საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წლის 8 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#2-1412/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-02-08
კომიტეტის სხდომის ნომერი 37

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა 2022 წლის 8 თებერვალი, 16:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/93; 24.11.2021) განხილვა I მოსმენით; მომხსენებელი: ვალერიან გობრონიძე - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/95; 01.12.2021) განხილვა I მოსმენით; მომხსენებელი: ვალერიან გობრონიძე - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 3. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 619 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია „ქართული სალიტერატურო ენის შესახებ - ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“ (1-18513/21; 21.12.2021); მომხსენებელი: თავმჯდომარე; გიორგი ამილახვარი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 4. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2022-2024 წწ) დამტკიცება; მომხსენებელი: თავმჯდომარე. გიორგი ამილახვარი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი N37 2022 წლის 8 თებერვალი, 16:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული) სხდომას უძღვებოდა: გიორგი ამილახვარი - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: თამარ ტალიაშვილი, მაია მენაღარიშვილი,, ვლადიმერ კახაძე, ხათუნა კვიციანი, ქეთევან დუმბაძე (ბექა დავითულიანის ადგილმონაცვლე) დავით ზილფიმიანი, როსტომ ჩხეიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, თამარ ჩარკვიანი. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: ვალერიან გობრონიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; ლაშა მარგიშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე; კახაბერ ერაძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე. სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი. კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა დაამტკიცეს წარდგენილი დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს წარმოდგენილი მთავრობის საქართველოს მიერ საკანონმდებლო კანონების პროექტები: ინიციატივის „განათლების წესით ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/93; 24.11.2021) განხილვა I მოსმენით; მომხსენებელი: ვალერიან გობრონიძე - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. 2. საქართველოს წარმოდგენილი მთავრობის საქართველოს მიერ საკანონმდებლო კანონების პროექტები: ინიციატივის „განათლების წესით ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/95; 01.12.2021) განხილვა I მოსმენით; მომხსენებელი: ვალერიან გობრონიძე - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. 3. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 619 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია ,,ქართული სალიტერატურო ენის შესახებ - ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“ (1-18513/21; 21.12.2021); მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. 4. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2022-2024 წწ) დამტკიცება; მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ კომიტეტის წევრებს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/93; 24.11.2021). ცვლილების თანახმად, 2022 წლიდან განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია. ცვლილება გამომდინარეობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განახლებისა და განვითარების, ასევე, ევროპის უმაღლესი განათლების სისტემასთან დაახლოების მიზნებიდან გამომდინარე. დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება სააკრედიტაციოდ წარადგინოს შინაარსობრივად დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამები, ე.წ. კლასტერის სახით, არაუმეტეს 8 საგანმანათლებლო პროგრამა ერთ კლასტერში. ასევე, აკრედიტაციის პროცესი სავალდებულო იქნება ყველა სახის და ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის, გარდა საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა. წარმოდგენილი ცვლილებებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიენიჭება უფლება განახორციელოს უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო შეფასება. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: კომიტეტის წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ითხოვა დაზუსტება თუ რა კავშირია დროში კანონის მიღებასა და უნივერსიტეტებისთვის არა აკრედიტირებული პროგრამების განხორციელებას შორის, როგორ მიემართება ამ კანონის ამოქმედების ვადა, აღნიშნული პროგრამების სწავლების საკითხს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, უნივერსიტეტები ვალდებული იქნებიან განახორციელონ ყველა პროგრამის აკრედიტაცია კლასტერული მეთოდოლოგიით, უნივერსიტეტებს ექნებათ ვალდებულება, მათ შორის, არა აკრედიტებული პროგრამების წარდგენის, აკრედიტაციის მისაღებად. აღნიშნული პროცესის განხორციელების მიზნით, მინისტრის მოადგილის განცხადებით, განისაზღვრება გონივრული ვადა, კანონქვემდებარე აქტით, 2028 წლის ჩათვლით და აღნიშნული გრაფიკის შეთავაზება მოხდება უნივერსიტეტებისთვის ახლო მომავალში. კომიტეტის წევრმა, ვლადიმერ კახაძემ იკითხა, აკრედიტაციის შედეგად კლასტერში გაერთიანებული 8 პროგრამის შესახებ, ექნებათ თუ არა მათ, თანაბარი უფლებები იმ თემის გარშემო, რომელშიც გაერთიანდებიან. კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ ეტაპობრივად, უმაღლესი განათლების ხარისხის სტანდარტი დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს და ამ კუთხით, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი გახდა ევროპული ოჯახის წევრი, რაც ნიშნავს იმას, რომ აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესი, რაც საქართველოში დანერგილია სრულად თავსებადია ევროპულ სტანდარტთან და ხარისხთან. მან ასევე, აღნიშნა, რომ მეტად ეფექტიანი იქნება ავტორიზაციის შედეგად განხორციელებული პროცესი, რაც ნიშნავს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათი ორგანიზაციული დაგეგმარების თავალსაზრისით, შიდა რესურსის სწორად გადანაწილების თვალსაზრისით და ასევე, იმ პრობლემების იდენტიფიცირებისთვის მუშაობის კუთხით, ექნებათ საშუალება აკრედიტაციის პროცესის შედეგად. მისი განცხადებით, ეს მათ მისცემთ საშუალებას უფრო სწორად დაგეგმონ საკუთარი სამომავლო განვითარების პერსპექტივები. კომიტეტის თავმჯდომარემ ითხოვა რეგულირებადი პროფესიებისთვის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის დაწესების ჩანაწერის დაზუსტება, რომელ რეგულირებად პროფესიაზეა საუბარი და ასევე, აკრედიტაციის შემდეგ, რაოდენობის ცვლილებას ან რაოდენობის დამატებას განახორციელებს აკრედიტაციის საბჭო ისევ, თუ ცენტრის დირექტორი. კომიტეტის თავმჯდომარის კითხვა შეეხებოდა ვადების ცვლილებას, თუ რამ განაპირობა ეს პროცესი, აგრეთვე, რის საფუძველზე ერთიანდება ერთ კლასტერში 8 პროგრამა და კონკრეტულად, რის მიხედვით განისაზღვრა აღნიშნული ციფრი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ განაცხადა, რომ კლასტერებში გაერთიანება ნიშნავს პროგრამების შინაარსის, სწავლის შედეგებისა და სხვა ფაქტორების მიხედვით დაჯგუფებას. თითოეული პროგრამა თანაბარ პირობებში გაივლის აკრედიტაციას. შესაძლებელია, რომელიმე პროგრამა არ იყოს კლასტერში გაერთიანებული და უნივერსიტეტმა ის შემდგომ დაიმატოს. აღნიშნულ პროგრამასაც ასევე ექნება აკრედიტაციის გავლის საშუალება იმ კლასტერში, რომელშიც დაჯგუფდება. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებების შედეგად, უნივერსიტეტს შესაძლებლობა ექნება განაცხადი წარადგინოს ერთდროულად რამდენიმე პროგრამაზე. აღნიშნული დაზოგავს უნივერსიტეტის როგორც ფინანსურ, ასევე, ადამიანურ რესურსს. კომიტეტის წევრმა, ვლადიმერ კახაძემ მოითხოვა განმარტება უკვე დასრულებული ავტორიზაციის პროცესის შემდეგ გამოვლენილი საკითხების შესახებ. კერძოდ, მისი თქმით, თუ 2028 წლის შემდეგ, როდესაც აკრედიტაციის პროცესი დასრულდება და გამოჩნდება, რომ 8 პროგრამიდან, ერთს, შეუძლია დამატებით განვითარება და პროგრამის დამატება, დანარჩენ 7 პროგრამას, რომელიც იმავე კლასტერშია გაერთიანებული ხელს შეუშლის თუ არა აღნიშნული პროცესი. ასევე დაინტერესდა მობილობის საკითხით, რამდენად ექნებათ სტუდენტებს სწავლის პროცესში ერთი პროგრამიდან მეორეზე გადასვლის შესაძლებლობა. ვალერიან გობრონიძის განცხადებით, პროგრამების განვითარება მუდმივი პროცესია და შესაძლებელია, აკრედიტაციის პროცესში ერთ პროგრამას ჰქონდეს რეკომენდაცია, გაზარდოს ინტერნაციონალიზაცია, მეორე პროგრამას - მატერიალური ბაზის გაზრდა, ლაბორატორიის გამრავალფეროვნება და ა.შ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს განვითარება არ მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. მისივე თქმით, სასწავლო პროგრამები უნდა განვითარდეს განმეორებით აკრედიტაციამდე და ერთის ჩამორჩენა, ან წინ წასვლა დანარჩენებზე გავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება სტუდენტების მობილობის საკითხს, მობილობის უფლება სტუდენტებს მოქმედი კანონმდებლობითაც აქვთ, მაგრამ, ის, რომ სტუდენტმა ისწავლოს ერთდროულად კლასტერში გაერთიანებულ 8 პროგრამაზე და მიიღოს 8 კვალიფიკაცია ამის შესაძლებლობა მათ არ ექნებათ და საბოლოოდ, რომელ პროგრამაზეც დარჩება სტუდენტი, იმ პროგრამის კვალიფიკაციას მიიღებს. ლაშა მარგიშვილმა, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 8 პროგრამა აღებულ იქნა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და უნივერსიტეტს შეუძლია 1-დან მაქსიმუმ 8 პროგრამამდე შეიტანოს სააკრედიტაციოდ. ვალერიან გობრონიძის განცხადებით, რეგულირებადი პროფესიებიდან, ეს აკრედიტაცია შეეხება დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას. როგორც მან აღნიშნა, ავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის საბჭო განუსაზღვრავს უნივერსიტეტს, მისი რესურსებიდან გამომდინარე, რამდენი სტუდენტი შეუძლია მიიღოს. ამის შემდეგ, უნივერსიტეტი სააკრედიტაციო განაცხადების საფუძველზე, იმის მიხედვით, თუ რა რესურსი აქვს მას, გაანაწილებს ადგილებს, რომელ პროგრამაზე რამდენი სტუდენტის მიღებას შეძლებს და ამის მიხედვით მოხდება ჩარიცხვა. გამონაკლისი დაიშვება, მხოლოდ, რეგულირებად პროფესიებთან დაკავშირებით. საერთაშორისო გამოცდილებით, დიპლომირებული მედიკოსის პროფესიაზე, მნიშვნელოვანია იყოს ცნობილი, რამდენი სტუდენტი უნდა მიიღოს უნივერსიტეტმა და რამდენი სტუდენტისათვისაა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ადამიანური რესურსი, თუ სხვა. ვალერიან გობრონიძის განცხადებით, ეს არის რეკომენდაცია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მხრიდან, რომლის წევრიც არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. კომიტეტის წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ითხოვა დაზუსტება, იმის შესახებ, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნულ ინიციატივაზე. ვალერიან გობრონიძის თქმით, რეკომენდაციის საფუძველზე ცვლილებათა პაკეტი მოამზადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც გაიზიარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. ვახტანგ მეგრელიშვილის კითხვა ეხებოდა, ასევე, იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ექიმების რაოდენობის განსაზღვრა ქვეყანაში. ვალერიან გობრონიძის განცხადებით, ცვლილებების შედეგად არ განისაზღვრება ის, თუ რამდენი ექიმი უნდა იყოს ქვეყანაში, არამედ განსაზღვრული იქნება ის, რომ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც წარმოადგინა უნივერსიტეტმა, რამდენი სტუდენტის მიღება არის შესაძლებელი, აღნიშნულ პროცესს, კი, არსებული პრაქტიკით, დამოუკიდებლად აკეთებს უნივერსიტეტი. კომიტეტის წევრმა, თამარ ჩარკვიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული ცვლილებები ხომ არ გამოიწვევს კადრების შემცირებას და აგრეთვე, როგორ განისაზღვრება მისაღები ადგილების რიცხვი. კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის წევრობამ განაპირობა, რომ ზუსტად იგივე პრინციპით მიმდინარეობს საქართველოში სამედიცინო განათლების შეფასება, როგორც ევროპის ქვეყნებში. მისი განცხადებით, დღეს არსებული რეალობის მიხედვით, გარე შემფასებელი ფიქრობს, რომ თუ არსებობს რესურსი, პირობითად, წელიწადში 1000-მა სტუდენტმა გაიაროს კლინიკური პრაქტიკა, მაშინ როგორ შეიძლება სამედიცინო მიმართულებას ჯამში ჰყავდეს 4000 სტუდენტი, ისმის კითხვა იმის შესახებ, თუ სად გადის პრაქტიკას დარჩენილი 3000 სტუდენტი, შესაბამისად, დაგეგმილი განსახორციელებელი პროცესის დარეგულირებას. ცვლილებები უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ აღნიშნა, რომ როდესაც სტუდენტთა აკრედიტაციის მაქსიმალურ საბჭო რაოდენობას, დაადგენს კონკრეტული გარკვეული დროის უნივერსიტეტის შემდეგ შესაძლოა უნივერსიტეტმა დაიმატოს კლინიკები, სადაც სტუდენტთა გაზრდილ რაოდენობას გაატარებს პრაქტიკას. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული უნივერსიტეტი მიმართავს ხარისხის ცენტრს წინადადებით, რომ დაიმატოს ადგილები კონკრეტულ პროგრამაზე და შემდეგ აკრედიტაციის საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. გეგმა-გრაფიკთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ 2022-2028 წლებში გაწერილი პროცესი სრულად რეგულირდება კანონქვემდებარე აქტებით. მისივე განცხადებით, დაგეგმილია, რომ 2023 წელს კლასტერული აკრედიტაცია გაიაროს ჰუმანიტარულმა მიმართულებამ, 2024 წელს ხელოვნებამ და ა.შ. მისი განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გამოთქვამს მზაობას ნებისმიერ დროს წარმოადგინონ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების შესახებ ანგარიში. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/93; 24.11.2021) I მოსმენით. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 8; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 1. კომიტეტმა მოისმინა: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/95; 01.12.2021). ცვლილების მიხედვით, უქმდება აკრედიტაციის მექანიზმი, იცვლება ავტორიზაციის სტანდარტები და მასში ხდება აკრედიტაციის პროცესის ნაწილობრივი ინტეგრირება. მომხსენებლის განმარტებით, აკრედიტაცია წარმოადგენდა არაეფექტიან, პრაქტიკაში გამოუყენებელ მექანიზმს. შედეგად სკოლა შეფასდება არა მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ შინაარსობრივადაც. გარდა ამისა, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, საბჭოს ექნება უფლება, გარკვეული ხარვეზის შემთხვევაში, იმსჯელოს და გააუქმოს, არა სრულიად საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ, მისი კონკრეტული პროგრამა. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ავტორიზაციის პროცესი არის განმავითარებელი პროცესი ნებისმიერ ქვეყანაში და აღნიშნული ცვლილებების შედეგად ავტორიზაციის სტანდარტები და პროცესი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო პრაქტიკასთან. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით მისასალმებელია, რომ იწყება ავტორიზაციის პროცესი, რომლის საბოლოო მიზანიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა. მისი თქმით, ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ჰქონდეს მუდმივად ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის შესახებ. მისი განმარტებით მნიშნელოვანია, მეტი სიცხადე იქნას შეტანილი ახალ სტანდარტებთან დაკავშირებით, მნიშნელოვანია დაზუსტდეს სკოლის ფილოსოფიის განმარტება. მეორე საკითხი, რომელზეც თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა, შეეხებოდა სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხს. გრიფირებასთან დაკავშირებით ამკვიდრებს მისი განცხადებით, მეტ თავისუფლებას, ცვლილება რომელსაც განსაკუთრებით, კერძო სკოლები გამოიყენებენ. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განმარტებით, მნიშნელოვანია დაკონკრეტდეს განსხვავება გრიფირებულ და არაგრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის, ასევე, დაისვა შეკითხვა არაგრიფირებული სახელმძღვანელოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით შეფასებასთან დაკავშირებით. თამარ ტალიაშვილმა ითხოვა დაზუსტება, სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაციის თაობაზე სკოლების ინფრასტრუქტურის, მასწავლებელთა მომზადებისა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. დეპუტატმა დასვა შეკითხვა აღნიშნულ პროცესში დონორ ორგანიზაციათა ჩართულობის შესახებ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ საუბარი დაიწყო სტანდარტებთან დაკავშირებით. როგორც მან განაცხადა, სტანდარტების სახელწოდებები არის პირობითი და შემდეგ ქვე-სტანდარტებში ჩაიშლება და შეეხება ყველა იმ ასპექტს, რომელიც ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესში არის მნიშვნელოვანი. ახალი მიდგომით, შეიქმნება სივრცე, რომ სკოლებმა განავითარონ ორიგინალური კურიკულუმები, შესაბამისად, სკოლები მოახდინონ კონკურენციას მათი ერთმანეთს შეტანა სასკოლო გაუწევენ, არა სივრცეში, მხოლოდ ინფრასტრუქტურით, არამედ პროგრამის შინაარსით. კახაბერ ერაძემ ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერაზე. კომიტეტის წევრმა, ვლადიმერ კახაძემ ითხოვა დაზუსტება თუ რამდენად მოიაზრება აღნიშნულ პროცესში სკოლაში სამედიცინო სივრცისა და ექიმის დაბრუნება. აგრეთვე, ფიზიკური აქტივობებისათვის საჭირო სპორტული სივრცის მოწყობა. კახაბერ ერაძის თქმით, აღნიშნული შემოწმდება მესამე სტანდარტით. ამასთანავე, მისი განმარტებით, ავტორიზაციის სტანდარტი რეფერირებას გააკეთებს არსებულ სტანდარტზე, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამედიცინო სტანდარტზე სკოლებში და ა.შ. კახაბერ ერაძის განცხადებით, მეოთხე სტანდარტით მოწმდება მოსწავლეთა მხარდაჭერა და ექსტრა-კურიკულარული აქტივობები, რომელიც სავალდებულოა, ხოლო კონკრეტულ აქტივობას სკოლა აირჩევს. რაც შეეხება მოსწავლისთვის სხვა ტიპის მხარდაჭერის საკითხებს, რომელიც აქამდე არ იყო ავტორიზაციის ნაწილი, ამის მაგალითად კახაბერ ერაძემ დაასახელა საერთო საცხოვრებლების მომსახურება, სატრანსპორტო მომსახურეობა, კვების საკითხი. როგორც მან განაცხადა, ეს ყველაფერი დაექვემდებარება ეროვნულო სტანდარტების მიხედვით შეფასებას. რაც შეეხება სასკოლო ფილოსოფიას, კახაბერ ერაძემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით დაინერგება სკოლის მიერ საკუთარი როლის გააზრების საკითხი, რომელიც მოქმედ სტანდარტებში არ არსებობდა. აღნიშნული სტანდარტი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან: მისია, ხედვა, ღირებულებები, სტრატეგიული დაგეგმარება და ყოველწლიური გეგმების შემუშავების პროცესი. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მაია მენაღარიშვილმა, ითხოვა დაზუსტება, იმის შესახებ, თუ რამდენად იდენტური იქნება აღნიშნული სტანდარტები ყველა სკოლისთვის. კახაბერ ერაძის განცხადებით, არ შეიძლება სკოლები ერთმანეთს ზუსტად ჰგავდნენ და რაოდენობრივი სტანდარტები ჰქონდეთ ერთიდაიგივე. როგორც მან განმარტა, სტანდარტი ჩამოყალიბებულია იმგვარად, რომ დაწესებულების მატერიალური რესურსი აკმაყოფილებს სკოლის მისიისა და სასკოლო კურიკულუმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას. სტანდარტი შეფასებადი გახდება კონკრეტული სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე. ახლებური მიდგომის ფუნდამენტური არსი არის ის, რომ არსებული ხისტი შეფასებიდან პროცესი დიფერენცირებულ შეფასებაზე გადავა, რაც შუალედური შეფასების შესაძლებლობასაც გულისხმობს. მისი თქმით, ავტორიზაციის პროცესი, არის მინიმალური სტანდარტის გადალახვა, რაც იძლევა სკოლის მიზნების შესრულებისა და განვითარების შესაძლებლობას. ფუნდამენტური ცვლილების შედეგად, უკვე სკოლა ისაუბრებს საკუთარი საჭიროებების შესახებ და ამის მიხედვით მოხდება რეაგირება. სკოლას ექნება შესაძლებლობა გარდა გრიფირებულისა გამოიყენოს სხვა სახელმძღვანელოც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით. რაც შეეხება შეთანხმების მექანიზმს, ეს განისაზღვრება კანონქვემდებარე აქტით და იქნება დაახლოებით იმავე პრინციპებზე დაყრდნობით, რითაც ხდება გრიფირება, მოხდება ორიგინალური კურიკულუმის აღება, სახელმძღვანელოს შეფასება, რამდენად შეეფერება ის ორიგინალური კურიკულუმის მიზნებს, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სკოლის შემთხვევაში. განმცხადებელმა, დონორებთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ არსებობს სერიოზული დონორული მხარდაჭერა, არა მხოლოდ მეთოდოლოგიურ, არამედ ინფრასტრუქტურულ ნაწილშიც. კახაბერ ერაძის განცხადებით არანაკლებ 400 სკოლის სრული რეაბილიტაციის რესურსი არსებობს უკვე, დონორთა მხრიდან, დამატებითი რესურსების მობილიზება, კი, ხორციელდება. 2027 წლამდე, შესაძლებელი იქნება, რომ ყველა სკოლა ავიდეს იმ სტანდარტზე, რომელიც განსაზღვრული იქნება ავტორიზაციის მიერ. კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა, განაცხადა, რომ აუცილებელია სწორად განისაზღვროს მოცულობიდან გამომდინარე, რამდენად აქვს, როგორც სამინისტროს, ასევე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. თავმჯდომარემ, აგრეთვე ითხოვა დაზუსტება ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით, კერძოდ, მიმდინარე წელს განსახორციელებელ აქტივობებთან დაკავშირებით. კახაბერ ერაძის განცხადებით, დროში გაწერილი რეალისტური გეგმა უკვე არსებობს და მისი განხორციელება დაიწყება მიმდინარე წელს. მომხსენებლის თქმით, უკვე დაიწყო თვითშეფასების პილოტირება ახალი სტანდარტების პროექტის მიხედვით. წლის ბოლო იქნება სრული სურათი, სკოლებში არსებულ მდგომარეობასთან და საჭირო მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ასევე, ანალიზის შედეგად შედგება 6 სკოლების ჯგუფი. ყველაზე მაღალი შესაბამისობის ჯგუფის სკოლები უკვე 2023 წელს გაივლიან ავტორიზაციას, სადაც დადასტურდება, რომ მათი შესაბამისობა ახალ სტანდარტებთან არის ძალიან მაღალი. შვიდ ჯგუფში გადანაწილდებიან სკოლები მათი მზაობის მიხედვით, მეშვიდე ჯგუფი უკვე იქნება ყველაზე დაბალი მზაობის სკოლები, სადაც ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო და სერიოზული ინტერვენციები გარე მხრიდან. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა ექსპერტთა კორპუსის ახალ კონცეფციაზე. აღნიშნული საკითხის შესახებ, კახაბერ ერაძის თქმით, მიმდინარე წელს უკვე გამოცხადდა სერტიფიცირება ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტების. კახაბერ ერაძემ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ როგორც მეთოდოლოგიური, ასევე შინაარსობრივი მხარდაჭერა, როგორც სამინისტროს, ასევე სსიპების ბიუჯეტში, გათვალისწინებულია და ავტორიზაციის პროცესი საბოლოოდ სრულად შეცვლის არსებულ რეალობას. კომიტეტის წევრის, ხათუნა კვიციანის კითხვა ეხებოდა იმ სკოლებს, რომლებიც მეშვიდე კატეგორიაში მოხვდებიან. მათ ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა მოხდება თუ არა სახელმწიფოს მხრიდან და არის თუ არა ამის ფინანსური მზაობა, რაზეც კახაბერ ერაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდება აღნიშნული მხარდაჭერა და ფინანსური მზაობაც არსებობს, რომელიც წარიმართება თვითშეფასების მიხედვით. კომიტეტის სხდომის დამსწრემ, ქეთევან დუმბაძემ ისაუბრა ისეთ სკოლებზე, სადაც, არის მოსწავლეთა ძალიან ცოტა რაოდენობა და დახურვის საფრთხის წინაშე დგანან, მან ითხოვა დაზუსტება, ავტორიზაციის პროცესში, რა გზას გაივლიან ზემოაღნიშნული ზოგადი განათლების დაწესებულებები. კახაბერ ერაძის თქმით, ამ შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეყრდნობა კანონის ვალდებულებას, რომ საბაზო განათლება სავალდებულოა და სახელმწიფო, თავის მხრივ ვალდებულია უზრუნველყოს ყველა ბავშვი საბაზო განათლებით და აღნიშნული განათლების მიღების საშუალება მათ ჰქონდეთ საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს. კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სახელმწიფოს სკოლასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, აღებული აქვს ვალდებულება და იწყება სისტემური რეფორმა, რომ დათქმულ ვადაში მოხდეს აღნიშნული პროცესის წარმართვა. მაგრამ, მისი კითხვა შეეხებოდა განსაზღვრულ ვადებში პროცესის განხორციელების შესაძლებლობას. მისი თქმით, მსჯელობის თემა შეიძლება იყოს შემოთავაზებული ვადა, მან, აგრეთვე, მიმართა სამინისტროს, რომ მათი მხრიდან მოხდეს უფრო დეტალურად წარმოდგენა, შემდეგ მოსმენებზე, მაგალითად, ყოველი წლის მიხედვით, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული და ასევე, რა ტიპის ანგარიშვალდებულების ფორმა შეიძლება ჩაიწეროს კანონში, ვინაიდან, ეს სავალდებულოა და სახელმწიფო პასუხისმგებელია თითოეული ბავშვის წინაშე. კომიტეტის წევრმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა, რომ სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული პრეზენტაციიდან განსაკუთრებით კარგი ნაწილი შეეხებოდა სკოლა პანსიონების მიდგომა. მისი თქმით, უნდა იყოს განსაკუთრებული დამოკიდებულება მაღალმთიანი რაიონების სკოლების მიმართ. ვახტანგ მეგრელიშვილის კითხვა ეხებოდა კურიკულუმებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმას. კონკრეტულად, იმის დაშვება, რომ ერთ სკოლას შეიძლება ერთი კურიკულუმი და ფილოსოფია ჰქონდეს და მეორე სკოლას განსხვავებული, ეს ხსნის თუ არა ეროვნული სასწავლო გეგმის გამოყენების ვალდებულებას. ვლადიმერ კახაძემ იკითხა ვადებთან დაკავშირებით. მას აინტერესებდა სკოლის მზაობა ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართ, საკუთარი ფილოსოფიით, რადგან უნდა მოხდეს ყველა მონაცემის გადამოწმება და აღრიცხვა. მისი შეთავაზება იყო შემდეგი, თუ რამდენად იქნებოდა შესაძლებელი შედგეს არქივი, სადაც მოხდება გაერთიანება იმისა, თუ რა მოცემულობაა ეხლა და რა იქნება პროცესის დასრულების შემდეგ. კახაბერ ერაძემ საუბარი დაიწყო ვადებთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ გარკვეული გაანგარიშება უკვე არსებობს. რაც შეეხება ეროვნულ სასწავლო გეგმას, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ეს არის ის მიზნები, განსაზღვრული საკანონმდებლო ორგანოს მიერ, რომლებსაც უნდა მიემართებოდეს საქართველოში ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა კურიკულუმი. მიზანი ძირითადად ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს , ის არ მოიცავს საგნების ჩამონათვალს, არამედ მოიცავს იმ კომპეტენციებს, ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს, რომელიც სკოლადამთავრებულს უნდა გააჩნდეს, როცა ის სკოლას დაამთავრებს. მისივე თქმით, კურიკულუმის სტანდარტი აღნიშნავს, რომ ის მიემართება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. მისივე განცხადებით, სტანდარტული კურიკულუმი შეთავაზებული იქნება იმ სკოლებისთვის, რომელთაც არ ექნებათ სურვილი იყვნენ ორიგინალური, და ზემოაღნიშნული კურიკულუმი მათ გარანტირებულად გაიყვანთ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე, შედეგად პროცესი იქნება ნებაყოფლობითი და ზოგიერთ სკოლას ექნება შესაძლებლობა იქონიონ საავტორო კურიკულუმი, მაგრამ, ამასთანავე, მათთვის აუცილებელი დარჩება საფეხურებრივი მიზნების მიღწევა და ამასთან, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისაც. თუმცა, საგნებისა და საგნების შინაარსის, როგორც მიზანზე გამყვანი ინსტრუმენტის არჩევის თავისუფლება ექნებათ. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომ კომიტეტთან შექმნილ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსთან უახლოეს მომავალში მოხდება შეხვედრა, სადაც განიხილავენ წარმოდგენილ რეფორმას. კომიტეტის სხდომაზე აგრეთვე, დაისვა შეკითხვა იმის შესახებ, თუ იგეგმება მენტორი და წამყვანი მასწავლებლების ჩართვა ექსპერტთა წრეებში, რომლებიც კარგად იცნობენ სკოლებს. აგრეთვე, აკრედიტაციის ამოღებით მიიღწევა თუ არა მიზანი და რატომ არსებობს მოლოდინი, რომ ავტორიზაციის პროცესში აუცილებლად ყველა სკოლა ჩაერთვება. კახაბერ ერაძის განცხადებით, ავტორიზაცია იმიტომ გახდება სავალდებულო, რომ კანონის მიხედვით ის განისაზღვრება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა და ავტორიზაციის გარეშე სკოლა ვერ იქნება საგანმანათლებლო დაწესებულება. განსხვავებით აკრედიტაციისგან, რომელიც იყო ნებაყოფლობითი, ავტორიზაცია იქნება სავალდებულო კანონით. მენტორი და წამყვანი მასწავლებლების საკითხს რაც შეეხება, კახაბერ ერაძემ, აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამას აქტიურად განიხილავს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და რამდენჯერმე უკვე იყო შეხვედრა მასწავლებლის სახლთან და შესაძლებელია, რომ მენტორი და წამყვანი მასწავლებლები იყვნენ გამოყენებული როგორც მნიშვნელოვანი რესურსი შიდა და გარე ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/95; 01.12.2021), განხილვას I მოსმენით. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 8; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 1. კომიტეტმა მოისმინა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის იურისტმა, ოთარ ბეჟიტაშვილმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 619 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია ,,ქართული სალიტერატურო ენის შესახებ ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“ (1-18513/21; 21.12.2021). აღნიშნული პეტიცია ეხება სახელმწიფო ენის დეპარტამენტში, ენათმეცნიერი იოსებ ლებანიძის დასაქმებას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მიხედვით, კომიტეტს პეტიციასთან დაკავშირებით გააჩნია სამი შესაძლებლობა, პეტიციის განხილვა კომიტეტის მიერ, პეტიციის სხვა სამინისტროს ან უწყებისათვის გადაგზავნა და მესამე, პეტიციის შესწავლა და განხილვა მიჩნეულ იქნას მიზანშეუწონლად. კომიტეტის იურისტის განცხადებით, ამ შემთხვევაში პეტიცია განსახილველად უნდა გადაეგზავნოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტს, რომელიც შეისწავლის საკითხს და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, როგორც პეტიციის ავტორებისთვის, აგრეთვე განათლების და მეცნიერების კომიტეტისთვის. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 619 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციის ,,ქართული სალიტერატურო ენის შესახებ - ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“ სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან გადაგზავნას. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 8; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 1. კომიტეტმა მოისმინა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა, კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (2022-2024 წწ). სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავების პროცესის დაგეგმარება და დაწყება. ასევე, სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, ამას გარდა, დოკუმენტში გაწერილია ოთხი თემატური მოკვლევა რომლებიც შეეხება, როგორც ზოგად განათლებას, ისე პროფესიულს, ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ ქართული ენის საკითხსა და უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელს. მოსმენების თავში, აგრეთვე, საკმაოდ დეტალურადაა ჩაშლილი როგორც სკოლამდელი და ზოგადი, ასევე, უმაღლესი, პროფესიული და მეცნიერების მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც ყურადღება გამახვილდება მიმდინარე წლის განმავლობაში, კომიტეტის მიერ გაიმართება საჯარო მოსმენები და გამოიკვეთება სფეროში არსებული პრობლემები. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (20222024 წწ) დამტკიცებას. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 9; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 0. სხდომის თავმჯდომარე: გიორგი ამილახვარი სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე