„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 41 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-14
ბიუროს ნომერი 119
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 7. საარსებო შემწეობა
1. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა.
2. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია
შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
3. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის
ოდენობა ყოველი მომდევნო წლის დასაწყისისთვის განისაზღვრება, როგორც სოციალური
დახმარების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიმდინარე წლისთვის
განსაზღვრული სოციალური შემწეობა, გაზრდილი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო
მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის
მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ ბოლო 12
თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით გაზრდილი საარსებო შემწეობის ოდენობა
5-ის ჯერად რიცხვზე ნაკლებია, მისი ოდენობა მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად
რიცხვამდე.
5. ამ მუხლით დადგენილი წესით საარსებო შემწეობის ოდენობა უნდა გაიზარდოს შესაბამისი
საბიუჯეტო წლის პირველივე თვიდან.
6. ამ მუხლის მიზნებისთვის:
ა) ინფლაციის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის
ბოლო წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით
გათვალისწინებული 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა 12 თვის
საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო
რიცხვის მეათედამდე;
ბ) მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი განისაზღვრება,
როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის ბოლო წარდგენის
მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული
სამსახურის
მიერ
გამოქვეყნებული
ოფიციალური
მონაცემებით
გათვალისწინებული კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის
მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური
ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე.
7. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები,
აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის
ბრძანებით
მუხლი 2.
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. საქართველოს მთავრობას დაევალოს, 2022 წლის 1 მარტიდან უზრუნველყოს:
ა) საარსებო შემწეობის ოდენობის დადგენა ამ კანონით გათვალისწინებული წესის
შესაბამისად;
ბ) საარსებო შემწეობის მოცულობის თითოეული კატეგორიის ბენეფიციარი ოჯახისთვის, ასევე
16 წლამდე ასაკის ოჯახის წევრისთვის 10 ლარით გაზრდა ოჯახის თითოეულ წევრზე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონის
პროექტის
მთავარი
მიზანია,
უზრუნველყოს
სოციალურად
დაუცველი
ოჯახების/პირების სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება და შექმნას შესაბამისი
საკანონმდებლო ჩარჩო, რათა სახელმწიფომ, კანონით დადგენილი წესით, მოახდინოს
სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა ადექვატური სოციალური დაცვის
სისტემით, განსაკუთრებით იმ ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ, რასაც ადგილი აქვს
გლობალური პანდემიის შედეგად ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური და
სოციალური მდგომარეობის დამძიმების კუთხით.
საარსებო შემწეობა წარმოადგენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილ სოციალური დახმარების სახეს და გამოიყენება ღატაკი ოჯახების მხარდასაჭერად,
რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა მერყეობს 0-დან 120000-მდე. საარსებო შემწეობის
ბენეფიციარებს ასევე წარმოადგენენ ამავე კატეგორიის ოჯახების 16 წლამდე წევრები,
რომლებიც „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სოციალური
დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, იღებენ
დამატებით ფულად სარგებელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საჭიროებებისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდგომ, საარსებო შემწეობის ნომინალური მოცულობა არ
გაზრდილა და იგი ოჯახის სოციალური სარეიტინგო ქულის შესაბამისად მერყეობს
თითოეულ ოჯახის წევრზე 30-დან 60 ლარამდე (გარდა 16 წლამდე ასაკის წევრებისა,
რომელთათვისაც დამატებით განსაზღვრულია 100 ლარიანი შემწეობა). ამავე დროს
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის დასაწყისიდან 2021 წლის ბოლომდე, სამომხამრებლო ფასების
ინდექსის (ინფლაციის) მაჩვენებელი გაზრდილია 45.5%-ით. ამავდროულად, საქართველოს
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო მომხმარებლის საარსებო
მინიმუმის ყოველთვიური მოცულობა შეადგენს 168 ლარს
(2021
წლის ნოემბრის
მდგომარეობით). აღსანიშნავია ასევე, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა
მზარდია,
განსაკუთრებით
ბოლო
პერიოდის
განმავლობაში,
როდესაც
2021
წლის
დასაწყისთან შედარებით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა
რაოდენობა გაიზარდა 111 000 ადამიანით.
ამ მოცემულობის პირობებში, ნათელია, რომ დღეს არსებული საარსებო შემწეობა, როგორც
სოციალური დახმარების სახე, ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში ღატაკი ოჯახებისთვის
სოციალური უზრუნველყოფის სათანადო მექანიზმს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს
მხარდაჭერა არ არის მზარდი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების პროპორციულად და
რეალური ეკონომიკური პარამეტრების შესაბამისად და შედეგად, ბენეფიციარს ვერ
უნარჩუნებს მსყიდველუნარიანობას.
შესაბამისად, აუცილებელია, რომ მოხდეს საარსებო შემწეობის, მათ შორის, 16 წლამდე პირთა
შემწეობის ინდექსაციის წესის განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს, რომ სოციალური შემწეობის
მოცულობა გაიზრდება არანაკლებ ფასების დონის ზრდისა და რეალური ეკონომიკური
ზრდის პროპორციულად, ყოველწლიურად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მიუხედავად დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ფასების დონის და
სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდისა, 2015 წლის შემდგომ, არ მომხდარა
საარსებო შემწეობის ზრდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სოციალურად მოწყვლადი
მოქალაქეების მხარდაჭერისთვის, ერთის მხრივ, ერთჯერადად, 10 ლარით გაიზარდოს საარსებო
შემწეობის მოცულობა და ამავდროულად, ჩამოყალიბდეს წესი, რომელიც უზრუნველყოფს
სოციალური შემწეობის ყოველწლიურ ზრდას ეკონომიკური პარამეტრების შესაბამისად,
მინიმუმ ფასების დონის და ეკონომიკის ზრდის პროპორციულად, რათა ეკონომიკური ზრდის
შედეგები იყოს მეტად ინკლუზიური, ხოლო ინფლაციის შედეგად არ მოხდეს
მსყიდველობითუნარიანობის შემცირება. ამასთან, მსგავსი წესის ჩამოყალიბება მნიშველოვანი
იქნება საბიუჯეტო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის, სახელმწიფო ფინანსების მართვის
ეფექტიანობისთვის და არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ/საარჩევნო ციკლზე ან
პოლიტიკურ დაპირებებზე.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ 2020 წლის განმავლობაში განხორციელდა ასაკობრივი
პენსიის მსგავსი წესით ინდექსაცია იმისთვის, რომ ქვეყანაში მომხადარიყო ე.წ. ჩანაცვლების
კოეფიციენტის
შენარჩუნება
და
ასაკით
პენსიონერთა
სოციალური
მდგომარეობის
გაუმჯობესება. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა უკვე იცნობს მსგავს პრეცედენტს.
ამდენად, ცვლილება წარმოდგენილ კანონში აუცილებელია, რათა საქართველოს მთავრობამ
უზრუნველყოს შემოთავაზებული წესის დანერგვა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონის პროექტი დადებითად იმოქმედებს საარსებო შემწეობის მიმღები პირების და მათი
ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კანონის პროექტით, პირდაპირი წესით
ხდება საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შემწეობის მოცულობის ზრდა საშუალოდ 15 ლარით
2022 წლის განმავლობაში, ხოლო 10-15 ლარით მომდევნო წლების განმავლობაში (ინდექსაციის
წესის შესაბამისად). შედეგად, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა
უმრავლესობას, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გაეზრდება საშუალოდ - 70-75 ლარით
ყოველთვიურად, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მათი სოციალური მდგომარეობის
გაუმჯობესებისთვის. კანონპროექტის მიღება ასევე დადებით გავლენას მოახდენს 16 წლამდე
პირების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
კერძოდ, კანონპროექტის
მიღების
შედეგად, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა 16 წლამდე წევრების დახმარების მოცულობა
გაიზრდება ყოველწლიურად ინდექსაციის წესით, რაც უზრუნველყოფს დადებით ზეგავლენას
ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. კანონის
პროექტის შესაბამისად, უკვე 2022 წელს, 20 ლარით, ხოლო შემდგომში - ყოველწლიურად
საშუალოდ 15 ლარით გაიზრდება 16 წლამდე პირების საარსებო შემწეობის მოცულობა, რაც
მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების
სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
მოქმედი
საკანონმდებლო
ჩარჩოს
შესაბამისად,
საარსებო
შემწეობის
მოცულობა
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამავდროულად აღნიშნული
კანონის პროექტი უნარჩუნებს საქართველოს მთავრობას შესაბამის მოქნილობას საარსებო
შემწეობის დადგენის თვალსაზრისით, თუმცა, ამავდროულად წარმოდგენილი კანონის
პროექტით ცვლილება შედის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში,
კერძოდ, მე-7 მუხლის რედაქციაში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის მიერ ყოველი წლის დასაწყისში საარსებო შემწეობის გაზრდილი მოცულობის
დადგენის წესი. ამასთან, გარდამავალი დებულებით დგინდება, რომ 2022 წელს, კოვიდ-19
პანდემიის შედეგად გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების გამო, ინდექსაციის
წესით საარსებო შემწეობის გაზრდის გარდა, განხორციელდეს ერთჯერადად საარსებო
შემწეობის ნომინალური მოცულობის 10 ლარით ზრდა ბენეფიციართა სოციალური
სარეიტინგო ქულის მიხედვით არსებული ყველა კატეგორიისთვის.
ინდექსაციის წესი, თავის მხრივ გულისხმობს, რომ ერთის მხრივ მოხდეს გასული 12 თვის
ინფლაციის, ანუ ფასების დონის ცვლილების შესაბამისად საარსებო შემწეობის მოცულობის
ზრდა, რაც გულისხმობს იმას, რომ მინიმუმ უზრუნველყოფილი იქნას ამ შემწეობის
მსყიდველუნარიანობა, ხოლო მეორეს მხრივ ინდექსაცია ასევე გულისხმობს რეალური
ეკონომიკური ზრდის 6 კვარტლის საშუალო მაჩვენებელის გათვალისწინებას, რაც ემსახურება
იმას, რომ ეკონომიკური ზრდა გახდეს მეტად ინკლუზიური.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტისთვის უკუძალის მინიჭება მოთხოვნილი არ არის. კანონპროექტი ძალაში შედის
გამოქვეყნებისთანავე. ხოლო მთავრობას ევალება, 2022 წლის 1 მარტიდან უზრუნველყოს:
ა) საარსებო შემწეობის ოდენობის დადგენა ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ბ) საარსებო შემწეობის მოცულობის თითოეული კატეგორიის ბენეფიციარი ოჯახისთვის, ასევე
16 წლამდე ასაკის ოჯახის წევრისთვის 10 ლარით გაზრდა ოჯახის თითოეულ წევრზე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
კანონის პროექტის მიღება, გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კერძოდ:
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა კანონპროექტის ამოქმედების წელს (2022
წელი):
ა) ინდექსაციის წესის დადგენა:
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს
მთავრობის მიერ საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის
პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის (01.10.2021)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური
მონაცემებით გათვალისწინებული 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსი
წინა 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსთან შედარებით,
დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე შეადგენდა 7.1%
მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის ბოლო 6 კვარტლის საშუალო
არითმეტიკულის 80% შესაბამისი მაჩვენებელი - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს
შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს
პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური
მონაცემების შესაბამისად შეადგენდა (-0.1%)
შედეგად,
კანონის
პროექტის
მიხედვით,
ინდექსაციის
წესის
განხორციელებისთვის
გამოსაყენებელი ინდექსის მაჩვენებელი შეადგენს 1.071 -ს.
შედეგად, სოციალური სარეიტინგო ქულის თითოეულ კატეგორიაში, საქართველოს
მთავრობის N 145 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად დადგენილი სოციალური
შემწეობის მოცულობა განისაზღვრება შემდეგნაირად (ამ კანონის პროექტის 1-ლი მუხლის მე4 პუნქტის (დამრგვალების წესის) შესაბამისად):
ოჯახის სარეიტინგო ქულა
საარსებო
მოცულობა
შემწეობის
ოჯახის
ზრდა
ინდექსაციის
შესაბამისად (₾)
თითოეულ წევრზე (₾)
<30000
65
5
30001_57000
55
5
57001_60000
45
5
60001_65000
35
5
110
10
<12001
(16
წლამდე
ოჯახის
წევრისთვის)
ამასთან:
1) საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული
სტატისტიკური ინფორმაციის თანახამად (2021 წლის დეკემბრის სტატისტიკა),
საარსებო შემწეობის მიმღებ 16 წლამდე პირთა საერთო რაოდენობა შეადგენს - 216 004
პირს, შესაბამისად, ინდექსაციის წესით ამ პირთა საარსებო შემწეობის
ინდექსაციისთვის საჭირო დამატებითი ყოველთვიური ხარჯი შეადგენს 2,160,040
ლარს;
2) ამავდროულად, მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური
ინფორმაციის თანახამად (2021 წლის დეკემბრის სტატისტიკა), საარსებო შემწეობის
მიმღებ პირთა საერთო რაოდენობა შეადგენს - 643,167 პირს, რომელთაც თანაბრად, 5
ლარით გაეზრდებათ საარსებო შემწეობის მოცულობა, რისთვისაც დამატებითი
ყოველთვიური ხარჯი შეადგენს - 3,215,835 ლარს.
შედეგად, საარსებო შემწეობის ინდექსაციისთვის 2022 წლის განმავლობაში საჭირო საერთო
დამატებითი ფინანსური ხარჯი შეადგენს: (3,215,835 + 2,160,040)*10 თვეზე (2022 წლის
მარტიდან გაზრდილი გასაცემლების პირობებში) = 53,758,750 ლარს. (I)
ბ) ერთჯერადად ზრდა:
რაც შეეხება, აღნიშნული კანონის პროექტის გარდამავალი დებულებით განსაზღვრულ
საარსებო შემწეობის ფიქსირებული ოდენობით - 10 ლარით ზრდას, მიუხედავად სოციალური
სარეიტინგო ქულის მიხედვით ბენეფიციართა კატეგორიებისა, აღნიშნული ზრდისთვის
საჭირო დამატებითი ყოველთვიური ფინანსური ხარჯი შეადგენს: 643,167 * 10 ₾=6,431,670
ლარს. შესაბამისად, 2022 წლის განმავლობაში საჭირო საერთო დამატებითი ფინანსური ხარჯი
შეადგენს: 6,431,670 * 10 თვეზე (2022 წლის მარტიდან გაზრდილი გასაცემლების პირობებში) =
60,431,670 ლარს (II)
ორივე კომპონენტის, ინდექსაციის განხორციელებისა და ფიქსირებული მოცულობით ზრდის
შემთხვევაში, საერთო დამატებითი ხარჯი 2022 წლის განმავლობაში შეადგენს 60,431,670 (II) +
53,758,750 (I) = 114,190,420 ლარს.
ხოლო გასაცემლები, კატეგორიების მიხედვით იქნება შემდეგი:
ოჯახის სარეიტინგო ქულა
საარსებო
შემწეობის
საარსებოს
მოცულობა
ოჯახის
მოცულობის
თითოეულ წევრზე (₾)
შემწეობის
ზრდა
ინდექსაციის წესისა და
10
ლარით
ზრდის
შემთხვევაში (₾)
<30000
75
15
30001_57000
65
15
57001_60000
55
15
60001_65000
45
15
120
20
<12001 (16
წევრისთვის)
წლამდე
ოჯახის
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა - 2023 წელი:
ინდექსაციის კომპონენტით გაზრდილი საარსებო შემწეობისთვის საჭირო დამატებითი
ხარჯის კალკულაცია:
ინფლაციით ინდექსაციის საპროგნოზო ინდექსი - 1.073 (I) (საქართველოს ეროვნული
ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი)
რეალური ეკონომიკური ზრდის 6 კვარტლის საშუალო მაჩვენებლის 80%-ით
ინდექსაციისთვის გამოყენებული საპროგნოზო ინდექსი - 1.057 (II) (2021 წლის III და
IV კვარტალში დაფიქსირებული რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
აღებულია საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი ეკონომიკური ზრდის
შეფასების სტატისტიკიდან, ხოლო 2022 წლის I-IV კვარტლების რეალური
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებად გამოყენებულია 2022 წლის საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს პროგნოზის - 6.0%-ის საშუალო კვარტალური მაჩვენებელი)
საერთო გამოსაყანებელი ინდექსი - 1.13
შესაბამისად, 2023 წლის დასაწყისიდან, საარსებო შემწეობის დადგენილ მოცულობებს
სოციალური სარეიტინგო ქულის სხვადასხვა კატეგორიაში ექნება შემდეგი სახე:
ოჯახის სარეიტინგო ქულა
საარსებო
მოცულობა
თითოეულ
შემწეობის
ოჯახის
წევრზე
2023
საარსებოს
შემწეობის
მოცულობის
ზრდა
ინდექსაციის
წლისთვის (₾)
შემთხვევაში (₾)
<30000
85
10
30001_57000
75
10
57001_60000
65
10
60001_65000
55
10
140
20
<12001
(16
წლამდე
ოჯახის
წესისა
წევრისთვის)
1) საარსებო შემწეობის მიმღებ 16 წლამდე პირთა ინდექსაციის წესით საარსებო
შემწეობის მოცულობის ზრდისთვის საჭირო დამატებითი ფინანსური რესურსი 2023
წლისთვის შეადგენს: 216,004 პირი * 20 ₾ * 12 თვე = 51,840,960 ლარს (I)
2) ამავდროულად, შემწეობის მიმღებ პირთა ინდექსაციის წესით საარსებო შემწეობის
მოცულობის ზრდისთვის საჭირო დამატებითი ფინანსური რესურსი 2023 წლისთვის
შეადგენს: 643,167 * 10 ₾ *12 = 77,180,040 ლარს. (II)
საერთო ჯამში, 2023 წლისთვის კანონის პროექტით განსაზღვრული წესის ამოქმედების
შედეგად, დამატებითი ფინანსური რესურსი შეადგენს: 51,840,960 ლარს (I) + 77,180,040 ლარს.
(II) = 129,021,000ლარს
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა - 2024 წელი:
ინდექსაციის კომპონენტით გაზრდილი საარსებო შემწეობისთვის საჭირო დამატებითი
ხარჯის კალკულაცია:
ინფლაციით ინდექსაციის საპროგნოზო ინდექსი - 1.03 (I) (საქართველოს ეროვნული
ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი)
რეალური ეკონომიკური ზრდის 6 კვარტლის საშუალო მაჩვენებლის 80%-ით
ინდექსაციისთვის გამოყენებული საპროგნოზო ინდექსი - 1.045 (II) 2023 წლის I-IV
კვარტლების რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებად და 2022 წლის რეალური
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლად გამოყენებულია ამ წლებისთვის საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს პროგნოზის 2022 - 6.0%-ის და 2023 – 5.5%-ის საშუალო
კვარტალური მაჩვენებელი.
საერთო გამოსაყენებელი ინდექსი - 1.075
შესაბამისად, 2024 წლის დასაწყისიდან, საარსებო შემწეობის დადგენილ მოცულობებს
სოციალური სარეიტინგო ქულის სხვადასხვა კატეგორიაში ექნება შემდეგი სახე:
ოჯახის სარეიტინგო ქულა
საარსებო
შემწეობის
საარსებოს
მოცულობა
ოჯახის
მოცულობის
ზრდა
ინდექსაციის
წესისა
თითოეულ
წევრზე
2024
შემწეობის
წლისთვის (₾)
შემთხვევაში (₾)
<30000
95
10
30001_57000
85
10
57001_60000
70
5
60001_65000
60
5
155
15
<12001 (16
წევრისთვის)
წლამდე
ოჯახის
1) საარსებო შემწეობის მიმღებ 16 წლამდე პირთა ინდექსაციის წესით საარსებო
შემწეობის მოცულობის ზრდისთვის საჭირო დამატებითი ფინანსური რესურსი 2024
წლისთვის შეადგენს: 216,004 პირი * 15 ₾ * 12 თვე = 38,880,720 ლარს (I)
2) ამავდროულად, შემწეობის მიმღებ პირთა ინდექსაციის წესით საარსებო შემწეობის
მოცულობის ზრდისთვის საჭირო დამატებითი ფინანსური რესურსი 2024 წლისთვის
შეადგენს: 59,965,380ლარს. (II)
საერთო ჯამში, 2024 წლისთვის კანონის პროექტით განსაზღვრული წესის ამოქმედების
შედეგად, დამატებითი ფინანსური რესურსი შეადგენს: 38,880,720 ლარს (I) + 59,965,380 ლარს.
(II) = 98,846,100.00 ლარს.
შენიშვნა: ხარჯების კალკულაცია, სადაც მონაწილეობს ბენეფიციართა რაოდენობა, ეფუძნება
დაშვებას, რომ ბენეფიციართა რიცხოვნობა მომდევნო 3 წლის განმავლობაში შენარჩუნდება 2021
წლის დეკემბრის მაჩვენებელზე. ამ მაჩვენებლის ზრდის შემთხვევაში ხარჯი გაიზრდება, ხოლო
შემცირების შემთხვევაში - შემცირდება.
მაგალითად, თუკი დავუშვებთ, რომ 2023 და 2024 წლებში საარსებო შემწეობის მიმღებ
ბენეფიციართა რაოდენობა შემცირდება 10 – 10 პროცენტით (წლის დასაწყისიდან), ამ
შემთხვევაში:
2023 წლისთვის დამატებითი ფინანსური ხარჯი იქნება - 80,699,598 ლარი, ნაცვლად
98,846,100 ლარისა;
2024 წლისთვის დამატებითი ფინანსური ხარჯი იქნება - 81,340,459.20 ლარი, ნაცვლად
100,420,320 ლარისა;
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებით გამოწვეული ხარჯების დაფინანსების წყაროა 2022 წლის და
შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს 2022 წლის და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში, 2022 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილში მოსაძიებელი ფინანსური რესურსი შეადგენს 114 მლნ. ლარს. აღნიშნული მოცულობა
მცირდება მომდევნო წლებში, რაც, ერთი მხრივ, განპირობებულია მომდევნო წლებში საარსებო
შემწეობის ერთჯერადი ზრდის კომპონენტის არარსებობით, ხოლო მეორე მხრივ - ბენეფიციართა
რაოდენობის შემცირებით.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონის პროექტი დადებითად იმოქმედებს საარსებო შემწეობის ბენეფიციარი პირებისა და
მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კანონის პროექტით პირდაპირი
წესით ხდება საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შემწეობის მოცულობის საშუალოდ 15 ლარით
ზრდა 2022 წლის განმავლობაში, ხოლო 10-15 ლარით მომდევნო წლების განმავლობაში
(ინდექსაციის წესის შესაბამისად). შედეგად, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ
ოჯახთა უმრავლესობას, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გაეზრდება საშუალოდ - 70-80
ლარით ყოველთვიურად, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მათი სოციალური
მდგომარეობის დამძიმების თავიდან ასაცილებლად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
კერძოდ, კანონპროექტის მიღების შედეგად, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა 16 წლამდე
წევრების დახმარების მოცულობა გაიზრდება ყოველწლიურად ინდექსაციის წესით, რაც
უზრუნველყოფს დადებით ზეგავლენას ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის
გაუმჯობესების მიმართულებით საზოგადოების სოციალურად მოწყვლად ოჯახებში. კანონის
პროექტის შედეგად უკვე 2022 წელს 20 ლარით, ხოლო შემდგომში - ყოველწლიურად
საშუალოდ 15 ლარით გაიზრდება ამ ოჯახებში მცხოვრები 16 წლამდე პირების საარსებო
შემწეობის მოცულობა, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ამ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების
სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება
არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
მიერ
საერთაშორისო
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტი
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეო ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ლილუაშვილი,
ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე.
ანა
ბუჩუკური,
გიორგი
ანა
ბუჩუკური,
გიორგი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
ბექა
ლილუაშვილი,
ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე.