საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა ააიპ „ერი და სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილი საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციის „მწვანე პასპორტების წინააღმდეგ“ (№1-15288/21; 25.11.2021) განხილვის ვადის 2 თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-1574/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-14
ბიუროს ნომერი 119

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-1574/22 14-02-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს № 97/13, 29.11.2021 გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა ააიპ „ერი და სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილი საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია „მწვანე პასპორტების წინააღმდეგ“ (№1-15288/21; 25.11.2021). 2021 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პეტიციის უშუალოდ შესწავლისა და განხილვის შესახებ. კომიტეტის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული სხვა ობიექტური გარემოებების გამო, დადგენილ ვადაში პეტიციის განხილვა და საბოლოო დასკვნის შემუშავება ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ შუამდგომლობით დასახელებული პეტიციის განხილვის ვადის 2 თვით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge