საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი

დასკვნა მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-1329/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა ნათელაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-02-15

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-1329/22 07-02-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა ნათელაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2022 წლის პარლამენტის 7 თებერვალს წევრის კომიტეტის შალვა სხდომაზე ნათელაშვილისათვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, მორიგი სესიის განმავლობაში მორიგი სხდომების ნახევარზე მეტზე არასაპატიო მიზეზით არ დასწრების გამო. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. საქართველოს პარლამენტის 2021 წლის მორიგი საშემოდგომო სესიის განმავლობაში სულ ჩატარდა 15 მორიგი სხდომა. აქედან, საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა ნათელაშვილის მიერ, გაცდენილი იქნა 15 მორიგი სხდომა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დილის სხდომის გახსნის წინ, ასევე კენჭისყრის წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით გაიაროს რეგისტრაცია. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ იგი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში გაივლის ერთ რეგისტრაციას მაინც. საქართველოს პარლამენტის წევრმა შალვა ნათელაშვილმა პლენარული სხდომის დღის განმავლობაში ჩატარებული არცერთი რეგისტრაცია არ გაიარა 15 (07.09.2021; 05.10.2021; 19.10.2021; 02.11.2021; 16.11.2021; 18.11.2021; 19.11.2021; 30.11.2021; 01.12.2021; 02.12.2021; 03.12.2021; 14.12.2021; 15.12.2021; 16.12.2021; 17.12.2021) მორიგი პლენარული სხდომის დღეს. შესაბამისად, მას აღნიშნული პლენარული სხდომები ეთვლება გაცდენილად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ მიზეზის თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს ფრაქციის თავმჯდომარე. ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება ასევე საქართველოს პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, პარლამენტის წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. ხოლო ამავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, ფრაქციათა თავმჯდომარეები დილის სხდომის გახსნისას რეგისტრაციამდე მანდატურთუხუცესს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. უფრაქციო პარლამენტის წევრი მის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე რეგისტრაციამდე თვითონ წერილობით აცნობებს მანდატურთუხუცესს. თუ აღნიშნული პირები განსაზღვრულ ვადაში არ მიაწვდიან მანდატურთუხუცესს ინფორმაციას, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება. საქართველოს პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა ნათელაშვილის მიერ გაცდენილი მორიგი სხდომების არც ერთ შემთხვევაში სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა, ასევე აღნიშნულ პერიოდში არც ერთხელ არ ყოფილა წარდგენილი წერილობითი ინფორმაცია მანდატურთუხუცესისათვის, დილის სხდომის გახსნისას რეგისტრაციამდე, პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება პლენარული სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. აღნიშნული მოქმედებები საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა ნათელაშვილის მხრიდან არ განხორციელებულა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა ნათელაშვილის მიერ საშემოდგომო სესიის 15 მორიგი სხდომა გაცდენილი იქნა არასაპატიო მიზეზით. შესაბამისად, მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი იქნა საქართველოს პარლამენტის 2021 წლის მორიგი საშემოდგომო სესიის 15 მორიგი სხდომიდან 15 მორიგი სხდომა, რაც აღემატება მორიგი სესიის განმავლობაში გამართული მორიგი სხდომების ნახევარს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის წევრს შალვა ნათელაშვილს ვადამდე შეუწყვიტოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. შალვა ნათელაშვილს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი