საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (მოსამართლეთა შერჩევის ერთიანი კრიტერიუმის დადგენის საკითხი)
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-14
ბიუროს ნომერი 119
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041220761730
11.02.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება მოსამართლეთა შერჩევის ერთიანი კრიტერიუმის
დადგენის შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გთავაზობთ, რომ "საერთო
სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის (სარეგისტრაციო კოდი
110.050.000.04.001.003.778) 35–ე პირველი პრიმა მუხლით გათვალისწინებული
მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები გახდეს
საერთო ყველა პირისთვის, მიუხედავად იმისა, გააჩნია თუ არა მას სამოსამართლეო
გამოცდილება. კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმი უნდა იყოს
ერთიანი ყველა კანდიდატისთვის, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა.
კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმი არ შეიძლება იყოს
განსხვავებული სხვადასხვა პირთა ჯგუფებებთან მიმართებაში – ამით ირღვევა თავად
კრიტერიუმის თანასწორობის და მიუკერძოებლობის პრინციპი. სხვაგვარად რომ ვთქვათ,
ვინაიდან მოსამართლეობის კანდიდატი შეირჩევა ორი ძირითადი კრიტერიუმის –
კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის – საფუძველზე, მათი კეთილსინდისიერებისა
და კომპეტენტურობის შეფასებაც ერთიანი პრინციპებისა და საფუძვლების გამოყენებით
უნდა ხდებოდეს. შესაბამისად, გთავაზობთ, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ"
საქართველოს ორგანული კანონის 35–ე პირველი პრიმა მუხლის მეორე ნაწილი ამოღებული
იქნას კანონიდან.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: