საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ალექსანდრე რაქვიაშვილის და ჰერმან საბოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/147; 21.12.2021) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-1463/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-14
ბიუროს ნომერი 119

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-1463/22 09-02-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მოგმართავთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თხოვნით, რომ სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით პარლამენტის წევრების იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ალექსანდრე რაქვიაშვილისა და ჰერმან საბოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/147; 21.12.2021). საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წერილი N 2-1398/22 08-022022 წ. თან ერთვის. დანართი: 1 ფურცელზე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-1398/22 08-02-2022 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს ბატონო ირაკლი, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრების იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ალექსანდრე რაქვიაშვილისა და ჰერმან საბოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/147; 21.12.2021). საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 27 დეკემბრის N110/2 გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო იმ კომიტეტად, რომლის დასკვნაც უნდა ერთოდეს კანონპროექტს განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელსაც განხილვის მაქსიმალურ ვადად განესაზღვრა 2022 წლის 15 თებერვალი. თუმცა, დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროებიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნულ ვადაში პროექტის განხილვა ვერ ხერხდება, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელება 2022 წლის 15 თებერვლიდან 1 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge