საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#2-1375/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-14
ბიუროს ნომერი 119

📜 ტექსტი

წერილი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-1375/22 08-02-2022 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შესაბამისი მსვლელობის მიცემის მიზნით, გიგზავნით 2021 წელს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი 30 გვერდი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წელი სარჩევი საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა 3 საკანონმდებლო საქმიანობა 5 კანონპროექტები, რომელზეც კომიტეტი 5 განისაზღვრა წამყვანად 5 კანონპროექტები, რომელზეც კომიტეტი განისაზღვრა სავალდებულოდ 11 11 კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო წინადადებები რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები 12 15 მტკიცებულებებსა და ჩართულობაზე დაფუძნებული საქმიანობა კვლევები 18 18 განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავების საჭიროების კვლევა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები 18 19 20 საზედამხედველო საქმიანობა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში 22 მიღებული კანონპროექტების შესრულების ზედამხვედველობა კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევა 22 23 COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგად განათლებაზე კომიტეტის მიერ მიღებული რეკომენდაციები 23 24 გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) 25 მოქალაქეთა წერილები და მომართვები 27 კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობა 27 პარტნიორობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან 28 შეჯამება 30 2 საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა 2021 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლმანეტითა და კომიტეტის დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებდა და მხარს უჭერდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოლიტიკას, მათ შორის, ამ სფეროებში ინსტიტუციური რეფორმირების კუთხითაც. კომიტეტი ამზადებდა და იხილავდა განათლებისა და მეცნიერების სფეროსთან დაკავშირებულ კანონპროექტებს, მხარს უჭერდა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საგანმანათლებლო პროექტების ეფექტიანად განხორციელებას. კომიტეტის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ისეთ აქტივობებს, რომელიც მიმართული იყო COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებული პრობლემების დაძლევისკენ. კომიტეტი უზრუნველყოფდა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში პროექტების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, დარგობრივი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობას. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად და სახელმწიფო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფდა:  კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვას;  საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებზე საპარლამენტო კონტროლის გზით;  საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;  საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობასა და მასში საზოგადოების ჩართულობას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კომიტეტის საქმიანობა მიმართული იყო შემდეგი მიზნების მიღწევისკენ:  განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა და აღნიშნულ პროცესში თანამონაწილეობა;  მაღალი ხარისხის სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 3  განათლებისა და მეცნიერების სფეროებში COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის შედეგად არსებული პრობლემების შეფასება და მათი დაძლევის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ;  პანდემიის პირობებში, სასწავლო პროცესის ხარისხისა და უწყვეტობის შენარჩუნება;  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა;  უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა;  უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება და სისტემის ინტერნაციონალიზაცია;  მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის მოდერნიზაცია. საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის გადაწყვეტილებით განისაზღვრა თემატური მომხსენებლები სკოლამდელი და მიმართულებით. ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 16 მარტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების განხორციელების შედეგად, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს გამოეყო კულტურის ნაწილი. შესაბამისად, მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილი აქტივობების დიდი ნაწილი მოიცავს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს. 4 საკანონმდებლო საქმიანობა 2021 წელს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ჩაატარა ოცდაცამეტი სხდომა. კომიტეტმა წამყვანის სტატუსით განიხილა 16, ხოლო სავალდებულო წესით 4 კანონპროექტი, რომელთა ინიციატორებიც იყვნენ:  განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი - ორი;  კულტურის კომიტეტი - ერთი;  საქართველოს პარლამენტის წევრები - ხუთი;  საქართველოს მთავრობა - ათი;  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - ერთი;  ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ერთი; საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა განიხილა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო რვა საკანონმდებლო წინადადებაზე, ამასთანავე განიხილა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ექვსი საერთაშორისო ხელშეკრულება. კანონპროექტები, რომელზეც კომიტეტი განისაზღვრა წამყვანად 1. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/489; 09.09.2020) კანონში ცვლილებების შედეგად საკანონმდებლო საფუძველი შეიქმნა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სივრცეების სავალდებულო წესით ფუნქციონირებისა და იქ მომუშავე სამედიცინო პერსონალის სტანდარტის განსაზღვრისათვის. 2. საქართველოს პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილისა და გიორგი ამილახვარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (073/32 12.02.2021) საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს 5 კანონს“ დაემატა 332, რომელშიც გაწერილია კერძო სკოლის უფლება-მოვალეობები მოსწავლის მიმართ. ცვლილების მიხედვით, კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლის დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში მისცეს მას მიმდინარე სემესტრის დასრულების შესაძლებლობა, ხოლო სტატუსი შეუწყვიტოს მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე, გონივრულ ვადაში, რათა მან შეძლოს სხვა სკოლაში მობილობით სწავლის გაგრძელება. მობილობის პროცესის შეუფერხებლად განხორციელებისთვის ვალდებულება შეექმნა, როგორც კერძო სკოლას, ასევე სახელმწიფოს. კერძოდ, სკოლამ შეუფერხებლად უნდა გასცეს, მობილობისთვის საჭირო, მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კი, სტატუს შეჩერებულ მოსწავლეს ხელს შეუწყობს სხვა სკოლის მოძიებასა და მობილობის შედეგად სწავლის გაგრძელებაში. 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/36 31.03.2021) ცვლილებების შედეგად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, რომლებმაც ისწავლეს და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში მოქმედ სენსორული დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სკოლებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ირიცხებიან და ფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ. 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ტალიაშვილის, შალვა პაპუაშვილის, გიორგი ამილახვარის, სოზარ სუბარისა და მარიამ ლაშხის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/123; 17.11.2021 ცვლილებების მიზანია უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით, როგორც კერძო, ასევე, საჯარო ბაგა-ბაღების ავტორიზაციის პროცესი, რომელიც გარდამავალ 2022-2030 წლებში განხორციელდება განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ. აღნიშნული პროცესი იყოფა რამდენიმე ეტაპად, თავდაპირველი ეტაპი მოიცავს ბაგა-ბაღების სრულ აღრიცხვას სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ ბაზაში, შემდეგი ეტაპი მოიცავს ბაღების მიერ თვითშეფასების განხორციელებას, რის შემდეგაც, უკვე 2025 წლიდან დაიწყება ეტაპობრივი ავტორიზაციის პროცესი და გაგრძელდება 2030 წლამდე. 5. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (07-3/23; 03.02.2021) 6 ცვლილების შედეგად, ცალკე სტრუქტურულ ერთეულებად ჩამოყალიბდა განათლებისა და მეცნიერების და კულტურის კომიტეტები. აღნიშნულის მიზანი იყო კულტურის, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი სფეროს, წარმომადგენელთა ინტერესების მეტად წარმოჩენა, კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის ხელშეწყობა. შენარჩუნება და თანამედროვე ხელოვნების 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტი (07-2/20 01.02.2021) აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განათლებისა და მეცნიერების სფეროში გადაეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო კულტურისა და სპორტის სფეროში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/43; 31.05.2021) აღნიშნული ცვლილების შედეგად, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებს მიენიჭათ უფლებამოსილება დაარსონ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები საკუთარ ტერიტორიაზე. 8. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/83 22.06.2021) ცვლილების შედეგად, გამოსწორდა ორგანულ კანონში არსებული ხარვეზი, რის თანახმადაც სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერი თანხვედრაში მოვიდა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 13 ოქტომბერს მიიღო. 9. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/71; 30.08.2021) ცვლილებით, სტუდენტის ცნებას დაემატა ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც სტუდენტი, ასევე, იქნება საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის, 7 ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. წარმოდგენილი კანონის პროექტის რედაქცია გასწორდა ტექნიკურად, რომლის საფუძველზეც სტუდენტის განსაზღვრებიდან ამოღებულია პირის მიერ ნეიტრალური პირადობის მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ერთდროულად ფლობის ვალდებულება და შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონის ჩანაწერთან. 10. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/77; 29.09.2021) კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე გახდა შესაძლებელი, ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ, პარაოლიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლის მფლობელები. აღსანიშნავია, რომ ცვლილება ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ, პარაოლიმპიურ თამაშებზე გახდნენ ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედალოსნები. ცვლილება მიზნად ისახავს სპორტში განსაკუთრებული მიღწევების მქონე აბიტურიენტების ხელშეწყობას. 11. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/92; 24.11.2021) უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილია საქართველოს მთავრობის ვალდებულება განსაზღვროს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური და მინიმალური ოდენობები და ეს ვალდებულება დადგენილია 2005 წლიდან 2021 წლის ჩათვლით. კანონში შესული ცვლილებებით, ამ ვალდებულებამ გადაიწია კიდევ ერთი წლით 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით და ამავდროულად ამ ხანგძლივობითვე განისაზღვრა სახელმწიფო უნივერსიტეტების ვალდებულება, საგანმანათლებლო პროგრამების საფასური შეუთავსონ სახელმწიფო-სასწავლო გრანტის მაქსიმალურ ოდენობას. აქედან გამომდინარე დაცული იქნება სტუდენტების უფლებები, ვინაიდან გათვალისწინებულია, რომ თუკი დადგება დღის წესრიგში საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის საფასურის უფრო მაღალი თანხით განსაზღვრა, ვიდრე ეს არის სახელმწიფო სასწავლო გრანტი, უმაღლეს სასწავლებლებს ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით. 8 12. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/100; 01.12.2021) აღნიშნული ცვლილების მიხედვით, სპეციალური მასწავლებლებისთვის კანონით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარების ვადამ, რომელიც იყო 2022 წლის 1 იანვარი, გადაიწია 2025 წლის 1 იანვრამდე. ცვლილება განაპირობა შემდეგმა გარემოებამ საყოველთაოდ გავრცელებული COVID-19 პანდემიის გამო, სპეციალური მასწავლებლებისთვის გამოცდა ჩატარდა მხოლოდ ერთხელ, 2021 წლის ზაფხულში, რაც მათ აყენებს არათანაბარ პირობებში სხვა პრაქტიკოს მასწავლებლებთან შედარებით, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ რამდენჯერმე ეცადათ გამოცდის ჩაბარება. 13. კულტურის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/118; 08.11.2021) აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, ყველა სახელოვნებო მიმართულების სპეციალისტი, რომელსაც არ აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, თუმცა, მიღებული აქვს პროფესიული განათლება, შეძლებს დასაქმდეს სახელოვნებო განათლების მიმართულებით მასწავლებლის სტატუსით, შესაბამისი კონკურსის საფუძველზე. ინიციატივა ხელს უწყობს დარგში არსებული სპეციალისტთა დეფიციტის შევსებას. 14. საქართველოს პარლამენტის წევრის კახა კახიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07- 3/85; 22.06.2021) აღნიშნული კანონის პროექტი ითვალისწინებს სავალდებულო წესით სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვასა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე და ამავდროულად, ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსებას. 15. საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის და თეონა აქუბარდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/70; 02.06.2021); აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორების პირდაპირი არჩევის წესს, პირდაპირი ფარული კენჭისყრით, 4 წლიანი ვადით. მეორე ცვლილება, რაც არის წარმოდგენილი, ეხება იმას, რომ არ იქნას რექტორად არჩეული პირი, რომელიც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში არის ნასამართლევი. 9 16. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/107 25.07.2017) 2001 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩამოყალიბდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, როგორც უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლოსამეცნიერო დაწესებულება. „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში 2006 წელს განხორციელებული ცვლილების შედეგად, აკადემია ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. აღნიშნულ ბრძანებულებაში 2007 წელს შეტანილი ცვლილების თანახმად, აკადემია გარდაიქმნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად. აღნიშნული რეფორმის პროცესში სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება შეწყდა, ხოლო არსებული კონტინგენტი აკადემიის რექტორის ბრძანებით გადაყვანილ იქნა სწავლების განსხვავებულ ფორმაზე. სწავლება წარიმართა შეზღუდული პროგრამით, რომლის დასრულების შედეგადაც კურსდამთავრებულებზე გაიცა სახელმწიფო დიპლომები. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, არსებული პრაქტიკის თანახმად, უარს ამბობდა აკადემიის კურსდამთავრებულებზე 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული დიპლომების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ იმ დროისათვის აკადემიას არ გააჩნდა ინსტიტუციური აკრედიტაცია. შესაბამისად, ცვლილების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებული იქნება სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. 10 კანონპროექტები, რომელზეც კომიტეტი განისაზღვრა სავალდებულოდ 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, გიორგი ამილახვარის, თამარ ტალიაშვილისა და მარიამ ლაშხის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/69 01.06.2021) ცვლილების შედეგად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ5“ ქვეპუნქტი და მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში, გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან. აგრეთვე, საგადასახადო შეღავათი ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე, იმ შემთხვევაში, თუკი უძრავი ქონება გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში. 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/527 08.10.2020) საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლს დაემატა „ე“ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებას უცხოელთა და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, მათ შორის, საქართველოში სასწავლებლად მყოფი სტუდენტებისთვის, განსაზღვროს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები. 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელწმიფო ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/67 05.07.2021) როგორც ცნობილია, 2021 წლის ბიუჯეტიც დაიგეგმა მეტწილად პანდემიის მართვისა და მისი გავრცელების შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების ეფექტის ნაწილობრივ გასანეიტრალებლად. თუმცა, ეკონომიკური აღდგენის პარალელურად დღის წესრიგში 11 დადგა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება. ბიუჯეტის წარმოდგენილი ცვლილებები ორიენტირებულია 3 ძირითადი მიზნის მიღწევაზე, კერძოდ: დეფიციტის შემცირება, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა და COVID-19-ის მართვა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები. ცვლილების შედეგად, დაზუსტდა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-40 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები. 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისათვის, საქართველოს 2021 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტი - „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/78; 01.10.2021) საბიუჯეტო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შედეგად, 114-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რაც გულისხმობს საბიუჯეტო ორგანიზაციების სრულად გადაყვანას ხაზინის მომსახურებაზე. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ორგანიზაციებიდან ზემოთქმული მომსახურების გარეშე დარჩენილია მხოლოდ საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღების ნაწილი, რომლებიც თბილისშია განთავსებული. სავალდებულოდ ხაზინის მომსახურებაზე გადასვლის თარიღად განისაზღვრა 2024 წლის 1 იანვარი. კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო წინადადებები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განიხილა რვა საკანონმდებლო წინადადება, რომელთაგან ერთი სცნო მისაღებად, ხოლო დანარჩენი შვიდი უარყოფილად. 1. მოქალაქე ზ. ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ქართული ენის სტატუსის შესახებ (1-5801/21; 04.05.2021) საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ შემოთავაზებული ცვლილება ეხებოდა „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში განსახორციელებელ ცვლილებას. ნაცვლად არსებული ნორმატიული შინაარსისა - " 1. საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს 12 სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზური." საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მიღებული ცვლილების შედეგად ჩამოყალიბდებოდა შემდეგნაირად: "1. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური." კომიტეტმა წინადადება მისაღებად სცნო და დააინიცირა 2. საქართველოს პროფესიული განათლების და კვალიფიკაციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ დავითაშვილი, ანზორ მაჭარაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დუალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (1-1118/21; 05.02.2021) მომხსენებლის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადების მიზანი იყო, პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება, სფეროს ევროპულ საგანმანათლებლო სოციალურ-ეკონომიკური სივრცესთან შესაბამისობაში განვითარების მოყვანა და ქვეყნის ხელშეწყობა კომიტეტმა წინადადება უარყოფილად სცნო 3. საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ დავითაშვილი, ანზორ მაჭარაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (1-934/21; 02.02.2021) საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მიზანი იყო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციების სისტემის განვითარება, მოქნილი, კომპეტენციებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა დასაქმების გაუმჯობესება, პროფესიული განათლების სფეროს დაფინანსების მოდელის სრულყოფა, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად ზოგადი განათლების დაუფლება. კომიტეტმა წინადადება უარყოფილად სცნო 4. საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ დავითაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (1-8501/21; 21.06.2021) აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება იყო კომიტეტის მიერ განხილული ორი საკანონმდებლო წინადადების (კანონპროექტი ,,დუალური პროფესიული განათლების შესახებ“ და კანონპროექტი ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 13 ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“) გაერთიანებული ვერსია, რომელიც ერთსა და იმავე შინაარსს ატარებდა. კომიტეტმა წინადადება უარყოფილად სცნო 5. მოქალაქე გ. გოროშიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (N110146-21; 21.07.2021) საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონიდან ამოღებულ უნდა ყოფილიყო 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ეხება აკადემიური კადრების თანამდებობაზე დანიშვნას და მასში აღნიშნულია, რომ პირმა, რომელმაც მიაღწია 65 წელს არ შეიძლება არჩეულ იქნას აკადემიურ თანამდებობაზე, ხოლო არჩეული პირი დაასრულებს თავის უფლებამოსილების ვადას. კომიტეტმა წინადადება უარყოფილად სცნო 6. მოქალაქე დ. მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საჯარო უნივერსიტეტებში დიპლომისა და სტუდენტური დაზღვევის გარდა ყველა სხვა უმაღლესი გადასახადის გაუქმების შესახებ (1-9636/21; 12.07.2021) საკანონმდებლო მიხედვითაც წინადადება სტუდენტებს წარმოდგენილი უნდა იყო გაუუქმდეთ პრინციპის ყველა სახით, რომლის გადასახადი საჯარო უნივერსიტეტებში, გარდა დაზღვევის თანხისა. კომიტეტმა წინადადება უარყოფილად სცნო 7. პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის (დავით ფერაძე) მიერ წარმოდგენილი წინადადება „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (1-14088/21; 25.10.2021) აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება ეხებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების განხორციელებას და საკანონმდებლო წინადადების შინაარსი მოიცავდა იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სკოლაში დარჩენას სასწავლო წლის ბოლომდე, რომელთაც ვერ ჩააბარეს კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. კომიტეტმა წინადადება უარყოფილად სცნო 8. მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საჯარო სკოლებში ბავშვთა ერთჯერადი სრულფასოვანი კვებისათვის საჭირო თანხის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან გამოყოფასთან დაკავშირებით (114093/21; 25.10.2021) აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების შინაარსის მიხედევით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან უნდა მომხდარიყო თანხის გამოყოფა, საჯარო სკოლებში ბავშვთა ერთჯერადი სრულფასოვანი კვების დასაფინანსებლად. კომიტეტმა წინადადება უარყოფილად სცნო. 14 რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები 2021 წელს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, განიხილა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ექვსი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელზეც მოამზადა შესაბამისი დასკვნა. 1. “საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროექტი)“ (07-2/12; 23.12.2020) პროგრამისთვის ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული სესხის ოდენობა 16.966.400 ევროს შეადგენს, თანხის დაფარვის ხანგრძლივობა 23 წელია, მათ შორის, შეღავათიანი 14 წელი. აღნიშნული თანხა მიმართულია საქართველოში პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის გაუმჯობესებისკენ. იგი ითვალისწინებს ქუთაისსა და თელავში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებში მაღალი ხარისხისა და შესაბამისი მომზადების მისაღებად უნარების ორი ჰაბის შექმნას. 2. „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 1)“ (07-2/13 23.12.2020) აღნიშნული სასესხო შეთანხმების ფარგლებში აზიის განვითარების ბანკმა „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 1“-თვის გამოყო ფინანსური რესურსი 42 416 000 ევროს ოდენობით, სესხის სახით, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. პროგრამის მიზანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის მხარდაჭერა. იგი მოიცავს პროფესიული განათლების პრიორიტეტულ სექტორებში ხარისხის ამაღლებას, პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ინკლუზიურობას, პროფესიული სწავლების პროცესში ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას. 3. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების გაგრძელებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ ოქმი (07-2/10 22.12.2020) 15 ოქმი ითვალისწინებს 2009 წლის 6 აგვისტოს ხელმოწერილ „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ვადის გახანგრძლივებას დამატებით 10 წლიანი პერიოდით და ცვლილების განხორციელებას შეთანხმების დანართ I-ში მისივე მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ოქმის დანართი I გულისხმობს ორ ქვეყანას შორის ინტელექტუალური საკუთრების ადეკვატურ და ეფექტურ დაცვას, რომელიც შექმნილია და წარმოდგენილია შეთანხმების და შესაბამისი განხორციელებული ღონისძიებების შედეგად. შეთანხმება ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესაბამისად დაცვას, რომელიც მიიღება ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად. ხელშემკვრელ მხარეებს ექნებათ უფლებამოსილება მსოფლიო მასშტაბის არაექსკლუზიურ, შეუქცევად, უსასყიდლო ლიცენზიაზე, რათა თარგმნონ, აწარმოონ და საჯაროდ გაავრცელონ ის მონოგრაფიები, სამეცნიერო და ტექნიკური ჟურნალების სტატიები, ანგარიშები და წიგნები, რომლებიც შეიქმნება თანამშრომლობის შედეგად. 4. „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (07-2/25; 12.02.2021) „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (07-2/25; 12.02.2021) განხილვა შეთანხმების მიხედვით უნდა მოხდეს EPLO-ს რეგიონული ოფისისთვის დიპლომატიური სტატუსის განსაზღვრა. ორგანიზაციის საქმიანობა, თავის მხრივ, მოიცავს საჯარო სამართლის სფეროს განვითარებას, მათ შორის, ეროვნული, შედარებითი და ევროპული საჯარო სამართლის, ადამიანის უფლებათა სამართლისა და გარემოსდაცვითი სამართლის ჩათვლით. 5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად; 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობის შექმნა)“ (072/46 31.05.2021) საგრანტო შეთანხმების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს გამოუყო 66 960 382 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი, იმ პირობით, რომ აღნიშნული თანხა USAID-ის მხრიდან შესაძლოა გაიზარდოს 330 580 000 აშშ დოლარამდე. შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს მხრიდან ასევე გათვალისწინებულია 7 668 000 აშშ დოლარის ოდენობის (არაფულადი 16 სახით) თანამონაწილეობა, რომელიც ასევე შესაძლოა გაიზარდოს თანხის გაზრდასთან ერთად 49 268 000 აშშ დოლარამდე. საგრანტო შეთანხმების მიზანია საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერებისა და ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. 6. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმება (№07-2/108; 13.12.2021). შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ასოცირებულ წევრად მიერთებას ევროკავშირის პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“. აღნიშნულ პროგრამაში საქართველო მონაწილეობას მიიღებს „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად. შეთანხმების შედეგად, საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ Horizon Europe-ის პროგრამის გამორჩეული მეცნიერების, გლობალური გამოწვევებისა და ინოვაციების მიმართულებით გათვალისწინებულ აქტივობებში. შეთანხმება ითვალისწინებს ფულად კონტრიბუციასაც. 17 მტკიცებულებებსა და ჩართულობაზე დაფუძნებული საქმიანობა კომიტეტი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობდა კვლევებზე დაფუძნებული მტკიცებულებებითა და პერმანენტულად თანამშრომლობდა დარგში მომუშავე კომპეტენტურ პირებთან და ორგანიზაციებთან. აღნიშნულის გათვალსიწინებით კომიტეტმა შექმნა 3 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე, მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობის პროცესში იყენებდა კვლევების შედეგებსა და სწავლობდა საერთაშორისო გამოცდილებას. კვლევები განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავების საჭიროების კვლევა საჭიროების კვლევის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მხარდაჭერა საკანონმდებლო ბაზის ანალიზის განხორციელებაში განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავებისა და მიღების მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. შესაბამისად, კვლევის ფარგლებში მოხდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი, გამოწვევების იდენტიფიცირება და გამოიკვეთა ახალი კოდიფიცირებული საკანონმდებლო ბაზის საჭიროება. აღნიშნული კვლევა მომზადდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით პროგრამის „ანგარიშვალდებული და ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. საჭიროების კვლევის შედეგების ამსახველი პირველადი დოკუმენტი გასაცნობად წარედგინა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს და კომიტეტთან არსებულ სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოებს. ამასთანავე, კომიტეტის თხოვნით, კვლევა განახორციელა საქართველოს პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრი ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში არსებული საგანმანათლებლო სისტემის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სფეროს მარეგულირებელი ერთიანი კოდექსის პრაქტიკასთან დაკავშირებით. 18 კანონპროექტებზე მუშაობის პროცესში გამოყენებული კვლევები კანონპროექტების შემუშავებისა და განხილვის პროცესში კომიტეტი ხელმძღვანელობდა კვლევებზე დამყარებული მტკიცებულებებით. აღნიშნულ პროცესში ის აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრთან. ცენტრმა კომიტეტის ინიციატივით წარმოადგინა შემდეგი კვლევები:      მოსწავლეთა ფასიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობასთან დაკავშირებით შეისწავლეს გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, კანადის, ავსტრალიისა და ესტონეთის გამოცდილება; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმასრულებელი ხელმძღვანელის (რექტორი, პრეზიდენტი, კანცლერი, ვიცე კანცლერი) არჩევის წესი და მასთან დაკავშირებული საკითხები დასავლეთის ქვეყნების მაგალითებზე, უმაღლესი განათლების შესაბამისი კანონმდებლობის და რამდენიმე უნივერსიტეტის წესდებების საფუძველზე; საგანმანათლებლო და სამეცნიერო -კვლევით დაწესებულებებში სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების რეგულირებასთან დაკავშირებით; ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სკანდინავიის ქვეყნებში შინ სწავლის (ჰოუმსქულინგის) მოდელის შესახებ. კვლევაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მოდელის მარეგულირებელ ფორმებზე, აღზრდის საკითხებზე, პროცესის მონიტორინგსა და შეფასებაზე; ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების და მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატების ჩემპიონებისა და პრიზიორების უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩარიცხვასთან დაკავშირებით. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს 22 ქვეყნის პრაქტიკა. კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობისას დარგობრივი მიმართულებებით სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო სესიის მიწურულს კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიქმნა 3 საბჭო:  უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების - ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი;  სკოლამდელი და ზოგადი განათლების - ხელმძღვანელი თამარ ტალიაშვილი;  პროფესიული განათლების - ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი. 19 საბჭო არის კომიტეტის სათათბირო ორგანო, რომელიც ეხმარება კომიტეტს კონკრეტული მიმართულების პოლიტიკის განსაზღვრასა და ცალკეული ინიციატივების ანალიზში. საბჭოს წევრები გარკვეული პერიოდულობით იკრიბებიან სხდომაზე, გამოხატავენ თავიანთ შენიშვნებს, წინადადებებს, მოსაზრებებს და წარმოადგენენ რეკომენდაციებს ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით. საბჭოების წევრებად განისაზღვრნენ სკოლამდელი, ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე მეცნიერების განვითარების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელები, მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. აღნიშნული პლატფორმა გახდა კომიტეტისათვის ეფექტიანი შესაძლებლობა, რის მიხედვითაც მოხდა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და სფეროში მოღვაწე პირების თანამშრომლობის ფორმალიზება. საზედამხედველო საქმიანობა 2021 წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მოისმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი ცხრა ანგარიში, რომელთაგან 3 წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშებს. დეპუტატებმა მოისმინეს შემდეგი საკითხები: 1. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშში წარმოდგენილი იყო ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ის საკითხები, რომელიც შეეხებოდა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე და მეცნიერების მიმართულებით ევროკავშირთან დაახლოების მიზნით განხორციელებულ აქტივობებს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს. 2. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ 20 ანგარიშში მიმოხილული იყო ის საკითხები, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით განახორციელა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროპული სკოლის აშენებაზე, სადაც ისწავლიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეები, ასევე „ჰორიზონტ ევროპის“ პროექტში საქართველოს ასოცირებულ წევრად მიერთებასა და ერასმუსის ოფისისსაქართველოში გახსნაზე. 3. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის თაობაზე წარმოდგენილი ანგარიში შეეხებოდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპებს, იმ ცოდნასა და ღირებულებებს, რაც უნდა განუვითაროს სკოლამ მოსწავლეს. მომხსენებლის ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ხდება სხვადასხვა დონეზე, ესენია: მოსწავლის, მასწავლებლის, სკოლისა და ეროვნული დონეები, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული მოდელის მიხედვით, ყალიბდება ახლებური ხედვა - მოსწავლე და მისი განვითარება, მასწავლებელი და მისი კომპეტენცია, სკოლის ადმინისტრაცია და სასკოლო გარემო. 4. საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკის, მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტ ტელესკოლაზე, რომელსაც, მომხსენებლის განცხადებით, დადებითი შეფასება აქვს როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. წარმოდგენილ დოკუმენტში საუბარი იყო მაუწყებლის საქმიანობის შეფასებაზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის, პროგრამისა და სამეურვეო საბჭოს მიერ. ევროკავშირის, გაეროს განვითარების ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების მიღებამდე, რომლის თანახმადაც კომიტეტს გამოეყო კულტურის ნაწილი, კომიტეტმა მოისმინა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ანგარიშები. 21 სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში კომიტეტმა მოისმინა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული შემდეგი ანგარიშები: 1. საქართველოს ფინანასთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (1-5729/21; 29.04.2021); 2. საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში (072/42; 28.05.2021) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშზე (1-6497/21; 20.05.2021) და ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (07-2/47; 31.05.2021); 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (12.10.2021). მიღებული კანონპროექტების შესრულების ზედამხვედველობა საანგარიშო პერიოდში, სამინისტროდან კომიტეტმა ინფორმაცია საქართველოს გამოითხოვა განათლებისა ხუთი და მეცნიერების ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე. აღნიშნული ნორმატიული აქტებია:  საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N417-IVმს-Xმპ;  საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N46-IIრს-Xმპ;  საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N417-IVმს-Xმპ;  საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N458-IVმს-Xმპ;  საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N335-IVმს-Xმპ. 22 კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევა COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგად განათლებაზე 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, განახორციელა თემატური მოკვლევა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რომელიც პანდემიის მიზნად პირობებში ისახავდა არსებული მდგომარეობის შესწავლას, ხარვეზების გამოვლენასა და პასუხისმგებელი პირებისთვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების გაცემას. თემატური მოკვლევის მიზნად განისაზღვრა შედეგი მიმართულებები:  პანდემიის პირობებში ყველა მოსწავლისთვის ხარისხიან ზოგად განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხის შესწავლა;  დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში ხარისხიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე მოსწავლეთა და ინტერნეტსა და მასწავლებელთა ხელმისაწვდომობის შეფასება;  პანდემიისას შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობის შეფასება;  ზოგადი განათლების მიმართულებით პანდემიით წარმოქმნილი გამოწვევების განსაზღვრა;  მოკვლევის პერიოდში მიღებული ინფორმაციის ანალიზის დოკუმენტურად დასაბუთებული დასკვნის მომზადება; საფუძველზე  გამოვლენილი გამოწვევების საპასუხო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, შესაბამისი უწყებებისათვის რეკომენდაციების შემუშავება თემატური მოკვლევა მომზადდა მასწავლებლების, მშობლების, სკოლების ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემოსული წერილობითი მოსაზრებების, საჯარო განხილვებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების სინთეზის საფუძველზე. კომიტეტმა შეისწავლა საერთაშორისო გამოცდილება არსებული გამოწვევების გარშემო, ხოლო მოკვლევის ფარგლებში მიღებული მოსაზრებების განხილვისა და ანალიზის შედეგად, შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც მიმართული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. თემატური მოკვლევის პროცესში, კომიტეტის ფარგლებში შექმნილმა მოკვლევის ჯგუფმა მიიღო დაინტერესებულ მხარეთა მიერ გამოგზავნილი დასაბუთებული მოსაზრებები, ხოლო შემდგომ ეტაპზე აღნიშნულ პირებთან გაიმართა ზეპირი მოსმენები. მიღებული წერილობითი მოსაზრებებისა და განხილვების საფუძველზე გამოვლინდა პანდემიის პერიოდში ზოგადი 23 განათლების სფეროში არსებული მიღწევები, გამოწვევები და მათთან გამკლავების გზები. საბოლოოდ კი შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების სისტემის გაძლიერებას და კრიზისული სიტუაციებისთვის მედეგობის მექანიზმებისა და რესურსების გამომუშავებას. თემატური მოკვლევა განხორციელდა USAID-ის პროექტის – „საქართველოს პარლამენტის დაგეგმვისა და ზედამხედველობის შესაძლებლობების გაძლიერება პანდემიის კონტექსტში“– მხარდაჭერით. კომიტეტის მიერ მიღებული რეკომენდაციები 2021 წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სამჯერ გამოიყენა საქართველოს პარლამენტის გათვალისწინებული რეგლამენტის უფლებამოსილება, რაც 42-ე მუხლის გულისხმობს მე-4 პუნქტით აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებებისათვის რეკომენდაციების გაცემას. 1. კომიტეტმა მოისმინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოხსენება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების თაობაზე. აღნიშნულის შემდეგ დაადგინა რამდენიმე კანონქვემდებარე აქტის კანონით განსაზღვრული ვადების შესრულების მიმართულებით არსებული გამოწვევა. შესაბამისად, კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, რომლის თანახმადაც უწყებას დაევალა, ყოველი თვის დასაწყისში (პირველ სამუშაო დღეს) კომიტეტის წინაშე წარმოედგინა წერილობითი ინფორმაცია არსებული გეგმით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების/დამტკიცების თაობაზე, ამავე დოკუმენტით განსაზღვრული ვადების შესაბამისად; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესულ ცვლილებებამდე, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს გამოეყო კულტურის ნაწილი, კომიტეტმა შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაციები: 2. ქალაქ ქუთაისში გაიმართა გასვლითი სხდომა, სადაც კომიტეტმა იმსჯელა გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში გამოვლენილი იმ ხილული ხარვეზების შესახებ, რომლებიც სხდომამდე მონასტერში კომიტეტის წევრების ვიზიტისას იქნა გამოვლენილი. კომიტეტმა შეიმუშავა 6 რეკომენდაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიმართ. აღნიშნული 24 მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არსებული პირველი რიგის პრობლემების დროულ და ეფექტიან მოგვარებას; 3. კომიტეტის წევრებმა შეაფასეს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში არსებული კოლექციების მდგომარეობა და კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიმართ. აღნიშნული რეკომენდაციები ითვალისწინებდა მუზეუმის ოქროს საგანძურში ტენიანობისა და ტემპერატურის მარეგულირებელი შესაბამისი პორტატული აპარატურის დამონტაჟებას, კომიტეტისა და UNESCO-ს მიერ შეთავაზებული სპეციალისტების ჩართულობით, ასევე კომპეტენტური დასკვნის მომზადებას საგანძურის ექსპონატების გადაადგილების დასაშვებობასთან დაკავშირებით. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGS) 2021 წლის განმავლობაში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობის კუთხით კომიტეტმა განახორციელა შემდეგი აქტივობები:  განისაზღვრა მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე პასუხისმგებელი კომიტეტის წევრი;  კომიტეტმა შეიმუშავა და სამოქმედო გეგმაში ასახა 2021 წელს განსახორციელებელი ის აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის, მეორე ამოცანის შესაბამისად, რომელიც ეხება ადრეულ ასაკში განვითარებისა და ზრუნვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რათა აღსაზრდელები მზად იყვნენ სკოლამდელი განათლებისათვის, კომიტეტმა ცვლილებები შეიტანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში. ცვლილებები უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეტაპობრივ ავტორიზაციას, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების თანაბრად მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მე-6 ამოცანის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუტების შექმნას ყველა დონეზე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ახორციელებდა შემდეგ აქტივობებს:  დროულ და ეფექტიან რეაგირებას ახდენდა მოქალაქეთა მიერ შემოსულ წერილებზე; 25  მოქალაქეებისთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე, საკონსულტაციო შეხვედრების წარმართავდა კომიტეტის წევრთა და კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა ჩართულობით;  კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების (სხდომები, შეხვედრები, ღონისძიებები და ა.შ.) შესახებ მოქალაქეებს აწვდიდა ინფორმაციას პარლამენტის ვებგვერდისა და კომიტეტის სოციალური არხების გამოყენებით;  უზრუნველყოფდა კომიტეტის მიერ წარმომადგენელთა ჩართულობის; განხორციელებულ აქტივობებში მედიის  შეიმუშავა პროექტი კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კანონების გამარტივებული ენითა და ვიზუალიზაციით გადმოცემასთან დაკავშირებით. ამავე მიზნის მე-7 ამოცანის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს ყველა დონეზე სწრაფი რეაგირების უნარის მქონე, ინკლუზიური, მონაწილეობაზე დაფუძნებული და წარმომადგენლობითი გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის უზრუნველყოფას, კომიტეტი ახდენდა საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, დარგობრივი ორგანიზაციებისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების ჩართულობას, აღნიშნული მიზნით კომიტეტის ბაზაზე შეიქმნა სამი დარგობრივი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა შეისწავლა პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების საკითხი, აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავდა კანონის ეფექტიან ამოქმედებას და მთელი საქართველოს მასშტაბით პროფესიულ განათლებაზე სრულყოფილ ხელმისაწვდომობას. პროცესი შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის მესამე ამოცანას, რომელიც გულისხმობს ხარისხიანი ტექნიკური და პროფესიული განათლების უზრუნველყოფას. კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევა, რომელიც ეხება COVID პანდემიის გავლენის შეფასებას ზოგად განათლებაზე შეესაბამებოდა მდგრადი განვირების რამდენიმე მიზანს. მე-4 მიზნის, პირველი ამოცანის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს ყველა გოგონასა და ბიჭისთვის სრულად უფასო, თანასწორი და ხარისხიანი დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უზრუნველყოფას. თემატური მოკვლევის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მე-6 ამოცანას, ვინაიდან აღნიშნული პროცესი უწყობდა ინსტიტუტის ეფექტიანად და გამჭვირვალედ ანგარიშვალდებულებას დაინტერესებული მხარეების წინაშე. 26 ხელს ფუნქციონირებას, მოქალაქეთა წერილები და მომართვები საანგარიშო პერიოდში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში შემოვიდა 650 წერილი და ყველა მათგანზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. შემოსული განაცხადებების ავტორთა ნაწილს გაეგზავნა ოფიციალური პასუხი, ნაწილთან გაიმართა შეხვედრა, კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა მონაწილეობით, ხოლო ზოგიერთ პირს გაეწია შუამდგომლობა შესაბამის უწყებებთან. კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობა 2021 წლის განმავლობაში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომიტეტის ხელმძღვანელობა პერმანენტულ რეჟიმში ხვდებოდა სამოქალაქო და დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებსა და განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მომუშავე კვალიფიციურ პირებს. კომიტეტმა, საანგარიშო პერიოდში, შექმნა სამი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლებიც დარგობრივი თემატიკის მიხედვით აქტიურად აგრძელებენ მუშაობას. კომიტეტში გამართული შეხვედრების შედეგად იკვეთებოდა სფეროებში პრობლემები და გამოწვევები, რის საფუძველზეც კომიტეტი იღებდა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. არსებული შესაბამის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2021 წლის დასაწყისში, კომიტეტის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პარალელურად, გამართა შეხვედრების ციკლი ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დარგში არსებული აქტუალური და მნიშვნელოვანი თემატიკისა და პარტნიორობის სფეროების გამოკვეთის მიზნით. კომიტეტის წევრებმა შეხვედრები გამართეს შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან: მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა (GGI) და „ეგერია სოლუშენი“. 27 განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა პარტნიორ ორგანიზაციებს გაუზიარეს 2021 წლის პრიორიტეტული საკითხები, რის შედეგადაც შეთანხმდა თანამშრომლობის სფეროები. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები პერმანენტულად ხვდებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. კომიტეტის წევრები რეგულარულად მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროსთან დაკავშირებულ აქტივობებში, კერძოდ: დეპუტატები სტუმრობდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ეცნობოდნენ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის გასცემდნენ რეკომენდაციებს. ასევე, დარგის სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე განიხილავდნენ სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების, ასევე მეცნიერების განვითარების შესაძლებლობებს. პარტნიორობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან 2021 წლის დასაწყისში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მოამზადა კომიტეტის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტის მომზადებისას გაანალიზდა არსებული მდგომარეობა, ის გამოწვევები, ძლიერი მხარეები, სისუსტეები, საფრთხეები და შესაძლებლობები, რომელთა წინაშეც დგას კომიტეტი საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით და შესაბამისად, მომზადდა რეკომენდაციები. კომიტეტმა საანგარიშო წლიდანვე დაიწყო კომუნიკაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულება. კომიტეტის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიამ და სამოქმედო გეგმამ განსაზღვრა კომიტეტის ერთიანი საკომუნიკაციო მიმართულებები, მიზნები, სამიზნე აუდიტორია და სასურველი საკომუნიკაციო შედეგები. დოკუმენტი დეტალურად აღწერს კომიტეტის საზოგადოებასთან კომუნიკაციის მისიას, ხედვასა და მთავარ პრინციპებს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით მოამზადა საქართველოს პარლამენტის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?“ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სახელმძღვანელოს სახელწოდებით - „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?“ - მიზანია მოსწავლეებს ზოგადი წარმოდგენა შეუქმნას საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესახებ. მასალა განკუთვნილია V-VI კლასის მოსწავლეებისთვის და მას აგრძელებს VII კლასის სახელმძღვანელო, სადაც პარლამენტის საქმიანობის საკითხები უფრო დეტალურადაა 28 წარმოდგენილი. მოსწავლეთა წიგნს თან ახლავს მასწავლებელთა მეთოდური სახელმძღვანელოც, რომელიც დაეხმარება მათ პარლამენტის შესახებ გაკვეთილების ჩატარებაში. სტრატეგიის დოკუმენტებით განსაზღვრული თითოეული აქტივობის განხორციელება ეყრდნობა ღიაობის და გამჭვირვალობის პრინციპებსა და გზავნილებს. კომიტეტმა საანგარიშო წლიდანვე დაიწყო კომუნიკაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულება. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავდა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ახალი ვალდებულება, რომელიც მიზნად ისახავს საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებას. ვალდებულების მიხედვით, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით მოამზადებს მოკლე საინფორმაციო ფურცელს ახალი კანონმდებლობის არსისა და მიზნის შესახებ, მარტივი ენითა და აღქმადი ვიზუალიზაციით და განათავსებს მას პარლამენტის ვებგვერდზე. კანონის/კანონში ცვლილებების შესახებ საინფორმაციო ფურცლის მომზადება და საზოგადოებისთვის გაზიარება დაეხმარება ცალკეულ მოქალაქეებს თუ სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებს უკეთ გაიგონ მიღებული კანონის არსი და ის, თუ რა ზეგავლენას ახდენს იგი მათზე, მათ საქმიანობაზე, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ვალდებულების ფარგლებში კომიტეტის აპარატი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან და მის ექსპერტთან ერთად მუშაობს საინფორმაციო ფურცლის ერთიან სტანდარტზე. ამასთანავე, კომიტეტმა NDI-ს მხარდაჭერით, UKAID-ისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებით მოამზადა განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კოდექსის შემუშავების საჭიროების კვლევა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამასა (GGI) და „ეგერია სოლუშენთან“ თანამშრომლობით კი მომზადდა თემატური მოკვლევა COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის ზოგად განათლებაზე გავლენის შეფასების მიზნით. 29 შეჯამება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაბამისად ახორციელებდა დარგობრივი მიმართულებით, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას. კომიტეტმა, საანგარიშო პერიოდში, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განიხილა ოცი კანონის პროექტი, რვა საკანონმდებლო წინადადება და რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ექვსი საერთაშორისო ხელშეკრულება. სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე მეცნიერების მიმართულებით დარგში არსებული გამოწვევების შეფასებისა და სფეროს ექსპერტებთან გაზიარებული გადაწყვეტილებების საკონსულტაციო საბჭო. მიღების მიზნით, შექმნა სამი სამეცნიერო- აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მოისმინა შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი ცხრა ანგარიში, ასევე შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაცია გამოითხოვა ხუთი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე. კომიტეტმა სამჯერ გამოიყენა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილება და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ გასცა შესაბამისი რეკომენდაციები. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის მიზნით გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, როგორც საკანონმდებლო, ისე, საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების ეტაპზე. წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებთან პარტნიორობით განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. 30