საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის დავით სონღულაშვილის მიერ წარმოდგენილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-15
ბიუროს ნომერი 120
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-1633/22
14-02-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად
გიგზავნით
ფრანკოფონიის
საპარლამენტო
ასამბლეაში
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიშს.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს
ანგარიში
ანგარიში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ფრანკოფონიის საპარლამენტო
ასამბლეაში 2021 წლის განმავლობაში
ჩატარებული ღონისძიებები:
13 მაისი - შეხვედრა გაიმართა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ფრანკოფონიის
საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი - ჟაკ კრაბალი და
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის მისიის ხელმძღვანელი ჟან შარლ ლუპერტო.
შეხვედრის
მთავარ
მიზანს
წარმოადგენდა
საქართველოს
პარლამენტსა
და
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის სამომავლო თანამშრომლობის
პერსპექტივები.
შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილეს ასამბლეის მიმდინარე აქტუალური თემები და
ასევე ასამბლეის მიერ დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებების თემატიკა. როგორც
შეხვედრაზე გაჟღერდა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დარეგულირების შემდეგ
საქართველო იქნება ის ქვეყანა, სადაც ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის
ევროპის რეგიონის თავმჯდომარეთა კონფერენცია ჩატარდება.
შეხვედრის მთავარი შედეგი გახლდათ საქართველოს პარლამენტსა და ფრანკოფონიის
საპარლამენტო ასამბლეას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი.
კერძოდ, ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის სტატუტის შეცვლის თემა,
დამკვირვებლის სტატუსიდან ასოცირებულ წევრად გადასვლა.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის საქართველოში
სამუშაო
ვიზიტის
შემდეგ,
ოფიციალური
წერილი
გაიგზავნა
ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის დავით
სონღულაშვილის სახელით. აღნიშნული წერილით საქართველოს პარლამენტმა
ოფიციალურად მიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას სტატუსის
შეცვლის თაობაზე. წლის მანძილზე აქტიური მუშაობა განხორციელდა სტატუსის
შეცვლისათვის
საჭირო
კითხვარის
მოსამზადებლად.
გამოთხოვილი
და
დამუშავებული იქნა შესაბამისი სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაცია და
მომზადდა კითხვარის სამუშაო ვერსია.