საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-1492/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-04-13
შენიშვნები 14/04/2022 ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

წერილი
კულტურის კომიტეტი 2-1492/22 10-02-2022 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გიგზავნით 2021 წელს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. გთხოვთ, მისცეთ მსვლელობა დანართი „18“ ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში 2022 წელი 1 შესავალი 2021 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში კულტურის კომიტეტი საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევდა კულტურის პოლიტიკის, ინსტიტუციური რეფორმებისა და პროგრამების განსაზღვრა-განხორციელებას. კომიტეტი ამზადებდა/იხილავდა კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ კანონპროექტებს, უზრუნველყოფდა პარლამენტში შემოსული წინადადებების დამუშავებას, ხელს უწყობდა კულტურის მოღვაწეთა ინტეგრაციას საერთაშორისო კულტურულ სივრცეში. კომიტეტი უზრუნველყოფდა კულტურის სფეროში პოლიტიკისა და რეფორმების განხილვის საკითხებში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. კომიტეტი, უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და სახელმწიფო პრიორიტეტებიდან გამომდინარე უზრუნველყოფდა:  კანონპროექტების შემუშავებას;  საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებას;  აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებზე საპარლამენტო კონტროლს;  საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვას;  საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობასა და მასში საზოგადოების ჩართულობას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობა ემსახურებოდა შემდეგი მიზნების ხელშეწყობასა და განხორციელებას:  კულტურის სფეროში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა და სამომავლო რეფორმების შემუშავებაში თანამონაწილეობა;  კულტურულ ცხოვრებაში საზოგადოების ფართო ჩართულობა;  ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაცია;  კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი მონაწილეობა. 2 საკანონმდებლო საქმიანობა 2021 წელს კულტურის კომიტეტმა ჩაატარა 18 სხდომა. საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კულტურის კომიტეტი 2 ნორმატიული აქტის პროექტზე განისაზღვრა წამყვან კომიტეტად, საიდანაც ერთი იყო „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (№07-2/44; 31.05.2021) - ინიციატორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ხოლო ერთი საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021–2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმება (№07-2/107; 13.12.2021) - ინიციატორი საქართველოს მთავრობა. კომიტეტში განსახილველად შემოსული იყო 1 საკანონმდებლო წინადადება, რომელიც უარყოფილ იქნა კომიტეტის მიერ. კომიტეტმა შეიმუშავა და წარადგინა 8 სავალდებულო დასკვნა პარლამენტის რეგლამენტით გათვალიწინებულ საკითხებზე. კანონპროექტები, რომელზეც კულტურის კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად საქართველოს კანონის პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/44; 31.05.2021) კანონის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის უფრო ეფექტიანად დაცვა, ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით ხელყოფის გამოვლენა და მათზე სათანადო რეაგირება. დაზუსტდა და დაკონკრეტდა „ძეგლის განადგურებისა“ და „ძეგლის დაზიანების“ ცნებები, რაც ხელს შეუწყობს ამ ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 3 ინიცირებული კანონპროექტები და მიღებული კანონები 2021 წლის 18 ნოემბერს კულტურის კომიტეტმა წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები. ცვლილების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების სწავლების უფლება უმაღლესი სახელოვნებო განათლების დამადასტურებელი დიპლომის მქონე პირებთან ერთად მიეცემათ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებსაც. კანონპროექტები, რომელზეც კულტურის კომიტეტი განისაზღვრა სავალდებულო კომიტეტად კანონპროექტები, რომელზეც კულტურის კომიტეტის დასკვნა სავალდებულო იყო 1. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (N072/67; 05.07.2021) განხილვა. 2. „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისთვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმდინარეობის შესახებ“ (072/78/10). 4 კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო წინადადებები 1. საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „შემოქმედებით მუშაკთა და შე მოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-10914/21; 03.08.2021) საკანონმდებლო წინადადებით დასმულია საკითხი იმის შესახებ, რომ შემოქმედებით კავშირებს აღუდგეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, ასევე დაზუსტდეს „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი და დაზუსტდეს და შეიცვალოს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუქტები. კომიტეტმა განიხილა საკანონმდებლო წინადადება და საკითხის შესწავლის მიზნით გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა. ამ ეტაპისთვის საკანონმდებლო წინადადება უარყოფილია. კომიტეტში შემოსული პეტიციები 1. საინიციატივო ჯგუფის „ხელოვნების მუზეუმისთვის“ მიერ წარმოდგენილი პეტიცია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით (N1-11655/21; 18.08.2021). პეტიციის ავტორები და ხელმომწერები მიიჩნევდნენ, რომ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა საფრთხეშია და ითხოვდნენ, პარლამენტს მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით უზრუნველეყო როგორც საკითხის საჯაროობა, ასევე, მიმდინარე პროცესებზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტური განხორციელება. აქედან გამომდინარე, 2021 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის, მე-7 პუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პეტიცია, მასში დასმულ საკითხებზე საპასუხოდ გადაეგზავნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის. 2. საინიციატივო ჯგუფის „ხელოვნების მუზეუმისთვის“ მიერ წარმოდგენილი საქართველოს 685 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის თაობაზე (1-18283/15.12.2021). ზემოაღნიშნული პეტიცია კულტურის კომიტეტის საგაზაფხულო სესიის კომიტეტის პირველივე სხდომაზე. მიერ განხილული იქნება 5 რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები კულტურის კომიტეტმა 2021 წლის 21 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე, როგორც წამყვანმა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოსა და ევროკავშირის შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021 -2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირებას. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (20212027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების დადება განპირობებულია ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით განმტკიცებული დებულებებით, რაც ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას. შეთანხმების დადების შედეგად საქართველო პროგრამაში ჩაერთვება, როგორც ასოცირებული ქვეყანა და შეძლებს მონაწილეობის მიღებას „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში, ასევე მოიპოვებს დაფინანასებას და ხელი შეეწყობა ქართული კულტურის ინტეგრაციას ევროპულ სივრცესთან. საზედამხედველო საქმიანობა საკომიტეტო მოსმენაზე კულტურის კომიტეტმა 2021 წლის 1 ივნისს განიხილა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში“(1-5728/21; 29.04.2021). სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში კომიტეტმა მოისმინა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული შემდეგი ანგარიშები: 6 1. კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის 24 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში, რომელიც დეპუტატებს გააცნო ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ. 2 კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის 15 ივნისს საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება .ინფორმაცია დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ წარმოუდგინა. 3. კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში. 4. კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისთვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ 5. კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის 10 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში. სახელოვნებო განათლების რეფორმა კომიტეტს განსაზღვრული აქვს სახელოვნებო განათლების სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები. შემუშავებულია სახელოვნებო განათლების სტრატეგია, კონცეფცია და რეკომენდაციები. მიგვაჩნია, რომ პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს სახელოვნებო განათლების მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა განურჩევლად ასაკის, რელიგიური აღმსარებლობის, საცხოვრებელი ადგილის, ეთნიკური წარმომავლობისა და სოციალური მდგომარეობისა. ასევე, სახელოვნებო განათლების გაფართოება ხელს შეუწყობს ინტელექტუალური გაუმჯობესების ფაქტორს ახალგაზრდებში და შემოქმედებითი პოტენციალის ამაღლებას. აღიშნული რეფორმის ამოცანაა სახელოვნებო სასწავლო დაწესებულებების განვითარება, 7 ახალი სისტემის და მეთოდოლოგიების დანერგვა. განიხილება საქართველოს მასშტაბით სახელოვნებო სასწავლებლების კოლეჯებად გადაკეთება, თანამედროვე ინოვაციური პროგრამების შემუშავება და ადაპტაცია. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით კულტურის კომიტეტი უახლოეს მომავალში მოამზადებს სახელოვნებო განათლების პოლიტიკის დოკუმენტს და წარუდგენს ფართო საზოგადოებას. კომიტეტმა განახორციელა ინიცირება საქართველოს კანონში „ზოგადი განათლების შესახებ“ ცვლილების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მოხდება პედაგოგის სტატუსის მინიჭება პროფესიული განათლების მქონე პირთათვის. სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში საქართველოში არსებული დარგის სპეციალისტებთან საგულისხმოა, რომ ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტებიც. კომიტეტი განსაკუთრებით ითვალისწინებს ლატვიის სახელმწიფოს საუკეთესო პრაქტიკას სახელოვნებო განათლების სფეროში. იმართება ონლაინ შეხვედრები დარგის სპეციალისტებთან და 2022 წლის 2-6 მარტს იგეგმება ლატვიის საეიმას განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი არვილს აშერადენსის ვიზიტი ამ საკითხებთან დაკავშირებით. საავტორო და მომიჯნავე უფლებები კულტურის კომიტეტი აქტიურად მუშაობს საქართველოს კანონში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. აუცილებელია ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს სრულყოფილი და სამართლიანი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც იქნება ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის ფუნდამენტი. კულტურის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კულტურის კომიტეტის მრავალმხრივი რეფორმების და ინიციატივების განსახორციელებლად, სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაგეგმვასა და საკითხების სიღრმისეულად შესწავლისათვის 8 კულტურის კომიტეტმა 2021 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის საფუძველზე მხარი დაუჭირა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხს. აღნიშნული საბჭო სათათბირო ორგანოა, რომელიც დაეხმარება კომიტეტს კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების გაანალიზებასა და მათ დაძლევაში. მოქალაქეთა წერილები, მომართვები და მასზე გაცემული პასუხების რაოდენობა 2021 წლის განმავლობაში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა რეაგირება მოახდინა მოქალაქეთა 97 წერილზე. შემოსული განცხადებების ავტორთა ნაწილს გაეგზავნა ოფიციალური პასუხი, ნაწილთან გაიმართა შეხვედრა, კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა მონაწილეობით, უწყებებთან. ხოლო ზოგიერთ პირს გაეწია შუამდგომლობა შესაბამის კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობა საანგარიშო პერიოდის თანამშრომლობდა რეგულარულად განმავლობაში, არასამთავრობო ხვდებოდნენ კულტურის სექტორთან. სხვადასხვა კომიტეტი აქტიურად კომიტეტის წევრები საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და დარგში მომუშავე ექსპერტებს. შეხვედრები მიზნად ისახავდა კომიტეტის დარგობრივი მიმართულებებით არსებული მდგომარეობის ერთობლივ შეფასებას, შესაბამის სფეროებში მომუშავე ორგანიზაციების რეკომენდაციების განხილვას, კომიტეტის კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასებების და კვლევების შედეგების გათვალისწინებას. დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა რეგულარულად დასწრებოდნენ კომიტეტის სხდომებს, ასევე გამოეთქვათ საკუთარი წინადადებები და შენიშვნები საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებით. 9 კულტურის კომიტეტის წევრები რეგულარულად კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ აქტივობებში, კერძოდ: დეპუტატები სტუმრობდნენ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ეცნობოდნენ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის გასცემდნენ ზეპირ რეკომენდაციებს. ასევე, დარგის სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე განიხილავდნენ სახელოვნებო განათლების განვითარების შესაძლებლობებს. კომიტეტის წევრები ხვდებოდნენ მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და სხვა კულტურული დაწესებულებების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ეცნობოდნენ მათ პრობლემებს