საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-1631/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-02-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 26

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა 2022 წლის 14 თებერვალი, 14:00 საათი საქართველოს პარლამენტის სასახლე კომიტეტის სათათბირო ოთახი N533 (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია; 2. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფის - „რეფორმების ჯგუფი“ კვოტით ასარჩევად წარმოდგენილი თეონა აქუბარდიას კანდიდატურის განხილვა; მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია.
ოქმი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის ოქმი N26 2022 წლის 14 თებერვალი, 14:00 საათი საქართველოს პარლამენტის სასახლე კომიტეტის სათათბირო ოთახი N533 (C კორპუსი, V სართული) სხდომას თავმჯდომარეობდა: ირაკლი ბერაია. სხდომას ესწრებოდნენ: ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი, რატი იონათამიშვილი, გია ბენაშვილის ადგილმონაცვლე ქეთევან დუმბაძე, ეკა სეფაშვილი, კახა კახიშვილის ადგილმონაცვლე ანზორ ბოლქვაძე, რესან კონცელიძე, ირაკლი ჩიქოვანი, მიხეილ დაუშვილი, ჰერმან საბო, ალექსანდრე ელისაშვილი, დევი ჭანკოტაძე, თეიმურაზ ჯანაშია, თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი. დღის წესრიგი 1. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია; 2. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ კვოტით ასარჩევად წარმოდგენილი თეონა აქუბარდიას კანდიდატურის განხილვა; მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. კომიტეტის სხდომა ირაკლი ბერაიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა, რის შემდეგაც სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები არ გამოთქმულა. შესაბამისად, კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კენჭისყრით დაამტკიცა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა. სხდომაზე მეორე საკითხად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ კვოტით ასარჩევად წარმოდგენილი თეონა აქუბარდიას კანდიდატურა განიხილეს. კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა კომიტეტის წევრი თეონა აქუბარდია. სხდომაზე თეონა აქუბარდიამ მოსაზრება გამოთქვა, რომ მომავალში, იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების განხილვისას მეტი ყურადღება დათმობოდა პნევმატურ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით ინტენსიური მუშაობა გაგრძელებულიყო შესაბამის უწყებებთან. ირაკლი ბერაიამ განმარტა, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან მიმდინარეობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადება და საქართველოს პარლამენტში წარმოდგენისას ყველა დაინტერესებულ სუბიექტს ექნება შესაძლებლობა განხილვაში მონაწილეობის. მისი განმარტებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი აქტიურ რეჟიმში ახდენს უწყებების მოსმენას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, შესაბამისად, მომავალშიც კომიტეტი აქტიურად გააგრძელებს თავის საქმიანობას ამ მიმართულებით. სხდომის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სხდომის მდივანი გიორგი კუჭუხიძე