრობირებული სტანდარტებით „მხარდაჭერის სქემა“
გულისხმობს ნებისმიერ ინსტრუმენტს, სქემას ან მექანიზმს, რომელსაც
შემდგომში თვითონ გამოიყენებს საქართველო ან ენერგეტიკული
გაერთიანების სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, რაც ხელს შეუწყობს
განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენებას შემდეგი
შესაძლო მხარდამჭერი მექანიზმების გამოყენებით:
ამ ენერგიის წარმოებისათვის საჭირო დანახარჯების შემცირება;
განახლებადი ენერგიის შესყიდვის ვალდებულება, სხვაგვარად, ასეთი
ენერგიის გარკვეული მოცულობით შეძენაზე;
საინვესტიციო წახალისება;
საგადასახადო შეღავათები ან შემცირება;
გადასახადის უკან დაბრუნება;
მწვანე სერტიფიკატების სისტემის შემოღება და
პირდაპირი ფასის მხარდამჭერი სქემები, რაც მოიცავს სპეციალურ
(მწვანე) ტარიფებს და პრემიალურ გადახდებს;
საქართველოში
მხარდაჭერის
სქემების
ერთ-ერთი
ვარიანტი
შესაძლებელია
არსებული
გარანტირებული
შესყიდვის
ხელშეკრულებების იმ ნაწილის მხარდაჭერა იყოს, რომელიც ეხება
განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის შესყიდვას.
ამასთან, შესაძლოა, ყველაზე მისაღები მოდელი გადამცემი სისტემის
ოპერატორის მიერ განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული
ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურების სახით შესყიდვა იყოს
(მაგალითისთვის, აღნიშნული მოდელი გამოიყენება ესტონეთში).
საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა
მნიშვნელოვანია არსებული პრობლემატიკის იდენტიფიცირებისა (ტარიფები,
ტექნოლოგიების დანერგვა, შესყიდვები, დარგში განსახორციელებელი
ინვესტიციები და სხვ.) და შესაბამისი ქმედებების უზრუნველსაყოფად.
ტექნიკური პირობები
თემატური
მოკვლევის
კითხვები
კომიტეტი იწვევს დაინტერესებულ მხარეებს (იურიდიულ ან/და ფიზიკურ
პირებს), წერილობითი ფორმით დასაბუთებული მოსაზრებების წარსადგენად,
რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილ ზოგიერთ ან ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.
დასაბუთებული მოსაზრება უნდა პასუხობდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მინიმუმ
ერთ კითხვას:
1. რა გამოწვევები/ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს საქართველოში
განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის?
2. „განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების
ხელშეწყობის შესახებ“ N2009/28/EC ევროდირექტივის შესაბამისად 2019
წლის 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა
საქართველოს
კანონი
„განახლებადი
წყაროებიდან
ენერგიის
წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ (№5652-რს). ასევე
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 2 ივლისის დადგენილებით
დაამტკიცა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და
გამოყენების მხარდაჭერის სქემა. როგორ შეაფასებდით საქართველოში
განახლებადი
ენერგიის
წყაროებიდან
ენერგიის
წარმოების
მხარდაჭერის არსებულ სქემებს?
3. 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების
ხელშეკრულებას, ხოლო 2017 წელს გახდა ევროპის ენერგეტიკული
გაერთიანების წევრი. გამომდინარე აქედან, საქართველომ აიღო
ვალდებულება ენერგეტიკული სექტორთან მიმართებაში, რაც
გულისხმობს რეფორმის გატარებას, რომლის შედეგადაც ქართული
კანონმდებლობა
შესაბამისობაში
უნდა
მოვიდეს
ევროპულ
ენერგორეგულაციებთან. რა გავლენა მოახდინა ან/და მოახდენს
ევროპულ
ენერგორეგულაციებთან
ჰარმონიზაციის
პროცესი
განახლებადი ენერგიის განვითარებაზე?
4. გთხოვთ,
მოგვაწოდოთ
თქვენი
მოსაზრებები
განახლებად
ელექტროსადგურების პროექტების განხორციელების პროცედურებსა
და მარეგულირებელ კანონმდებლობაზე (მაგ.: პროექტის ინიცირება,
ნებართვები და საჯარო განხილვები და ა.შ.).
5. რა ინფორმაციას ფლობთ საერთაშორისო გამოცდილების ან/და ისეთი
ინოვაციური მიდგომების შესახებ, რამაც შესაძლებელია, რომ ხელი
შეუწყოს საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებას?
6. სურვილისამებრ,
მოგვაწოდეთ
დამატებითი
მოსაზრებები
საქართველოში
განახლებადი
ენერგიის
განვითარებასთან
დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომლებსაც არ ფარავს ზემოთ
ჩამოთვლილი შეკითხვები.
გთხოვთ წარმოგვიდგინოთ არგუმენტირებული და შესაბამისი წყაროს
მეშვეობით დასაბუთებული მოსაზრება ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე და
შემოგვთავაზოთ განახლებადი ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებით
თქვენი რეკომენდაციები.
დოკუმენტური
მასალის
ჩაბარების
პირობები
ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 25 MB-ს.
ფაილი უნდა იყოს მხოლოდ Word-ის ფორმატში;
დასაბუთებული პოზიციის ტექსტი უნდა შეიცავდეს მაქსიმუმ 3000
სიტყვას და არ უნდა აღემატებოდეს 6 გვერდს (დანართების ჩათვლით)
ფონტის ზომა - 11;
ყველა ინფორმაცია უნდა იქნეს მოქცეული ერთ ფაილში, მათ შორის:
დანართები, დამატებითი ინფორმაცია, ფოტოები, და ა.შ;
აუცილებელია ტექსტის დასაწყისში მოკლედ იყოს წარმოდგენილი
შემდეგი ინფორმაცია:
o იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციული ფორმა,
ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, საქმიანობის
სფერო, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტის მისამართი, ასევე
საკითხზე პოტენციური მომხსენებლის ვინაობა.
o ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, პირადი ნომერი,
მისამართი, საქმიანობის სფერო, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტის
მისამართი.
წერილობითი არგუმენტაცია ზემოთ ჩამოთვლილ ზოგიერთ ან ყველა
კითხვაზე პასუხს უნდა მოიცავდეს. გთხოვთ, მიუთითეთ, რომელ
კითხვას პასუხობთ.
დასაბუთებული პოზიციის დასაწყისში პუნქტებად უნდა
გადმოცემული მოკლე რეზიუმე შემდგომი ტექსტის შესახებ.
აბზაცები
დანომრილი
თანმიმდევრულად.
ტექსტში უნდა იყოს მოცემული დეტალური ფაქტობრივი მონაცემები,
რომელიც სამუშაო ჯგუფს მისცემს შესაძლებლობას გააკეთოს სწორი
ანალიზი და დასკვნა.
ტექსტში, ასევე, შესაძლოა ასახული იყოს გამომგზავნის ცალკეული
რეკომენდაციები და შეხედულებები; ასევე ის სუბიექტები, რომლებიც
მისი აზრით საკომიტეტო მოკვლევის პროცესში შეიძლება ჩაერთოს.
დოკუმენტური მასალა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: econcom@parliament.ge. წერილის სათაურში გთხოვთ
მიუთითოთ: თემატური მოკლვევა - საქართველოში განახლებადი
უნდა
იყოს
არაბული
იყოს
ციფრებით,
ენერგიის განვითარებასთან დაკაიშრებით, გამომგზავნის დასახელება.
მოსაზრებების
2021 წლის 11 ივნისი.
ჩაბარების ბოლო
ვადა
საკონტაქტო
ინფორმაცია
თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით
ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
კითხვების
ან
დამატებითი
ელ.ფოსტა: econcom@parliament.ge
საკომიტეტო
მოკვლევის
ეტაპები
საკომიტეტო მოკვლევის პერიოდი: 2021 წლის 24 მაისი - 30 დეკემბერი;
1. სამუშაო ჯგუფის შექმნა;
2. წერილობითი პოზიციების მიღება:
2.1. წერილობითი პოზიციების მიღება დაიწყება 2021 წლის 31 მაისიდან;
2.2. წერილობითი პოზიციების მიღება დასრულდება 2021 წლის 11 ივნისს
18:00 საათზე.
3. წერილობითი
პოზიციების
საჯაროობა:
მიღებული
პოზიციები
გამოქვეყნდება პარლამენტის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება
ყველა პირისათვის.
4. მიღებული ინფორმაციის შესწავლა: პოზიციების მიღების შემდეგ
კომიტეტის სამუშაო ჯგუფი შეისწავლის მიღებულ ინფორმაციებს,
გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც შემდგომში მოწვეულნი იქნებიან
სამუშაო ჯგუფში, ზეპირი მოსმენის ეტაპზე და წარმოადგენენ თავიანთ
დადასტურებულ პოზიციებს მომხსენებლის სტატუსით.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომა: წერილობითი პოზიციების გაცნობისა და
მოკვლეული საკითხების შეჯამების შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრები
მოისმენენ
განმარტებებს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
წარმომადგენლებისგან, და იმსჯელებენ საკითხის მოგვარების გზებზე.
ზეპირი მოსმენა წარიმართება სამუშაო ჯგუფის წევრებთან, კითხვაპასუხის რეჟიმში.
6. თემატური მოკვლევის შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება და წარდგენა:
6.1. სამუშაო ჯგუფი მოამზადებს შემაჯამებელ ანგარიშს;
6.2. მოკვლევის შემაჯამებელ ანგარიშში
დასკვნები და რეკომენდაციები;
6.3. ანგარიში წარედგინება
გამოქვეყნდება საჯაროდ.
აისახება
საქართველოს
სამუშაო
პარლამენტს
ჯგუფის
და
ასევე
7. კომიტეტის სხდომა: სამუშაო ჯგუფის ანგარიში განიხილება, შეფასდება,
მომზადდება დასკვნა და წარედგინება პარლამენტს პლენარულ სხდომაზე.
თემატური
მოკვლევის
ჯგუფის წევრები
1. დავით სონღულაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი, მთავარი
მომხსენებელი;
2. მაია ბითაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი;
3. ხატია წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
4. მაკა ბოჭირიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
5. ლევან ქარუმიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი;
6. თამარ ტალიაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
7. მიხეილ დაუშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
8. ეკა სეფაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
9. ბექა ლილუაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
დანართი 2 - დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებების სია (კერძო სექტორი)
წერილობითი მოსაზრებების ავტორები
1
მარიამ წულუკიძე, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი
2
ზვიად
გაჩეჩილაძე,
საქართველოს
ტექტნიკური
უნივერსიტეტის ლექტორი ენერგეტიკის დარგში
3
ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG)
4
მარიამ ჩახვაშვილი, ექსპერტი
5
პაატა ცინცაძე, საქართველოს ენერგეტიკის აკადემია
6
ავთანდილ თოდუა, ექსპერტი
7
მურმან მარგველაშვილი, მსოფლიო გამოცდილება
საქართველოსთვის (WEG)
8
მარიამ ჩაჩუა, PMO
9
10
11
12
გიორგი მარგებაძე, მცირე და საშუალო ჰიდრო ენერგიის
განვითარების ასოციაცია
მანანა დადიანი, ენერგოეფექტურობის ცენტრი
საქართველო
გიორგი აბულაშვილი, ენერგოეფექტურობის ცენტრი
საქართველო
მოგელი ტყებუჩავა, ინვესტორთა და მომხმარებელთა
უფლებების დაცვის კომიტეტი
13
მაკა ფარცვანია, ენერგეტიკის სამართლის ცენტრი
14
შპს დეკა
15
ლევან ფავლენიშვილი
16
ნინო მაღრაძე, Cerberus Frontier
17
შპს გროს ენერჯი ჯგუფი
18
ლუკა ლებანიძე, ენერგეტიკის სექტორში კერძო
სექტორის წარმომადგენელი
19
გია არაბიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
20
გიორგი გრძელიძე
21
დავით მირცხულავა, ექსპერტი
22
იური სულაბერიძე
23
ზურა ჯანიაშვილი
24
გიორგი შუკაკიძე
25
კონსტანტინე ბარჯაძე
1
2
3
4
5
ძირითადად
ინფორმაციული
პოზიცია
წარმოდგენილია
არ არის პასუხი
კითხვაზე
დანართი 3 - დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებების სია (სახელმწიფო უწყებები)
N
მოსაზრების ავტორი
1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო
2
საქართველოს
გარემოს
მეურნეობის სამინისტრო
3
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისია
4
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
5
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური*
6
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო*
ძირითადად
ინფორმაციული
დაცვისა
პოზიცია
წარმოდგენილია
1
და
სოფლის
არ არის პასუხი
კითხვაზე
2
3
4
5
დანართი 4 - ზეპირი მოსმენის დღის წესრიგი (კერძო სექტორი)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური
მოკვლევის „განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პრობლემებთან
დაკავშირებით“ მოსმენა
2021 წლის 26 ნოემბერი
ღონისძიების ადგილი: ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8, პარლამენტის სასახლე,
(A კორპუსი, N307)
15:00 საათი - კერძო სექტორი
მისასალმებელი სიტყვა:
15:00 – 15:05 – დავით სონღულაშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.
მომხსენებლები:
15:05 – 15:20 - მარიამ წულუკიძე, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი
განახლებადი ენერგიებნინის სფეროში.
15:20 – 15:35 - მარიამ ჩახვაშვილი, წამყვანი საინვესტიციო კომპანიის ''Galt & Taggart''-ის
უფროსი ანალიტიკოსი.
15:35 – 15:50 - მურმან მარგველაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო
გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი ენერგეტიკის
მიმართულებით
15:50 – 16:05 - პაატა ცინცაძე, ენერგეტიკის ინსტიტუტი; ტექნიკურ მეცნიერებათა
დოქტორი; დამოუკიდებელი ექსპერტი.
16:05 – 16:20 - ნინო მაღრაძე, საინვესტიციო ფონდ „სერბერუს ფრანტიარ“-ის უფროსი
ანალიტიკოსი.
16:20 – 16:35 - ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი
დირექტორი.
16:35 – 16:50 - მარიამ ჩაჩუა, PMO, ასოცირებული პარტნიორი.
16:50 – 17:05 - ავთანდილ თოდუა, დამოუკიდებელი ექსპერტი
17:05 – 17:20 - გიორგი აბულაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის
ცენტრის“ დირექტორი.
17:20 – 17:35 - მაკა ფარცვანია, ენერგეტიკის სამართლისა და კლიმატის ცვლილებების
ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ექსპერტი ბუნებრივი გაზის სფეროში.
17:35 – 17:50 - გიორგი მარგებაძე, მცირე და საშუალო ჰიდროენერგიის განვითარების
ასოციაციის დირექტორი.
17:50 – 18:05 - გიორგი აბრამიშვილი, საქართველოს განახლებადი ენერგიის ასოციაციის
აღმასრულებელი აღმასრულებელი დირექტორი.
18:05 – 18:20 - თორნიკე დარჯანია, შპს “ჰელიოს ენერჯის” დამფუძნებელი.
18:20 – 18:35 - თორნიკე ბახტურიძე, Infinity Energy.
18:35 – 18:50 - გიორგი გურეშიძე, Georgian Renewable Power Company (Georgia Capital).
დანართი 5 - ზეპირი მოსმენის დღის წესრიგი (სახელმწიფო უწყებები)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის „განახლებადი
ენერგეტიკის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ თემატური მოკვლევის მოსმენა
2021 წლის 13 დეკემბერი
ღონისძიების ადგილი: ქ. თბილისი, რუსთაველის N8, პარლამენტის სასახლე, ილია
ჭავჭავაძის სახელობის სხდომათა დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
14:00 საათი - საჯარო სექტორი
მისასალმებელი სიტყვა:
14:00 – 14:05 – დავით სონღულაშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.
მომხსენებლები:
14:05 – 14:20 -
დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილე.
14:20 – 14:35 -
სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
14:35 – 14:50 -
მირზა გელაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
14:50 – 15:05 -
დავით ნარმანია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე,
15:05 – 15:20 -
უჩა უჩანეიშვილი, სს ,,საქართველოს სახელმწიფო
ელექტროსისტემის“ დირექტორი.
15:20 – 15:35 -
გიორგი ჩიქოვანი, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების
ფონდის“ თავმჯდომარე.