საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წლის 14 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-02-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 48
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი
14 თებერვალი 2022 წ. 12 00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი N410
(B კორპუსი, IV სართული)
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის კანონშემოქმედებითი და
საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით შემუშავებული კომიტეტის 2022
წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება.
ასევე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსადგენი კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის
ანგარიშის მოსმენა. (პასუხისმგებელი პირი: მ. გოგებაშვილი)
მომხსენებელი: სოზარ სუბარი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარე.
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საფრანგეთის
განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის
საკრედიტო შეთანხმება“ (N07-2/120 03.02.2022). (წამყვანი კომიტეტი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი)
(სავალდებულო კომიტეტები: აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის,
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) (ვადები: წამყვან
კომიტეტზე - 08.02-14.03; სხვა კომიტეტებზე - 08.02-28.02) (პასუხისმგებელი პირები: გ. დოლიშვილი, თ.
კალანდარიშვილი)
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის I მოადგილე.
ეკატერინე გუნცაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილე.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,მაჭახლის
დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/114; 10.01.2022)
(პირველი მოსმენა) (სავალდებულო კომიტეტები: აგრარულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის,
იურიდიულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტები) (წამყვანი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი)(ვადები: წამყვან
კომიტეტზე; 01.02-09.030 სხვა კომიტეტზე : 01.02.-22.02) (პასუხისმგბელი პირები კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია,
რ. ხიზანიშვილი)
მომხსენებელი: დავით გაბაიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
თავმჯომარე
პრესრელიზი
პრესრელიზი
1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საფრანგეთის
განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო
შეთანხმება“ (07-2/120 03.02.2022) (წამყვანი კომიტეტი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი)
(სავალდებულო კომიტეტები: აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტები) (ვადები: წამყვან კომიტეტზე - 08.02-14.03; სხვა კომიტეტებზე 08.02-28.02) (პასუხისმგებელი პირები: გ. დოლიშვილი, თ. კალანდარიშვილი);
2020 წლის 15 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოწერა
შეთანხმებას (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების
პროგრამას, რომლის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვის და
ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბება). აზიის განვითარების ბანკმა პროგრამის
დასაფინანსებლად გამოყო ფინანსური რესურსი ორ ტრანშად 115,310,000 ევროს ოდენობით.
პირველი ტრანშის სახით საქართველომ 2021წ იანვარში მიიღო 70,960,000 ევრო, ხოლო ამავე
წლის დეკემბერში 44,350,000 მლნ ევროს ოდენობით. აღნიშნული არის ბიუჯეტის მხარდამჭერი
სესხი და თანხა პირდაპირ მიმართულია ბიუჯეტში.
შემდგომში საფრანგეთის განვითარების სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა ზემოაღნიშნული
პროგრამის ფარგლებში მეორე ტრანშის თანადაფინანსებაზე 30მლნ ევროს ოდენობით
ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის სახით. რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს
წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების რეფორმის იმ
პროგრამას, რაც აზიის განვითარების ბანკის მიერაა დაფინანსებული. რომლითაც საფრანგეთის
განვითარების სააგენტო მხარს დაუჭერს საქართველოს, გააუმჯობესოს მმართველობა და
ინსტიტუციური შესაძლებლობები წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში, ასევე
გააძლიეროს ურბანული და სოფლის წყალმომარაგების და წყალარინების სექტორის მართვა და
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მმართველობა.
სესხის ფინანსური პირობებია: მოცულობა - 30მლნ ევრო; ხანგრძლივობა - 20 წელი (მათ შორის
შეღავათიანი პერიოდი 5 წელი); საპროცენტო განაკვეთი - ფიქსირებული, შეადგენს 1.08%
(დაზუსტდება თანხის ჩამორიცხვისას); ადმინისტრირების გადასახდელი - 0.5% (ერთჯერადი
გადასახდელი, ერიცხება სესის მთლიან მოცულობას, სესხის თანხიდან არ ხდება გადახდა);
ვალდებულების გადასახდელი - წლიური 0.5% (ერიცხება სესხის აუთვისებელ ნაწილს).
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის
შექმნისა და მართვის შესახებ“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/114; 10.01.2022) (პირველი მოსმენა)
(სავალდებულო კომიტეტები: აგრარულ საკითხთა,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები) (წამყვანი: გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი) (ვადები: წამყვან კომიტეტზე; 01.02-09.030 სხვა კომიტეტზე:
01.02-22.02) (პასუხისმგბელი პირები კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი);
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მაჭახლის
ხეობის ადგილობრივი მოსახლეობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)
ფინანსური მხარდაჭერით. 2017 წლის აგვისტო–ოქტომბრის პერიოდში, გაეროს განვითარების
პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა მაჭახელას ეროვნული პარკის
მიმდებარე ზონის მართვის შესაძლო მექანიზმების ანალიზი, რის შედეგადაც დაინტერესებულ
მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, ამ ტერიტორიის მართვის ოპტიმალურ
მექანიზმად მიჩნეულ იქნა დაცული ლანდშაფტის დაარსება. გაეროს განვითარების პროგრამამ
(UNDP) მხარი დაუჭირა ახალ ინიციატივას და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან
შეთანხმებით დააფინანსა ახალი დაცული ტერიტორიის დაარსების მხარდამჭერი პროექტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობის იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის
ეროვნული პარკის შემადგენლობაში. საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების
მიზნით გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი და გაეროს განვითარების პროგრამა
(GEF/UNDP) ახორციელებს პროექტს “აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი
მართვის დახვეწა”. პროექტის მიზანია შეიქმნას დაცული ტერიტორიების რეგიონული
კომპლექსი დასავლეთ საქართველოს მცირე კავკასიონის ქედის საყოველთაოდ მნიშვნელოვანი
ზომიერად ნოტიო კოლხური ტყეების დაცვისა და გონივრულად სარგებლობის მიზნით.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2018 წელს მოხდა მაჭახელას ხეობაში
არსებული სიტუაციის შესწავლა და დაცული ტერიტორიის დაარსებისათვის შესატყვისი
კატეგორიის შეთავაზება. კვლევის საფუძველზე შემუშავებული იქნა მაჭახლის დაცული
ლანდშაფტის შექმნისა და მართვის კანონის პროექტი. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის
დაარსების საკითხი შეთანხმებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან,
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან, აჭარის სატყეო
სააგენტოსთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან, მაჭახელის ხეობის ადგილობრივ
მოსახლეობასთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან.
მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა ხელს შეუწყობს მაჭახლის ხეობაში ბიოლოგიური
მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული
ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას.