საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დასკვნა
- საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი (ეს პროექტი) დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2022-02-15
📜 ტექსტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-1326/22
07-02-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძისათვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
2022
წლის
პარლამენტის
7
თებერვალს
წევრის
კომიტეტის
ბადრი
სხდომაზე
ჯაფარიძისათვის
განიხილა
საქართველოს
პარლამენტის
წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, მის მიმართ კანონიერ ძალაში
შესული სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ ცნობის გამო. საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-9
პუნქტის თანახმად გამოითხოვა შესაბამისი განაჩენის ასლი. თბილისის საქალაქო
სასამართლოს მიერ 2022 წლის 28 იანვრის N1-946/22 წერილით საქართველოს
პარლამენტში
წარმოდგენილი
განაჩენით
დასტურდება,
რომ
საქართველოს
პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძის მიმართ (საქმე N1/4607-19) დადგინდა
გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამასთან, განაჩენი
კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს
პარლამენტის
წევრს
ბადრი
ჯაფარიძეს
ვადამდე
პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
შეუწყდეს
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
ბადრი ჯაფარიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ბადრი ჯაფარიძეს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი