„2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-14
ბიუროს ნომერი 119
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა
და 62–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1.
შეიქმნას „2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრედ განისაზღვროს
2021 წლის 5 – 6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები, კერძოდ,
მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უხეში დარღვევა,
მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებზე და
მოქალაქეებზე ფიზიკური
ძალადობა, თავდასხმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებზე,
მედიასაშუალებებზე სავარაუდო კიბერშეტევები და სავარაუდო ორგანიზებული
ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების შესაძლო კავშირი რუსეთის ფედერაციასთან,
რომელიც იყენებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას ჩვენი ქვეყნის ეროვნული
ინტერესების წინააღმდეგ.
ამ ფაქტებთან დაკავშირებული სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის
პირების შესაძლო არამართლზომიერი ქმედებები და სამართალდამცავი
ორგანოების სავარაუდო უმოქმედობის მიზეზები.
2.
საქართველოს
პარლამენტის
დროებითი
საგამოძიებო
კომისიის
უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 3 თვით.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
დადგენილების პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს 2021 წლის 5-6 ივლისს
თბილისში განვითარებული მოვლენების მოკვლევა, შესაბამისი რეაგირება,
რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნის გამოქვეყნება.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის დემოკრატიული
რესპუბლიკა და სახელმწიფო ცნობს და იცავს საყოველთაოდ აღიარებულ
უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ
ღირებულებებს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ქვეყანაში დაცული
უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა,
სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები, თანასწორობის უფლება
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ადამიანის თავისუფლება. უზენაესი კანონით
ასევე განსაზღვრულია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა
ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
2021 წლის 5 – 6 ივლისს თბილისში განხორციელდა მოქალაქეების კონსტიტუციით
გარანტირებული უფლებების უხეში დარღვევა, მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლებზე და
მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა,
თავდასხმა
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებზე,
მედიასაშუალებებზე
1
სავარაუდო კიბერშეტევები. ამასთან, ადგილი ჰქონდა ქვეყნის საკანონმდებლო
ორგანოს -საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აღმართული საქართველოს
საგარეო პოლიტიკური არჩევანის - ევროკავშირის დროშის არაერთგზის ჩამოხსნას
და დაწვას.
5-6 ივლისის თბილისში განვითარებული მოვლენების სრულფასოვან გამოძიებას
და დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს, როგორც საქართველოს
სახალხო დამცველი2, ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები,
პოლიტიკური პარტიები, ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც.
ამა წლის 15 ივლისს საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების ერთობლივ
1
https://publika.ge/ramdenime-qartuli-gamocemis-serverebze-kibersheteva-mimdinareobs/
https://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsvelis-gantskhadeba-5-6-ivlisis-movlenebisorganizatorta-kmedebebis-gamodziebastan-dakavshirebit
2
განცხადებაში3 ღიად ითქვა, რომ ამ მოვლენებმა „ ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა
და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის
ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს.“ ამავე განცხადებაში ნათქვამია,
რომ „დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური
რიტორიკა ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის
დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით
გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ“. საყურადღებოა ისიც, რომ
პარტნიორი ქვეყნების საელჩოები მოგვიწოდებენ, მივიღოთ შესაბამისი
პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები, რათა ყველა ძალადობრივი ფაქტი
დროულად იქნას გამოძიებული და
მოხდეს მოძალადეების კანონის სრული
სიმკაცრით დასჯა.
ამასთან, 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ სავარაუდოდ ორგანიზებულ
ქმედებებთან მიმართებაში არაერთხელ გამოითქვა პოზიციები და ვარაუდები,
ქვეყნის შიგნით და მის გარეთაც, რომ ამ „მოვლენების უკან კრემლია“,4 რაც
სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული და შესაბამისი ზომები მიღებული
იმისათვის, რომ დაცულ იქნას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და ეროვნული
ინტერესები. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება აღიარებს, რომ
რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია,
რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით
მასზე დაკისრებული საზედამხედველო ფუნქცია - პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის შექმნის გზით.
ა.ა.ბ)არსებული
აუცილებლობა:
პრობლების
გადასაჭრელად
დადგენილების
მიღების
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის მიხედვით ამ მუხლით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტში იქმნება დროებითი
საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ
საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და
შესაბამისი რეაგირების მიზნით. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის
საფუძველია ორგანოების, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედების
შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას,
სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა
ინტერესებს.
3
https://www.interpressnews.ge/ka/article/665906-evrokavshiris-kveqnebis-elchebi-sakartvelos-mtavrobasmoucodeben-5-ivlisis-movlenebis-gamo-dauqovnebliv-gadadgan-nabijebi-da-miigon-politikuri-dasamartlebrivi-zomebi
4
https://formulanews.ge/News/53280
შესაბამისად, როდესაც პარლამენტარებს და საზოგადოებას აქვს საფუძვლიანი ეჭვი
სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო
ქმედებების შესახებ, დროებითი საგამოძიებო კომისია წარმოადგენს დამატებით
ბერკეტს გამოაშკარავებული და სათანადოდ რეაგირებული იყოს სახელმწიფოს
წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, უკანონო ქმედებები.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები
პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 3 თვის
განმავლობაში საქმის შესწავლის ფარგლებში საჯაროდ გამოკითხავს საქმესთან
აფილირებულ პირებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, გამოაქვეყნებს შესაბამის
დასკვნას და
საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
აღნიშნული გამოძიება საბოლოოდ გასცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს
პასუხებს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულ
უფლებებთან, დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასთან და ევროპულ არჩევანთან.
ა. გ ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი
ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და
შესაბამისი რეაგირების მიზნით იქმნება საქართველოს პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისია, რომლის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია 3 თვე.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტის
მიმართებაში.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება;
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანს წარმოადგენს მაღალი
საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნის
ეროვნულ უსაფრთხოებასა ეროვნულ ინტერესებს. საკითხის მნიშვნელობიდან
გამომდინარე,
დადგენილების
პროექტი
ძალაში
უნდა
შევიდეს
გამოქვეყნებისთანავე, რათა დროულად მოხდეს საკითხის შესწავლა და შესაბამისი
რეაგირება.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტის
მიმართებაში.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობისთვის საჭირო ხარჯის დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტით.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების პროექტის მიღებას არ ექნება ზეგავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დროებით კომისიას
შეუძლია კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფი
კომისიის წევრებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. აღნიშნულის
საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობისთვის საჭირო თანხის თაობაზე
გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ხაზინადართა საბჭო და შესაბამისი
ხარჯების დაფინანსება მოხდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. შესაბამისად,
დადგენილების პროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
დადგენილების პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ
და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის გავლენის
შეფასება;
დადგენილება არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) დადგენილების
სტანდარტებთან:
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების პროექტი მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ
ვალდებულებებს.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო დადგენილების პროექტის შემუშავებაში.
დადგენილების პროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა
არ მიუღიათ.
დ.ბ)
დადგენილების
პროექტის
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო
დადგენილების პროექტის მიმართ
შემუშავებაში
ჯგუფის,
ექსპერტის
მონაწილე
შეფასება
ასეთი არ არის.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე ) დადგენილების პროექტის ავტორი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი - „რეფორმების ჯგუფი“
ვ ) დადგენილების პროექტის ინიციატორი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი - „რეფორმების ჯგუფი“