„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-14
ბიუროს ნომერი 119
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 პუნქტები:
„15. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს:
ა) სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლება აქვს:
ა.ა) უცხო ქვეყანაში, თავდაცვის სამინისტროს სისტემის მიერ წარგზავნის შემთხვევაში,
სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას;
ა.ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე, თუ სტუდენტის
სტატუსის შეჩერების აუცილებლობა ინიციირებული იქნება იმ ადმინისტრაციული
ორგანოსაგან, რომელშიც სწავლის პერიოდში დასაქმებულია სტუდენტი.
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისაგან განსხვავებით, სდუტენტის სტატუსის შეჩერების
უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის
მოვლისა ან/და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტს ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სამხედრო სამსახურისათვის შეუსაბამობის
დადგენის საფუძველზე.
გ) მობილობით სარგებლობის უფლება აქვს აკადემიური უმაღლესი განათლების
პირველ და მეორე საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამის ნებისმიერ სემესტრში
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას სამხედრო სამსახურისათვის შეუსაბამობის
დადგენის საფუძველზე, ასევე ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
16. პირი, რომელიც სწავლობს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო
პროგრამაზე და გათავისუფლებული იქნება ადმინისტრაციული ორგანოდან, სტუდენტის
სტატუსი შეუწყდება შემდგომი მობილობის გამოცხადების შემდეგ.“.
2. კანონის 8916 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 8917 მუხლი:
,,მუხლი 8917. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის
სტატუსის შეჩერებისა და მობილობის ამოქმედების ვადა
8917. ამ კანონის 43-ე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს
აღნიშნული პუნქტების ამოქმედების შემდგომ სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტების,
აღნიშნული პროცესის უწყვეტობისა და მდგრადობის მნიშვნელობიდან, ასევე საბიუჯეტო
სახსრების მიზნობრივად ხარჯვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამხედრო
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი
და მეორე საფეხურის სტუდენტებისათვის მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული
უფლებების დადგენა, მობილობასა და სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით.
ამდენად, პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 43-ე მუხლში (სტუდენტის უფლებები) და განსხვავებულად
რეგულირდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობისა და
სტატუსის შეჩერების საკითხები.
კერძოდ:
- სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს სტატუსის
შეჩერების უფლება ექნება, უცხო ქვეყანაში, თავდაცვის სამინისტროს სისტემის მიერ
წარგზავნის შემთხვევაში სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ჩარიცხვისას; აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე, იმ შემთხვევაში თუ
სტუდენტის
სტატუსის
შეჩერების
აუცილებლობა
ინიცირებული
იქნება
იმ
ადმინისტრაციული ორგანოსაგან, რომელშიც სწავლის პერიოდში დასაქმებულია სტუდენტი;
ასევე სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა ორსულობის,
მშობიარობის, ბავშვის მოვლისა ან/და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტს
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში - სამხედრო სამსახურისათვის
შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე.
- სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს მობილობით
სარგებლობის უფლება ექნება ასევე, საგამონაკლისო შემთხვევაში - ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესების გამო, როდესაც იგი ვეღარ შეძლებს დააკმაყოფილოს სამხედრო
მოსამსახურისათვის დადგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნები.
გარდა ამისა, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, პირს რომელიც სწავლობს
უმაღლესი
განათლების
მეორე
საფეხურის
საგანმანათლებლო
პროგრამაზე,
ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შემთხვევაში, მიზანშეწონილია შეუწყდეს
სტუდენტის სტატუსი შემდგომი მობილობის გამოცხადების შემდეგ, ვინაიდან პროგრამის
მიზნობრიობა კარგავს არსებით მნიშვნელობას და სახელმწიფოს მიერ გაღებული ფინანსური
და მატერიალური რესურსი ვერ იქნება შედეგის მომტანი იმ სახელმწიფო
დაწესებულებებისათვის, რომელმაც წარადგინა პირი აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე
სასწავლებლად.
ამასთან, აღნიშნული ნორმების მოქმედება გავრცელდება მათი ამოქმედების შემდგომ
სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტებზე.
სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეწყვეტის უფლებასთან დაკავშირებით
შესწავლილია რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკა:
თურქეთის სამხედრო „სასწავლებლებში“ საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს
ოთხ წელს და ინდივიდუალურად სამოქალაქო უნივერსიტეტიდან „სასწავლებლებში“
მობილობა შეუძლებელია.
ლიეტუვაში მობილობა შესაძლებელია მხოლოდ „ერასმუს+“ ფარგლებში. აღნიშნული არ
გულისხმობს სრული საბაკალავრო პროგრამის შეწყვეტის შესაძლებლობას ან პროგრამიდან
გარე მობილობას სხვა სასწავლებელში, ასევე არ განიხილება სხვა სასწავლებლებიდან
სტუდენტების მობილობა.
საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სასწავლებელი, რომელიც ახორციელებს სამწლიან
საბაკალავრო პროგრამას, გარე მობილობას არ განიხილავს. სტუდენტს არ აქვს შესაძლებლობა
ისარგებლოს მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძოს სხვა უმაღლეს სასწავლო
დაწესებულებაში, ხოლო სტუდენტს, უფლება აქვს დროებით შეიჩეროს სტუდენტის სტატუსი
განათლების კანონის შესაბამისად.
ჩეხეთში, სტუდენტს მობილობა შეუძლია მხოლოდ საბაკალავრო (სამოქალაქო) პროგრამაზე,
სამხედრო საბაკალავრო პროგრამის შემთხვევაში მობილობა არ განიხილება.
ამერიკის შეერთებულ შტატების, ვესტ პოინტის სამხედრო აკადემია (UNITED STATES
MILITARY ACADEMY WEST POINT) ახორციელებს ოთხწლიან საბაკალავრო პროგრამას.
კადეტები, რომლებიც ვესტ პოინტში შედიან „სამოქალაქო“ სტატუსით, არ აქვთ სახელმწიფოს
მიმართ ვალდებულება ვიდრე არ გადავლენ მესამე კურსზე. პირველი ორი წლის
განმავლობაში კადეტებს შეუძლიათ შეწყვიტონ სწავლა აკადემიაში ჯარიმის დაკისრების
გარეშე. შესაბამისად, მათ შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი სხვა სასწავლებლებში. პირველი
ორი წლის დასრულების შემდეგ, თუ კადეტი გადაწყვეტს სასწავლებლის დატოვებას ან
გაირიცხება სხვა მიზეზით (აკადემიური, სამხედრო, ფიზიკური, არასათანადო ხასიათი)
დაეკისრება ჯარიმა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროქტის 43-ე მუხლის მე-15 და მე-16, ასევე, 8917 მუხლით გათვალისწინებული საკითხები
ამჟამად მოწესრიგებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
შესაბამისად, ამ საკითხების ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია საკანონმდებლო
ცვლილებების განხორციელება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - დავით
აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, როგორც
სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ახორციელებს აკადემიური
უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი
საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი არის სამხედრო მოსამსახურის
სტატუსის მქონე და მას ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება. სწავლების დასრულების
შემდგომ აკადემიის კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება და
თავდაცვის ძალების მიერ წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, ინიშნებიან შესაბამის
თანამდებობებზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აკადემიის სტუდენტები სარგებლობენ სტიპენდიით, სასურსათო
და სანივთე უზრუნველყოფით, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია საბიუჯეტო ასიგნებების
ხარჯვასთან.
რაც შეეხება აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო
პროგრამას, მისი მიზანია ისეთი პერსონალის მომზადება, რომელთაც ექნებათ ღრმა,
სისტემური ცოდნა და შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები თავდაცვისა და
უსაფრთხოების მიმართულებით. აღნიშნულ პროგრამაზე მიიღებიან თავდაცვის და
უსაფრთხოების სექტორიდან წარმოდგენილი კანდიდატები (სამოქალაქო პირები), ასევე
სამხედრო პირები. ვინაიდან აკადემიის სამაგისტრო პროგრამები ინტეგრირებულია
სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამასთან, სამაგისტრო პროგრამაზე
სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ განსაზღვრულია მინიმალური სამხედრო წოდება მაიორი. ამასთან, პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, თავდაცვის და უსაფრთხოების
სექტორიდან წარმოდგენილნი არიან ისეთი კანდიდატები, რომლებიც შემდგომ მოიაზრებიან
ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესში მონაწილე
სუბიექტებად.
ამდენად, აუცილებელია მაგისტრატურის პროგრამაზე ჩარიცხულმა პირებმა უწყვეტ რეჟიმში
შეისწავლონ მათთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამის დადგენილ
ვადებში (ორი წელი) დასრულება უზრუნველყოფს ერთი მხრივ, თავდაცვის აკადემიისათვის
განსაზღვრული მიზნების დროულად შესრულებას, ხოლო მეორე მხრივ, თავდაცვისა და
უსაფრთხოების სექტორის დაკომპლექტების შეუფერხებელ უზრუნველყოფას შესაბამისი
კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე პერსონალით.
ასევე, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აკადემიური უმაღლესი
განათლების მეორე საფეხურის პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს უნარჩუნდებათ სამსახური და
ანაზღაურება. პროგრამის დასრულებამდე იმყოფებიან გრძელვადიან სასწავლო მივლინებაში
და მათთვის სწავლა არის სრულიად უფასო, ასევე უზრუნველყოფილნი არიან სრული
მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, რაც ბუნებრივია დაკავშირებულია საბიუჯეტო
ასიგნებების ხარჯვასთან. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდგომ, აკადემიის
კურსდამთავრებულები თავდაცვის ძალების მიერ წინასწარ განსაზღვრული გეგმის
მიხედვით, ინიშნებიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც აკადემიის სტუდენტები მობილობითა და
სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობენ პირველი კურსის შემდგომ,
ნებისმიერ სემესტრში, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. შესაბამისად,
მობილობისა და სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლებით შეუზღუდავად სარგებლობის
შემთხვევაში, აკადემიის სტუდენტი ვერ შეძლებს სათანადოდ დაეუფლოს საგანმანათლებლო
პროგრამით განსაზღვრულ სასწავლო მასალას, მათ შორის სამხედრო საქმეს, რაც
უარყოფითად აისახება პროფესიული ზრდის უწყვეტობასა და სამხედრო დისციპლინის
სიმტკიცის შენარჩუნებაზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის არსია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შენარჩუნდება
კვალიფიციური პერსონალით დაგეგმარების პროცესის უწყვეტობის შენარჩა, ასევე
საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის ოპტიმიზაცი.
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 43-ე მუხლში (სტუდენტის უფლებები) და განსხვავებულად რეგულირდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამხედრო
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობისა და სტატუსის
შეჩერების საკითხები. ამასთან, კანონპროექტით განსაზრვრული დებულებები გავრცელდება
მათი ამოქმედების შემდგომ სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ჩარიცხულ სტუდენტებზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება წინამდებარე
კანონპროექტზე, რადგანაც იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
პროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ამასთანავე, 43-ე მუხლის მე-15 და მე-16
პუნქტების მოქმედება, 8917 მუხლიდან გამომდინარე, გავრცელდება აღნიშნული პუნქტების
ამოქმედების შემდგომ სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ
სტუდენტებზე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი ინიციატორების მიერ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ხარჯების დაფინანსებას და შესაბამისად, არ
საჭიროებს დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
სტუდენტი, აკადემიაში სწავლის პერიოდში, აკადემიის მხრიდან უზრუნველყოფილია
სწავლის საფასურით, ამდენად, თუ წარმოდგენილი ცვლილების შედეგად შემცირდება
აკადემიაში სწავლის მსურველთა რაოდენობა, ეს არ აისახება აკადემიის შემოსავლებზე.
რაც შეეხება წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული მიზეზების გარდა,
სხვა მიზეზით აკადემიაში სწავლის შეწყვეტასა და აკადემიასა და სტუდენტს შორის
დადებული კონტრაქტის დარღვევას, სტუდენტის კონტრაქტით გათვალისწინებული
სახდელი კურსების მიხედვით გახლავთ შემდეგი: პირველი კურსი - 1500 ლარი; მეორე კურსი
- 2500 ლარი; მესამე კურსი - 4000 ლარი, მეოთხე კურსი - 5000 ლარი. აღნიშნული თანხები
მიიმართება აკადემიის შემოსავლებში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
წარმოდგენილი ცვლილების პროექტის მიხედვით, აკადემიის სტუდენტებს მხოლოდ
გამონაკლის შემთხვევებში ექნებათ უფლება ისარგებლონ სტუდენტის სტატუსის შეჩერების
უფლებით, ასევე იზღუდება სხვა დაწესებულებაში მობილობის უფლების გამოყენებით
გადასვლის შესაძლებლობა.
აკადემიისათვის,
როგორც
სამხედრო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ჰყავდეს მიზანდასახული,
დისციპლინირებული სტუდენტი, რომელიც აკადემიაში ჩარიცხვის დროს პრიორიტეტად
განიხილავს აკადემიაში სწავლის, საკუთარი თავის სამხედრო მოსამსახურედ გარდაქმნის,
ქვეყნისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამსახურში ყოფნის შესაძლებლობას.
მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ განსხვავებით ყველა სხვა
(სამოქალაქო) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან აკადემია სრულად
უზრუნველყოფს,
აკადემიური
უმაღლესი
განათლების
ორივე
საფეხურის
სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის დაფინანსებას, ასევე ახდენს მათი სანივთე
ნორმებით, სასურსათო კმაყოფით
და ყველა სხვა
სასწავლო თუ საყოფაცხოვრებო
საჭიროებით (მათ შორის პირადი ჰიგიენის საგნებით) უზრუნველყოფას. ასევე, ახდენს
აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ყველა სტუდენტის (მათი
აკადემიური მოსწრების მიუხედავად) 200 ლარიანი სტიპენდიით უზრუნველყოფას და
საუკეთესო სასწავლო შედეგების მქონე სტუდენტებს დამატებით აძლევს შესაძლებლობას,
ზემოხსენებულ მუდმივ სტიპენდიასთან ერთად მიიღონ დამატებითი (100, 200, 300 ლარი
ოდენობით) სტიპენდიაც. აკადემიის მიერ თითოეული სტუდენტისათვის გამიზნული
ფინანსური რესურსი კერძოდ, თითოეულ სასწავლო წელზე აკადემიის საშუალო ხარჯი
თითოეულ სტუდენტზე წარმოადგენს დაახლოებით 50-60 000 ლარს. შესაბამისად, აკადემიაში
აკადემიური და სამხედრო სწავლებები დაგეგმილია იმგვარად, რომ ყველა სასწავლო
წლისათვის გათვლილი ფინანსური და მატერიალური რესურსი იყოს მიზნობრივი ხარჯი და
პროგრამებით გათვალისწინებული შედეგები იყოს მიღწევადი ამისათვის განსაზღვრულ
დროში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თუ აკადემიაში ჩარიცხვის მსურველთა
რაოდენობრივ შემცირებას გამოიწვევს სტუდენტისათვის მობილობისა და სტუდენტის
სტატუსის შეჩერების უფლების გამოყენების შეზღუდვა, აღნიშნული იქნება აკადემიისათვის
და შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის არამიზნობრივი ხარჯის პრევენცია, ვინაიდან
არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით სტუდენტის მიერ სტუდენტის სტატუსის შეჩერების
უფლებით შეუზღუდავად სარგებლობის შემთხვევაში აკადემიის აკადემიური და სამხედრო
სასწავლო
პროგრამებით
გათვალისწინებული
შედეგის
განსაზღვრულ
დროში
მიუღწევლობის გამო, სტუდენტი, მის მიერ სტატუსის შეჩერებამდე გავლილი გარკვეული
სასწავლო კურსების განმეორებით გავლას საჭიროებდა, რაც მოითხოვდა დამატებით
ფინანსურ და დროის რესურსს. ხოლო, მობილობის უფლებით ნებისმიერ შემთხვევაში
სარგებლობის შესაძლებლობის გამო კი მობილამდე გაწეული ხარჯი აკადემიისა და
სახელმწიფოსათვის წარმოადგენდა დანაკარგს.
ამდენად, აკადემიას, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტს, წარმოდგენილი
კანონპროექტის საფუძველზე ფინანსური ხარჯის ზრდა არ აქვს, არამედ აღნიშნული პროექტი
არის ერთგვარი პრევენცია და დაცვის მექანიზმი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი
თანხების არამიზნობრივი ხარჯვის თავიდან აცილების თვალსაზრისით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
აკადემიის სტუდენტი აკადემიის მხრიდან უზრუნველყოფილია როგორც სწავლის
საფასურით, ასევე ყველა სხვა ზემოაღნიშნულით. ამდენად, სტუდენტს, აკადემიაში სწავლის
პერიოდში ხარჯი არ აქვს, შესაბამისად წარმოდგენილი ცვლილება არ აისახება მათ ფინანსურ
მდგომარეობაზე.
რაც შეეხება წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული მიზეზების გარდა,
სხვა მიზეზით აკადემიაში სწავლის შეწყვეტასა და აკადემიასა და სტუდენტს შორის
დადებული კონტრაქტის დარღვევას, სტუდენტის კონტრაქტით გათვალისწინებული
სახდელი კურსების მიხედვით გახლავთ შემდეგი: პირველი კურსი - 1500 ლარი; მეორე კურსი
- 2500 ლარი; მესამე კურსი - 4000 ლარი, მეოთხე კურსი - 5000 ლარი.
გარდა ამისა, თუ სტუდენტი აკადემიას ტოვებს ჯანმრთელობის გაურესების გამო,
ასეთ შემთხვევაში გამოიყენება სტუდენტთან გაფორმებული კონტრაქტის შეწყვეტის ის
პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს კონტრაქტის შეწყვეტას ურთიერთშეთანხმების
საფუძველზე, რა დროსაც სტუდენტს არ ეკისრება კონტრაქტით გათვალისწინებული
ფინანსური სახდელი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების
(ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს
მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
სხვა ქვეყნების გამოცდილება განხილულია განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, რატი
იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ეკა სეფაშვილი, გიორგი ამილახვარი, ვლადიმერ
ჩაჩიბაია, თამარ ტალიაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, რატი
იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ეკა სეფაშვილი, გიორგი ამილახვარი, ვლადიმერ
ჩაჩიბაია, თამარ ტალიაშვილი.