საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-1509/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-03-17
შენიშვნები 17/03/2022 ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

წერილი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 2-1509/22 10-02-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 24 (ოცდაოთხი) ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში ზოგადი ინფრომაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ ------------------------------- 3 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო ---------------------------------------------------- 3 კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ----------------------------------------- 4 ევროპასთან ინტეგრაცია და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ---------------------------------------------------------------------------------- 5 საზედამხედველო უფლებამოსილება და დარგობრივი მიმართულებებით გაწეული სამუშაოები ---------------------------------------------------------------------- 5 უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საკითხები/დიასპორული ორგანიზაციები ---------------------------------------------------------------------------- 5 კავკასია, კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ------------------------------------------------------- 14 ანალიტიკური საქმიანობა --------------------------------------------------------------- 17 მოქალაქეთა წერილები და მომართვები ------------------------------------------------17 კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტები და შეხვედრები ------------------------------18 პანდემიის პერიოდში კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობა---------- 24 კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის სხვა აქტივობები ------------------------------24 2 ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობა, საანგარიშო პერიოდში, დარგობრივი მიმართულებებისა და კომპეტენციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარეობდა. კომიტეტის უცხოეთში საქმიანობის მცხოვრებ ძირითად პრიორიტეტებს თანამემამულეებთან და ორგანიზაციებთან, კავკასიელ ხალხებთან, კავკასიოლოგიურ ცენტრებთან თანამშრომლობა, წარმოადგენდა: ქართულ დიასპორულ ქართველოლოგიურ მათთან და კულტურულ– საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების განმტკიცება; დიასპორული, მიგრაციული და რეგიონული პოლიტიკის შემუშავება, რეგიონული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამოქალაქო უფლებების საკითხებზე მუშაობა. საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, მიღებული გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო აქტების განხორციელების, დარგობრივი პოლიტიკის განსაზღვრის, აღსრულებაზე საპარლამენტო მიმართულებებით, ასევე, სამოქმედო საშინაო გეგმით კონტროლის და საგარეო გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, კომიტეტმა ჩაატარა 17 სხდომა, ათეულობით მნიშვნელოვანი შეხვედრა და სხვა ფორმატის აქტივობები, მოისმინა შესაბამისი ინფორმაციები, რა დროსაც შეიმუშავა სათანადო დასკვნები, რეკომენდაციები და წინადადებები. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კომიტეტთან აქტიურად მუშაობდა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის წევრებიც არიან ცნობილი მეცნიერ-კონსულტანტები. საანგარიშო პერიოდში თანამემამულეებთან და საბჭო კავკასიელ ორგანიზაციებთან ურთიერთობის რეგიონული მიგრაციული და პრობლემატიკის შესწავლის, მუშაობდა: უცხოეთში ხალხებთან, მეცნიერული პოლიტიკის, გამოწვევებისა და ამ მცხოვრებ მათ დიასპორულ ანალიზის, სახელმწიფოს სფეროებში არსებული საფრთხეების პრევენციის საკითხებზე. 3 საბჭოს წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ საკომიტეტო საქმიანობაში. მათი ჩართულობით ხდებოდა კომიტეტის გადაწყვეტილებების, დასკვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა საანგარიშო პერიოდში, კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით განხილული დოკუმენტებიდან საყურადღებოა შემდეგი:  დიასპორისა „საქართველოს და კავკასიის მოქალაქეობის საკითხთა შესახებ“ კომიტეტის საქართველოს ინიციატივით, ორგანულ კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 2 წლის ვადით - 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა:  საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესაძლებლობა (მუხლი 302. საქართველოს მოქალაქეობის დადგენა);  საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალური წესით სარგებლობის შესაძლებლობა (მუხლი 311. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალური წესი);  საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, მოთხოვნის დროებითი (მუხლი 32 . საქართველოს 2 მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება);  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (072/67/10; 05-07-2021);  „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენება და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი” (№ 07-2/78; 01.10.2021წ.);  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/90; 22.11.2021). 4 ამასთან, საანგარიშო პერიოდში, განხილულ იქნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის პარლამენტში ნდობის ირაკლი ღარიბაშვილის გამოცხადებისთვის მიერ საქართველოს წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა (სამთავრობო პროგრამა 2021-2024 "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის") და მომზადდა შესაბამისი დასკვნა. ევროპასთან ინტეგრაცია და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი აქტიურადაა ჩართული ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის განხორციელების კუთხით მიმდინარე რეფორმებში. ამ მიმართულებით, კომიტეტი რეგულარულად ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. კერძოდ, კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიმდინარე საგარეო პოლიტიკური საკითხებისა და იმ მნიშვნელოვანი მიმართულების თაობაზე, როგორიცაა საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები. საზედამხედველო უფლებამოსილება და დარგობრივი მიმართულებებით გაწეული სამუშაოები უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საკითხები/დიასპორული ორგანიზაციები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან და სათვისტომოებთან ურთიერთობების გაღრმავებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლის მიზნით, რეგულარულად იმართებოდა კომიტეტის სხდომები და სამუშაო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, უმაღლესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, აკადემიურ წრეების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოების მონაწილეობით. 5 კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობებიდან აღსანიშნავია შემდეგი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა 11 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცეს 2021 წლის სამოქმედო გეგმა. კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა შემუშავდა პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებასთან ერთად, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავდა მიზნად. კომიტეტის სამოქმედო გეგმა, მიზნებიდან და მასზე დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე, მოიცავდა დიასპორის, კავკასიისა და მიგრაციის კუთხით, კომიტეტის საქმიანობის შემდეგ ძირითად მიმართულებებს:  დარგობრივი პოლიტიკისა და პრიორიტეტების შემუშავება/განსაზღვრა;  კანონშემოქმედებითი საქმიანობა;  საზედამხედველო საქმიანობა;  საერთაშორისო თანამშრომლობა;  კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა;  კომიტეტის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში;  კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობა.  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში გაიმართა არაერთი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორთან. შეხვედრებზე განიხილულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გაწეული საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები სისტემატურად აწვდიდნენ კომიტეტს ინფორმაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, დიასპორული პოლიტიკის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე. ერთობლივად დაიგეგმა საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესების გზები. საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის წევრებსა და კომიტეტის აპარატს ჰქონდათ ყოველდღიური კონტაქტი და ღია თანამშრომლობა დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან. ადგილსამყოფელი ქვეყნების მიხედვით, ერთობლივად შემუშავდა ქართულ დიასპორაში არსებულ გამოწვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების ახალი მექანიზმები. 6  2021 წლის 22 იანვარს, გაიმართა შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიასა და ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზურაბაშვილს შორის. შეხვედრის მთავარი თემა იყო ირლანდიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები.  2021 წლის 4 თებერვალს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და კომიტეტის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვლადიმერ კონსტანტინიდს და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მუხრან გულაღაშვილს შეხვდნენ. კომიტეტის თავმჯდომარემ, სამუშაო შეხვედრაზე, სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნო კომიტეტის საქმიანობის გასული წლის ანგარიში და 2021 წლის სამოქმედო გეგმა. შეხვედრაზე განიხილეს კომიტეტის და სამინისტროს ერთობლივი პროექტები, მათ შორის, დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრების დაგეგმვა და სხვა ორგანიზაციული საკითხები.  2021 წლის 5 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ მონაწილეობა მიიღო ტელესიმპოზიუმში, რომელიც ეძღვნებოდა დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილის, ძველი თაობის დიასპორელის, საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრის, პირველი ქართველი ქალი ფსიქოფიზიოლოგის - ბარბარე ყიფიანის (1879 - 1965) ხსოვნას.  2021 წლის 11 თებერვალს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლაშა ჟვანიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისრაელში ქართული დიასპორის, სახელმწიფოს მხრიდან მათი დახმარებისა და დიასპორული სახლების გაძლიერების საკითხები განიხილეს. ამასთან, ერთობლივი პროექტების მომზადების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.  2021 წლის 11 თებერვალს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს იტალიის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან. მხარეებმა იტალიაში საქართველოს საელჩოს და იტალიის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს, როგორც ზოგადად მსოფლიოში (ძირითადად დასავლეთის ქვეყნებსა და საქართველოში), ისე კონკრეტულად იტალიის ქართულ დიასპორაში პანდემიის შედეგად შექმნილი 7 მდგომარეობა, არსებული გამოწვევები და შეზღუდვები, საავიაციო და სახმელეთო მიმოსვლისა და ვაქცინაციის საკითხები. ყურადღება გამახვილდა იტალიაში საქართველოს წარმომადგენლობების (საელჩო, საკონსულო) ჩართულობის მნიშვნელობაზე და დიასპორის წინაშე არსებულ იმ გამოწვევებზე და პრობლემატურ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს ქართულმა სახელმწიფომ.  2021 წლის 28 აპრილს და 15 დეკემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, სხდომაზე მოისმინა ინფორმაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და 2021 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა მერაბ ჩუხუამ, კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა ცენტრის საქმიანობის შესახებ. სხდომებზე, ასევე, განხილულ იქნა კავკასიელი ხალხების დიასპორულ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან არსებული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.  2021 წლის 29 აპრილს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მოსმენილ იქნა ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის 2021 წლის გეგმების თაობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, კომიტეტს ის საგრანტო პროგრამები გააცნო, რომელთა განხორციელებაზეც საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი გეგმავდა მუშაობას. სხდომაზე, ასევე, ყურადრება გამახვილდა დიასპორული ინიციატივების პროგრამის მნიშნელობაზე. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ლევილის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი, რომლის დასრულებაც, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის არის გათვალისწინებული.  2021 წლის 31 მაისს, კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა, კოიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია დიასპორის საკითხებზე გაწეული საქმიანობის შესახებ. სხდომაზე მომუშავე ერთეულის განხილულ განათლებისა მიერ და იქნა ქართული მეცნიერების დიასპორისთვის დიასპორის მიმართულებით სამინისტროს სტრუქტურული განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები - ქართული ენის ონლაინ შესწავლა, დიასპორებისთვის ქართული 8 სახელმძღვანელოების გადაცემა, საკვირაო სკოლების ხელშეწყობა და სხვა. (სხდომაზე განხილული საკითხი პასუხობს მდგრადი განვითარების მიზნებს, კერძოდ მე-4 მიზნის ამოცანებს, რომელიც გულისხმობს თანასწორი განათლების უზრუნველყოფასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნას ყველასთვის).  2021 წლის 18 ივნისს, კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სამუშაო შეხვედრა გამართეს საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სადაც განხილულ იქნა საგარეო საუკეთესო დიასპორული ინიციატივების გამოსავლენად არსებული საგრანტო პროგრამის მიმდინარეობა, ახალგაზრდა ელჩების კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი სხვა ინიციატივები.  2021 წლის 24 ივნისს, გაიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა, 2021 წლის 27 მაისს, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის - „ძლიერი დიასპორა - ერთიანი საქართველოსთვის" შედეგები. სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია ჯგუფებში ფორუმის („ეკონომიკა და ფარგლებში, ბიზნესი - თემატურ/მიზნობრივ სამუშაო ქართული ქვეყნის დიასპორა განვითარებისთვის“; „განათლება და კულტურა“ - კულტურულ დიპლომატიაში ქართული დიასპორის როლი), დიასპორული ორგანიზაციებისა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენი გადაწყვეტილებების, თანამემამულეების მონაწილეობით, შემუშავებული წარმოდგენილი და მიღებული საერთაშორისო პროექტების განხორციელების თაობაზე.  2021 წლის 17 სექტემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამებში 2021 წელს გამარჯვებულ თანამემამულეთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ჩატარდა. საგრანტო პროგრამები მოიცავდა სამ მიმართულებას: დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი და უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 9 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა და უცხოეთში მყოფი საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებისთვის მისი ტრანსლირება წარიმართა ონლაინ რეჟიმში. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 60-მდე გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი სიგელები.  2021 წლის 7 ოქტომბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრმა ქეთევან დუმბაძემ მონაწილეობა მიიღო საგრანტო პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში გამართულ ამბასადორიალში. ამბასადორიალში, ასევე, მონაწილეობდნენ სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და მისი ტრანსლირება უცხოეთში მყოფი ახალგაზრრდა ელჩებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის ონლაინ რეჟიმში წარიმართა.  2021 წლის 25 ნოემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2021 წელს გამოცხადებული საგრანტო პროგრამების: „იყავი შენი მხარდაჭერა“ ქვეყნის და ახალგაზრდა „უცხოეთში ელჩი“; მოქმედი „დიასპორული ქართული ცეკვისა ინიციატივების და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ თაობაზე. 