„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-14
ბიუროს ნომერი 119
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის’’ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) 128-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების, უწყებისა და ადმინისტრაციული
საჩივრის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილების გაცნობის, მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებისა და
დადგენილების გასაჩივრების წესები“;
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის დადგენილებაზე ადმინისტრაციული
საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, ადმინისტრაციულ
საჩივარში მითითებულ მისამართზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება
ადმინისტრაციულ
საჩივარში
მითითებულ
მისამართზე
ან
უარს
აცხადებს
გადაწყვეტილების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება გადაწყვეტილების სამშენებლო
ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.“;
გ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი და 11 ნაწილების მიზნებისთვის სამშენებლო ობიექტის
თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:
ა) საინფორმაციო დაფა;
ბ) სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა;
გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე;
დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი;
ე) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში
− აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია რამდენიმე გარემოებით, მათ შორის,
წინამდებარე კოდექსის გამოყენების პროცესში ცალკეული რეგულირებების დახვეწის
აუცილებლობით. ცვლილებათა შემუშავების მიზეზია პრაქტიკაში გამოკვეთილი პრობლემის
გადაჭრა, რაც კიდე უფრო გაუმჯობესებს და ეფექტიანს გახდის საჯარო კონტროლის
განხორციელებას.
არსებული პრაქტიკით, რაც ეფუძნება მოქმედ კანონმდებლობას, მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილებების ზემდგომ ადმინისტრაციულ
ორგანოში გასაჩივრების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები, მხარეებს ეგზავნებათ
საფოსტო გზავნილის მეშვეობით. პრაქტიკის შესწავლამ აჩვენა, რომ ზემდგომი
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებათა დიდი ნაწილის
(რომელთა საფუძველზეც არ არის დაკმაყოფილებული მხარის მოთხოვნა), საფოსტო
გზავნილით ადრესატისათვის ჩაბარება არ ხერხდება. სამწუხაროდ გახშირდა შემთხვევები,
როცა მხარე შეგნებულად არიდებს თავს ამ გადაწყვეტილების გაცნობას/ჩაბარებას. ამის
მიზეზი არის ის, რომ იგი თითქმის დარწმუნებულია რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მის
სასარგებლოდ მიღებული (რადგან, ყველაზე უკეთესად მან იცის რომ სამშენებლო საქმიანობა
კანონის დარღვევით აქვს ნაწარმოები) და ამიტომ ურჩევნია არ ჩაიბაროს, არ გაეცნოს. მან იცის,
რომ ასეთ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება ვერ შევა ძალაში და ვერ მიექცევა
აღსასრულებლად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად: „თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი
წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან
ადმინისტრაციული ორგანო არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში ვერ
უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების საჩივრის ავტორისათვის გაცნობას,
ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე მიღებული აქტი არ შედის ძალაში.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
არ/ვერ
ხდება
მშენებლობის
საჯარო
ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლა, რაც
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსის 128-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, გამორიცხავს აღნიშნული აქტის
აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას (გამომდინარე იქიდან, რომ ამ ნაწილის
მიხედვით: „...დადგენილება აღსასრულებლად მიექცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის
დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.“).
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით ზუსტდება ადმინისტრაციულ საჩივართან
დაკავშირებით ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების
გაცნობის ფორმები. კერძოდ, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ზემდგომი
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართალდამრღვევ პირს
გაეგზავნება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ფოსტის საშუალებით. იმ
შემთხვევაში თუ საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდება
(მისამართზე არ ყოფნის ან აქტის გაცნობაზე უარის თქმის გამო) გაცნობად ჩაითვლება აქტის
სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. მსგავსი სახის საკანონმდებლო
მოწესრიგება უკვე არსებობს მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილებისა და უწყების
გაცნობასთან მიმართებაში (კოდექსის 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობის ორგანოს მიეცემა შესაძლებლობა სრულყოფილად შეასრულოს მასზე
დაკისრებული ფუნქციები და უზრუნველყოს მის მიერ მიღებული დადგენილებების
აღსასრულებლად მიქცევა. ამასთან, ამ ნაწილში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მხარისათვის
ჩაუბარებლობა ვეღარ გახდება აღსრულების შემაფერხებელი გარემოება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აღწერილი პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია შესაბამის საკანონმდებლო
აქტში ცვლილებების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება ადმინისტრირების პროცესებზე.
პროექტის მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოებს ექნებათ შესაძლებლობა
მოახდინონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, რაც რასაკვირველია უფრო
ეფექტურს გახდის ადმინისტრირების პროცესს. დღეის მდგომარეობით, რადგან
ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ზემდგგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ ხერხდება ეფექტურად, ასეთ შემთხვევებში ვერ
ხდება ვერც საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების
(დაჯარიმების და დემონტაჟის) აღსრულება, რადგან მათი აღსასრულებლად მიქცევა
დამოკიდებულია შესაბამისი გადაწყვეტილებების (დადგენილება დაჯარიმების ან/და
დემონტაჟის შესახებ) კანონიერ ძალაში შესვლაზე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,
კი გასაჩივრების შემთხვევაში ჩერდება მათი მოქმედება. ამდენად, ადმინისტრაციული
საჩივრის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილების ჩაბარების ეფექტური მექანიზმების დანერგვა დადებით გავლანს მოახდენს
მუნიციპალიტეტზე.
კანონპროექტის
მიღება,
გავლენას
იქონიებს
თავად
სამშენებლო
სამართალდამრღვევზეც. დღეის მდგომარეობით, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების
ფარგლებში, მის (სამშენებლო სამართალდამრღვევის) მიმართ რიგ შემთხვევებში ვერ
ხდებოდა გადაწყვეტილებების აღსრულება, რადგან როცა მის მიერ არ/ვერ ხდებოდა
ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარება, ეს თავისთავად გამორიცხავდა საჯარო
ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების (ჯარიმის ან/და დემონტაჟის
შესახებ) აღსასრულებლად მიქცევას. პროექტის მიღების შემთხვევაში კი ეს პრობლემა
აღმოიფხვრება და შესაბამისად, სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ დროის მოკლე
მონაკვეთში უკვე შესაძლებელი იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებების აღსასრულებლად
მიქცევა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წინამდებარე კანონპროექტით ცვლილებები გათვალისწინებულია კოდექსის 128-ე
მუხლში:
ა) მუხლის სათაური
იცვლება მუხლის სათაური და ეთითება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე
ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობაზეც.
შესაბამისად, მუხლის სათაური ყალიბდება შემდეგნაირად: „მითითების, შემოწმების აქტის,
დადგენილების, უწყებისა და ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ზემდგომი
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის, მითითებით
განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებისა და დადგენილების გასაჩივრების წესები“;
ბ) მუხლს ემატება 11 ნაწილი:
ამ ნაწილშია მოცემული, თუ როგორ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საჩივრის
საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების
გაცნობა.
ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა პირველ რიგში უნდა მოხდეს ოფიციალურად,
ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე. ანუ, პირველ რიგში, ეს
გადაწყვეტილება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის მიხედვით,
დაინტერესებულ მხარეს უნდა გადაეცეს ან გაეგზავნოს ფოსტის მეშვეობით. ხოლო იმ
შემთხვევაში, თუ მხარე არ იქნება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე,
ეს გადაწყვეტილება განთავსდება სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილას, რაც
ჩაითვლება გაცნობად (აღსანიშნავია, რომ ეს პრაქტიკა, დღეს მოქმედი კოდექსის მიხედვით
წარმატებით მუშაობს მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების
გაცნობაზე. შესაბამისად, ზუსტად ანალოგიური პრაქტიკა იქნება დამკვიდრებული
ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების გაცნობაზეც).
