საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინფორმაცია 2022 წლის 8 თებერვალის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის გოგი მეშველიანის არჩევის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-1400/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-02-08
კომიტეტის სხდომის ნომერი 1

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა 2022 წლის 8 თებერვალი, 14:00 საათი თბილისი, რუსთაველის გამზ. 8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/84; 29.10.2021) (III მოსმენა) (წამყვანი); მომხსენებლები: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პირველი მოადგილე ნიკოლოზ გვენეტაძე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/93; 24.11.2021) (სავალდებულო); მომხსენებელი: საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე; 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/95; 01.12.2021) (სავალდებულო); მომხსენებელი: საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე; 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/89; 19.11.2021) (I მოსმენა) (წამყვანი); მომხსენებელი: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი; და 5. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხოჯევანიშვილის, შალვა კერესელიძის, ალექსანდრე მოწერელიას, ბექა ლილუაშვილის, ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/97; 08.07.2021) (სავალდებულო); მომხსენებელი: პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი; 6. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისთვის)“ (07-2/113; 27.12.2021) (წამყვანი); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მოადგილე ეკატერინე გუნცაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე; 7. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის (07-2/116; 20.01.2022) (წამყვანი); მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი; 8. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე; 9. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მუშაობის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე; 10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 45-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის თემატური მომხსენებლების განსაზღვრა; მომხსენებელი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე; 11. თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა; მომხსენებელი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ოქმი N1 ქ. თბილისი. 8 თებერვალი, 2022 წელი. სხდომას თავმჯდომარეობდა: ირაკლი კოვზანაძე (კომიტეტის თავმჯდომარე). სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, რომან გოცირიძე, რამინა ბერაძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი, ირაკლი მეზურნიშვილი; პარლამენტის წევრი მაია მენაღარიშვილი (ბეჟან წაქაძის უფლებამონაცვლე). მოწვეული სტუმრები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ გვენეტაძე; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეები: ლაშა მარგიშვილი, კახაბერ ერაძე; მარიამ სულაბერიძე - ა(ა)იპ „ოუფენ-ნეტის“ დირექტორი; აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი; საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: პარლამენტის წევრები: შალვა კერესელიძე და მიხეილ დაუშვილი; ალექსი ნონიაძე; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის და საქართველოს პარლამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები. სხდომის უფლებამოსილება დასწრებით (კვორუმი - 7). განისაზღვრა სიითი შემადგენლობის 9 წევრის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ს პ რ ო ე ქ ტ ი: განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/84; 29.10.2021) (III მოსმენა) (წამყვანი); /მომხსენებელი: გურამ გურამიშვილი/ 1 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/93; 24.11.2021) (სავალდებულო). / მომხსენებელი: ვალერიან გობრონიძე 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/95; 01.12.2021) (სავალდებულო). /მომხსენებელი: ვალერიან გობრონიძე/ 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/89; 19.11.2021) (I მოსმენა) (წამყვანი). /მომხსენებელი: ვლადიმერ მგალობლიშვილი/ 5. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხოჯევანიშვილის, შალვა კერესელიძის, ალექსანდრე მოწერელიას, ბექა ლილუაშვილის, ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№07-3/97; 08.07.2021) (სავალდებულო). /მომხსენებელი: გიორგი ხოჯევანიშვილი/ 6. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისთვის)“ (07-2/113; 27.12.2021) (წამყვანი). /მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მოადგილე ეკატერინე გუნცაძე/ 7. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის) (07-2/116; 20.01.2022) (წამყვანი). /მომხსენებელი: მზია გიორგობიანი/ 8. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოადგილის არჩევა. /მომხსენებელი: ირაკლი კოვზანაძე/ 9. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მუშაობის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. /მომხსენებელი: ირაკლი კოვზანაძე/ 10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 45-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის თემატური მომხსენებლების განსაზღვრა. /მომხსენებელი: ირაკლი კოვზანაძე/ 11. თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა. /მომხსენებელი: ირაკლი კოვზანაძე/ 2 კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დაიწყო VIII საკითხით. დღის წესრიგით გათვალისწინებულ VIII საკითხთან დაკავშირებით: ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დასამტკიცებლად კომიტეტის წევრებს შესთავაზა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი გოგი მეშველიანის კანდიდატურა. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნას გოგი მეშველიანი (კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის 7 წევრმა, მხარი დაუჭირა - 7). აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ I საკითხთან დაკავშირებით: გურამ გურამიშვილმა პარლამენტის წევრებს მესამე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად წარუდგინა კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ირაკლი კოვზანაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულად მიაჩნია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად (დასკვნის ასლი თან ერთვის). დღის წესრიგით გათვალისწინებულ II საკითხთან დაკავშირებით: ვალერიან გობრონიძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ირაკლი კოვზანაძემ. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები დასვა ალექსი ნონიაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტებს (დასკვნის ასლი თან ერთვის). დღის წესრიგით გათვალისწინებულ III საკითხთან დაკავშირებით: ვალერიან გობრონიძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: პაატა კვიჟინაძემ, ირაკლი კოვზანაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტებს. 3 დღის წესრიგით გათვალისწინებულ IV საკითხთან დაკავშირებით: ვლადიმერ მგალობლიშვილმა კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად წარუდგინა კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: პაატა კვიჟინაძემ, რამინა ბერაძემ, ირაკლი კოვზანაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულად მიაჩნია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. დღის წესრიგით გათვალისწინებულ V საკითხთან დაკავშირებით: გიორგი ხოჯევანიშვილმა კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა ორგანული კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: პაატა კვიჟინაძემ, რამინა ბერაძემ, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა, ირაკლი ზარქუამ, გიორგი ვაშაძემ, ირაკლი კოვზანაძემ. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია დააფიქსირა მზია გიორგობიანმა. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, კენჭისყრის შედეგიდან გამომდინარე (2 მომხრე, 7 წინააღმდეგი), წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს არ უჭერს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ VI საკითხთან დაკავშირებით: საკითხი გადაიდო მომხსენებლების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. დღის წესრიგით გათვალისწინებულ VII საკითხთან დაკავშირებით: მზია გიორგობიანმა კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის). შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: რომან გოცირიძემ, გიორგი ვაშაძემ, ირაკლი კოვზანაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ სასესხო შეთანხმებას (დასკვნის ასლი თან ერთვის). დღის წესრიგით გათვალისწინებულ IX საკითხთან დაკავშირებით: ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის წევრებს დასამტკიცებლად წარუდგინა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მუშაობის 2022 წლის სამოქმედო გეგმა. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: გიორგი ვაშაძემ, პაატა კვიჟინაძემ, ირაკლი კოვზანაძემ. დაადგინეს: დამტკიცდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მუშაობის 2022 წლის სამოქმედო გეგმა და ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ X საკითხთან დაკავშირებით: ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის წევრებს შესთავაზა კომიტეტის სამოქმედო 4 გეგმით გათვალისწინებული თითოეული სამუშაო სფეროსთვის პასუხისმგებელი თემატური მომხსენებლების განსაზღვრა. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ირაკლი კოვზანაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თემატური მომხსენებლების ერთიანი სია გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებ-გვერდზე. დღის წესრიგით გათვალისწინებულ XI საკითხთან დაკავშირებით: ირაკლი კოვზანაძემ დასვა საკითხი „სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდ პანდემიის გავლენით“ თემატური მოკვლევის დაწყების და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის მიზანშეწონილობის შესახებ და კომიტეტის ყველა წევრს შესთავაზა მონაწილეობის მიღება მოკვლევის ჯგუფის მუშაობაში, რომელშიც, ასევე, ჩაერთვებიან საერთაშორისო ორგანიზაციები. დაადგინეს: დაინიშნოს თემატური მოკვლევის ჯგუფი „სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდ პანდემიის გავლენით“. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვროს ირაკლი კოვზანაძე. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 08.02.2022წ. სხდომის აუდიო ჩანაწერი ოქმს თან ერთვის. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი ირაკლი კოვზანაძე ირინა ლომია 5