საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წლის 14 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-1602/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-02-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 35

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა 2022 წლის 14 თებერვალი, 12:00 საათი საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ხატია წილოსანი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომის ოქმი N35 2022 წლის 14 თებერვალი, თბილისი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) სხდომის თავმჯდომარე: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის უფლებამონაცვლე - მაია მენაღარიშვილი თავმჯდომარის მოადგილის გოგი მეშველიანის კომიტეტის წევრები: დავით კირკიტაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ედიშერ თოლორაიას უფლებამონაცვლე - ირაკლი მეძმარიაშვილი, ირაკლი ხახუბიას უფლებამონაცვლე - ქეთევან დუმბაძე აპარატის თანამშრომლები: კომიტეტის აპარატის უფროსი სალომე ქურასბედიანი, კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა, კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი გიორგი ფანცხავა, კომიტეტის აპარატის მდივანი ხათუნა მუკბანიანი, კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე - სხდომის მდივანი. დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ხატია წილოსანი მოისმინეს: ხატია წილოსანის ინფორმაცია დღის წესრიგის თაობაზე. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა განხილვას და რომლებზეც მუშაობას გეგმავს კომიტეტი 2022 წლის განმავლობაში. ეს არის ოთხი სტრატეგიული მიმართულება: • • • • კანონშემოქმედებითი საქმიანობა საზედამხედველო საქმიანობის განხორციელება გამჭვირვალობისა და კომუნიკაციის გეგმის შემუშავება კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობა აღინიშნა, რომ სამოქმედო გეგმა განხილულია კომიტეტის ყველა წევრის მიერ და გეგმით გათვალისწინებულ ყველა აქტივობაზე კომიტეტის წევრთაგან განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემებიდან გამოიყო კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული აქტივობები, კერძოდ პარიზის შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პარლამენტში შეიქმნას საბჭო, რომელიც გაზრდის პარლამენტის როლს შესაბამისი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში და საზედამხედველო საქმიანობაში. აღინიშნა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მნიშვნელოვანი როლი აღნიშნული ღონისძიებების შესრულების პროცესში. ყურადღება დაეთმო იმ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელთა განხილვას გეგმავს კომიტეტი 2022 წელს. მათ შორის აღინიშნა ის კანონპროექტები, რომლებიც ითვალისწინებს ცვლილებებს გარემოსდაცვითი შეფასების, სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე, ახალ საკანონდებლო პაკეტებს: „სამრეწველო ემისიების შესახებ“, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ და „ბიომრავალფეროვნების შესახებ“. აღნიშნული კანონპროექტები ხელს შეუწყობს გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას და საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას. ასევე აღინიშნა ცვლილებათა პაკეტი, რომლის შემუშავებას ზედამხედველობას გაუწევს კომიტეტი და რომელიც ეხება ავტოტრანსპორტიდან ვიზუალური გამონაბოლქვის სამართლებრივი რეგულირების გაუმჯობესებას. ასევე, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში კომიტეტი მოისმენს ორი უწყების: სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ანგარიშებს. ასევე აღინიშნა ის თემატური მოკვლევები, რომლებზეც კომიტეტი აპირებს მუშაობას 2022 წელს დონორების მხარდაჭერით. გადაწყვიტეს: დამტკიცდეს (ერთხმად) კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა სხდომის თავმჯდომარე ხატია წილოსანი სხდომის მდივანი ნანა გოგიტიძე