2021 წლის საგრანტო პროექტის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 60 განაცხადიდან სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით გამოვლინდა 17 გამარჯვებული. 2021 წლის ნოემბრის თვეში გამოცხადებული კონკურსის მიზანს წარმოადგენდა "ახალგაზრდა ელჩების“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში:  საქართველოს პოპულარიზაცია;  ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ქმედებებისა და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდისა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობის თვალსაზრისით;  საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა;  ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა;  საჯარო სამსახურისათვის პერსპექტიული კადრების წარმოჩენა. 10 პროგრამაში „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდა კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები (ბექა ოდიშარია, გივი ჭიჭინაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, ქეთევან დუმბაძე). 2021 წელს 83 პროექტიდან, კომისიის გადაწყვეტილებით, გაიმარჯვა 22-მა პროექტმა. 2021 წელს, საპილოტე რეჟიმში, პირველად განხორციელდა პროგრამა „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“. აღნიშნული პროგრამა მორგებულია საზღვარგარეთ მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების საჭიროებებზე და ხელს შეუწყობს მათ განვითარებას და გამართულ ფუნქციონირებას. პროგრამის მიზანია, საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის დამკვიდრება. 2021 წელს საგრანტო პროგრამაზე შემოვიდა სულ 41 განაცხადი და გაიმარჯვა 21-მა პროექტმა.  2021 წლის 17 დეკემბერს, კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა სსიპ - „აწარმოე საქართველოში“ მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ ინფორმაცია, ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტებში დიასპორის ჩართულობის შესაძლებლობებზე. სხდომის ფარგლებში, განხილულ იქნა ინდუსტრიული და ტურიზმის მიმართულებები, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ექსპორტის მხარდაჭერა, ინვესტიციების მოზიდვა, საერთაშორისო იმიჯის პოპულარიზაციის მიმართულებით სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურაღება დაეთმო, ადგილსამყოფელ ქვეყნებში მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობას და მათი დასაქმების მიზნით დაგეგმილ პროექტებს. (სხდომაზე განხილული საკითხი პასუხობს მდგრადი განვითარების მიზნებს, კერძოდ მე-8 მიზნის ამოცანებს, რომელიც გულისხმობს სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, სრულ და პროდუქტიულ დასაქმებას და ღირსეულ სამუშაოს ყველასთვის).  2021 წლის 28 დეკემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო განსაკუთრებული ღვაწლის 11 მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაში, სადაც, კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის სლოვაკეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე დააჯილდოვა. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) მხარდაჭერით გაიმართა.  კომიტეტის 2021 წლის 29 დეკემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა თავმჯდომარემ და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ბექა ოდიშარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიორგი ჯანჯღავასთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა თურქეთის და საქართველოს პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, საანგარიშო პერიოდში, ასევე განიხილა:  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (1-5729/21; 29.04.2021);  „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ და „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების, „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ";  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (1-10820/21/10; 30.08.2021);  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (1-5729/21; 29.04.2021). ისტორიული დიასპორების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის საქმიანობა, ძირითადად, შემოიფარგლა თურქეთის, აზერბაიჯანისა და საფრანგეთის ქართულ დიასპორებთან ურთიერთობებით. 12 აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქართული ისტორიული დიასპორის (ისტორიული ჰერეთის) წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა. მათ შორის, 2021 წლის 31 მაისს, კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა ჰერეთში, ქართული სკოლებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელოების გადაცემის პროგრამა (აღნიშნული საკითხი პასუხობს მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის ამოცანებს). კომიტეტმა მოამზადა და დარგობრივ სამინისტროებს, შესაბამის დაწესებულებებს დაუგზავნა შესაბამისი შუამდგომლობები. აღსანიშნავია, საზღვარგარეთ რომ ქართულ ჩვენი სახელმწიფოსათვის დიასპორასთან, პრიორიტეტულია განსაკუთრებით, ისტორიულ დიასპორასთან ურთიერთობისა და კავშირების განმტკიცება და მათ წინაშე არსებული პრობლემების საზღვარგარეთ ქართული ერთიანი ძალისხმევით დიასპორის იდენტობისა გადაჭრა. და აგრეთვე, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, დიასპორის ჩართვა მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის პოპულარიზაციისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საკითხში. საანგარიშო პერიოდში, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ფორმატში, კომიტეტი ზედამხედველობას უწევდა საგარეო უწყების მიერ გაწეულ საქმიანობას „ლევილის მამულის“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის კუთხით. ლევილის შატოს პირველ სართულს (ფრანგულად - геz-de-chausse) მთლიანად დაიკავებს პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ისტორიული სივრცე. ლევილის შატოსს მეორე სართულზე ნოე ჟორდანიას კუთვნილ ოთახში, მოეწყობა ნოე ჟორდანიას კაბინეტი. აგრეთვე, მოეწყობა სტუდენტებისა და მკვლევარებისათვის საცხოვრებელი ოთახები, სამზარეულო და სასადილო სივრცე. სხვენში მოეწყობა რეზიდენტთათვის სამუშაო სივრცე და დარბაზები. მათში შესაძლებელი იქნება ვიზიტორი მკვლევარების მიღებაც. მოვლილი და განვითარებული იქნება მამულის პარკი, სადაც საპატიო ადგილს ქართული ჯიშის ხეები და ხეხილი დაიკავებს. მიწის ერთ მონაკვეთზე მოშენდება ქართული ვენახი. ლევილის მამულის სრული რეაბილიტაციის პროცესი დასრულებული იქნება 2024 წლის ბოლოს. მთლიანად რეაბილიტაციისათვის 5,6 მლნ ევროს დახარჯვა იგეგმება. დღემდე ჩატარებულია 700 000 ევროს ღირებულების სამუშაოები. 2021 წელს გამოყოფილი იყო 3,5 მლნ ლარი. 2021 წლის ივნისს ლევილის მამული მართვაში კულტურის სამინისტროს გადაეცა. 2021 წლის 16 ნოემბერს, პარიზში, საქართველოს საელჩოს შენობაში ლევილის მამულის კულტურის, მმართველი სპორტისა და საბჭოს სხდომა ახალგაზრდობის გაიმართა მინისტრ თეა საქართველოს წულუკიანის ხელმძღვანელობით. გადაწყდა რომ კომპანია „სკოპინგმა“, წარმოადგინოს მამულში 13 არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის საბოლოო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რათა კულტურის სამინისტრომ სწრაფად გაწეროს სამუშაოთა გეგმა, რის გაკეთებასაც შეძლებს 2022 წელს. კომიტეტი ლევილის მამულის საკთხზე, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. აღსანიშნავია, რომ მიგრაციული პოლიტიკის შემუშავებისა და ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, კომიტეტმა აწარმოა ანალიტიკური სამუშაოები, გამართა ფართო ფორმატის საკომიტეტო მოსმენები და შეხვედრები მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ( ICMPD) მონაწილეობით. კავკასია, კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა საანგარიშო პერიოდში, კავკასიის მიმართულებით, კომიტეტის საქმიანობა მნიშვნელოვანი იყო დარგის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან, აკადემიურ წრეებთან, კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და კავკასიელ მკვლევარებთან ურთიერთობის კუთხით.  2021 წლის 17 მარტს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ პარლამენტის წევრებთან ერთად, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში, პარლამენტის სახელით, აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ბექა ოდიშარიამ მიულოცა და საჩუქრად ქართული ტრადიციული ნუგბარი გადასცა. ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გამართულ აღმასრულებელი ასევე, და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ღონისძიება, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსა და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის სახლ-მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა. 14  2021 წლის 28 აპრილს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს, სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა მერაბ ჩუხუამ, ცენტრის საქმიანობაზე, ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის კუთხით არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ცენტრმა 2011 წლიდან დღემდე არაერთი კულტურული და სამეცნიერო ღონისძიება განახორციელა: მოაწყო ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური საზაფხულო სკოლები, გააფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმები სამეცნიერო და კულტურულ სფეროში წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამართა ჩერქეზული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციები, გამოსცა ორ ათეულამდე სამეცნიერო და მხატვრული ჟანრის მონოგრაფია/კრებული. სხდომაზე მომსმენილ იქნა ინფორმაცია ცენტრის მიერ განხორციელებული შემდეგი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებისა და კონფერენციების შესახებ: ქართულ-ჩერქეზული ეკო-კულტურული გარემო ჩერქეზი რეპატრიანტების სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია; მაიკოპური კულტურის პრობლემები კავკასიურ-ანატოლიურ ურთიერთობათა კონტექსტში; ჯიქების ეთნიკური კუთვნილების პრობლემა და ჯიქეთი საქართველოს ისტორიაში; ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის I საერთაშორისო სამეცნიერო სესია. კომიტეტი კულტურული ცენტრთან პროექტი, ერთად რომლებიც გეგმავს განახორციელოს გულისხმობს არა მარტო სხვადასხვა ქართულ- ჩერქეზული კავშირების განმტკიცებას, არამედ აფხაზებთან, აბაზებთან და სხვა კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობების გაღრმავება-განვითარებასაც.  2021 წლის 5 ივნისს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ მონაწილეობა მიიღო ცნობილი მკვლევარისა და მეცნიერის ნატო მარშანიას წიგნის - „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაციაში. ბექა ოდიშარიამ კომიტეტის სახელით, დაადასტურა მაქსიმალური მზაობა ასეთი პროექტების მხარდასაჭერად, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სახალხო დიპლომატიისა და ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის წარმოებისთვის. ღონისძიება მიეძღვნა, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, 19191921 წლებში აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის 15 დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის იუბილეს, რომელსაც 26 ოქტომბერს დაბადებიდან 140 წელი შეუსრულდა. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა პროექტის მონაწილეებსა და მხარდამჭერებს, წიგნის ავტორს - ქალბატონ ნატო მარშანიას და ღონისძიების ორგანიზატორს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ "კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს" დირექტორს - ლიკა კვარაცხელიას.  2021 წლის 15 დეკემბერს, კომიტეტმა მოისმინა სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორის ინფორმაცია კავკასიელი ხალხების დიასპორულ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან არსებული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე საქართველოს ჩრდილოკავკასიური მიმართულება ქვეყნის სამეცნიერო-კულტურული პოლიტიკის ერთიან და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამ მხრივ თანამიმდევრული, მწყობრი ნაბიჯების გადადგმა ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონული მასშტაბის ანგარიშგასაწევ ძალად ფორმირებას და საზოგადოდ სახელმწიფოებრივი პოზიციების განმტკიცებას. საქართველოსა და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს აერთიანებთ ენობრივი და გენეტიკური ნათესაობა, კულტურულ-ტრადიციული ერთობა და ორმხრივი კონტაქტების მრავალსაუკუნოვანი ისტორია. აქედან გამომდინარე, ჩრდილო კავკასიის ხალხებთან ურთიერთობაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონის პრობლემატიკაში გარკვევას, რაც გულისხმობს თითოეული კავკასიელი ხალხის ენის, ისტორიისა და კულტურის კვალიფიციურ ცოდნას. ამჟამად, საქართველოში მოქმედებენ ჩრდილოკავკასიასთან დაკავშირებული შემდეგი დაწესებულებები: სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი, გარდა ამისა, საქართველოში მოღვაწეობს არაერთი, არასამთავრობო ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ორიენტირებულია ჩრდილო კავკასიაზე. სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით, დასახული ამოცანების განხორციელების მიზნით, დაგეგმილია, მოეწყოს საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენციები და ონლაინ შეხვედრები დარგის სპეციალისტების, მათ შორის, ჩერქეზი მეცნიერების მონაწილეობით დამყარდეს კიდევ უფრო მჭიდრო კავშირები ჩერქეზულ სამეცნიერო, სალიტერატურო და სახელოვნებო ორგანიზაციებთან. 16 მომხსენებელი გამოვიდა ინიციატივით, საქართველოში, თბილისში აფხაზური კულტურის ცენტრის დაარსების თაობაზე. მომხსენებელმა განაცხადა, რომ სამოქმედო პროგრამის გეგმაზომიერი განხორციელება გულისხმობს არამარტო ქართულ-ჩერქეზული კავშირების განმტკიცებას, არამედ, აფხაზებთან, აბაზებთან და სხვა კავკასიელ ერებთან ურთიერთობების აღდგენა-განვითარებასაც. სხდომაზე, კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა დაურ ბუავამ, რომელიც არის აფხაზი და ბოლო ორი თვეა ცხოვრობს თბილისში. მისი განცხადებით, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესია სახალხო დიპლომატია და მასში თითოეული ჩვენი მოქალაქის აქტიური ჩართვა. ანალიტიკური საქმიანობა კომიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ანალიტიკური საქმიანობა, დარგობრივი სპეციფიკისა და კომიტეტის დებულებით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით. ამ კუთხით საინტერესოა შემდეგი აქტივობები: კომიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ცალკეული ქვეყნების მიხედვით, დიასპორული საინფორმაციო ბაზის სრულყოფაზე. მომზადებულია ათეულობით ქვეყნის მონაცემები, რომლებიც განთავსებულია კომიტეტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის. პერიოდულად ხდება აღნიშნული საინფორმაციო ბაზის განახლება. აქ თავმოყრილია უცხოეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების, სათვისტომოების, საკვირაო სკოლების, ქართველოლოგიური ცენტრებისა და ჩვენი თანამემამულეების შესახებ ანალიტიკური და სტატისტიკური ხასიათის ინფორმაციები. შესაბამისი მასალების მოძიების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა საელჩოებთან და საკონსულოებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან და სათვისტომოებთან. ამ კუთხით, შესრულებულია მოცულობითი საინფორმაციო-ანალიტიკური სამუშაოები. მოქალაქეთა წერილები და მომართვები კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებდა საქმისწარმოებას. იხილავდა მოქალაქეთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს უწევდა მათ შესაბამის რეაგირებას. აღნიშნული დახმარებას, ახდენდა საქმიანობისას, სათანადო კომიტეტის სამართლებრივ ძირითადი პრიორიტეტები იყო 17 მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, მათთან მჭიდრო თანამშრომლობა და გამჭვირვალობა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნით, საანგარიშო პერიოდში მომზადდა და გაიცა, კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული, არაერთი საჯარო ინფორმაცია, რომლებიც შეეხებოდა საპარლამენტო საქმიანობის სხვადასხვა სფეროს. კომიტეტი სწავლობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან შემოსულ დოკუმენტაციას. ასევე, აგზავნიდა მიმართვებსა და წერილებს სათანადო ინფორმაციების მისაღებად, შუამდგომლობებს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა პრობლემური საკითხების გადასაჭრელად. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 311 განცხადება, სხვადასხვა სახის შუამდგომლობები და წერილები. ყველა მათგანი იქნა განხილული და მოხდა შესაბამისი რეაგირება. აპარატის თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, კავკასიელ ხალხებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან, უცხოეთში მოქმედ ქართველოლოგიურ აწარმოებდნენ ელექტრონულ მიმოწერას, ცენტრებთან ახდენდნენ მათ მიერ დასმული პრობლემების შესწავლას და შესაბამის რეაგირებას. მომზადდა დიასპორული არაერთი სარეკომენდაციო ორგანიზაციებისა და წერილი უცხოეთში და შუამდგომლობა მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ წარმოდგენილი პროექტების მხარდასაჭერად. კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტები და შეხვედრები საანგარიშო პერიოდში, დიასპორული კალენდრის მიხედვით, დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა საზღვარგარეთ ჩვენი თანამემაულეების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.  ოდიშარია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა კომიტეტის წევრებთან ერთად, ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა და კომიტეტის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. 18 შეხვედრისას, ისაუბრეს ქვეყნის საშინაო და საგარეო პრიორიტეტებზე. ქვეყანაში არსებულ შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა კოვიდ პანდემიის გამო ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე და ამ გამოწვევების დასაძლევად ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. კომიტეტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს ესაუბრა ქვეყნის სამომავლო იმ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადის გაკეთებას გეგმავს. კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას ხაზი გაუსვა განათლების და განათლებული ახალგაზრდების მნიშვნელობას, ამ კონტექსტში იგი ესაუბრა სტუდენტებს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მათ როგორც სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ასევე, ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით ეძლევათ.  2021 წლის 28 ნოემბერს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, რომში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის განახლებული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, რესპუბლიკის საქართველოს მთავრობის პარლამენტის თავმჯდომარე აფხაზეთის რუსლან აბაშიძე ავტონომიური და ICMPD-ის წარმომადგენლები. საქართველოს მიგრაციის საგარეო პოლიტიკის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD), გზამკვლევი შეადგინა იტალიის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარემ, იტალიაში მოღვაწე დიასპორელის, პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის გიორგი აფხაზის ნამუშევრების გამოფენის გახსნაში მონაწილეობა მიიღო. ბექა ოდიშარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა გიორგი აფხაზის და მისი შემოქმედების როლზე, როგორც საქართველოსა და იტალიის ურთიერთობის გაღრმავების, ისე - უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ბექა ოდიშარიამ გიორგი აფხაზის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი ახლად აღმოჩენილი საფლავი გვირგვინით შეამკო. 19  2021 წლის 8 დეკემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, როგორც საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საფრანგეთსაქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ჟან-რენე კაზნევთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვდრაში. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა განათლების სფეროში საუნივერსიტეტო და სამეცნიერო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას: რაც გულისხმობს ქართველი სტუდენტებისთვის, ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებთან გათანაბრებული პრივილეგიებისა და უფლებების მინიჭებას. ვიზიტის მიზანი იყო, საკანონმდებლო დონეზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაფართოება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გაძლიერება, ასევე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავება. 2021 წლის 9 დეკემბერს, შეხვედრა გაიმართა სენატის საფრანგეთ-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ალან უპერთან, მეგობრობის ჯგუფის საქართველოს საკითხებზე მომუშავე დელეგირებულ პრეზიდენტსა და მეგობრობის ჯგუფის სხვა წევრებთან, სადაც მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე და მისი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული“ დიალოგის მნიშვნელობაზე, რის საშუალებითაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ტრანსფორმირდა და კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიდა. 2021 წლის 9 დეკემბერს, ასევე, გაიმართა შეხვედრა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, საბინ ტიესთან. შეხვედრაზე საფრანგეთსა და მხარეებმა ორმხრივ საქართველოს შორის და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 20 განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, ასევე 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების გეგმაზე და ამ კუთხით, საფრანგეთის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე, ასევე იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. კერძოდ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. აღინიშნა, რომ რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მარტო რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად ევროკავშირს. სწორედ ამიტომ, საჭიროა შესაბამისი რეაგირება რუსულ აგრესიაზე, რომელიც დღემდე გრძელდება არა მარტო საქართველოში, არამედ შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყანაში. ფრანგი კოლეგების მხრიდან პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მისწრაფებების მიმართ საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა. შეხვედრისას ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში - აღნიშნული მოიცავს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და საპარლამენტო ასამბლეებში თანამშრომლობის გაძლიერებას. საანგარიშო პერიოდში, ასევე, გაიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის და წევრების შეხვედრები საქართველოში უცხო ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან, კერძოდ:  2021 წლის 21 იანვარს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებს და მათი განმტკიცების პერსპექტივებს.  2021 წლის 22 იანვარს, კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა. 21 მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ფორმატში არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობაზე. ლიეტუვის ელჩთან შეხვედრაზე, მხარეები აქტიურ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.  2021 წლის 11 თებერვალს, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია საქართველოში გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ქართული დიასპორული მდგომარეობა გერმანიაში. ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა მთლიანად რეგიონში არსებული გამოწვევები, რის ორგანიზაციების კავკასიაში და შემდეგაც მხარეები შეთანხმდნენ სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობაზე.  2021 წლის 11 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იმ ისტორიულ ნაწილზე ისაუბრეს, რომელიც ქართველ პოლიტიკურ ემიგრაციას და რუსეთის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველოს ცხოვრებას ხელისუფლების უკავშირდება. წარმომადგენელთა შეხვედრაზე საუბრის პარიზსა და ლევილში ერთ-ერთ თემას, ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხილვა წარმოადგენდა. ბექა ოდიშარიამ ფრანგ დიპლომატს ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს ინტეგრაციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოწოდებულია 2024 წლისთვის ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადით მიმართოს.  2021 წლის 23 მარტს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას და მის მოადგილე იანა გასპარიკოვას შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის ურთიერთობას და სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. ჩეხეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერა. 22  2021 წლის 31 მარტს, კომიტეტის თავმჯდომარე და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩს ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო და ლატვიის რეპუბლიკა აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას, რადგან ლატვია არის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი დიდი მეგობარი ევროკავშირში.  2021 წლის 1 აპრილს, კომიტეტის თავმჯდომარე და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობაზე და საქართველოში დამატებითი თურქული ინვესტიციების მოზიდვის საკითხებზე.  2021 წლის 6 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, თავმჯდომარის, თურქეთის ბექა რესპუბლიკის ოდიშარიას საელჩოს შენობაში, ერთობლივი თურქეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრების და საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს, სადაც აღინიშნა, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში, თურქული ინვესტიციებით განხორციელებული პროექტები, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.  2021 წლის 24 მაისს, კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მჭიდრო და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოტენციალს და ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხს. მხარეებმა, ასევე, 23 საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. პანდემიის პერიოდში კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი თანამემამულეების დახმარების მიზნით, კომიტეტის უშუალო ჩართულობით, დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი ღონისძიება და პროექტი. კომიტეტი სისტემატურად ეცნობოდა ინფორმაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, განისაზღვრა ის საჭიროებები, რომლეებზეც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ერთობლივად მოხდებოდა ადეკვატური რეაგირება. პანდემიის პირობებში, უშუალოდ კომიტეტის შუამდგომლობით, საქართველოში დასაბრუნებლად დახმარება გაეწია საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და კომიტეტის აპარატმა რამდენიმე ასეულ ჩვენს თანამემამულეს გაუწია ონლაინკონსულტაცია. კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის სხვა აქტივობები დარგობრივი კომიტეტის სპეციფიკიდან აპარატის გამომდინარე, თანამშრომლები, კომიტეტის აქტიურად წევრები და მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციებში, შეხვედრებში, საჯარო ლექციებში, სემინარებსა და თემატურ სამუშაო ჯგუფებში. კომიტეტი, მომავალ სასესიო პერიოდში გააგრძელებს მუშაობას მიმდინარე და ახალ პროექტებზე. მოხდება გაწეული სამუშაოების ანალიზი, შემუშავებული იქნება ახალი სამოქმედო გეგმა, რა დროსაც ყურადღება დაეთმობა საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულებას. 24