ამდენად, 128-ე მუხლის დაემატება შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის დადგენილებაზე ადმინისტრაციული
საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, ადმინისტრაციულ
საჩივარში მითითებულ მისამართზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება
ადმინისტრაციულ
საჩივარში
მითითებულ
მისამართზე
ან
უარს
აცხადებს
გადაწყვეტილების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება გადაწყვეტილების სამშენებლო
ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.“;
გ) მე-2 ნაწილის ცვლილება:
კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის დღეს მოქმედი რედაქცია განმარტავს, თუ რა
ჩაითვლება სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად, როცა ხდება შესაბამისი
გადაწყვეტილებების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება. თუმცა, ეს
მე-2 ნაწილი ეხება მხოლოდ სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების,
შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობის შემთხვევას.
ამ ცვლილებით, ხდება მხოლოდ რედაქციულად დაზუსტება და მითითება, რომ ამ
ნაწილში ჩამოთვლილი სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილი, ეხება ასევე
ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის შემთხვევბსაც. ანუ, ეს გადაწყვეტილებებიც
შესალებელი იქნება უკვე განთავსდეს ამ ნაწილის მიხედვით.
შესაბამისად მე-2 ნაწილი ყალიბდება თავიდან და მხოლოდ რედაქციულად ემატება
11 ნაწილზე მითითებაც.
„2. ამ მუხლის პირველი და 11 ნაწილების მიზნებისთვის სამშენებლო ობიექტის
თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:
ა) საინფორმაციო დაფა;
ბ) სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა;
გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე;
დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი;
ე) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში
− აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის
მიხედვით,
გათვალისწინებულია
კანონპროექტის
გამოქვეყნებისთანავე შესვლა ძალაში, რადგან მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს
საკითხის დარეგულირება. ამავდროულად, არ არის გათვალისიწნებული კანონისთვის
უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორების მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ მოითხოვება
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, ყველა
მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება არსებული რესურსის ფარგლებში და
ამისათვის არ იქნება საჭირო დამატებითი სახსრების გამოყოფა.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს ერთი მხრივ ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, და მეორე მხრივ საჯარო ინტერესზე, კერძოდ: ა) პროექტის მიხედვით,
ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის ახალი მექანიზმი ხელს შეუწყობს საჯარო
ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის დროს დაჯარიმების
შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების დროულად მიქცევას აღსასრულებად, რაც ცხადია
აისახება შესაბამის ბიუჯეტზე. ბ) საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო
სამართალდარღვევის დროს დემონტაჟის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების დროულად
მიქცევა აღსასრულებად კი რასაკვირველია დადებითად იმოქმედებს საჯარო ინტერესებზე,
რადგან უკანონო მშენებლობებზე დემონტაჟის აღსრულება მოხდება დროის მოკლე
მონაკვეთშივე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით საჭირო გახდება, რომ ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე
ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილები, გაცნობის
მიზნით განთავსდეს სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილას (მას შემდეგ, თუ
სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ
მისამართზე ან უარს განაცხადებს გადაწყვეტილების გაცნობაზე). თუმცა, აღნიშული
ღონისძიებების განხორციელება, შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტების არსებული
რესურსის ფარგლებში და ამისათვის არ იქნება საჭირო დამატებითი სახსრების გამოყოფა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას იმ პირებზე ვისზეც ეს კანონპროექტი
ვრცელდება.
პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ზემდგომი
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა სამშენებლო
სამართალდამრღვევისათვის ხდება უფრო მარტივი. ეს კი (გადაწყვეტილების გაცნობა) თავის
მხრივ იწვევს საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების
(დაჯარიმების ან/და დემონტაჟის შესახებ) მალევე მიქცევას აღსასრულებლად.
ეს ყველაფერი კი რასაკვირველია სამშენებლო სამართალდამრღვევი პირისათვის
ნიშნავს ჯარიმის დროულად გადახდის ვალდებულებას და ასევე უკანონო მშენებლობის
დროული დემონტაჟის ვალდებულებას.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში,
რომელსაც
უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი
შემუშავდა
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერიის
ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ირაკლი
ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, ნოდარ
ტურძელაძე.