საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-14
ბიუროს ნომერი 119
📜 ტექსტი
წერილი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-1583/22
14-02-2022
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის
ანგარიშს.
დანართი: 30 ფ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ
2021 წელს გაწეული საქმიანობის
ანგარიში
1
სარჩევი
1.
კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ...................................................................... 3
2.
ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ..................................................................... 3
3.
კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა .................................................................................... 4
3.1 საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზეც კომიტეტი წამყვანი იყო ...................................... 4
3.2 კომიტეტის მიერ განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები............................................ 11
3.3 კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტები ................................................ 12
3.4 საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზეც კომიტეტი სავალდებულო დასკვნის მიმცემი
იყო ................................................................................................................................................................ 13
3.5 კომიტეტში შემოსული წერილები, პეტიციები .............................................................................. 16
4.
3.5.1
კომიტეტში შემოსული წერილები ....................................................................................... 16
3.5.2
პეტიციები ................................................................................................................................ 16
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა ........................................................................................ 17
4.1 ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი ...................................................... 17
4.2. კომიტეტის გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის ნორმატიული
აქტებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებაზე ზედამხედველობა 18
5.
თემატური მოკვლევა ............................................................................................................................. 18
6.
წიაღის სექტორის რეფორმა .................................................................................................................. 19
7.
საზოგადოებასთან და საჯარო უწყებებთან ურთიერთობა, კომიტეტთან შექმნილი სამუშაო
ჯგუფები და შეხვედრები, ვიზიტები .................................................................................................. 19
7.1 საზოგადოებასთან ურთიერთობა ..................................................................................................... 19
7.2 კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფები და შეხვედრები ....................................................... 20
7.3 სხვა შეხვედრები, ვიზიტები და ურთიერთობა საჯარო უწყებებთან........................................ 22
8.
საერთაშორისო თანამშრომლობა ......................................................................................................... 25
8.1 კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ................................................................................................ 26
2
1.
კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თავის
საქმიანობას
წარმართავს
საქართველოს
კონსტიტუციის,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტისა და კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
კომიტეტის თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
საკანონმდებლო საკითხების მომზადებას;
პარლამენტის გადაწყვეტილებების შესრულების ხელშეწყობას;
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობის
კონტროლს;
საზოგადოებასთან ურთიერთობას.
კომიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა გარემოს დაცვის
სფეროში და მისი აღსრულების კონტროლი, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის მდგრადი
განვითარება მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის
ხელშეწყობის გზით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით,
ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებითა თუ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით
ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, სხვა
საპარლამენტო კომიტეტებსა თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტიანი და მჭიდრო
თანამშრომლობით.
კომიტეტის პრიორიტეტული (სტრატეგიული) მიმართულებებია:
ქვეყანაში არსებული ძირითადი გარემოსდაცვითი და ბუნებრივ რესურსებთან
დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა, რაც უზრუნველყოფს
ატმოსფერული ჰაერის, ტყისა და ბიომრავალფეროვნების დაცვას, ბუნებრივი
რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ჯანსაღი ურბანული გარემოს შექმნას,
ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას;
ეფექტიანი გარემოსდაცვითი ზედამხედველობა;
სექტორული რეფორმების ინიცირება და მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა
წიაღით სარგებლობა, წყლის რესურსების მართვა, გარემოს დაცვა და სოფლად
ინტეგრირება, ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების მართვა;
ეფექტიანი მონიტორინგი ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, საერთაშორისო
შეთანხმებებით
ნაკისრ
ვალდებულებათა
შესრულებასა
და
ქვეყნის
ძირითად
სტრატეგიულ დოკუმენტებში განსაზღვრულ აქტივობათა განხორციელებაზე.
2.
ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ
კომიტეტს ჰყავს 10 წევრი, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, პირველი მოადგილე
ხატია წილოსანი და მოადგილე
გოგი მეშველიანი. კომიტეტის 7 წევრი საპარლამენტო
უმრავლესობას წარმოადგენს, 3 საპარლამენტო ოპოზიციის წევრს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში ჩაატარა:
31 კომიტეტის სხდომა;
3
კომიტეტი წამყვანი იყო 57 კანონის პროექტზე და 2 საერთაშორისო ხელშეკრულებაზე;
კომიტეტმა სავალდებულო დასკვნის მოსამზადებლად განიხილა 18 კანონის პროექტი და 6
საერთაშორისო ხელშეკრულება;
კომიტეტის 6 სხდომა მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას;
ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების
მონიტორინგის მიზნით კომიტეტმა ჩაატარა 3 სხდომა;
კომიტეტმა ჩაატარა 1 საკომიტეტო მოკვლევა თემაზე „ინერტული ნარჩენების მდგრადი
მართვა“;
საანგარიშო პერიოდში კომიტეტთან შეიქმნა 4 სამუშაო ჯგუფი;
საანგარიშო
პერიოდში
კომიტეტი
თანაშრომლობდა
შემდეგ
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან: ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი
(WFD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შვედეთის
საერთაშორისო
განვითარების
დემოკრატიული
ინსტიტუტი
თანამშრომლობის
NDI,
ჩეხეთის
სააგენტო
საელჩო,
(SIDA),
ეროვნულ-
საერთაშორისო
საფინანსო
კორპორაცია (IFC);
კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეთა და ორგანიზაციების 264 წერილი. აქედან:
-
არასამთავრობო ორგანიზაციები - 63 წერილი;
მოქალაქეები - 94 წერილი;
სახელმწიფო უწყებები - 107 წერილი.
3.
3.1
კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა
საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზეც კომიტეტი წამყვანი იყო
1. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საკანონმდებლო პაკეტი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/501/9;
14.07.2020) - მიღებულია 02.03.2021.
ზემოაღნიშნული კანონის მიღება უმნიშვნელოვანესია ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც დაეფუძნება
„დამაბინძურებელი იხდის პრინციპს“ და უზრუნველყოფს გარემოსთვის მიყენებული ზიანის
პრევენციას, მის აღმოფხვრა/შერბილებას და დაზიანებული გარემოს აღდგენას.
კანონს შემოაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომლის
შესაბამისადაც, პირი, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ვალდებული იქნება
გაატაროს გარემოს აღსადგენად საჭირო ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად. შედეგად, ზიანის თანხა მთლიანად მოხმარდება ამ ზიანის გამოსასწორებელი
ღონისძიებების განხორციელებას.
4
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო
ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი
ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, ,,აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (073/80;16.06.2021) - მიღებულია 14.12.21.
„საქართველოს ტყის კოდექსი“ საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 22 მაისს მიიღო. მისი
ამოქმედების საწყის ეტაპზე პრაქტიკაში გამოვლინდა გარკვეულ ნორმათა დახვეწისა და
ახლებური
საკანონმდებლო
მოწესრიგების
საჭიროება.
საკანონმდებლო
ინიციატივით
შემოთავაზებულ ცვლილებათა შორის, რომლითაც, მათ შორის, დაზუსტდა/გასწორდა კოდექსით
დადგენილი პროცედურული საკითხები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო მოქნილი
გახდა, მნიშვნელოვანია ხაზგასმულ იქნეს საკანონმდებლო ინიციატივით განსაზღვრული
შემდეგი საკითხები:
მიღებული ცვლილებებით გადაიჭრა მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას
დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა და დადგინდა დასაწყობებული, უკანონოდ მოჭრილი და
ჩამორთმეული ხე-ტყის განკარგვის ახალი წესი. კერძოდ, აღნიშნული ხე-ტყე დაუყოვნებლივი
გასხვისების მიზნით გადაეცემა ეროვნულ სატყეო სააგენტოს. არსებული საკანონმდებლო
მოწესრიგებიდან გამომდინარე ტყის მართვის ორგანო დასაწყობებულ ხე-ტყეს სისხლის
სამართლის/ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმის
დასრულებამდე
ვერ
განკარგავდა, რაც ამ რესურსს გამოუსადეგარს ხდიდა. (2018-2019 წლებში ჩამორთმეული ხეტყის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, ჩამორთმეული იქნა 10,233.7 კუბური მეტრი ხე-ტყე,
საიდანაც 5,778.3 კუბური მეტრი არ იქნა განკარგული.);
კოდექსით დაზუსტდა კერძო საკუთრებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის საკითხები.
ცვლილებებამდე არსებული რეგულაციით ტყის სტატუსის შეწყვეტა, კერძო საკუთრების
მოტივით, ხდებოდა იმგვარად რომ ტყის მართვის ორგანო პროცესში ჩართული არ იყო (ტყის
კონტურიდან ამორიცხულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აღძრულია არა ერთი სისხლის
სამართლის საქმე). იმ მიზნით, რომ შეცვლილიყო ტყის საზღვრების კორექტირების მოქმედი
კანონმდებლობით განსაზღვრული მოდელი, საკანონმდებლო პაკეტით შემოთავაზებულ იქნა
საკითხის ახლებური რეგულირება. კერძოდ, სახელმწიფო ტყის დაცვის ინტერესებიდან
გამომდინარე, იმისთვის რომ თავიდან იქნას აცილებული სახელმწიფო ტყის კონტურში
არსებული
მიწების
კერძო
პირებისთვის
დარეგისტრირება,
თუკი
არ
იარსებებს
კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,
როგორც სისტემური რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო, ტყის მართვის ორგანოს
ჩართულობით განახორციელებს მიწის რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როდესაც მიწის
5
ნაკვეთი სახელმწიფო ტყის კონტურში იქნება მოქცეული. (საჯარო რეესტრის შესაბამისი
სამსახურები მოამზადებენ შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს. თუ სისტემური რეგისტრაციის
ფარგლებში, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები მოიცავს სახელმწიფო
ტყის ნაწილს, საჯარო რეესტრი შესაბამისი მიწის ნაკვეთის სიტუაციურ ნახაზსა და მასთან
დაცულ სხვა ინფორმაციას პროაქტიულად, ელექტრონულად გაუგზავნის ეროვნულ სატყეო
სააგენტოს,
რომელსაც
თავის
მხრივ,
მიეცემა
დრო
დასაბუთებული
მოსაზრების
წარმოსადგენად. უკვე წარდგენილი მოსაზრების და სააგენტოებს შორის შეთანხმებული
პრინციპების დაცვით, საჯარო რეესტრის იმსჯელებს ტყის საზღვრის შეცლის შესახებ);
საქართველოს ტყის (გარდა მუნიციპალური ტყისა) დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის
განმახორციელებელ სუბიექტად ემატება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო. აღნიშნული
ცვლილების
შედეგად
უკანონო
ჭრის
ფაქტების
გამოვლენის
შემთხვევებში,
სამართალდარღვევის ოქმის გამოწერის უფლებამოსილება ექნება, როგორც გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტს, ასევე ეროვნულ სატყეო სააგენტოსაც. ეროვნული სატყეო
სააგენტო მის ხელთ არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფს
აღნიშნული ფუნქციის შესრულებას. კერძოდ, სააგენტოს მხრიდან ოქმის გამოწერის
უფლებამოსილება ექნება 450-მდე მოქმედ თანამშრომელს. აღნიშნული ცვლილება, კიდევ
უფრო ეფექტიანს გახდის სახელმწიფოს ზედამხედველობას უკანონო ჭრებთან დაკავშირებით;
მიღებული ცვლილებით თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობისას,
ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ დაწყებულ წარმოებაში ტყის მართვის ორგანოს
ჩართვა მოხდება და ერთი აუქციონის ფარგლებში დაინტერესებული პირი მოიპოვებს
შესაბამის ლიცენზიას/ნებართვას. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის
მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობა განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს, რადგან
სარგებლობის სხვა სახეებისგან განსხვავებით საჭიროებს სპეციალური ლიცენზიის მოპოვებას,
რომელიც ასევე აუქციონით გაიცემა. შესაბამისად, ერთი საქმიანობით დაინტერესებულ პირს
ორ
აუქციონში
უწევდა
მონაწილეობის
მიღება
-
ლიცენზიის
მოპოვებისა
და
ტყითსარგებლობისათვის, რაც ქმნიდა ზედმეტ ბიუროკრატიულ ბარიერს. ცვლილებით,
აღნიშნული
პროცედურები
ინტეგრირდა
და
ამასთან,
მნიშვნელოვანია,
რომ
ტყითსარგებლობის საფასური ასეთი სარგებლობის დროს არ გადაიხდება, ტყითმოსარგებლე
გადაიხდის მხოლოდ სალიცენზიო საფასურს და შესაბამის მოსაკრებლებს.
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო
ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი
ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძის და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი კანონის პროექტები ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ’, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(07-3/86/10; 23.06.2021) - მიღებულია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით.
6
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს კოდექსით გათვალისწინებული
პროცედურების დახვეწასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას. აღსანიშნავია,
რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტის 2020 წელს განხორციელებული ნორმატიული აქტების აღსრულების
კონტროლის პროცედურის შედეგად შემუშავებული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების
პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიშით“ გაცემულ რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანია
ხაზგასმულ იქნეს საკანონმდებლო ინიციატივით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
ცვლილებებით, წიაღისეულის მოპოვების შედეგად გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების
მინიმუმამდე
დაყვანის
მიზნით,
მცირდება
გარემოსდაცვითი
შეფასების
კოდექსით
დადგენილი წიაღის მოპოვების ადგილის ზედაპირის ზღვრები, რომელთა საფუძველზეც
განისაზღვრება
საქმიანობის
გარემოზე
ზემოქმედების
შეფასების,
ასევე
სკრინინგის
პროცედურისადმი დაქვემდებარების საკითხი;
ცვლილებით გადაწყდება გზშ-ს დაქვემდებარებული გარკვეული, “არაავტორიზებული“
საქმიანობების კოდექსის რეგულირების სფეროში მოქცევის საკითხთან დაკავშირებული
პრობლემა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, კოდექსის 47-ე მუხლით დადგენილი იყო
შესაბამისი პროცედურა და ვადა (2019 წლის 1 იანვრამდე), რომლის განმავლობაშიც 2015 წლის
1 ივნისამდე დაწყებული შესაბამისი საქმიანობების განმახორციელებელ პირებს უნდა
მიემართათ
სამინისტროსთვის,
მიმდინარე
საქმიანობის
გაგრძელების
შესახებ
გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, გარკვეული შემაფერხებელი გარემოებების გამო,
ზემოაღნიშნულ ვადაში ვერ მოხდა შესაბამისი საქმიანობების მიერ ასეთი გადაწყვეტილებების
აღება. აქედან გამომდინარე, ასევე კოვიდ პანდემიის სიტუაციის გათვალისწინებით, რამაც
ბიზნესს შეუქმნა მნიშვნელოვანი ეკონომიკური საფრთხეები, იმისთვის, რომ შეიქმნას ასეთი
საქმიანობების
კოდექსის
მოთხოვნების
მიხედვით
„ავტორიზაციის“
დამატებითი
შესაძლებლობა, ცვლილებებით განისაზღვრება გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც
შესაბამის სუბიექტებს მიეცემათ კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის
გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიშით’’
გაცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარე კოდექსში შედის ცვლილება, რომლითაც
განისაზღვრება
სკრინინგის
განცხადების
დამატებითი
ინფორმაცია
კოდექსით
გათვალისწინებული და ამავე ცვლილებებით დაზუსტებული კრიტერიუმების შესაბამისად.
ცალკე უნდა აღინიშნოს ძირითადი კანონპროექტის თანმდევი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ კანონის პროექტი, რომლითაც 2019
წლიდან მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ამტვერებადი
მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების მთელი საქართველოს
ტერიტორიაზე
გავრცელება
ხდება.
აღნიშნული
საკანონმდებლო
ცვლილებების
მიზანია
ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირება საქართველოს მასშტაბით,
რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს
უზრუნველსაყოფად. კანონპროექტით ხორციელდება ქალაქ თბილისში უკვე არსებული
წარმატებული პრაქტიკის გამოყენება ამტვერებადი მასალების არასწორი გამოყენების პრევენციის
კუთხით. კონკრეტულად კი, აღნიშნული ცვლილებებით საქართველოს მასშტაბით დგინდება
სამართალდარღვევები:
7
ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის;
მშენებარე
კონსტუქციის
ღია
სივრცეებში
ამტვერებადი
მასალის
შეფუთვის
გარეშე
განთავსებისთვის;
ამტვერებადი
მასალის
გადაუხურავი
ან/და
არასათანადოდ
გადახურული
ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისთვის.
მოცემული სამართალდარღვევები ითვალისწინებს სანქციებს ჯარიმის სახით, რომელიც
თითოეული დარღვევისთვის მერყეობს ფიზიკური პირისთვის 200-დან 500 ლარამდე, ხოლო
იურიდიული პირისთვის 500-დან 2000 ლარამდე. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა 2022 წლის
პირველ ივლისს.
4. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“,„ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და
სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა
და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგების კონსერვაციისა და
ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
(07-2/86; 15.11.2021).
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს და კომპლექსურ
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სრულიად ცვლის წყლის რესურსების მართვის
პრინციპებს.
ევროკავშირთან
ვალდებულებებიდან
არსებული
გამომდინარე
ასოცირების
საქართველო
უნდა
შესახებ
შეთანხმებით
გადავიდეს
წყლის
აღებული
რესურსების
ინტეგრირებულ მართვაზე, რომლის ძირითადი პრინციპები, სისტემა და სტანდარტები
ჩამოყალიბებულია ახალ საკანონმდებლო პაკეტში.
ამჟამად საქართველოში წყლის რესურსების მართვა ხორციელდება „წყლის შესახებ“ საქართველოს
კანონის (1997) საფუძველზე, რომლის სამართლებრივი ნორმები არ შეესაბამება წყლის
რესურსების
მართვის
თანამედროვე
სტანდარტებს
და
მათი
უმრავლესობა
მხოლოდ
დეკლარაციულ ხასიათს ატარებს. კანონი ძირითადად არეგულირებს ზედაპირულ წყლებთან
8
დაკავშირებულ ასპექტებს და ფაქტობრივად რეგულირების გარეშე ტოვებს მიწისქვეშა წყლების
რესურსებსა და სანაპირო წყლებს. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის წყლის თანამედროვე
სააუზო მართვის პრინციპებთან, ვერ პასუხობს წყლის რესურსების მართვის ევროკავშირის
ქვეყნებში დამკვიდრებულ სტანდარტებს და ვერ უზრუნველყოფს წყლის რესურსების მდგრად
მართვას.
