საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (გამოძიების დაწყების ვალდებულების საკითხი)
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-14
ბიუროს ნომერი 119
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041220733628
10.02.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება – "გამოძიების დაწყების ვალდებულების შესახებ"
შინაარსი:
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის მე–100 მუხლიის პირველი წინადადების თანახმად, "დანაშაულის შესახებ
ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან
დაიწყონ გამოძიება". თუმცა, აღნიშნული მოთხოვნა არ სრულდება გამომძიებელთა და
პროკურორების მიერ. ასე, მაგალითად, საქართველოს პროკურატურამ, როგორც
საგამოძიებო ორგანომ, 2017 წელს გამოძიება დაიწყო 724, 2018 წელს 903, ხოლო 2019 წელს
655 სისხლის სამართლის საქმეზე (იხილეთ პროკურატურის 2019 წლის ანგარიში:
https://pog.gov.ge/uploads/f67fa1c7-angarishi-15-05-2020.pdf), თუმცა, დანაშაულის შესახებ
ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის
სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში, მნიშვნელოვნად აღემატება 724
შემთხვევას 2017 წელს, 903–ს – 2018 წელს და 655–ს – 2019 წელს. პროკურატურა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–100 მუხლს იყენებს შერჩევით
და არა – უპირობოდ. დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, გამოძიებლები და
პროკურატურა გამოძიებას კი არ იწყებენ, არამედ იწყებენ იმის გარკვევას, დაიწყონ თუ არა
გამოძიება. წლების განმავლობაში ამგვარი პრაქტიკის არსებობა აზიანებს კერძო და საკარო
ინტერესს, ქმნის სამართლებრივი ნიჰილიზმის გაძლიერების საფუძველს და ხელს უწყობს
დაუსჯელი და ლატენტური დანაშაულის რაოდენობის ზრდას.გთხოვთ, განიხილოთ იმის
შესაძლებლობა, რომ ზ/აღნიშნული ნორმის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი
შინაარსით: " დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 24 საათში, გამომძიებელი,
პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება". აღსანიშნავია, რომ 24 საათიანი
დანაწესი ხშირად გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150–ე მუხლის თანახმად, გთხოვთ, განიხილოთ
წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება. (2) დამატებით, გთხოვთ, საკითხი განხილული
იქნას იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების მიერ, საკითხის
დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე. (3) ასევე, გთხოვთ, საკანონმდებლო წინადადების
მომზადებისას, ინფორმაცია გამოითხოვოთ პროკურატურიდან ზ/აღნიშნული მუხლის
გამოყენების პრაქტიკის შესახებ, რათა ნათლად გაირკვეს, რამდენად დასაბუთებულია
საზოგადოებაში არსესბული მოსაზრება/პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ
პროკურატურა და გამომძიებლები არ ემორჩილებიან კანონის ზ/აღნიშნულ იმპერატიულ
მოთხოვნას დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების უმრავლეს შემთხვევებში. იხილეთ
დანართში წერილი, რომელიც გაეგზავნა პროკურატურას, ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
პატივისცემით, ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი (სიითი # 0250)
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: