საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში
- საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-14
ბიუროს ნომერი 119
📜 ტექსტი
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-1608/22
14-02-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს, ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
ბატონო ნიკოლოზ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად,
გიგზავნით
ნატო-ს
საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიშს.
დანართი: 4 ფურცელი.
პატივისცემით,
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი
ირაკლი ბერაია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პარლამენტის
ანგარიში
ნატო‐ს საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
2021 წლის იანვარი ‐ დეკემბერი
გლობალური პანდემიის გამო, ნატო‐ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობა, 2021 წელს
შეზღუდული ფორმატით ხორციელდებოდა. არსებული ვითარების გათვალისწინებით,
ასამბლეამ თავისი ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილი ონლაინ რეჟიმში ჩაატარა.
2021 წელი
იანვარი
14 იანვარს, ასამბლეის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ნატო‐ს
საორიენტაციო პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო საპარლამენტო ასამბლეაში
ეროვნული დელეგაციების ახალი წევრებისათვის. განიხილეს ისეთი საკითხები,
როგორებიცაა ნატო‐ს 2021 წლის ივნისის სამიტი, ნატო 2030, თანამედროვე
ტექნოლოგიები, უსაფრთხოების გამოწვევები ავღანეთში, ჩინეთი, ნატო‐სა და
ევროკავშირის ურთიერთობები. ასევე, დელეგაციის ახალი წევრებისა და
მდივნებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია ასამბლეის საქმიანობის შესახებ.
თებერვალი
9‐10 თებერვალს, გაიმართა ნატო‐ს საპარლამენტო ასამბლეის და ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ონლაინ
ღონისძიება, რომელიც შეეხებოდა ახალი კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენას
გლობალურ ეკონომიკაზე და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე დისკუსიას.
მარტი
31 მარტს ჩატარდა ასამბლეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის
უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური მიმართულებების ქვეკომიტეტის ვირტუალური
ღონისძიება გერმანიაში (KUDO‐ს პლატფორმით). შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის
წევრებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა განიხილეს ბიოლოგიური იარაღით
წარმოქმნილი უსაფრთხოების გამოწვევები და ასევე 1967 წლის გარე კოსმოსის
ხელშეკრულება.
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერობის განყოფილება
აპრილი
9 აპრილს, ონლაინ ფორმატში ჩატარდა საქართველო‐ნატო‐ს პარლამენტთაშორისი
საბჭოს მორიგი შეხვედრა, რომელზეც განიხილეს საქათველოსა და რეგიონში
მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და უსაფრთხოების საკითხები.
ოქტომბერი
8‐11 ოქტომბერს ქ. ლისაბონში, პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში, ასამბლეის
67‐ე წლიური სესია ფიზიკურ ფორმატში გაიმართა, რომელსაც ეროვნული
დელეგაციების წევრები შეზღუდული შემადგენლობით ესწრებოდნენ. საქართველოს
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობიდან, ფიზიკურად მხოლოდ დელგაციის
ხელმძღვანელი, ირაკლი ბერაია და დელეგაციის მდივანი ესწრებოდნენ, ხოლო
დელაგაციის სხვა წევრები, ონალაინ ფორმატში მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე განხილულ იქნა, ისეთი საკითხები, როგორებიცაა ავღანეთში არსებული
ვითარება, ჩინეთი, რუსეთის აგრესიული ქმედებები მეზობელი სახელმწიფოებისა და
დასავლეთის ქვეყნების მიმართ, ნატო‐ს ღია კარის პოლიტიკა, პანდემიით გამოწვეული
ვითარება და ნატო‐ს 2030 წლის ანგარიში.
დელეგაციის წევრებმა, მონაწილეობა მიიღეს ასამბლეის სხვადასხვა კომიტეტების
სხდომებში, სადაც განიხილეს და კენჭი უყარეს თხუთმეტ ანგარიშს და შვიდ
რეზოლუციას. ასამბლეის არაერთ დოკუმენტში, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა
საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო‐ატლანტიკური
ინტეგრაციისადმი სრული მხარდაჭერა. მკაცრად დაიგმო რფ‐ს მიერ საქართველოს
რეგიონების ოკუპაცია. ქართული დელეგაციის ინიციატივით, ანგარიშებსა და
რეზოლუციებში შევიდა რიგი ცვლილებები, რამაც უფრო ზუსტად ასახა სხვადასხვა
სფეროში არსებული ვითარება და უფრო გააძლიერა ოკუპაციის დამგმობი და ევრო‐
ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ჩანაწერები. შესაბამისი ცვლილებების
პროექტები, წლიურ სესიამდე წერილობით მიეწოდა ასამბლეის სამდივნოს, ხოლო მათი
გატანა კომიტეტების სხდომებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ მოხდა.
ასამბლეის პლენალურ სესიაზე, ნატო‐ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა,
საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ალიანსის ღია კარის პოლიტიკას და აღნიშნა
ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პროგრესი.
სესიის ფაგრლებში, ირაკლი ბერაიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა უკრაინის,
თურქეთის, აშშ‐ის და საფრანგეთის დელეგაციების წევრებთან. ისაუბრეს ნატო‐ს
აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, შავი ზღვის
რეგიონში მომეტებულ საფრთხეებზე, საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების
საერთო ინტერესებსა და პრიორიტეტებზე, ჩვენი ქყვეყნის მხარდაჭერის გაზრდაზე,
ალიანსში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილების დაჩქარებაზე.
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერობის განყოფილება
26‐27 ოქტომბერს უკრაინის ქ. ოდესაში, გაიმართა ნატო‐ს საპარლამენტო ასამბლეის
მიერ ორგანიზებული უკრაინა‐ნატო‐ს და საქართველო‐ნატო‐ს პარლამენტთაშორისი
საბჭოების და ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის ერთობლივი შეხვედრა, რომელიც
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო.
შეხვედრაზე ერთ‐ერთი პანელის მონაწილე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის თავმჯდომარე, ნატო‐ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ბერაია იყო. სიტყვით
გამოსვლისას, მან ისაუბრა სქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის ერთ‐ერთი
ყველაზე საკვანძო ქვეყნის, უსაფრთხოების გამოწვევებზე. ის დეტალურად შეეხო
რუსულ ოკუპაციას, ოკუპირებული რეგიონების მზარდ მილიტარიზაციას, უკანონო
რუსულ სამხედრო წვრთნებს, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს, რუსეთიდან
მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს (კიბერშეტევებს, დეზინფორმაციას და
ანტიდასავლურ პროპაგანდას, მავნე გავლენის სხვა დესტრუქციულ აქტივობებს),
ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს და ოკუპაციის სხვა მძიმე შედეგებს.
მან ასევე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და ევროატლანტიკური
ინტეგრაციის პროცესზე, აღნიშნა რუსეთზე ზეწოლის გაზრდის, ალიანსში
საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარების, ნატო‐ს მხრიდან ერთიანი და
ყოვლისმომცველი შავი ზღვის სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა. ქართული
დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა რეგიონში აშშ‐ის წარმომადგენლობის
გაზრდის აუცილებლობას, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და
ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერებისთვის ჩვენი ქვეყნის
მეტი მხარდაჭერის საჭიროებას. რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების ერთ‐ერთ
მთავარ ფაქტორად, ირაკლი ბერაიამ, დასავლური ინვესტიციების მოცულობის გაზრდა,
რეგიონისა და შავი ზღვის სატრანსპორტო და ეკონომუკური პოტენციალის სრული
რეალიზება დაასახელა.
შეხვედრის შემდეგ, ქართულმა და უკრაინულმა დელეგაციებმა, შავი ზღვის რეგიონის
უსაფრთხოების გარემოს შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს. ვიზიტის
ფარგლებში, ქართული დელეგაცია, ასევე მონაწილეობდა აშშ‐ის გერმანული მარშალის
ფონდის ორგანიზებით გამართულ “ოდესის დებატებში”.
ნოემბერი
15‐17 ნოემბერს, ქ. ბელგრადში (სერბეთის რესპუბლიკა) გაიმართა ნატო‐ს
საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ‐როთ“‐ის 101‐ე სემინარი.
ღონისძიების მთავარი განსახილველი თემას, სერბეთის რესპუბლიკის ევროპულ და
ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში მიმდინარე
პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხები წარმოადგნენდა. დისკუსიის
ფარგლებში აღინიშნა, რომ ბელგრადის საგარეო პოლიტიკა მიმართულია
ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის
ხელშეწყობაზე. ასევე, ქვეყნის ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც მიზნად ისახავს
უცხოური ინვესტიციების მიზიდვას და სამუშაო ადგილების შექმნას. ქართული
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერობის განყოფილება
დელეგაციიდან სემინარში, პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია და დელეგაციის
მდივანი დავით ღუჭაშვილი მონაწილეობდნენ.
მოამზადა: საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო
ორგანიზაციებთან ურთიერთობების განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა
დავით ღუჭაშვილმა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს პარლამენტი, ოთახი # C 436 | რუსთაველის გამზირი #8, თბილისი 0118, საქართველო
მობ: 591 93 9770
ელ‐ფოსტა: dghuchashvili@parliament.ge | www.parliament.ge
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერობის განყოფილება