გარდა
სამართლებრივი
ხარვეზებისა,
ასევე
პრობლემაა
ინსტიტუციურ/მმართველობით
ხარვეზები, მაგ.: წყლის რესურსების მართვა ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, რაც
არაეფექტიანია, ვინაიდან წყლის ობიექტების, მაგ. მდინარეების უმრავლესობა მოქცეულია
რამდენიმე ადმინისტრაციულ საზღვარში და მისი მართვა (დაცვა დაბინძურებისგან და წყლის
რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა) შეუძლებელია მხოლოდ ერთი უბნის ფარგლებში.
აღნიშნული სამართლებრივი სისტემის ფარგლებში წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება
და მართვა გამოწვევას წარმოადგენს, შედეგად, საქართველოში შეინიშნება კარგი ხარისხის წყალზე
ხელმისაწვდომობის
ნაკლებობა
(არასაკმარისობა),
ზედაპირული
და
მიწისქვეშა
წყლის
რესურსების არამდგრადი გამოყენება, მუნიციპალური და ინდუსტრიული ჩამდინარე წყლით
დაბინძურება და სხვა.
კანონპროექტის
მიღების
შედეგად
შეიქმნება
წყლის
რესურსების
მართვის
ერთიანი,
საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებული, „წყლის ჩარჩო დირექტივის“ და წყლის რესურსების
მართვის სფეროში მოქმედი სხვა ევროდირექტივების შესაბამისი, თანამედროვე სისტემა.
შედეგად: მოხდება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც
გულისხმობს იმას, რომ შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი/ინსტიტუციური საფუძვლები და
დაინერგება წყლის რესურსების მართვის ახალი სისტემა - მდინარეთა სააუზო მართვა; წყლის
რესურსების
ინტეგრირებული
უზრუნველყოფილი
რესპუბლიკებისა
იქნება
და
მართვის
საზოგადოების
მუნიციპალიტეტების
დაგეგმვა/განხორციელების
მონაწილეობა;
დონეზე
ცენტრალური,
დაინერგება
პროცესში
ავტონომიური
წყლის
რესურსების
ინტეგრირებული მართვის თანამედროვე მიდგომები; შეიქმნება ზედაპირული და მიწისქვეშა
წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების სისტემა.
5. საქართველოს
მთავრობის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/51; 09.06.2021) - მიღებულია
23.12.21.
კანონში ასახვა ჰპოვა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, როშკის ბუნების ძეგლის და ასის
აღკვეთილის
დემარკაციის
აღნიშნული
დაცული
კოორდინატები.
შედეგებმა.
დემარკაციის
შედეგად
სიზუსტით
ტერიტორიების
ფართობები,
საზღვრის
ზუსტი
საზღვრებს
გარეთ
დაცული
ტერიტორიის
გამოტანილ
განისაზღვრა
პერიმეტრი
იქნა
და
დაცული
ტერიტორიისათვის არატიპიური ინფრასტრუქტურა (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
ობიექტი, სასაფლაოები, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, საკულტო
ნაგებობები, წყლის სათავე ნაგებობები და სხვა) და ფიზიკური და იურიდიული პირების
საკუთრებაში არსებული ტერიტორიები.
9
6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის
პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების
შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/80;
06.10.2021) - მიღებულია პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით.
კანონში აისახა თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის და თუშეთის ეროვნული პარკის დემარკაციის
შედეგები. დემარკაციის შედეგად მაღალი სიზუსტით განისაზღვრა დაცული ტერიტორიების
ფართობები, საზღვრის ზუსტი პერიმეტრი და კოორდინატები. დაცული ტერიტორიების
საზღვრებს
გარეთ
გამოტანილ
იქნა
დაცული
ტერიტორიებისთვის
არატიპიური
ინფრასტრუქტურა (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტი, სასაფლაოები, სახელმწიფო
და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, საკულტო ნაგებობები, წყლის სათავე ნაგებობები და
სხვა) და ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები.
7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის
შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (07-2/54; 21.06.2021) - მიღებულია
14.12.21.
კანონის მიღება განაპირობა 2018 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში
განხორციელებულმა ცვლილებამ, რომლის მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში საქვეუწყებო დაწესებულებების არსებობა შესაძლებელია
მხოლოდ
სამინისტროს
დაქვემდებარებაში.
შესაბამისად,
ცვლილება
განხორციელდა
ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო აქტებში, და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
სამმართველო,
რომელიც
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
მთავრობის
საქვეუწყებო
დაწესებულებას წარმოადგენდა განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის
მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებად.
8. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/102; 01.12.2021) - მიღებულია 14.12.21
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს
- საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელწოდებით - წიაღის ეროვნული სააგენტო.
წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად განხორციელდა აღნიშნული დაწესებულების სახელის
ცვლილება, კერძოდ იგი 2022 წლის პირველი იანვრიდან ფუნქციონირებას განაგრძობს ,,სსიპ
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო“-ს სახელწოდებით. აღნიშნული ცვლილება არ
არის
დაკავშირებული
სააგენტოს
დებულებით
განსაზღვრული
ფუნქციებისა
და
უფლებამოსილებების ცვლილებებთან და ატარებდა მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს.
10
როგორც უკვე აღინიშნა, სექტორული რეფორმების ინიცირება და მხარდაჭერა ისეთ სფეროში,
როგორიცაა წიაღით სარგებლობა, კომიტეტის პრიორიტეტული მიმართულებაა, ამდენად
კომიტეტი აქტიურად მონაწილოებს ამ პროცესში. კომიტეტი წიაღის სექტორის რეფორმის
მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობაში ჩართულია სამთო-მოპოვებითი
სექტორის რეფორმის მეორე ფაზაში, რომლის ფარგლებშიც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა
სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლების მიმართულებით. რეფორმის
განმახორციელებელი საკონსულტაციო
კომპანიის ექსპერტების
მიერ შემუშავდა
სამთო-
მოპოვებითი კოდექსის მეორე სამუშაო ვერსია, რომელშიც გათვალისწინებული იქნა კოდექსის
პირველად სამუშაო ვერსიაზე კომიტეტის მიერ მიწოდებული შენიშვნები. წიაღის სექტორის
რეფორმის შედეგად შემუშავდება სამთო-მოპოვებითი კოდექსის ახალი და თანამედროვე
სტანდარტების მქონე კოდექსის პროექტი.
9. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (N07-2/73; 08.09.2021) - მიღებულია მეორე მოსმენით პარლამენტის მიერ 2021
წლის 22 დეკემბერს.
კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის გარდამავალ და დასკვნით დებულებებში. კერძოდ,
საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის/ზონების და აკვაკულტურისთვის
გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის დამტკიცების ვადად, ნაცვლად 2021 წლის 1 მარტისა,
განისაზღვრება 2022 წლის 31 დეკემბერი. ცვლილება განაპირობა მარიკულტურის ზონების
შექმნის მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციების და დამატებითი
კვლევების ჩატარების საჭიროებამ სხვა სექტორებზე აკვაკულტურის გავლენის ზემოქმედების
შესაფასებლად, რაც დამატებით დროს საჭიროებს, შესაბამისი ცვლილება შვიდა „აკვაკულტურის
შესახებ“ საქართველოს კანონში.
3.2
კომიტეტის მიერ განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები
1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა
და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის
შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (07-2/65; 02.07.2021) - რატიფიცირებულია
2021 წლის 18 ივლისს. (წამყვანი კომიტეტი)
პროექტის მთავარი მიზნებია საქართველოში სატყეო სექტორის განვითარებაში წვლილის შეტანა,
კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მიმდინარე სატყეო რეფორმის განხორციელების
მხარდაჭერა. პროექტი ტყის აღდგენის, ტყის კარგვის შემცირების, ტყის მდგრადი მართვისა და
კონსერვაციის გზით ხელს შეუწყობს ტყის ნახშირბადის მარაგების გაზრდას. პროექტი მოიცავს
საქართველოს 3 რეგიონს: გურია, მცხეთა-მთიანეთი და კახეთის 8 მუნიციპალიტეტი. კლიმატის
მწვანე ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ პროექტის განხორციელებისთვის დამტკიცდა 33
მლნ ევროს ოდენობის გრანტი.
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ამინდის
საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ (072/66; 05.07.2021) - რატიფიცირებულია 2021 წლის 18 ივლისს. (წამყვანი კომიტეტი)
11
შეთანხმება
განსაზღვრავს
საქართველოსა
და
ცენტრს
(ECMWF)
შორის
ურთიერთობის
იურიდიულ ასპექტებს. ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრი წარმოადგენს
საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას და ოპერატიულ სამსახურს, რომელიც
უზრუნველყოფს ცენტრის როგორც წევრი, ასევე არაწევრი ქვეყნებისთვის სადღეღამისო რეჟიმში
ამინდის გლობალური რიცხვითი პროგნოზების მომზადებას და მეტეოროლოგიასა და კლიმატთან
დაკავშირებული
სხვა
სახის
ინფორმაციის
მიწოდებას.
საქართველოსა
და
ამინდის
საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრთან თანამშრომლობის შეთანხმების ძალაში
შესვლის შედეგად, საქართველოს ექნება შესაძლებლობა რეალურ დროში მიიღოს ამინდის
პროგნოზის რიცხვითი მოდელირების პროდუქტები და მათ საფუძველზე მოამზადოს ეროვნული
მასშტაბის
ამინდის
პროგნოზი.
ამას
გარდა,
საქართველოს
ექნება
წვდომა
ამინდის
საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრის მიერ შექმნილ სინოპტიკურ პროდუქტებზე,
ცენტრის მძლავრ სუპერკომპიუტერულ ქსელთან და დედამიწის მასშტაბით მეტეოროლოგიური
მონაცემების არქივთან.
3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ამერიკის
შეერთებულ შტატებსა და
საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმება (საქართველოს
მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ
მდგრადობის გაძლიერება; 2. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის
გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად; 3. ეკონომიკური ზრდის
შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების
შესაძლებლობების შექმნა)“ (N07-2/46; 07.06.2021);
4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,2018 წლის 27 ნოემბრის
,,საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების
(თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ N1 ცვლილების შეთანხმება“ (N07-2/69; 04.08.2021);
5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის
მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ (N07-2/76; 29.09.2021);
6. საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისთვის
წარმოდგენილი „საქართველოს
მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური
თანამშრომლობის შესახებ (2020)“ შეთანხმება (07-2/91; 22.11.2021);
7. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის
განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის
ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი - აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის
ფარგლებში - პროექტის საინვესტიციო კომპონენტი)“ (07-2/104; 02.12.2021);
8. „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში
EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული
შეთანხმება (07-2/25; 12.02.2021).
3.3
კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტები
12
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო
ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი
ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, ,,აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
და ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/80;16.06.2021) მიღებულია 14.12.21.
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო
ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი
ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძის და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი კანონის პროექტები ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ’, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/86/10; 23.06.2021) - განხილულია პარლამენტის მიერ
პირველი მოსმენით.
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის,
ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/134; 08.12.2021).
3.4
საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზეც კომიტეტი სავალდებულო დასკვნის
მიმცემი იყო
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის,
ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილ
საქართველოს
კანონის
პროექტი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/134; 08.12.2021).
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, მიზნად ისახავს დასახლებათა მდგრადი
განვითარების ხელშეწყობას მშენებლობის დაგეგმარებისა და ნებართვის გაცემის პროცესში,
საწყისი ეტაპიდან, სავალდებულო წესით გამწვანების კომპონენტის გათვალისწინებით. ამდენად,
კანონის პროექტით, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე მშენებლობის
ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში გამწვანების პროექტის, როგორც
თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა სავალდებულო
13
გახდება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ახალი მწვანე სივრცეების გაჩენას, გააუმჯობესებს
გარემოსდაცვით
მდგომარეობას,
რაც
მნიშვნელოვანია
ადამიანის
ცხოვრებისა
და
საქმიანობისთვის ღირსეული გარემოსთვის და მოახდენს ქაოტური განაშენიანების პრევენციას.
აღსანიშნავია, რომ გამწვანების პროექტთან დაკავშირებული არსებული სამართლებრივი სისტემა
ფრაგმენტირებულია (გაბნეულია სხვადასხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში.) შედეგად,
საქართველოში, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა, მშენებლობის ნებართვის მიღების
პროცესში
გამწვანების
პროექტის
შემუშავება
და
დამტკიცება
არსად
ხორციელდება.
წარმოდგენილი ცვლილებებით, ნებართვის მიღების მიზნით, გამწვანების პროექტის წარდგენა
მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო ხდება. გამონაკლისს მხოლოდ ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს.
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
კანონის
პროექტი „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/115;
03.11.2021) - მიღებულია პირველი მოსმენით 01.12.2021.
კანონპროექტი, მეპატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის
დაწესებას
ითვალისწინებს
(სანქცია:
მეპატრონე
ფიზიკური პირისთვის ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით; მეპატრონე იურიდიული პირისთვის
ან/და ინდ. მეწარმისთვის - 1500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი
წლის განმავლობაში გამოიწვევს ფიზიკური პირის - 1000 ლარის, ხოლო იურიდიული პირის/ინდ.
მეწარმის 3000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას).
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი შინაურ ბინადარ ცხოველთა (ძაღლი,
კატა) კეთილდღეობისთვის აუცილებელი, სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის შექმნის
მიზნით, აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც უზრუნველყოფს შინაურ
ბინადარ
ცხოველთათვის
ხარისხიანი
გარემოს
დამკვიდრებას,
მათი
კეთილდღეობის
უზრუნველყოფასა და დაცვას. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,შინაურ ბინადარ
ცხოველთა შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტისა და თანმდევი კანონპროექტებისგან
შედგება, სისტემურად დაარეგულირებს შინაურ ბინადარ ცხოველთა სამართლებრივ სტატუსს;
დააწესებს მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ სტანდარტებს და პატრონთა
ვალდებულებებს შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად; დანერგავს შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი
პოპულაციების მართვის თანამედროვე მექანიზმებს და მოაწესრიგებს სხვა მნიშვნელოვან
საკითხებს.
კომიტეტის პოზიციით, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არ არსებობის პირობებში, რომელიც
განსაზღვრავს
შინაურ
ბინადარ
ცხოველთა
მოვლა-პატრონობისა
და
კეთილდღეობის
სამართლებრივ საფუძვლებს და ძირითად პრინციპებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
დაწესება
კომპლექსურ
პრობლემას,
რომელსაც
სისტემური
გადაწყვეტა
სჭირდება,
ფრაგმენტულად, მხოლოდ ნაწილობრივ მოაწესრიგებს. ამდენად, კომიტეტმა მიზანშეწონილად
მიიჩნია, წარმოდგენილი კანონის პროექტის ამოქმედების გადავადება ,,შინაურ ბინადარ
ცხოველთა
შესახებ’’ საქართველოს
კანონისა
და
მისი
თანმდევი
კანონების
სავარაუდო
ამოქმედების ვადამდე (არაუადრეს 2022 წლის 31 დეკემბერი), რაც გათვალისწინებულ იქნა
ინიციატორების მიერ.
14
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, ალექსანდრე მოწერელიას, ხატია
წილოსანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, შალვა კერესელიძის, ზაალ დუგლაძის, სამველ მანუკიანისა
და
გოდერძი
ჩანქსელიანის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილ
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“,
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონების
პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნიადაგების
კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-3/43; 07.04.2021) - მიღებულია 02.11.21.
საქართველოს
კანონის
პროექტებზე:
საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება სამართლებრივი ბაზის შექმნას სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ქარსაფარი ზოლების აღდგენის, გაშენების, მოვლისა და
დაცვასთან
დაკავშირებული
რამდენადაც
ქარსაფარ
სამართლებრივი
ზოლებს
აქვთ
ურთიერთობების
მნიშვნელოვანი
მოწესრიგების
ეკონომიკური,
მიზნით,
სოციალური
და
გარემოსდაცვითი ღირებულება. კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება:
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ქარსაფარი ზოლების აღდგენა, გაშენების,
მოვლისა და დაცვის ხელშეწყობა, ქარით გამოწვეული ნიადაგის ეროზიული პროცესების თავიდან
აცილება; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაშენებული სასოფლო
სამეურნეო
კულტურების
აღმოცენება,
ზრდა-განვითარებისა
და
მათი
მოსავლიანობის
გაზრდისათვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფა;
ადგილობრივი მოსახლეობისათვის ქარსაფარ ზოლებში მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა
და ხის მეორეხარისხოვანი მასალების გამოყენების ხელშეწყობა.
კომიტეტმა
წამყვან
კომიტეტს
წარუდგინა
შენიშვნები
და
მოსაზრებები,
რომელიც
გათვალისწინებულ იქნა წამყვანი კომიტეტის მიერ.
4. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/85; 10.11.2021).
კანონის
პროექტი
უზრუნველყოფს
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის
ეფექტიანობის
გაზრდას. კანონპროექტით მკაცრდება სანქციები გარკვეულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის
და არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერასთან ბრძოლის მიზნით
დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები.
5. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/68; 14.07.2021) - მიღებულია - 14.12.21.
6. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
15
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ და ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში’’ ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-2/110; 22.12.2021).
3.5
3.5.1
კომიტეტში შემოსული წერილები, პეტიციები
კომიტეტში შემოსული წერილები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მიიღო 264 წერილი, რომელთაგან:
-
63 წერილი მიღებულია არასამთავრობო ორგანიზაციებისგან
აღნიშნული წერილები შეეხება კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით არასამთავრობო
ორგანიზაციების პოზიციებს, მათ შორის კომიტეტის მიერ განსახილველი კანონის პროექტების
შესახებ.
-
94 წერილი მიღებულია მოქალაქეებისგან
მოქალაქეთა
წერილობითი
მომართვები
უმეტესწილად
ეხებოდა
გარემოსდაცვით,
ასევე
სოციალურ საკითხებს. მოქალაქეთა წერილების პასუხად, კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში,
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ეფექტიანი და სწრაფი რეაგირების მიზნით, განხორციელდა
მათთან
კომუნიკაცია
(ზეპირი/წერილობითი),
ასევე
საჭიროების
მიხედვით,
შესაბამისი
პასუხისმგებელი უწყებებისგან ინფორმაციის გამოთხოვა და მათთან შუამდგომლობა შემდგომი
რეაგირებისთვის.
-
სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულია 107 წერილი
კომიტეტსა და სახელმწიფო უწყებებს შორის აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში კომიტეტი
ხშირად მიმართავს სახელმწიფო უწყებებს წერილებით. შესაბამისად სახელმწიფო უწყებებისგან
მიღებული წერილების უმეტესობა წარმოადგენს პასუხებს: კომიტეტის მიერ გამოთხოვილ
ინფორმაციაზე;
გაგზავნილ
წერილში
დასმული
საკითხების
შესწავლასა
და
შესაბამის
რეაგირებაზე და სხვ.
3.5.2
პეტიციები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 1 პეტიცია საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად.
10135
მოქალაქის
(დ.
დვალიშვილი,
ვ.
გოლეთიანი)
მიერ
საქართველოს
პარლამენტში
წარმოდგენილი პეტიცია: „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით’’ (1-955/21;
0202.2021)
პეტიცია კომიტეტებმა 2021 წლის 9 მარტის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც ესწრებოდნენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრები და მათი მოადგილეები, ასევე ყველა დაინტერესებული მხარის სამთავრობო
სტრუქტურების,
არასამთავრობო
ორგანიზაციების
და
საზოგადოების
წარმომადგენლები.
16
სხდომაზე გამოთქმული მოსაზრების შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პეტიციის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროებისთვის გაგზავნა.
4.
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა
4.1 ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი
კომიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას კანონშემოქმედებით საქმიანობასთან ერთად
საზედამხედველო საქმიანობა წარმოადგენს. კომიტეტი ზედამხედველობას უწევს საქართველოს
მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოებისა და თანამდებობის
პირების საქმიანობას. ამ პროცესში კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს გარემოსა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს სექტორთან და
საზოგადოებასთან.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა:
ჩაატარა 2 სხდომა და მოისმინა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში;
ჩაატარა 2 სხდომა და მოისმინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე
მწვანე კლიმატის ფონდის პროექტის და სხვა
საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე
პროექტების შესახებ;
ჩაატარა 3 სხდომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის
განხილვის მიზნით;
2021 წლის 4 ივნისის სხდომაზე მოისმინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია ცირკულარული ეკონომიკის შესახებ.
2021 წლის 31 მაისის სხდომაზე მოისმინა სსიპ ,,ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების საგენტოს’’ მიერ 2016-2021 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში;
2021 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე მოისმინა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო
კონვენციის
პარიზის
შეთანხმების
შესაბამისად
შემუშავებული
ეროვნულ დონეზე
განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტის (NDC), კლიმატის ცვლილების 2030
წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში;
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარემ და
კომიტეტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის
ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი შემდეგი
ანგარიშების განხილვაში:
17
ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის,
მზადყოფნის) ეფექტიანობის ანგარიში
ხე-ტყის კომერციული და სოციალური მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში.
აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გარემოს
დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამისი სიპებით - ეროვნული სატყეო
სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი.
4.2. კომიტეტის გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის ნორმატიული
აქტებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებაზე
ზედამხედველობა
კომიტეტი,
საზედამხედველო
უფლებამოსილებათა
ფარგლებში
ამოწმებს
მისი
გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი
დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული
დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად:
ჩაატარა 3 სხდომა, რომელზეც მოისმინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს ინფორმაცია:
-
,,საქართველოს ტყის კოდექსიდან’’ გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების შემუშავებასა და მიღებასთან დაკავშირებით;
-
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების შემუშავებასა და მიღებასთან დაკავშირებით;
-
„ნარჩენების მართვის კოდექსიდან’’ გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების შემუშავებასა და მიღებასთან დაკავშირებით.
ამასთან, კომიტეტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან,
მუდმივად გამოითხოვს ინფორმაციას გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების
კანონით დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისად, ყოველ 3 თვეში ერთხელ, ინფორმაციას დავალებების შესრულების
მდგომარეობის შესახებ აწვდის საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტს.
5.
თემატური მოკვლევა
2021 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის
დაწყების შესახებ თემაზე - „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა“. აღსანიშნავია, რომ
ინერტულ ნარჩენებთან დაკავშირებით საკითხის წამოწევა პირველად განხორციელდა სწორედ
აღნიშნული თემატური მოკლვევის ფარგლებში და გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომელთა
გადაჭრისთვის აუცილებელია, როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, ასევე ეფექტიანი
აღსრულების მექანიზმების შემუშავება.
18
მოკვლევის
მიზანს
ინერტული
ნარჩენების
მართვასთან
დაკავშირებული
პრობლემების
იდენტიფიცირება წარმოადგენს არსებული რეგულაციების და პრაქტიკის ანალიზისა და
შესაბამისი სტრუქტურების მუშაობის შეფასების საფუძველზე.
მოკვლევის ჯგუფი შედგება, როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის,
ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონული განვითარებისა
და თვითმმართველობის კომიტეტების წარმომადგენლებისგან.
თემატური მოკვლევის ფარგლებში კონკრეტულ ფაქტებზე, კვლევებსა და მიგნებებზე დაფუძნებული მოსაზრებები წარმოადგინეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, კერძო
სექტორმა, დარგის ექსპერტებმა, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა და დაინტერესებულმა
პირებმა. წარმოდგენილ იქნა 9 დასაბუთებული მოსაზრება. აგრეთვე, მოკვლევის პროცესში
ჩართულები იყვნენ სახელმწიფო უწყებები, რომელთა პოზიციები ასევე წარმოდგენილ იქნა
კომიტეტის წინაშე.
აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში 2021 წლის 25 ნოემბერს ჩატარდა ორი მოსმენა. მოკვლევის
ჯგუფის წევრები (პარლამენტის წევრები) შეხვდნენ საჯარო უწყებების და ბიზნეს სექტორის,
საზოგადოების წარმომადგენლებს.
თემატური მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ნაკლოვანებები, რომელიც ინერტული ნარჩენების
მდგრადი
მართვის
შემაფერხებელ
ფაქტორს
წარმოადგენს.
შესაბამისად,
შემუშავდა
რეკომენდაციები, რომელიც გაეგზავნება შესაბამის უწყებებს.
6. წიაღის სექტორის რეფორმა
კომიტეტი აქტიურად არის ჩართული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)
მხარდაჭერით მიმდინარე წიაღის სექტორის რეფორმაში და წარმოდგენილია წიაღის სექტორის
რეფორმის მაკოორდინირებელ უწყებათაშორის საბჭოში.
წიაღის რეფორმის პირველი ფაზის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა წიაღის სექტორის
სტრატეგია სამოქმედო გეგმასთან ერთად. მიმდინარე, წიაღის სექტორის რეფორმის მეორე ფაზის
ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი
ჩარჩოს განახლების მიმართულებით. შემუშავდა სამთო-მოპოვების კოდექსის პირველადი და
გადამუშავებული პროექტი, რომლებთან დაკავშირებით კომიტეტმა მინერალური რესურსების
სააგენტოს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები წარუდგინა.
7.
საზოგადოებასთან და საჯარო უწყებებთან ურთიერთობა, კომიტეტთან
შექმნილი სამუშაო ჯგუფები და შეხვედრები, ვიზიტები
7.1
საზოგადოებასთან ურთიერთობა
საზოგადოებასთან ურთიერთობა კომიტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ასევე
განმტკიცებულია კომიტეტის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმით. კომიტეტი, საქმიანობის
შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ახორციელებს მედიასთან თანამშრომლობით, ასევე
შესაბამისი ინფორმაციის პროაქტიულად განთავსებით, როგორც საქართველოს პარლამენტის
ვებგვერდზე, ასევე კომიტეტისა და კომიტეტის თავმჯდომარის ოფიციალურ Facebook გვერდებზე.
19
7.2
კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფები და შეხვედრები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შეიქმნა 4 სამუშაო ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაში
წარმოდგენილი
არიან
შესაბამისი
სამინისტროების,
არასამთავრობო
ორგანიზაციების
წარმომადგენლები, დარგების სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები. ეს ჯგუფებია:
„ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
გამონაბოლქვისა
და
ეკოტრანსპორტის
ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“, რომელიც
დანერგვის
ავტოსატრანსპორტო
საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების გამკაცრების, ვიზუალური გამონაბოლქვის
რეგულირებისა და საზოგადოებრივი ეკო-ტრანსპორტის საკითხებზე მუშაობს. სამუშაო
ჯგუფის მთავარი მიზნებია - გარემოსდაცვითი პოლიტიკის მაქსიმალურად გაძლიერება, რაც
პირდაპირ არის დაკავშირებული ქალაქებში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან, ჯანსაღი
გარემოს შექმნასა და გადაადგილების გაუმჯობესებასთან.
2021 წელს კომიტეტმა სამუშაო ჯგუფთან გამართა 2 სამუშაო შეხვედრა:
-
2 ივნისს, სადაც განხილულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვთან
დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, გამოიკვეთა შესაბამისი უწყებების მიერ
გასატარებელი ღონისძიებები და დასახულ იქნა სამომავლო გეგმები არსებული
გამოწვევების დაძლევის მიზნით. ამასთან, შესაბამის უწყებებს წარედგინათ კომიტეტის
მოთხოვნა წერილობით მათი პოზიციების წარმოდგენის შესახებ, რაც წარმოდგენილ
იქნა შესაბამისი სამინისტროების მიერ;
-
9 დეკემბერს, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შინაგან
საქმეთა,
ეკონომიკისა
წარმომადგენლებმა,
და
მდგრადი
არასამთავრობო
განვითარების
სექტორთან
ერთად,
სამინისტროების
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის გაუმჯობესების მნიშვნელობასა და
გზებზე გამონაბოლქვის კონტროლის აუცილებლობაზე იმსჯელეს და სამუშაო ჯგუფს
წარუდგინეს ინფორმაცია ტექნიკური დათვალიერების გამკაცრებისა და ვიზუალური
გამონაბოლქვის რეგულირების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ზემოაღნიშნული შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითხებზე კომიტეტმა მოამზადა
რეკომენდაციები, რომლებიც გაგზავნილია უწყებებთან და რომლებიც, მათ შორის, მოიცავს
რეკომენდაციას არაუგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა, საქართველოს პარლამენტში
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის წარდგენის შესახებ. აღნიშნული კანონის პროექტი,
უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური დათვალიერების
სისტემის დახვეწასა და ვიზუალურ გამონაბოლქვზე კონტროლის დაწესებას.
სამუშაო ჯგუფში აგრეთვე გაეცნენ საქართველოში მდგრადი ტრანსპორტის განვითარების
პოლიტიკასთან, ავტოპარკის გაახალგაზრდავებასა და დაბალი და ნულოვანი ემისიის
ავტომობილების წახალისებასთან დაკავშირებით ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ
მომზადებულს ხედვას.
„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან
მომუშავე სამუშაო ჯგუფი“ - მუშაობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში
მიმდინარე რეფორმების გატარებისა და ახალი რეგულაციების დანერგვის პროცესში არსებულ
20
გამოწვევებზე და აგრეთვე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ბიზნეს
სექტორის მიერ გამოკვეთილ სხვა მნიშვნელოვან თემებზე
უკანასკნელ წლებში გარემოსდაცვით სფეროში მიღებული საკანონმდბლო აქტები, მათ შორის
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ნარჩენების მართვის
კოდექსი“ დამატებით ვალდებულებებს აწესებს ბიზნეს სექტორის მიმართ. აღნიშნულ ჭრილში
განსაკუთრებულ
მნიშვნელობას
იძენს
ამ
სექტორთან
მჭიდრო
თანამშრომლობა,
განსაკუთრებით ახალი ვალდებულებების შემუშავების ადრეულ ეტაპზე. კომიტეტისთვის
პრიორიტეტულია ამ პროცესის ხელშეწყობა, რაზეც მეტყველებს ზემოაღნიშნული სამუშაო
ჯგუფის შექმნა, ბიზნეს ასოციაციის წევრების დასწრება კომიტეტის სხდომებზე და მათი
ჩართვა თემატურ მოკვლევაში.
სწორედ ამ თანამშრომლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის დასაწისშივე,
2021 წლის 8 თებერვალის სხდომაზე ბიზნეს ასოციასთან ერთად განხილულ იქნა კომიტეტის
გამგებლობას მიკუთვნებული მიმდინარე საკითხები და ასოცირების შესახებ შეთანხმებით
ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, ბიზნეს ასოციაციასთან სამოქმედო გეგმისა და
მწვანე ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები.
„ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ ახორციელებს გარემოსდაცვით მონიტორინგს სს „RMG Copper“-ის და შპს „RMG Gold“-ის
საქმიანობაზე, მათ შორის, საწარმოო ტერიტორიების დათვალიერების გზით, და საჭიროების
შემთხვევაში გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. აღნიშნული ჯგუფის საქმიანობის შედეგად,
რომელიც IX მოწვევის პარლამენტში შეიქმნა, დღეს ქვემო ქართლში
საწარმოო ციკლი
მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.
2021 წელს კომიტეტმა სამუშაო ჯგუფთან ერთად გამართა 3 შეხვედრა, რომელთაგან ორი
მოიცავდა გასვლით ვიზიტს კომპანია RMG-ის საწარმოო ტერიტორიაზე. კერძოდ:
-
23 მარტს გამართულ შეხვედრაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და სამუშაო ჯგუფის
წევრებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს ,,RMG Copper”-ისა და ,,RMG Gold”-ის
საწარმოო ტერიტორიები და დეტალურად გაეცნენ მიმდინარე საწარმოო პროცესებს, ბოლო
წლების განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოებს, მოინახულეს რეკულტივაციისა და
შესაბამისი წყალშემკრები ნაგებობები, გაეცნენ ჰაერის დაბინძურებისა და ამტვერების
პრევენციის მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს;
-
3 ივნისს საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სამუშაო
ჯგუფთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროსა და კომპანია RMG-ის წარმომადგენლები გაცემულ იქნა შესაბამისი
რეკომენდაციები, რომელთა შესრულების მონიტორინგის მიზნით დაგეგმილ იქნა შემდეგი
შეხვედრა;
-
21 დეკემბერს გაიმართა ვიზიტი RMG-ის საწარმოო ტერიტორიაზე, რომლის ფარგლებში
კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერეს კომპანია RMGის მიერ დამონტაჟებული სამი ახალი გამწმენდი ნაგებობა. გამწმენდი ნაგებობების
21
მეშვეობით
ხორციელდება
ზედაპირული
წყლის
მძიმე
ობიექტებში
მეტალებით
ჩაშვების
დაბინძურებული
მიზნით.
წყლის
კერძოდ,
გაწმენდა,
გარემოსდაცვითი
მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა RMG Gold-ის საწარმოო ტერიტორიის მიმდებარე
ლოკაციაზე, მეორე სანაყაროსთან და მეოთხე სანაყაროსთან განთავსებული გამწმენდი
დანადგარები, რომლის ფუნქციონირების შედეგადაც გაწმენდილი წყალი მდინარე
ფოლადაურში და კაზრეთულაში ჩაედინება.
შესაბამისად, კომიტეტისა და კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის მკაცრი მონიტორინგის
ფარგლებში, პირველად, ბოლნისის რაიონში მდინარეებზე დაყენდა უახლესი გამწმენდი
მოწყობილობები, რაც მდინარეებს წიაღისეულის რესურსის მოპოვება/გადამუშავების შედეგად
მძიმე მეტალებით დაბინძურებისგან დაიცავს. აღნიშნული ათწლეულების განმავლობაში
არსებულ პრობლემას - ბოლნისის რაიონში წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას აღმოფხვრის.
„სატყეო რეფორმის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ - მუშაობს სატყეო რეფორმის, ტყის
ეკოსერვისების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ტყის კოდექსის
კანონქვემდებარე აქტების აღსრულების საკითხებზე
2021 წლის 22 ნოემბერს კომიტეტმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ
როგორც სახელმწიფო უწყებათა, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და
დარგის სპეციალისტები. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის,
ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე
დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძისა და დავით
კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების
პროექტებთან: ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,აკვაკულტურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,საჯარო
რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/80;16.06.2021) დაკავშირებით იმსჯელეს და საკანონმდებლო პაკეტთან
დაკავშირებით
არასამთავრობო
სექტორის
წარმომადგენლების
მიერ
წარმოდგენილი
შენიშვნები განიხილეს. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შედეგად კომიტეტმა შესაბამისი
რეკომენდაციით
მიმართა სსიპ ,,საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოს’’. ამასთან,
შეხვედრაზე შედგა შეთანხმება გარკვეულ შენიშვნათა გათვალისწინების შესახებ.
7.3 სხვა შეხვედრები, ვიზიტები და ურთიერთობა საჯარო უწყებებთან
24 ნოემბერი - შეხვედრა შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოში არსებული
მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ.
22
შეხვედრაზე განიხილეს, როგორც შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოში
არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, ასევე, ლევან იოსელიანის და ალექსანდრე
ელისაშვილის
საკანონმდებლო
ინიციატივა,
რომელიც
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას შეეხება და რეგისტრირებული ძაღლის
ან კატის მეპატრონის მიერ მიტოვებისთვის სანქციის დაწესებას ითვალისწინებს. შეხვედრას
საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე,
ანდრია ბასილაია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები.
7
დეკემბერი
-
სამუშაო
შეხვედრა
არასამთავრობო
სექტორის
წარმომადგენლებთან
,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’ კანონის პროექტთან (073/86/10; 23.06.2021) დაკავშირებით.
კომიტეტმა 7 დეკემბერს სამუშაო შეხვედრა ჩაატარა საქართველოს პარლამენტის წევრების:
მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას,
ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძის
და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონის
,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა
სამყაროს შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნარჩენების მართვის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/86/10; 23.06.2021) დაკავშირებით. კომიტეტის
პროექტებთან
მიერ
კანონპროექტის
პირველი
მოსმენით
განხილვამდე
გამართულ
შეხვედრაზე
არასამთავრობო სექტორისა და დაინტერსებული პირების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები
და
წინადადებები
წარმოდგენილ
იქნა
განსახორციელებელ
ზემოაღნიშნულ
ცვლილებებთან
შეხვედრაზე.
დაკავშირებით,
შეხვედრას
ასევე
რომელიც
ესწრებოდნენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
26 ივლისი - კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ჭიათურაში წიაღის ეროვნული სააგენტოს
უფროსთან, ოთარ დანელიასთან, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელ პირებთან
ერთად მანგანუმის მოპოვების, მისი გადამუშავებისა და საკარიერო ველებზე რეკულტივაციის
საკითხების გაცნობისთვის.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი
საწარმოები - „ახალი გამამდიდრებელი ქარხანა“ და „29-ე ქარხანა“. ამ უკანასკნელში, მადნის
გამდიდრების შედეგად, მდინარე ყვირილას წყლის ხარისხის გაუმჯობესების საპილოტე
პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ.
ამასთან, სტუმრები გაეცნენ შლამსადენის დაგეგმილი მშენებლობის პროცესს, რომელიც
მნიშვნელოვანია
მდინარე
ყვირილასთან
დაკავშირებით
არსებული
გამოწვევების
გადაჭრისთვის. პროექტის მიხედვით შლამის გადამამუშავებელი ქარხანა შლამის მიმღები
23
ავზებით ახალი გამამდიდრებელი ქარხნის ტერიტორიაზე მოეწყობა. 6-ი კმ სიგრძის მილებისა
და ტუმბოების საშუალებით შლამი გადაიტვირთება ცდფ-ს ტერიტორიაზე მოწყობილ
ავზებში. კვლავ მილებისა და ტუმბოების საშუალებით, 3-მ კმ-იანი სიგრძის ფერდობზე შლამი
ღურღუმელას შლამსაცავში გადაიტვირთება.
23 მაისი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით,
ვიზიტი მუხროვანის (ე.წ. საღორიის) ტყეში
კომიტეტის თავმჯდომარემ ადგილზე მოინახულა ქუთაისში მუხროვანის ისტორიული ტყე,
სადაც სპეციალისტების მიერ შემუშავდა კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც
სანიტარიულ ჭრებს, მავნებლის მიერ დაზიანებული ხეების კორომიდან გამოტანას,
ნარჩენებისაგან გაწმენდას და ტყის აღდგენას ითვალისწინებს. კომიტეტის თავმჯდომარე,
ადგილზე გაეცნო ტყის აღდგენის, მისი მასშტაბის გაზრდის და ბუნებრივი განახლების
ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მიერ განხორციელებულ პროექტებსაც.
აღსანიშნავია,
რომ
2021
წლის
16
ნოემბერს
კომიტეტის
მონაწილეობით,
ჩეხეთის
რესპუბლიკაში მოქმედ კომპანია „WATRAD, spol.“-სა და ქართულ მხარეს (გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, ქ. ქუთაისის მერია, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი) შორის გაფორმდა
მემორანდუმი, რომლის
ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ საპილოტე პროექტის „ტყის სიცოცხლისუნარიანობაზე
მოქმედი
გარემოს
ცვლილებების
მონიტორინგის
ნოუ-ჰაუს
გადაცემა“
ფარგლებში
თანამშრომლობაზე, რომლითაც უნდა განხორციელდეს ქ. ქუთაისში „საღორიის“ ტყის
შესწავლისა და აღდგენის ღონისძიებები. აღნიშნული პროექტი შეთავაზებულია ჩეხეთის
განვითარების სააგენტოს კერძო სექტორთან პარტნიორობის განვითარების პროგრამის
ფარგლებში
(B2B
პროგრამა).
მემორანდუმის
თანამშრომლობას,
ექსპერტთა
გაცვლას,
მხარეები
სასწავლო
ხელს
შეუწყობენ
პროგრამებსა
და
ტექნიკურ
ტრენინგებს
მემორანდუმის მხარეებისა და მათი მომსახურების მომხმარებლების სასარგებლოდ.
11 თებერვალი - შეხვედრა ტყის სექტორში არსებულ პრობლემებზე
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლების
მონაწილეობით
იმსჯელეს
სატყეო
რეფორმის
მიმდინარეობასა და არსებულ გამოწვებზე.
9 თებერვალი - შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან (BAG)
შეხვედრაზე მიმოიხილეს კომიტეტის გამგებლობას მიკუთვნებული მიმდინარე საკითხები და
მათ შორის “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონის პროექტი. აგრეთვე,
განხილულ იქნა კომიტეტის სამომავლო გეგმები.
2 თებერვალი - შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან,
ნათია თურნავასთან.
24
შეხვედრაზე განიხილეს კომიტეტისა და სამინისტროს თანამშრომლობის პერსპექტივები,
სამომავლო გეგმები და არსებული გამოწვევები
2 თებერვალი - შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან,
ლევან დავითაშვილთან და მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან.
შეხვედრაზე განიხილეს გარემოს დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, სამომავლო
გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები
პირველი თებერვალი - შეხვედრა ქვემო ქართლის მაჟორიტარ დეპუტატებთან და სახელმწიფო
რწმუნებულის მოადგილესთან ქვემო ქართლში
შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხოველთა თავშესაფრის საკითხი, შეხვედრაზე
განხილულ იქნა სამომავლო გეგმები არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
8. საერთაშორისო თანამშრომლობა
კომიტეტისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულია,
რამდენადაც მათი როლი უმნიშვნელოვანესია გარემოსაცვითი რეფორმების მხარდაჭერის
მიმართულებით. კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან
(ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების
სააგენტო (USAID), ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD), გერმანიის საერთაშორისო
თანამშრომლობის
საზოგადოება
(GIZ),
შვედეთის
საერთაშორისო
განვითარების
თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI, ჩეხეთის
საელჩო, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC)).
საანგარიშო პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობა ასეთია:
2021 წელს კომიტეტმა შვედეთის მთავრობისა და UNDP-ის მხარდაჭერით დაიწყო
თემატური მოკვლევა თემაზე - ,,ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა’’
USAID-ის მხარდაჭერით შემუშავების პროცესშია მყარი ნარჩენების მართვისა და
გადამუშავების პოლიტიკის დოკუმენტი.
კომიტეტსა და დონორ ორგანიზაციებს შორის საანგარიშო პერიოდში შემდგარი შეთანხმების
შედეგად კომიტეტი:
-
დაიწყებს
თემატურ
მოკვლევას
თემაზე
-
,,პესტიციდებისა
და
ქიმიური
ნივთიერებების გამოყენების ეფექტიანი კონტროლი’’(SIDA/UNDP);
-
დაიწყებს თემატურ მოკვლევას თემაზე - ,,პანდემიის გავლენა გარემოზე
ზემოქმედების შეფასების პროცესში საზოგადოების მონაწილეობაზე’’ (SIDA/UNDP);
-
დაიწყებს თემატურ მოკვლევას დეკარბონიზაციის თემაზე (Westminster Foundation
for Democracy);
-
შეიმუშავებს საქართველოს კანონის პროექტს კლიმატის ცვლილების შესახებ
(Westminster Foundation for Democracy);
25
-
შეიმუშავებს მდგრადი ურბანული მობილობისა და მწვანე და რეკრეაციული
სივრცის განვითარების სტანდარტებსა და სახელმძღვანელოებს (Westminster
Foundation for Democracy);
-
მჭიდროდ ითანამშრომლებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების
ცენტრთან (Westminster Foundation for Democracy)
-
იმუშავებს
ევროპის
მწვანე
შეთანხმებასთან
დაახლოების
გზამკვლევზე
(საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC)).
8.1 კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები პარტნიორი ქვეყნებისა და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
21 დეკემბერი - მსოფლიო ბანკის ჯგუფის - საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), მისი
დონორი ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული კერძო და საჯარო სექტორების
სადისკუსიო შეხვედრა
შეხვედრა შეეხებოდა საქართველოში კლიმატის /მწვანე დაფინანსების საკითხებს. საერთაშორისო
საფინანსო კორპორაციამ (IFC), კლიმატის დაფინანსების თემაზე საქართველოს ბაზრის ახლად
დასრულებული კვლევა წარადგინა, რაც საფუძვლად დაედო სადისკუსიოდ პრიორიტეტული
საკითხების გამოვლენას და მათ ირგვლივ მსჯელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო
ტრანსპორტისა და მშენებლობის სექტორებს. შეხვედრაზე გამოიკვეთა პრიორიტეტები და
განისაზღვრა ერთობლივი მუშაობის შემდგომი ნაბიჯები.
17 დეკემბერი - შეხვედრა ევროპარლამენტის წევრ - ბრონის როპესთან
შეხვედრაზე
განხილულ
იქნა
ევრონესტის
საპარლამენტო
ასამბლეის
ენერგეტიკული
უსაფრთხოების კომიტეტის მიერ მოსამზადებელი რეზოლუციის პროექტი („ენერგეტიკული
უსაფრთხოების გამოწვევები და მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროპის
მწვანე შეთანხმებისა და სუფთა ენერგიაზე გადასვლის კონტექსტში’’), რომელსაც ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტი განიხილავს 2022 წლის
თებერვალში დაგეგმილ სხდომაზე.
13 დეკემბერი - საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და კლიმატის საკონსულტაციო
ეროვნული გუნდის ონლაინ შეხვედრა
შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა ხედვები კლიმატის დაფინანსების უფრო ინტეგრირებული
მიდგომის დანერგვის თაობაზე, რათა უფრო ეფექტიანი და მდგრადი შედეგების მიღწევა გახდეს
შესაძლებელი.
კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტის გეგმები საკანონმდებლო ცვლილებებისა და საზედამხედველო ფუნქციის
ფარგლებში,
ასევე,
განსაზღვრა
მომდევნო
წლების
პრიორიტეტები,
რომლებიც
სრულ
თანხვედრაშია ასოცირების შეთანხმებასთან და მდგრადი განვითარების მიზნებთან.
9 დეკემბერი - შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელთან
26
შეხვედრაზე განხილულ იქნა ჩეხეთის კარიტასის მიერ საქართველოში განხორციელებული
პროექტები და გამოთქმულ იქნა მზაობა ორგანიზაციის ჩართულობაზე კომიტეტის მიერ
ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაში.
16 ნოემბერი - შეხვედრა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
შეხვედრაზე
განხილულ
იქნა
ის
შესაძლებლობები,
რასაც
გარემოს
დაცვის
სფეროში
შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები იძლევა (ნარჩენების მართვისა და წყლის
რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებით)
12 ნოემბერი - კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26)
ონლაინ ღონისძიება
ღონისძიების ფარგლებში კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა კლიმატის ცვლილებასა და სუფთა
ენერგიაზე გადასვლის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე
21 ოქტომბერი - კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26)
ცოდნის გაზიარების ონლაინ სესია
26 ოქტომბერი - შეხვედრა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის
(OECD) წარმომადგენლებთან
შეხვედრაზე განხილულ იქნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გეგმები
კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში. აგრეთვე მიმოხილულ იქნა
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში გარემოსდაცვითი მიმართულებით გატარებული
რეფორმები და მიღებული საკანონმდებლო აქტები.
20 ოქტომბერი - ჟენევაში ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრა
კომიტეტის
თავმჯდომარე
ჟენევაში
ორჰუსის
კონვენციის
მხარეთა
შეხვედრას
საპარლამენტთაშორისო
ინსტიტუტის
თავმჯდომარეობდა.
21
სექტემბერი
-
შეხვედრა
ბალტიკა-ევრაზიის
წარმომადგენლებთან
შეხვედრა შეეხებოდა ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების სფეროში
არსებულ გამოწვევებს.
2 ივლისი - შეხვედრა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,
მარკ კლეიტონთან
შეხვედრაზე განიხილეს გლობალური კლიმატის ცვლილების საკითხები, კლიმატის ცვლილების
შერბილების 26-ე კონფერენცია, რომელიც 2021 წლის ნოემბერში ბრიტანეთში ჩატარდება და
საქართველოს ჩართულობა ამ პროცესებში. აგრეთვე, კლიმატის ცვლილებებთან და გარემოს
დაცვასთან დაკავშირებით ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიერ დაწყებული
პროგრამა და მისი მნიშვნელობა.
14 ივნისი - შეხვედრა თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიის პროექტის ჯგუფის
ხელმძღვანელსთან, ლუდვიგ შტრეფსთან
27
შეხვედრაზე განხილულ იქნა თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგია და თანამშრომლობის
კონკრეტული მიმართულებები.
9 ივნისი - ჟენევაში ორჰუსის კონვენციის მხარეთა სამუშაო შეხვედრა
კომიტეტის
თავმჯდომარე
ჟენევაში
ორჰუსის
კონვენციის
მხარეთა
შეხვედრას
თავმჯდომარეობდა. შეხვედრის ფარგლებში მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები,
რომელიც ორჰუსის კონვენციის 2022-2025 წლების სამუშაო პროგრამასა და 2022-2030 წლების
სტრატეგიულ გეგმებსა და პროექტებს უკავშირდება. შედეგად, ორჰუსის კონვენციის ფარგლებში
დაინერგება მექანიზმი, რომელიც გარემოს დამცველთა დასჯისა და დევნის შემთხვევებზე სწრაფ
რეაგირებას უზრუნველყოფს. დაინიშნება სპეციალური მომხსენებელი, რომლის მანდატიც
მოიცავს აღნიშნული პირების დაცვას დიპლომატიური და სხვა დაცვის ღონისძიებების
საშუალებით.
26 აპრილი - შეხვედრა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან
გიდორთან
შეხვედრაზე იმსჯელეს კომიტეტის სამომავლო გეგმების შესახებ, რომელიც უკავშირდება
ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტის განვითარებას, სწორ ურბანულ განვითარებას,
გამწვანებას. ასევე განიხილეს კომიტეტის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა და გამოკვეთეს
შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები მათ შორის, წყლის მდგრადი მართვისა და ამ
სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.
23 აპრილი - შეხვედრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის
ენერგოეფექტურობისა და ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხებთან დაკავშირებით.
15 აპრილი - შეხვედრა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის
(CENN) წარმომადგენლებთან
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის კლიმატის
ცვლილების მიმართულებით.
7 აპრილი - შეხვედრა ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორთან
იანეს კოპაჩთან
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებითა და
ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების
დინამიკა, მიღწევები და გამოწვევები.
2021 წლის 19 აპრილი - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია
სესიის ფარგლებში, ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის მიერ განხილულ და მიღებულ
იქნა კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული რეზოლუცია.
24 მარტი - შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სამხრეთ კავკასიის რეგიონულ
ხელმძღვანელთან, მასიეჟ ცურასთან და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის
კოორდინატორთან, ალექსანდრე დარასსთან
28
შეხვედრაზე განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის
ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მწვანე ეკონომიკის განვითარება და ამ მიზნით
სტიმულირების მექანიზმების შექმნის მნიშვნელობა
24
მარტი
-
შეხვედრა
ევროპის
რეკონსტრუქციისა
და
განვითარების
ბანკის
(EBRD)
წარმომადგენლებთან
გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა EBRD-ის ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. განიხილეს
სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმო კომიტეტის სამოქმედო გეგმის განხილვას, პრიორიტეტებს და დასახული მიზნების
მიღწევის სტრატეგიებს.
11 მარტი - შეხვედრა საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ
ქნირშთან
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები, რომლებიც გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით
როგორც დაცული ტერიტორიების, ასევე სატყეო სექტორის მართვის კუთხით ხორციელდება.
ასევე გამოკვეთეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის, ურბანული
გარემოსდაცვითი საკითხების მოწესრიგების მიმართულებით
10 მარტი - შეხვედრა საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტრ
მიკისკასთან
შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები და გარემოს დაცვის
სფეროში საპარლამენტო თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები
21 იანვარი - შეხვედრა საქართველოში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანდრიუს
კალინდრასთან
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის
გამოცდილების გაზიარების კუთხით.
3 თებერვალი - შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან
საქართველოში, ლუიზა ვინტონთან
შეხვედრაზე განიხილეს კომიტეტის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები, მათ შორის, მწვანე
ეკონომიკური
ზრდისა
და
ურბანული
გარემოს
დაცვითი
საკითხების
გააქტიურების
აუცილებლობა.
2 თებერვალი - შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)
საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ კარლ ტესტენსენთან და პროგრამების ხელმძღვანელ ჰანსიოახიმ ლიპთან
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
29
იანვარი
-
შეხვედრა
საქართველოში
ევროკავშირის
წარმომადგენლობის
პროექტების
განყოფილების უფროსთან სიგრიდ ბრეტელთან
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
29
26 იანვარი - შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური
ზრდის ოფისის დირექტორ მარიკა ოლსონთან
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები, ახალი პროექტები და კომიტეტის
სამომავლო ხედვები.
26 იანვარი - შეხვედრა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)
წარმომადგენელთან საქართველოში ერიკ ილესთან და პროგრამის ხელმძღვანელთან ხათუნა
ზალდასტანიშვილთან
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
30