და შეძლებისდაგვარად, რეაგირებდნენ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კულტურის კომიტეტის შექმნის დღიდან ერთერთი პრიორიტეტული საკითხად განისაზღვრა კულტურის დიპლომატიის ხელშეწყობით ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და ქვეყნებს შორის დაახლოება, რომელიც ეფუძნება და იყენებს ფასეულობების, კულტურისა თუ იდენტობის ასპექტებს ურთიერთობების გასამყარებლად, კულტურული თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად და ეროვნული ინტერესების გასატარებლად. შეხვედრები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ქვეყნების კულტურათაშორისი დიალოგისა და დაახლოების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. 10 განსაკუთრებული ყურადღება ეპყრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად, კულტურის კომიტეტის საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას და საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში კულტურული დიპლომატიის გზით ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას, რაც გულისხმობს:  კულტურის სფეროში ორმხრივ ურთიერთობების განვითარებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში;  ევროკავშირის ინსტიტუციებთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას;  საერთაშირისო და რეგიონალურ კულტურულ ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობას. საერთაშორისო სამუშაო ვიზიტები და ღონისძიებები 2021 წლის 4-9 ივნისს საფრანგეთი ქ. პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, ელისო ბოლქვაძემ შეხვედრები გამართა საფრანგეთის სენატში საფრანგეთ-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, ალენ უპერსთან; საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, ფილიპ ტაბაროსთან; საფრანგეთის სენატის კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, ბატონ ლორან ლაფონთან; საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, ბრუნო სტუდერთან; UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან კულტურის საკითხებში, ერნესტო ოტონესთან; შეხვედრების ძირითადი თემა იყო ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დიპლომატიის ფორმატში კულტურის საკითხების განხილვა; საფრანგეთსა და საქართველოს შორის ფრანკოფონიის აქტიური თანამშრომლობის გააქტიურება და კულტურის სფეროში არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება. 2021 წლის 20 სექტემბერს, მონაკოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, ელისო ბოლქვაძემ გამართა შეხვედრა საქართველოს საპატიო კონსულთან საფრანგეთში, ბატონ დავიდ რენდალთან, განხილულ იქნა მონაკოს პრინცის ალბერტ II-ის სასახლეში, ქართველ ნიჭიერ ბავშვთა მონაწილეობით გალა კონცერტის ორგანიზების საკითხი. 11 2021 წლის 21-27 სექტემბერს, საფრანგეთის ქ. პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ შეხვედრები გამართა UNESCO -ს კომუნიკაციისა და კულტურის სექტორის დირექტორთან, ქალბატონ დენიზ ბაკსთან; საფრანგეთის გამომცემელთა ეროვნული სინდიკატის გენერალურ დირექტორთან, ბატონ პიერ დუტილელთან; ჟურნალ Diapason-ის დირექტორთან ეტიენ განუშოდთან და მთავარ რედაქტორთან ემანუელ დუპუისთან; „საზოგადოება ფრანგი ხელოვანების“ პრეზიდენტთან ქალბატონ მარტინ დელალევთან; მუსიკის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, სილჯია ფიშერთან; შეხვედრების ძირითადი თემა იყო საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის საკითხი ფრანკოფონიის არეალში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები; ამავე ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავჯდომარე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო სამთავრობო დელეგაციასთან ერთად. 2021 წლის 13-17 სექტემბერი, ლატვიის ქ.რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, არვილს აშერადენსთან და საეიმის წევრ დეპუტატებთან ; ლატვიის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან, ბატონ ნაურის პუნტულისთან ; ლატვიის სამხატვრო აკადემიის რექტორთან - კრისტაპ ზარინთან, ლატვიის მუსიკალური აკადემიის რექტორთან - გიუნტარს პრანისთან , „დძინტარის“ საკონცერტო დარბაზის მმართველი საბჭოს თავჯდომარე, გიუნტარს კირჩიჩთან. შეხვედრების ძირითადი თემები იყო პარლამენტთაშორისი დიპლომატიური ურთიერთობის მნიშვნელობა; ლატვიაში არსებული სახელოვნებო განათლების რეფორმის განვითარების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუსიკალურ აკადემიაში სასწავლო პროცესის, ახლად შექმნილი პედაგოგიკის პროგრამების, ინფრასტრუქტურული და სისტემური განვითარების საკითხებს; საქართველოში სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში გამოცდილი ლატვიელი ექსპერტების ჩართულობის საკითხი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეფექტური სისტემის შემუშავებას ახალგაზრდა თაობის შემოქმედებითი განვითარების ხელშესაწყობად და ნიჭიერი ხელოვანების გამოსავლენად; საქართველოსა და ლატვიას შორის კულტურის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და სამომავლო გეგმები; ახალგაზრდა თაობის კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობის ხელშეწყობა; 2021 წლის 28 ოქტომბერს, საფრანგეთის ქ. პარიზში იუნესკოს მიერ კეთილი ნებისა და მშვიდობის ელჩებისთვის ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, იუნესკოს გენერალური დირექტორის ოდრე აზულეს მიერ მიწვეულ იქნა საქართველოს პარლამეტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, სადაც ელისო ბოლქვაძე, იუნესკოს მშვიდობის ელჩად მეორე ვადით დაინიშნა. ღონისძიებაზე განიხილეს კულტურაზე ხელმისაწვდომობის საკითხი საზოგადოებრივი განვითარებისთვის და კულტურათაშორისი ურთიერთობის მნიშვნელობა. 12 2021 წლის 2-4 ნოემბერს, ბელგიის ქ. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძემ და პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილმა, შეხვედრა გამართეს ევროკომისიის განათლების, ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ, თემის ქრისტოფიდუსთან და მის მოადგილე, ბარბარა მაჰლერთან სადაც აღინიშნა, კულტურის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა ევროკავშირის ინსტიტუციებთან, არა მხოლოდ საკანონმდებლო კუთხით, არამედ, კულტურათაშორის პლატფორმებში ჩართულობით, რაც გარკვეულ წილად, ქვეყნებს შორის თანადგომასა და პოლიტიკურ ჰარმონიზაციას შეუწყობს ხელს. დიდი ყურადღება დაეთმო კულტურის რეგიონებში განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობას. სახელოვნებო სფეროში პანდემიისგან გამოწვეული განსაკუთრებით მძიმე ვითარებიდან გამომდინარე დაიგეგმა თანამშრომლობა საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით. ამ მიმართულებით, ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ შემოთავაზებული იქნა კულტურის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და გაციფრულების ხელშეწყობა. ვიზიტისას შეხვედრები გაიმართა ბელგიის სამეფოში კულტურის სფეროს საკანონმდებლო წარმომადგენლებთან: ბელგია-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ, სენატორ მარკ დემესმაეკერსთან; ბელგიის სამეფოს ფლანდრიის ფედერაციის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორ, სემ ვანდენაბელსა და კულტურული დიპლომატიის ოფიცერ, მარიან ვან ბოქსელერთან; ბელგიის სამეფოს ფლანდრიის ფედერაციის პარლამენტის კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეტ მელმანთან, ამავე კომიტეტის წევრ, სენატორ კარინ ბროუბვერთან და კატია სეგესრსთან ბელგიის სამეფოს ვალონია-ბრიუსელის ფედერაციის საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორ ჟორჟ ლატეფთან; შეხვედრების ძირითადი თემები იყო ბელგიის სამეფოსა და საქართველოს პარლამენტთა შორისი დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებისა და კულტურის კომიტეტების აქტიური თანამშრომლობა; კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობ ქვეყნების დაახლოების მიზნით; რეგიონებში სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემისა და ამ სფეროს სისტემური ხელშეწყობის აუცილებლობა; თანამშრომლობა კულტურის დარგობრივი ექსპერტებით უზრუნველყოფის კუთხით, მათ შორის საავტორო უფლებების დაცვის სფეროში; ბელგიის რადიომაუწყებლობებში ქართული კლასიკური მუსიკისა და პოლიფონიის პოპულარიზაციის საკითხი განიხილა. ბელგიის სამეფოსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავად, ერთობლივი კულტურული ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობის საკითხი. 2023 წელს „ევროპალიის“ საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის მზაობისა და მოლოდინის საკითხები განხილულ იქნა, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე „ევროპალიის“ საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის გენერალურ დირექტორ კოენ კლემენტთან, ბრიუსელის კულტურული ცენტრი „BOZAR“-ის 13 წარმომადგენლებთან და ბრიუსელის ლუვენის უნივერსიტეტის საპატიო რექტორ, ბერნარდ კულისთან შეხვედრებისას. შეხვედრები გაიმართა დედოფალ ელიზაბეტის საერთაშორისო კონკურსის თავმჯდომარის, ბარონ იან ჰუგჰებერსთან და დედოფალ ელიზაბეტის სახელობის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის აღმასრულებელ პრეზიდენტთან, ბერნარდ დე ლონუასთან. საუბარი შედგა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, რომელიც გულისხმობს ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსების საერთაშორისო ღონისძიებებსა და პროგრამებში ინტეგრირების ხელშეწყობას. 2021 წლის 8-10 დეკემბერს, საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, ელისო ბოლქვაძემ, შეხვედრები გამართა საბერძნეთის პარლამენტის კულტურისა და განათლების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვასილიოს დიღალაკისთან, საბერძნეთისაქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, დიმიტრის კუველასთან და საბერძნეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის მინისტრ, ქალბატონ ლინა მენდონისთან. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ ისტორიულ, რელიგიურ და კულტურულ კავშირებს, რაც დადებითად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე; განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობაზე; აღინიშნა ამ ტრადიციული ურთიერთობის ფორმატში, პარლამენტის როლის მნიშვნელობა; პანდემიით გამოწვეულმა ზიანმა, ნათლად გამოჩნდა თუ რა უნიკალური ადგილი უკავია კულტურას საზოგადოების ჯანსაღ განვითარებასა და ეკონომიკაში. ასევე, შეხვედრის ძირითადი თემები იყო ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა; საბერძნეთის წამყვან მუსიკალურ და თეატრალურ საერთაშორისო ფესტივალებში ქართველ ხელოვანთა მონაწილეობა; ქართული ლიტერატურის ბერძნულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის პროცესის მნიშვნელობა და ლიტერატურული მიღწევების ხელშეწყობა, ქვეყნებს შორის საზოგადოებრივი კავშირების გამტკიცების მიზნით; 2022 წელს, საქართველო-საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავად, ერთობლივი კულტურული ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობის საკითხი საბერძნეთის დედაქალაქსა და რეგიონებში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალბატონი ლინა მენდონის დაინტერესება არქეოლოგიისა და რესტავრაციის მიმართულებით ჩვენ ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის საკითხით. მინისტრმა გამოთქვა ინიციატივა დარგობრივი ექსპერტების ჩართვის თაობაზე და იმედი გამოხატა, რომ ეს იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის უძველესი კავშირების ახალი აღმოჩენების საწყისი. ელისო ბოლქვაძის მოწვევით, 2022 წლის ივლისში იგეგმება ქალბატონი მენდონის ვიზიტი საქართველოში. საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და საქართველოს ელჩი დავით 14 დონდუა, მისი უდიდებულესობა სერბეთის პრინცის ალექსანდრესა და პრინცესა კატერინას მიწვევით, საქველმოქმედო ფონდის LIFELINE მიერ გამართულ გალა სადილს დაესწრნენ. სადილამდე მოეწყო ელისო ბოლქვაძისა და დავით დონდუას აუდიენცია სამეფო ოჯახთან. საღამოს ასევე ესწრებოდნენ საბერძნეთის მთავრობის, ბიზნესის, კულტურისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, ელისო ბოლქვაძემ, შეხვედრები გამართა ასევე საბერძნეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან: ათენის საკონცერტო დარბაზის “მეგაროს” პრეზიდენტ ნიკოს პიმბლისთან და სამხატვრო ხელმძღვანელ იანის ვაკარელისთან განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. კომიტეტს 2022 წლის 23-30 ივლისს დაგეგმილია ბათუმის საერთაშორისო მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის ჩატარება. ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება შავი ზღვის ქვეყნების ¨კულტურული დიალოგის¨ ეგიდით გალა კონცერტის გამართვა. ასევე ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იტალიის, იაპონიის და საფრანგეთის საელჩოებთან აქტიური თანამშრომლობით. ფესტივალის ფარგლებში, 30 ივლისს საქართველოსა და საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას დაესწრება საბერძნეთის კულტურისა და სპორტის მინისტრი ქალბატონი ლინა მენდონი. ( დადასტურებულია ოფიციალური თანხმობით). ასევე, საქართველოს ეწვევა იუნესკოს წარმომადგენლები და გაიმართება სემინარი იუნესკოს ღირებულებების და ახალი თაობის განვითარების მნიშვნელობის შესახებ . თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან 2021 წლის 6 დეკემბერს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძემ შეხვედრა გამართა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო სახელოვნებო განათლების რეგიონებში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ბავშვების შემოქმედებითი განვითარების მიზნით საპილოტე სკოლების დაარსების მნიშვნელობას. განიხილეს პანკისის რეგიონში ერთ-ერთი სკოლის სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში ჩართულობის საკითხი ახალი თაობის ინტეგრირების მიზნით. აქვე დაიგეგმა პანკისში უწყებათაშორისი ვიზიტი. ასევე, შეხვედრისას ხაზი გაესვა შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სპეციალური სახელოვნებო პროგრამების შექმნის მნიშვნელობას. 15 2021 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, კულტურის კომიტეტის თავჯდომარე ელისო ბოლქვაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა გოეთეს ინსტიტუტის ხელმძღვანელ ბარბარა მიუნხჰაუზენთან და სხვა წარმომადგენლებთან სადაც, ასევე ესწრებოდნენ კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე, როსტომ ჩხეიძე და აპარატის წევრები. შეხვედრისას ისაუბრეს მიმდინარე საქმიანობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებ. კერძოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერების მიზნით, EU4culture და EU4Dialogue პროექტებში საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობაზე; ასევე, განხილულ იქნა საქართველოში სახელოვნებო განათლების რეფორმისა და იმერეთში ნორჩი მუსიკოსების საერთაშორისო კონკურსში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერის საკითხი. 2021 წლის 18 ოქტომბერს, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა. შეხვედრისას ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონში კულტურის დიპლომატიის საშუალებით ქვეყნებს შორის საერთო ინტერესებისა და დაახლოების ხელშეწყობის მნიშვნელობას; შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციის 30 წლისთავის აღნიშვნის საკითხი ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 2022წლის ივლისში გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით კულტურის დიპლომატიის გააქტიურების კუთხით იგეგმება კულტურული პროგრამების განხორციელება, ქართული კინოს კვირეული, თეატრალური დადგმები, წიგნების გამოფენა, სახვითი ხელოვნების გამოფენები, ქართული ფოლკლორის საღამოები, საშემსრულებლო ხელოვნება. 2022 წელს საქართველოში არსებულ ვატიკანის საელჩოსთან ერთად კულტურის კომიტეტის ინიციატივით იგეგმება სამშვიდობო გალა კონცერტი სადაც მონაწილეობას მიიღებენ კავკასიის რეგიონის ნორჩი მუსიკოსები სიქსტინის კაპელაში. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) 2021 წლის განმავლობაში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობის მიმართულებით კომიტეტმა განახორციელა შემდეგი აქტივობები: 16  განისაზღვრა მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე პასუხისმგებელი კომიტეტის წევრი - ხათუნა კვიციანი;  კომიტეტმა შეიმუშავა და სამოქმედო გეგმაში ასახა 2021 წელს განსახორციელებელი ის აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მე-6 ამოცანის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუტების შექმნას ყველა დონეზე, კულტურის კომიტეტი ახორციელებდა შემდეგ აქტივობებს:  დროულ და ეფექტიან რეაგირებას ახდენდა მოქალაქეთა მიერ შემოსულ განცხადებებზე;  მოქალაქეებისთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე, საკონსულტაციო შეხვედრებს წარმართავდა როგორც კომიტეტის წევრების, ასევე კომიტეტის აპარატის თანამშრომლების ჩართულობით;  კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების (სხდომები, შეხვედრები, ღონისძიებები და ა.შ.) შესახებ მოქალაქეებს აწვდიდა ინფორმაციას პარლამენტის ვებ-გვერდისა და კომიტეტის სოციალური არხების გამოყენებით. კულტურის კომიტეტის აქტივობები კულტურასთან საზოგადოების ფართო წრეების წვდომისა და დეცენტრალიზაციისათვის, ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონებთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად კომიტეტი გეგმავს მუნიციპალიტეტებთან ვებინარების ჩატარებას და კოორდინაციას. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით იგეგმება იმერეთის რეგიონში 2022 წლის 11-14 ოქტომბერს ნორჩ მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის ჩატარება. პროექტი განხორციელდება იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით და ასევე საქართველოში არსებული გოეთეს ინსტიტუტისგერმანიის კულტურულ ცენტრთან თანამშრომლობით. 17 კონკურსი ხელს შეუწყობს ქართველი ნორჩი ახალგაზრდების შემოქმედებით მოტივაციას და სახელოვნებო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. გაიზრდება იმერეთის რეგიონის საერთაშორისო ცნობადობა, რადგან ჟიურის წევრებად მოწვეულნი არიან მსოფლიოს წამყვანი დარგის სპეციალისტები და ცნობილი პიროვნებები. 18