საქართველოს პარლამენტის წევრის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის მიერ წარმოდგენილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-15
ბიუროს ნომერი 120
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-1658/22
14-02-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ბატონო ნიკოლოზ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად
გიგზავნით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიშს.
დანართი: 7 (შვიდი) ფურცელი.
პატივისცემით,
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი
ირაკლი ჩიქოვანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში
წინამდებარე ანგარიში ასახავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (შემდგომში
ასამბლეა) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (შემდგომში დელეგაცია)
2021 წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას, მათ შორის ასამბლეის პლენალური სხდომების
მიმდინარეობას, საკომიტეტო მუშაობას, განხორციელებულ ვიზიტებსა და შეხვედრებს. ევროპის
საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა ჰიბრიდულ რეჟიმში,
ტარდებოდა შეხვედრები სადაც შესაძლებელი იყო სესიებზე და სხვა ღონისძიებებზე როგორც
ფიზიკური დასწრება, ასევე - დისტანციურად ჩართვაც. 2021 წლის განმავლობაში ასამბლეის
ფარგლებში განხორციელდა დელეგაციის წევრების 6 გასვლითი ვიზიტი. ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია 4 დელეგაცია.
დანარჩენი 48 შეხვედრა გაიმართა დისტანციურ ფორმატში.
წლის განმავლობაში დელეგაციის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. მე-10 მოწვევის
პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდგომ დელეგაციის კვოტა, რომელიც 10
დეპუტატისგან შედგებოდა, შეივსო მხოლოდ რვა დეპუტატით, ვინაიდან ზოგიერთი
პოლიტიკური პარტია უარს აცხადებდა საპარლამეტო საქმიანობაში მონაწილეობაზე. ასამბლეის
საშემოდგომო სესიაზე სრულად შეივსო დელეგაციის შემადგენლობა. ასევე, კახა კუჭავას მიერ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ, დელეგაციის
ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა ირაკლი ჩიქოვანმა. ამ ეტაპისათვის დელეგაციის
შემადგენლობაში შედიან:
ძირითადი შემადგენლობა:
1. ირაკლი ჩიქოვანი
2. ირაკლი კობახიძე
3. თამარ ტალიაშვილი
4. ხატია დეკანოიძე
5. ლევან იოსელიანი
სათადარიგო შემადგენლობა:
1. არჩილ თალაკვაძე
2. გივი მიქანაძე
3. მარიამ ლაშხი
4. აკაკი მინაშვილი
5. ფრიდონ ინჯია
საპარლამენტო ასამბლეის სესიის პირველი ნაწილი, ზამთრის სესია (25-28 იანვარი, სტრასბურგი,
საფრანგეთი)
სესიაში ფიზიკურად მონაწილეობა მიიღეს კახა კუჭავამ (დელეგაციის ხელმძღვანელი), ირაკლი
კობახიძემ, მარიამ ქვრივიშვილმა, ირაკლი ჩიქოვანმა, გივი მიქანაძემ, თამარ ტალიაშვილმა და
ფრიდონ ინჯიამ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განხილვები გაიმართა შემდეგ
საკითხებზე: ეთნიკური შერჩევითობა ევროპაში; არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის
შეზღუდვა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში; ქრონიკული და ხანგრძლივი დაავადებების მქონე
პირთა დისკრიმინაცია; მონიტორინგის კომიტეტის საქმიანობის პროგრესი და სხვა.
სესიაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეულ იქნა
ბელგიელი სენატორი რიკ დემსი. საქართველოს დელეგაციის წევრი ირაკლი კობახიძე მეორედ
დამტკიცდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად. ასევე არჩეულ იქნა
ასამბლეის ახალი გენერალური მდივანი დესპინა ჩაცივასილიუ-ცოვილისი.
ასამბლეაზე მაღალი რანგის სტუმრის სტატუსით წარდგნენ გერმანიის საგარეო საქმეთა
ფედერალური მინისტრი ჰეიკო მაასი და იუსტიციის ევროპული კომისარი დიდიე რეინდერსი.
1
სესიაზე საქართველოს დელეგაციისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა შემდეგი
საკითხები:
რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილებების გასაჩივრების საკითხი;
საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ტინი კოქსის ანგარიში;
რეზოლუცია და რეკომენდაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით;
მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკლ იენსენის ანგარიში, მონიტორინგის
კომიტეტის 2020 წლის პროგრესის შესახებ;
სესიის განმავლობაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა, გივი მიქანაძემ, თამარ
ტალიაშვილმა და მარიამ ქვრივიშვილმა შეადგინეს და კომიტეტების და ასამბლეის სამდივნოს
დასარეგისტრირებელად გადასცეს 3 შუამდგომლობა, რომელთაგან ორი უკვე გადაეცათ თამარ
ტალიაშვილს და გივი მიქანაძეს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშის მოსამზადებლად.
სესიის განმავლობაში დებატებზე სიტყვით გამოვიდნენ კახა კუჭავა, ირაკლი ჩიქოვანი, თამარ
ტალიაშვილი, გივი მიქანაძე და მარიამ ქვრივიშვილი. სესიის ერთ-ერთ სხდომას, ასამბლეის
პრეზიდენტის სტატუსით, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე თავმჯდომარეობდა.
გაიმართა ორმხრივი შეხვედრები უკრაინის დელეგაციასთან; ევროპის საბჭოს ადამიანის
უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან; საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან
ვოიცეხ სავიცკისთან; კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან ოლივიე ბეხტთან.
საპარლამენტო ასამბლეის სესიის მეორე ნაწილი, საგაზაფხულო სესია (19-22 აპრილი,
სტრასბურგი, საფრანგეთი)
სესიაში ფიზიკურად მონაწილეობა მიიღეს კახა კუჭავამ (დელეგაციის ხელმძღვანელი), მარიამ
ქვრივიშვილმა, გივი მიქანაძემ, თამარ ტალიაშვილმა და ლევან იოსელიანმა.
ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე განხილვები გაიმართა შემდეგ საკითხებზე: ევროპაში
ეროვნულ უმცირესობათა დაცვა; ასამბლეის ხედვა ევროპის საბჭოს სტრატეგიული
პრიორიტეტების შესახებ; ფისკალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა; ბელორუსის
საარჩევნო სისტემის რეფორმა; ალექსეი ნავალნის დაპატიმრება; სომხეთის სამხედრო ტყვეები
და სხვა.
ასამბლეაზე მაღალი რანგის სტუმრის სტატუსით წარდგნენ გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო
საქმეთა ოფისის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში მიქაელ როთი. ასამბლეას 2020
წლის ანგარიში წარუდგინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია
მიატოვიჩმა. ასამბლეას სიტყვით ასევე მიმართეს ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა
დავიდ სასოლიმ, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაია სანდუმ და ევროპის საბჭოს
გენერალურმა მდივანმა მარია ბურიჩმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა
კომიტეტმა თემაზე „კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე“
მომხსენებლად აირჩია საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გივი
მიქანაძე.
2
ანგარიშზე „ახალგაზრდობა და მედია“ მუშაობა დაიწყო საქართველოს დელეგაციის წევრმა
თამარ ტალიაშვილმა. მან, იანვრის ზამთრის სესიაზე, აღნიშნულ თემაზე წინადადებით მიმართა
კულტურის კომიტეტს. კულტურის კომიტეტმა, შუამდგომლობის დარეგისტრირების შემდეგ,
თამარ ტალიაშვილი ამ საკითხზე მომხსენებლად 26 მარტის სხდომაზე დაამტკიცა.
ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდნენ დელეგაციის
წევრები თამარ ტალიაშვილი, გივი მიქანაძე და მარიამ ქვრივიშვილი.
ვიზიტის განმავლობაში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები სოციალისტების, დემოკრატებისა და
მწვანეების (SOC) პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელთან ფრანკ შვაბესთან და ევროპის საბჭოს
ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან ანდრეას
კიფერთან.
საპარლამენტო ასამბლეის სესიის მესამე ნაწილი, ზაფხულის სესია (21-24 ივნისი, სტრასბურგი,
საფრანგეთი)
სესიაში ფიზიკურად მონაწილეობა მიიღეს ირაკლი ჩიქოვანმა (დელეგაციის ხელმძღვანელი) და
თამარ ტალიაშვილმა.
ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, სხვა თემებთან ერთად, განხილვები გაიმართა შემდეგ
საკითხებზე: მონიტორინგის კომიტეტის საქმიანობის პროგრესი; ბულგარეთის და ალბანეთის
საპარლამენტო
არჩევნების
ანგარიში;
პოლიტიკოსთა
სისხლის
სამართლებრივი
პასუხისმგებლობა მათ მიერ გაკეთებული განცხადებებისათვის; მედიის თავისუფლება; კოვიდ
პასპორტები და სერტიფიკატები; პანდემიის გავლენა ბავშვთა უფლებებზე; აფროფობიასთან
ბრძოლა; ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ასამბლეაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის
თავჯდომარემ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ და
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია ბურიჩმა.
სესიაზე დამტკიცდა დელეგაციების შემადგენლობებში განხორციელებული ცვლილებები.
ასამბლეამ დაამტკიცა საქართველოს დელეგაციის ახალი წევრები - არჩილ თალაკვაძე და მარიამ
ლაშხი.
ასამბლეის ზაფხულის სესიის განმავლობაში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდნენ
დელეგაციის წევრები თამარ ტალიაშვილი, გივი მიქანაძე (დისტანციურად) და მარიამ ლაშხი
(დისტანციურად).
ვიზიტის განმავლობაში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები სოციალისტების, დემოკრატებისა და
მწვანეების (SOC) პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელთან ფრანკ შვაბესთან; ასამბლეის
ევროპული სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ჯგუფის პრეზიდენტთან სენატორ
ალექსანდერ პოციეჟთან და პოლონელ სენატორებთან; იტალიის პარლამენტის დეპუტატთა
პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან პიერო ფასინოსთან;
ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელთან მარია იუფერევა-სკურატოვსკისთან;
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტთან
ლინდერტ ვერბეკთან.
3
ასამბლეის სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების (SOC) პოლიტიკური ჯგუფის
სხდომაზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა პოლიტიკური
ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის რანგში მიიღო მონაწილეობა.
საპარლამენტო ასამბლეის სესიის მეოთხე ნაწილი, საშემოდგომო სესია (27-30 სექტემბერი,
სტრასბურგი, საფრანგეთი)
სესიაში ფიზიკური მონაწილეობა მიიღეს ირაკლი ჩიქოვანმა (დელეგაციის ხელმძღვანელი),
თამარ ტალიაშვილმა და ლევან იოსელიანმა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიაზე, სხვა თემებთან ერთად,
განხილვები გაიმართა შემდეგ საკითხებზე: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის
ჰუმანიტარული შედეგები; სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა ევროპაში; გენდერული
თანასწორობა საპარლამენტო ასამბლეაში და ადამიანის უფლებები და სუფთა გარემო.
ასამბლეაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის
თავჯდომარემ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ და
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია ბურიჩმა. ასამბლეას სიტყვით ასევე მიმართა და
შეკითხვებს უპასუხა ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა სტელა კირიაკიდესმა.
სესიაზე დამტკიცდა დელეგაციების შემადგენლობებში განხორციელებული ცვლილებები.
ასამბლეამ დაამტკიცა საქართველოს დელეგაციის ახალი წევრები - ხატია დეკანოიძე და აკაკი
მინაშვილი.
ასამბლეის სესიის განმავლობაში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდნენ ირაკლი ჩიქოვანი
და თამარ ტალიაშვილი.
სტრასბურგში ვიზიტისას, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა
ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან ანდრეას
კიფერთან; ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელთან ანტიე
როთმუნდთან და პოლიტიკური ჯგუფის „გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების“ (EUL)
პრეზიდენტთან ტინი კოქსთან;
ევროპის საბჭოს საპარლამენტო
განხორციელებული ვიზიტები
ასამბლეის
წარმომადგენლების
მიერ
საქართველოში
2021 წლის 1 - 3 ივნისს, საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის
კომიტეტის მომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი), კლოდ კერნი (საფრანგეთი) და
კომიტეტის სამდივნოს წარმომადგენელი ბას კლაინი ეწვივნენ. მომხსენებლები ვიზიტის
განმავლობაში
შეხვდნენ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრს
ირაკლი
ღარიბაშვილს;
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას; საქართველოს გენერალურ
პროკურორს ირაკლი შოთაძეს; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს;
სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს თამარ გვარამაძეს და მოადგილეს გიორგი
ბურჯანაძეს; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს და ამავე
კომიტეტის წევრებს; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
თავმჯდომარეს დავით სონღულაშვილს; საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის
წარმომადგენლებს.
4
2021 წლის 1 - 4 ივლისს საქართველოში იმყოფებოდა სამხრეთ კავკასიაში ლგბტ პირების
უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
მომხსენებელი ქრისტოფ ლაკრუა (ბელგია) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
თანასწორობის კომიტეტის მდივანი ჯორჯიო ლოდო. მომხსენებელი ვიზიტის დროს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ მიხეილ სარჯველაძეს და ამავე კომიტეტის წევრებს; შინაგან
საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს; მთავარი პროკურორის
მოადგილეს ნათია მერებაშვილს; განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს
ეკატერინე დგებუაძეს; მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროს
ქალბატონ მაკა ფერაძეს. მან შეხვედრები ასევე გამართა არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან, დამოუკიდებელ ექპერტებთან და სახალხო დამცველთან ნინო
ლომჯარიასთან.
2021 წლის 26 - 29 ივლისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი და ასამბლეის პრეზიდენტის კაბინეტის
უფროსის მოადგილე სერგეი ხრიჩიკოვი. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასამბლეის
პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს; საგარეო საქმეთა
მინისტრს დავით ზალკალიანს; შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს; იუსტიციის
მინისტრს რატი ბრეგაძეს; საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას. ასამბლეის
პრეზიდენტი ასევე შეხვდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს და გენდერული თანასწორობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეს ნინო წილოსანს. ვიზიტისას,
პრეზიდენტმა გამართა შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობასთან და საპარლამენტო
ოპოზიციასთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში
საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობას.
2021 წლის 8 - 10 დეკემბერს მორიგი ვიზიტი განახორციელეს საქართველოზე ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა ტიტუს კორლატეანმა და
კლოდ კერნმა და მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს წარმომადგენელმა ბას კლაინმა.
მომხსენებლები ვიზიტის დროს შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა
კუჭავას; საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს; საქართველოს გენერალურ
პროკურორს ირაკლი შოთაძეს; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს;
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს; შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს; საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს და ამავე კომიტეტის წევრებს. მომხსენებლები ასევე შეხვდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წევრებს.
ასამბლეის ბიუროს, კომიტეტების და ქვეკომიტეტების შეხვედრები
საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა (25-26 ნოემბერი, რომი, იტალია)
სხდომაზე მონაწილება მიიღეს ირაკლი კობახიძემ (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
ვიცე პრეზიდენტი) და ირაკლი ჩიქოვანმა (დელეგაციის ხელმძღვანელი).
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განხილვები გაიმართა გენდერული დისკრიმინაციის
აღმოფხვრის, ასევე, კორუფციასთან ბრძოლის თემებზე. რეგლამენტში შევიდა ცვლილება,
რომლითაც ასამბლეის საქმიანობის პროცესში ცალსახად და მკაფიოდ აიკრძალა ყველანაირი
სექსისტური გამონათქვამები, სექსუალური შევიწროვება და ძალადობა.
5
დელეგაციის წევრებმა გამართეს ორმხრივი შეხვედრები სოციალისტების, დემოკრატებისა და
მწვანეების პოლიტიკური (SOC) ჯგუფის ხელმძღვანელთან ფრანკ შვაბესთან; იტალიის
პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან
პიერო ფასინოსთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან
დესპინა ჩაცივასილიუ-ცოვილისთან.
ახალგაზრდობისა და სპორტის ქვეკომიტეტის სხდომა (25 ოქტომბერი, 2021, ლისაბონი,
პორტუგალია)
2021 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს დელეგაციის წევრმა თამარ ტალიაშვილმა განათლების,
ახალგაზრდობისა და სპორტის ქვეკომიტეტის შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო ლისაბონში,
პორტუგალიაში. ქვეკომიტეტის მუშაობის პროცესში, თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა
საქართველოში ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებაზე, ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის
სტრატეგიისა და ახალგაზრდების წინაშე მდგარი COVID პანდემიით გამოწვეული
საგანმანათლებლო და დასაქმების სირთულეების შესახებ. დისკუსიის დროს, ასევე, ხაზი გაესვა
მის მიერ ინიცირებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტის
„ახალგაზრდობა და მედია“ მნიშვნელობას მედია თავისუფლებისა და ახალგაზრდების
ჩართულობის კუთხით.
2021 წლის განმავლობაში, დისტანციური ფორმატით გაიმართა 48 შეხვედრა, მათ შორის
კომიტეტების, ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები. საქართველოს დელეგაციის
წევრები დისტანციურად მონაწილეობდნენ აღნიშნულ ღონისძიებებზე. ცხრილის სახით
წარმოდგენილია აღნიშნული ღონისძიებების თარიღის, ფორმატის და მონაწილეების შესახებ.
თარიღი
1 თებერვალი, 2021
2 თებერვალი, 2021
3 თებერვალი, 2021
4 თებერვალი, 2021
5 თებერვალი, 2021
9 თებერვალი, 2021
9 მარტი, 2021
10 მარტი, 2021
11 მარტი, 2021
12 მარტი, 2021
15 მარტი, 2021
16 მარტი, 2021
18 მარტი, 2021
19 მარტი, 2021
26 მარტი, 2021
30 მარტი, 2021
12 აპრილი, 2021
12 აპრილი, 2021
14 აპრილი, 2021
15 აპრილი, 2021
ფორმატი
ბიუროს სხდომა
თანასწორობის კომიტეტის სხდომა
მონიტორინგის კომიტეტის სხდომა
პოლიტიკური კომიტეტის სხდომა
კულტურის კომიტეტის სხდომა
სოციალური კომიტეტის საზოგადოებრივი
ჯანმრთელობისა და მდგრადი
განვითარების ქვეკომიტეტის სხდომა
მონიტორინგის კომიტეტის სხდომა
პოლიტიკური კომიტეტის სხდომა
იურიდიული საკითხების კომიტეტის
სხდომა
მიგრაციის კომიტეტის სხდომა
თანასწორობის კომიტეტის სხდომა
სოციალური საკითხების კომიტეტის
სხდომა
ბიუროს სხდომა
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა
კულტურის კომიტეტის სხდომა
პოლიტიკური კომიტეტის სხდომა
კულტურის კომიტეტის სხდომა
მიგრაციის კომიტეტის სხდომა
თანასწორობის კომიტეტის სხდომა
სოციალური კომიტეტის სხდომა
მონაწილე
ირაკლი კობახიძე
თამარ ტალიაშვილი
კახა კუჭავა
კახა კუჭავა
თამარ ტალიაშვილი
მარიამ ქვრივიშვილი
კახა კუჭავა
კახა კუჭავა
გივი მიქანაძე
ირაკლი ჩიქოვანი
თამარ ტალიაშვილი
მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე
კახა კუჭავა
თამარ ტალიაშვილი
კახა კუჭავა
თამარ ტალიაშვილი
ირაკლი ჩიქოვანი
თამარ ტალიაშვილი
მარიამ ქვრივიშვილი
6
15 აპრილი, 2021
11 მაისი, 2021
17 მაისი, 2021
18 მაისი, 2021
19 მაისი, 2021
მონიტორინგის კომიტეტის სხდომა
პოლიტიკური კომიტეტის სხდომა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თანასწორობის კომიტეტის სხდომა
მონიტორინგის კომიტეტის სხდომა
21 მაისი, 2021
25 მაისი, 2021
27 მაისი, 2021
28 მაისი, 2021
3 ივნისი, 2021
17 ივნისი, 2021
6 სექტემბერი, 2021
7 სექტემბერი, 2021
9 სექტემბერი, 2021
13 სექტემბერი, 2021
14 სექტემბერი, 2021
15 სექტემბერი, 2021
16-17 სექტემბერი, 2021
კულტურის კომიტეტის სხდომა
მიგრაციის კომიტეტის სხდომა
ბიუროს სხდომა
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თანასწორობის კომიტეტის სხდომა
ბიუროს სხდომა
მიგრაციის კომიტეტის სხდომა
სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა
მონიტორინგის კომიტეტის სხდომა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თანასწორობის კომიტეტის სხდომა
ევროპის ადამიანის უფლებათა
სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის
კომიტეტის სხდომა
ბიუროს სხდომა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
მონიტორინგის კომიტეტის სხდომა
თანასწორობის კომიტეტის სხდომა
სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა
კულტურის კომიტეტის სხდომა
პოლიტიკური კომიტეტის სხდომა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
ბიუროს სხდომა
მონიტორინგის კომიტეტის სხდომა
24 სექტემბერი, 2021
5 ნოემბერი, 2021
16 ნოემბერი, 2021
30 ნოემბერი, 2021
1 დეკემბერი, 2021
2-3 დეკემბერი, 2021
6 დეკემბერი, 2021
7 დეკემბერი, 2021
10 დეკემბერი, 2021
14-15 დეკემბერი, 2021
კახა კუჭავა
კახა კუჭავა
გივი მიქანაძე
თამარ ტალიაშვილი
ირაკლი
ჩიქოვანი,
ფრიდონ ინჯია
თამარ ტალიაშვილი
ირაკლი ჩიქოვანი
ირაკლი კობახიძე
ირაკლი ჩიქოვანი
გივი მიქანაძე
თამარ ტალიაშვილი
ირაკლი კობახიძე
ირაკლი ჩიქოვანი
მარიამ ლაშხი
ირაკლი ჩიქოვანი
გივი მიქანაძე
თამარ ტალიაშვილი
გივი მიქანაძე
ირაკლი კობახიძე
გივი მიქანაძე
ირაკლი ჩიქოვანი
თამარ ტალიაშვილი
მარიამ ლაშხი
თამარ ტალიაშვილი
არჩილ თალაკვაძე
გივი მიქანაძე
ირაკლი კობახიძე
ირაკლი ჩიქოვანი
7