საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (ტერმინის - „რაიონული სასამართლო" ამოღების საკითხი)

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.02.2022
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-1545/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-14
ბიუროს ნომერი 119

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041220761932 11.02.2022 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება ტერმინ "რაიონული სასამართლო"–ს ამოღების შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გთავაზობთ, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონიდან (სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.003.778) ამოღებული იქნას საბჭოთა ტერმინი "რაიონული სასამართლო", შემოღებული ყოფილი სსრკ–ში 1989 წლის 4 აგვისტოს N 328-I კანონით "საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოსამართლეთა სტატუსის შესახებ" (http://pravo.gov.ru/proxy/ips/?docview&page=1&print=1&nd=102010208&rdk=1&&empire=). საქართველოში რაიონული ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულებიც აღარ არსებობენ, ამრიგად ტიპიური საბჭოთა ფრაზა "რაიონი"–ს გამოყენება სასამართლოების მიმართ წარმოშობს არაჯანსაღ აღქმას, ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის შემდგომ საქართველოში განხორციელებული ცვლილებების საერთო ფონს. ზოგადად, პოსტ–საბჭოთა სახელმწიფოში სოციალისტურ– კომუნისტური ეპოქის ტერმინების – "რაიონული" სასამართლოების და "რაიონული" პროკურატურების არსებობა ერთგარი პოსტ–საბჭოთა იდილიის შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო ამგვარი არქაიზმების არსებობა აკნინებს საქართველოს სახელმწიფოს იმიჯს, ისე როგორც – სუპერ–არქაულ ტერმინ "ამხანაგური სასამართლოს" კანონმდებლობაში დღემდე დატოვება საქართველოს პარლამენტის მიერ, მიუხედავად არაერთი მომართვისა და არაერთი საკომიტეტო განხილვისა. გთხოვთ, იმსჯელოთ იმის შესახებ, რომ ტერმინი "რაიონული" შეიცვალოს ტერმინით "საოლქო". ამრიგად, გთავაზობთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოებს, ნაცვლად მიხეილ გორბაჩოვის მიერ 1989 წლის 04 აგვისტოს ყოფილ სსრკ–ში დანერგილი ტერმინისა "რაიონული (საქალაქო) სასამართლო", ეწოდოთ "საოლქო (საქალაქო) სასამართლო". პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: